სისხლიანი გარჩევა ახმეტაში – დაჭრილია 44 წლის კაცი

27 თებერვალს, ღამით, ახმეტაში 44 წლის ბექა ონიაშვილი დაჭრეს. ონიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ონიაშვილს ახმეტაში მცხოვრები ძმები  თიღილაურები დაუპირისპირდნენ.  ერთ-ერთი ვერსიით, ძმები ონიაშვილისათვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.  

მეტი...

,,მეტროსადგური „გოცირიძე“ სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება”- კახა კალაძე

მეტროსადგური „გოცირიძე“ სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ექსპერტიზა ჩატარდა. დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზები, რომელიც ფაქტობრივად გამოსწორებულია. რამდენიმე დღეში უკვე წარედგინება შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად და მეტროსადგური სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოსთვის გაიხსნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

„რუსეთს არ აქვს რესურსი მოლდოვაში შეჭრისთვის”- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთს არ აქვს რესურსი მოლდოვაში შეჭრისთვის. მისი თქმით, მოლდოვას აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ გაუმკლავდეს დნესტრისპირეთში შესაძლო ესკალაციას. „რუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსი ესკალაციისთვის. ასევე ცხადია, რომ რუსეთს არ შეუძლია სამხედრო გზით შეჭრა მოლდოვაში. მეორე მხრივ, მოლდოვას აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ გაუმკლავდეს დნესტრისპირეთში შესაძლო ესკალაციას. და დნესტრისპირეთის რეგიონი, ისევე როგორც ჩვენ, ესწრაფვის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ. რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს – ბევრი პროპაგანდა, დეზინფორმაცია, გარკვეული ომის მომხრე ნარატივების პოპულარიზაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ყველა ეს ტალღა უფრო საინფორმაციო ომია, ვიდრე რეალური მდგომარეობა“, – განაცხადა დორინ რეჩანმა.

მეტი...

,,სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა”- პაპუაშვილი

„სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი  რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, წინა ჯერზე, ჩვენ სპეციალური პროცედურა შემოვიღეთ რეგლამენტში,  რომელიც მრავალსაფეხურიანი იყო და გარკვეული ვადებით გაწერილი, მაშინ სამწუხაროდ შედეგიანად ვერ დასრულდა. ეს იყო ერთჯერადი პროცედურა, შესაბამისად, პარლამენტი დაუბრუნდა რეგულარულ, რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს, რომელიც გულისხმობს, რომ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის შვიდ წევრს  შეუძლიათ დაასახელონ კანდიდატი. ეს არის მთელი პროცედურა დასახელების და ამ კანდიდატის დასახელების საკითხს შემდეგ განიხილავს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და უკვე შემდეგ პლენარულ სხდომაზე ჭირდება 90 ხმა,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის…

მეტი...

,,ირაკლი ღარიბაშვილი არის ღირსეული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყველაფერს აკეთებს, რომ პარტია იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე, კახა კალაძემ უპასუხა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე, ასევე პრემიერ-მინისტრი თავიანთ საქმეს ღირსეულად უძღვებიან და არანაირი ცვლილებები არ იგეგმება. „პარტიას ჰყავს ღირსეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახით, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარტია იყოს მოწოდების სიმაღლეზე. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის არის ღირსეული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს, ბევრი პროექტი არის დაწყებული ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით და მინისტრთა კაბინეტთან, მთავრობის წევრებთან ერთად მინდა,…

მეტი...

,,შეიქმნას საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრი”- ”ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრი“. მისი თქმით, პარლამენტში ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უარყოფით გავლენას იქონიებს ისტორიულ შანსზე – საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ,,ნაციონალური მოძრაობა” გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრი და რეესტრში შეყვანილ იქნას ყველა ის პოლიტიკური ლიდერი და პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთიდან და იმავდროულად, მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენის გაზრდა საქართველოში. მივმართავთ საერთაშორისო სტრუქტურებს და მოვუწოდებთ საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებში, იმ პარლამენტის წევრებს, როლებიც მხარს დაუჭერენ რუსული კანონის მიღებას,…

მეტი...

რატომ ეთიშებიან 25-35 წლის ქალები სამსახურს?!

  პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის – რაისა ლიპარტელიანის განცხადებით, დამსაქმებლები სამუშაო ძალის აყვანისას უპირატესობას მამაკაცებზე აკეთებენ, ვიდრე ქალებზე. მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალების კვალიფიკაცია გაცილებით მაღალია ვიდრე მამაკაცების, არჩევანი მაინც მამაკაცებზე კეთდება. აღნიშნულ თემაზე რაისა ლიპარტელიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „სრულყოფილი კვლევა, რატომ უხდიან ქალებს 33%-ით დაბალ ხელფასს, ვიდრე კაცებს, არ ჩატარებულა. თუმცა, ჩვენი გამოცდილებითა და პრაქტიკით, ამას აქვს სხვადასხვა მიზეზი. რიგ შემთხვევაში, დღესაც, 21-ე საუკუნეში, ქალებს დღემდე ისევ პრობლემა აქვთ განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. მაგრამ, საქართველოში ქალებს უკეთესი განათლება აქვთ ოფიციალური სტატისტიკით, ვიდრე მამაკაცებს. ეს ეხება როგორ პროფესიულ ისე…

მეტი...

,,თუ ასეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ, მე არ მინდა ასეთი ევროპა”- მიხეილ ყაველაშვილი

„თუ ასეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ და ევროპა რასაც გვეტყვის, ის აპრიორი სამართლიანი და ჭეშმარიტებაა, მე არ მინდა ასეთი ევროპა,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, არ სურს ისეთი მოქალაქეები, რომლებიც თვალდახუჭული ყველაფერს ენდობიან. „თუ ასეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ და ევროპა რასაც გვეტყვის, ის აპრიორი სამართლიანი და ჭეშმარიტებაა, მე არ მინდა ასეთი ევროპა. არ მინდა ასეთი მოქალაქეები, რომლებიც თვალდახუჭული ყველაფერს ენდობიან, ეს ევროპა არ არის. მე ვიცხოვრე ევროპაში, ეს არ არის ევროპული ღირებულებები, ევროპული ღირებულებებია ის, რასაც ჩვენ ვიცავთ, ის პრინციპები, როცა…

მეტი...

„ქალებს 33%-ით ნაკლებ ხელფასს უხდიან, ვიდრე კაცებს“ – რაისა ლიპარტელიანი „მედიაცენტრ მთავარში“    

„საქართველოში, მიუხედავად მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, ქალთა შრომითი უფლებები და გენდერული უთანასწორობა ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად რჩება“  -ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე – რაისა ლიპარტელიანმა გააკეთა. მისი შეფასებით, დისკრიმინაციული მიდგომების მაგალითი ქვეყანაში არაერთია „ეს ძალიან კარგად ჩანს რიცხვებში. თუ შევხედავთ ოფიციალურ სტატისტიკას, ვნახავთ, რომ საქართველოში ქალების 58% საერთოდ არ არის ჩართული შრომით ურთიერთობებში. შედეგად, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური აქტიურობა, რომელიც ქალების შემთხვევაში 22%-ით დაბალია, ვიდრე კაცების შემთხვევაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალები შეძლებენ დასაქმებას და გადალახავენ იმ ბარიერებს, რომელიც არსებობს, ისინი განიცდიან უთანასწორობას. ეს უთანასწორობა ნათლად არის გამოსახული სახელფასო…

მეტი...

,,თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს?”- კახა კალაძე

„უცნაურია, არავინ საუბრობს იმაზე, თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს?“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტი საჭიროა იმისთვის, რომ იყოს მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოებამ იცოდეს, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება. „კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კანონპროექტში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე. მთელი რიგი ქვეყნები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სადაც მსგავსი კანონი მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც არანაირი პრობლემა არ იქნება. შეგიძლიათ ნახოთ…

მეტი...

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სამედიცინო მიზნით გათავისუფლება – Amnesty International და Human Rights Watch სააკაშვილზე

Amnesty International და Human Rights Watch მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,”საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ნიშნით”. „მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შეიძლება, გაუთანაბრდეს წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას და მის სიცოცხლეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.სამედიცინო დახმარებაზე მიზანმიმართულად უარის თქმის შედეგად, პატიმრობაში მყოფის სიკვდილი არის სიცოცხლის უკანონო აღკვეთა, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ჩვენებით“, – აცხადებს „ამნესთი…

მეტი...

