,,მადლობას ეუბნება ყაზახეთს, თუმცა ჩვენთან, რუსებს რატომ უშვებთო, თითის ქნევა მიდის, ასე არ შეიძლება”- მამუკა მდინარაძე

,,თუ მადლობა ყაზახეთს, მადლობა საქართველოსაც, რომელმაც შეიფარა უამრავი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან. თუ სასაყვედუროა, მაშინ იმათაც უსაყვედურონ“,- ასე ეხმაურება ”ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ენტონი ბლინკენის განცხადებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყაზახეთს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,უმაღლესი თანამდებობის პირი ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან მადლობას ეუბნება ყაზახეთს, თუმცა ჩვენთან, რუსებს რატომ უშვებთო, თითის ქნევა მიდის, ასე არ შეიძლება,” – განაცხადა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში.

მსგავსი თემები