,,რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ? ნორმალურად სამსახურში ვერ დავდივარ, ვიმალები”- თამარ დავარაშვილი

,,რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ? მე არ მესმის. 10 თვე ხდება 12 მაისს, ნორმალურად სამსახურში ვერ დავდივარ, ვიმალები,”- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა.

ექიმის თქმით, მისი და კლინიკის სხვა პერსონალის მიმართ ხშირია ბულინგის შემთხვევები.

„საზოგადოება არის ძალიან ყურადღებით პაციენტის ( მიხეილ სააკაშვილის) მიმართ, ეს მისასალმებელია, მაგრამ რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ? მე არ მესმის. 10 თვე ხდება 12 მაისს, ნორმალურად სამსახურში ვერ დავდივარ, ვიმალები. ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ ექიმის და პაციენტის ურთიერთობა კონფიდენციალურია. მე არ შემიძლია წინასწარ გამოვიდე და საზოგადოებას ყველაფერი ვუთხრა. ლიფტში ვერ შევსულვარ, გუშინ კი, ადრე გამოვედი, ვესტიბიულში ვიღაც ქალები ისხდნენ, ერთი გამომეკიდა და შენ მკვლელო, რაებს ლაპარაკობო, ვიღაც ქალმა. არც იციან, რაშია საქმე, არც უნდათ, რომ გაიგონ. თუნდაც ის, რომ ადვოკატმა გაავრცელა ხმა, აკრძალულ წამალს აძლევენო, რა უნდოდა ამის დადგენას? ყოველ ფეხის ნაბიჯზე აფთიაქია. ეს არ არის ბულინგი? მთელი მედპერსონალი, კლინიკა, ყველაფერს ვცდილობთ“, – განაცხადა თამარ დავარაშვილმა ”რუსთავი 2-ის ეთერში.

 

მსგავსი თემები