სისხლიანი დაპირისპირება ლაგოდეხში – დაჭრილია სამი ახალგაზრდა

გუშინ, გვიან ღამით ლაგოდეხში 3 ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.  არსებული ინფორმაციით, კონფლიქტს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. სამივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდებს დაზიანებები მუცლის ღრუში, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული.    

მეტი...

,,ვითხოვთ, ტრეფიკინგის მუხლი არ გავრცელდეს სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

,,ვითხოვთ, რომ დროებით, ვიდრე სავალდებულო გაწვევა არ გაუქმდება, ტრეფიკინგის მუხლი არ გავრცელდეს სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე,”- ამის შესახებ „გირჩის“  წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ადამიანის მუქარით იძულება, იმუშაოს მისი ნების წინააღმდეგ, ტრეფიკინგია. „მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს თავისი ნების წინააღმდეგ მუშაობას აიძულებენ, ეს არის ტრეფიკინგი და კანონით ისჯება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობა აპირებს, იგივე განახორციელოს ქვეყნის მასშტაბით 18-27 წლის ბიჭების მიმართ, რასაც ისინი ეძახიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ანუ, ციხის მუქარით აპირებენ, ადამიანები საკუთარი ნების წინააღმდეგ ამუშაონ 125 ლარად – ზოგი შლაგბაუმზე, ზოგი ვიშკაზე და ა.შ. ჩვენ ვითხოვთ, რომ დროებით,…

მეტი...

ბოსტნეული და ბაღჩეული 25.8 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 21.0 პროცენტით გაძვირდა – ”საქსტატი”

საქსტატის ინფორმაციით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ყველაზე მეტად, 25.8 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 21.0 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი – 17.2 პროცენტით გაძვირდა; ყავა, ჩაი და კაკაო 14.5 პროცენტით; ფასებმა 12.2 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. თევზეულზე ფასებმა 12.1 პროცენტით მოიმატა; ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.2 პროცენტით გაძვირდა; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9.8 პროცენტით. ამასთან, ფასები -0.3 პროცენტით შემცირებულია ხილსა და ყურძენზე.

მეტი...

,,ვიწყებთ კამპანიას მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის”- გიორგი ვაშაძე

,,მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის” – “გირჩი მეტი თავისუფლება”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “დროა”, ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით,  ეს მილიონი ხელმოწერა ჩავა ვაშინგტონში, ევროპის დედაქალაქებში, ბრიუსელში. ,,24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფი შემდგომ ნაბიჯს ვდგამთ და ვიწყებთ კამპანიას მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ 24 თებერვალს ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე, რითაც მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს, რომ სოლიდარული ვართ უკრაინის, მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ნატო, მაგრამ სამწუხაროდ, ამის ფონზე “ქართული ოცნება”…

მეტი...

გარდაიცვალა „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე

74 წლის ასაკში მომღერალი, ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე გარდაიცვალა. თამაზ სეფერთელაძემ ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, მალხაზ თავართქილაძესა და დავით აბესაძესთან ერთად, ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო“. თამაზ სეფერთელაძეს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

მეტი...

,,რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ? ნორმალურად სამსახურში ვერ დავდივარ, ვიმალები”- თამარ დავარაშვილი

,,რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ? მე არ მესმის. 10 თვე ხდება 12 მაისს, ნორმალურად სამსახურში ვერ დავდივარ, ვიმალები,”- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა. ექიმის თქმით, მისი და კლინიკის სხვა პერსონალის მიმართ ხშირია ბულინგის შემთხვევები. „საზოგადოება არის ძალიან ყურადღებით პაციენტის ( მიხეილ სააკაშვილის) მიმართ, ეს მისასალმებელია, მაგრამ რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ? მე არ მესმის. 10 თვე ხდება 12 მაისს, ნორმალურად სამსახურში ვერ დავდივარ, ვიმალები. ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ ექიმის და პაციენტის ურთიერთობა კონფიდენციალურია. მე არ შემიძლია წინასწარ გამოვიდე და საზოგადოებას ყველაფერი ვუთხრა. ლიფტში ვერ შევსულვარ, გუშინ კი,…

მეტი...

