გერმანია უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალების წარმოებას გააძლიერებს – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალების წარმოებას გააძლიერებს. მისი თქმით, გერმანია ჭურვების წარმოების ახალ ხაზებს ჩაუშვებს და  დაიწყებს ტექნიკის რემონტს.

„უკრაინის მხარდაჭერამ, რომელიც უკვე ერთი წელია, გრძელდება, იმის წარმოდგენა მოგვცა, რომ აუცილებელია კარგი აღჭურვა, მათ შორის სათადარიგო ნაწილებით, ამიტომ ჩვენ უკრაინის ფარგლებს მიღმა შევქმენით სარემონტო ობიექტები იარაღისთვის, რომელიც ომში გამოიყენება. ჩვენ უზრუნველვყოფთ საბრძოლო მასალებით მომარაგებას როგორც ჩვენ მიერ მიწოდებული შეიარაღებისთვის, ასევე კლასიკური შეიარაღებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა შოლცმა.

მსგავსი თემები