თბილისში გაასაღა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა – დიდი ოდენობით ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გაასაღა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 20 250 აშშ დოლარის ოდენობის 202 ცალი ყალბი 100 დოლარიანი და ერთი ცალი ყალბი 50 დოლარიანი კუპიურა. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 150 605 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთმა დაახლოებით 150 605 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 150 605; ​ტანკი – 3 397; ჯავშანტექნიკა – 6 658; საარტილერიო სისტემა – 2 398; სარაკეტო სისტემა – 480; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247; თვითმფრინავები – 300; ვერტმფრენი – 288; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 058; საკრუიზო რაკეტები – 873; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 264; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა –  230.

მეტი...

„ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების გავლენის აგენტები”- მამუკა მდინარაძე

„ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების გავლენის აგენტები და დამშვიდდით, მეგობრებო,“ – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, თითოეული დეპუტატი არის ხალხის, მისი ამომრჩევლის გავლენის აგენტი. „თითოეული დეპუტატი არის ხალხის, მისი ამომრჩევლის გავლენის აგენტი, თუ გნებავთ, რადგან ეს სიტყვა ასე აწუხებთ. ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების გავლენის აგენტები და დამშვიდდით, მეგობრებო! ეს სიტყვა თუ ასე გაშინებთ და გაშფოთებთ, აგერ, მე გეუბნებით, რომ მე, ჩემი კოლეგები, ყველანი ვართ ჩვენი ამომრჩევლებისა და ქართველი ხალხის გავლენის აგენტები და ასე იქნება ყოველთვის, ვიდრე ცოცხლები ვიქნებით. და ეს ნურავის შეგაშინებთ. ვის ინტერესებსაც ემსახურებით,…

მეტი...

,,ზამთარი გავიდა, ძალიან რთული იყო, მაგრამ მაინც შევძელით უკრაინისთვის ენერგიისა და სითბოს მიწოდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პრობლემების მიუხედავად, ზამთრის განმავლობაში შევძელით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის უზრუნველყოფა. მისივე თქმით, უკვე დაიწყეს ზრუნვა მომავალი სეზონისთვის. „დღეს გავმართეთ ენერგეტიკულ საკითხებზე შეხვედრა. მონაწილეობა მიიღო ყველამ, ვისზეც დამოკიდებულია ჩვენი ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობა. ეს იყო ხანგრძლივი სამსაათიანი შეხვედრა. ეს ზამთარი გავიდა. ის ძალიან რთული იყო და ეს სირთულე გაზვიადების გარეშე იგრძნო ყველა უკრაინელმა. მაგრამ მაინც შევძელით უკრაინისთვის ენერგიისა და სითბოს მიწოდება. დიახ, ენერგოსისტემას საფრთხე რჩება. მაგრამ ენერგეტიკულ სისტემაზე მუშაობა გრძელდება“,- განაცხადა ზელენსკიმ.    

მეტი...

,,მადლობას ეუბნება ყაზახეთს, თუმცა ჩვენთან, რუსებს რატომ უშვებთო, თითის ქნევა მიდის, ასე არ შეიძლება”- მამუკა მდინარაძე

,,თუ მადლობა ყაზახეთს, მადლობა საქართველოსაც, რომელმაც შეიფარა უამრავი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან. თუ სასაყვედუროა, მაშინ იმათაც უსაყვედურონ“,- ასე ეხმაურება ”ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ენტონი ბლინკენის განცხადებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყაზახეთს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ,,უმაღლესი თანამდებობის პირი ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან მადლობას ეუბნება ყაზახეთს, თუმცა ჩვენთან, რუსებს რატომ უშვებთო, თითის ქნევა მიდის, ასე არ შეიძლება,” – განაცხადა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში.

მეტი...

საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

საბერძნეთში სატვირთო და სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, შემთხვევის გამომწვევ მიზეზად ადამიანური ფაქტორი სახელდება. დაკავებულია სადგურის ხელმძღვანელი, რომელსაც არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული. თავად ეჭვმიტანილი ბრალდებას უარყოფს და მომხდარ ინციდენტს ტექნიკურ გაუმართაობას აბრალებს. ინციდენტის შემდეგ, თანამდებობა დატოვა ტრანსპორტის მინისტრმა.  

მეტი...

,,რაც გასაბედია, ყველაფერს ვბედავთ, პრობლემა არ გვაქვს, ბოლო დროს განსაკუთრებით”- მამუკა მდინარაძე

,,გუნდს ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, კომისია საჭიროა თუ არა, ეს კომპლექსური საკითხია, არ არის მარტივი ამბავი,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პირადად, დიდი სიამოვნებით დავსვამდა რამდენიმე კითხვას, რაც, როგორც მოქალაქეს აწუხებს. „შეიძლება მე და ბატონ ფრიდონს ცოტა სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს კითხვები. ამის გამოც იყო საყვედურები ჩვენი მისამართით, რომ „ოცნება“ ვერ ბედავს ამაზე ლაპარაკს. რაც გასაბედია, ყველაფერს ვბედავთ. მგონია, რომ პრობლემა არ გვაქვს, ბოლო დროს განსაკუთრებით, მაგრამ არის რაღაც საკითხები, შეიძლება მორიდება ჯობდეს ამ საკითხებზე…

მეტი...

რუსეთმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. 5-სართულიან კორპუსზე დარტყმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანი ამოიყვანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.

მეტი...

,,სააკაშვილმა მითხრა, სუს-ის აგენტი ხარო, ამის შემდეგ მის პალატაში აღარ შევსულვარ”- თამარ დავარაშვილი

კლინიკა „ვივამედის“ ექიმი თამარ დავარაშვილის განცხადებით, ის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი აღარ არის. ექიმის თქმით, ექსპრეზიდენტმა მას სუს-ის აგენტი უწოდა. „როდესაც ერთ-ერთ ტელეეთერში გავიდა გადაცემა, ეს იყო 26 თებერვალს, მეორე დღეს ჩვეულებრივად შევედი სამუშაოდ პალატაში. პაციენტი უცნაურად შემხვდა. მივხვდი, რომ გადაცემა ნანახი ჰქონდა. ვკითხე ამის შესახებ და მითხრა, რომ სუს-ის აგენტი ხარო. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი იყო, მას ვუთხარი, გავალ პალატიდან და აღარ შემოვალ-მეთქი. იმის შემდეგ მართლაც არ შევსულვარ პალატაში და არც არასოდეს შევალ. ეს გადაცემა კვირას, საღამოს იყო და ეს მითხრა ორშაბათს. მივედი ჩემს უფროსებთან, მათ ვუთხარი,…

მეტი...

გერმანია უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალების წარმოებას გააძლიერებს – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალების წარმოებას გააძლიერებს. მისი თქმით, გერმანია ჭურვების წარმოების ახალ ხაზებს ჩაუშვებს და  დაიწყებს ტექნიკის რემონტს. „უკრაინის მხარდაჭერამ, რომელიც უკვე ერთი წელია, გრძელდება, იმის წარმოდგენა მოგვცა, რომ აუცილებელია კარგი აღჭურვა, მათ შორის სათადარიგო ნაწილებით, ამიტომ ჩვენ უკრაინის ფარგლებს მიღმა შევქმენით სარემონტო ობიექტები იარაღისთვის, რომელიც ომში გამოიყენება. ჩვენ უზრუნველვყოფთ საბრძოლო მასალებით მომარაგებას როგორც ჩვენ მიერ მიწოდებული შეიარაღებისთვის, ასევე კლასიკური შეიარაღებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...

„ვაპირებ, შევხვდე ჩინეთის პრეზიდენტს”- კრემლი ჩინეთის ლიდერის მასპინძლობისთვის ემზადება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უახლოეს მომავალში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს მოსკოვში უმასპინძლებს. პუტინის თქმით, შეხვედრა მოსკოვის მეტროს ხაზთან დაკავშირებით იგეგმება. „ვაპირებ, შევხვდე ჩინეთის პრეზიდენტს და თუ დღის წესრიგი საშუალებას მოგვცემს, მოხარული ვიქნები, ჩვენს სტუმრებსაც ვაჩვენო ახალი მეტროს ხაზი. ყოველ შემთხვევაში, დელეგაციის წევრებმა უნდა შეძლონ ამის ნახვა“, – განაცხადა პუტინმა.  

მეტი...

აფთიაქებში ამბობენ, რომ თურქულ წამლებზე დეფიციტია, მინისტრი კი აცხადებს, რომ დეფიციტი არ არის

„დღეს ქვეყანაში არის თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების საკმარისი რაოდენობა“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქებმა, თურქული მედიკამენტების ფასი კვლავ დაწიეს და საწყის ნიშნულს დაუბრუნეს, ზოგიერთ აფთიაქში, ახლა ხელოვნური დეფიციტია შექმნილი. „დღესაც მივდივართ აფთიაქებში და გვეუბნებიან, რომ დეფიციტია. ჩვენ ამას სხვადასხვა წყაროებით ვამოწმებთ და რეალურად დეფიციტი არ არის. ქვეყანაში, საკმარისი რაოდენობითაა იმპორტირებული თურქული მედიკამენტები და სხვა თვეების გაყიდვებს, როდესაც ვადარებთ და ანალიზს ვაკეთებთ, რეალურად, წამლები ქვეყანაში უნდა იყოს“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გასულ კვირას, თურქულ მედიკამენტზე ფასის მომატება ობიექტური გარემოებებით არ იყო განპირობებული. „36%-იანი…

მეტი...

კარტელური გარგება – წამლებზე ფასები 2 დღეში ერთიანად გაიზრდა

„კლასიკური მაგალითია კარტელური გარიგების, როდესაც ვხედავთ, რომ ერთი-ორი დღის განმავლობაში, ერთიანად, მთელ ბაზარზე იზრდება მედიკამენტებზე ფასები და ჩვენი რეაგირების შემდეგ, ძალიან სწრაფად, ისევ მცირდება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა იმ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელიც ფარმაცევტულ სექტორს ავალდებულებს მოქალაქეს არ შეუზღუდოს ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე. „კანონის გარდა არის სხვადასხვა ელემენტები – სოციალური პასუხისმგებლობა, ეთიკური მარკეტინგი. გულწრფელად გეტყვით, მოლოდინი გვქონდა, რომ ბიზნესის  მხრიდან არ იქნებოდა მსგავსი ტიპის შეთანხმებები. სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც იყო მყისიერი რეაგირება. როგორც ნახეთ, რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად გაძვირდა ფასები, რეაგირების შემდეგ კი ასევე…

მეტი...

მინისტრის განცხადებით, ქსელური აფთიაქები საბოტაჟი შეინიშნება

ჯანდაცვის მინისტრი  მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილ ფასებში  ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ. „შეთანხმებებით, ან კიდევ უფრო მძიმე შეთანხმებებით, მაგალითად, საბოტაჟით, შეუძლიათ, იმპორტი არ განახორციელონ, ან თუ სხვა, შედარებით მცირე კომპანია განახორციელებს იმპორტს, აფთიაქებში არ მისცენ მედიკამენტის გაყიდვის შესაძლებლობა“ – აცხადებს მინისტრი აზარაშვილი. მისივე თქმით, სააფთიაქო ბაზარზე კონკურენცია არ არის. „ჰოლდინგებს შეუძლიათ, უკარნახონ პატარა აფთიაქებს თავისი პირობები. წინა კვირაში განვითარებული მოვლენებით დავრწმუნდით, რომ საცალო სააფთიაქო ბაზარზე კონკურენცია არ არის – მარტივი შეთანხმებით შეიძლება, ნებისმიერ მედიკამენტზე ნებისმიერი ფასი დაწესდეს, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას და იძულებული იყოს მომხმარებელი,…

მეტი...

„მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილმა ფასებმა დაგვარწმუნა, ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს შორის, შეთანხმებულ მოქმედებებში“ – მინისტრი

„გასულ კვირაში, მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილმა ფასებმა დაგვარწმუნა, ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს შორის, შეთანხმებულ მოქმედებებში და ბაზარზე მათ დომინანტობაში, რაც სამწუხაროდ, რეალობაა“, – განაცხადა განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, საქართველოში არსებობს ჰოლდინგები, რომლებიც აერთიანებს წამლის იმპორტიორ, დისტრიბუტორ, საცალოდ გამყიდველ და რიგ შემთხვევებში, ადგილობრივად მწარმოებელ კომპანიებს. ასევე, სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ასეთ ჰოლდინგებს აქვთ ბაზარზე დომინირებისა და თამაშის წესების კარნახის შესაძლებლობა. „ეს ჩვენთვის მიუღებელია. დაწესებული რეგულაციებითა და კონტროლით მივაღწევთ იმას, რომ ბაზარი იყოს რაც შეიძლება, გამჭვირვალე, ჩვენი მოქალაქეებისთვის კი მაქსიმალურად…

მეტი...