შსს აქციაზე დაკავებული 136 ადამიანის გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ყველა დაკავებული, ვინც აქციაზე ადმინისტრაციული დარღვევისთვის აიყვანეს, თავისუფალია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა. დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით,…

მეტი...

136-ვე დაკავებული გაათავისუფლეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული 136-ვე მონაწილე თავისუფალია. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ყველა დაკავებულის დღესვე გათავისუფლება იყო. აქციის მონაწილეები 7-8 მარტს პარლამენტს შენობის მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დააკავეს.  

მეტი...

ნინო ლომჯარიას განცხადებით, აქცია მანამ არ უნდა დაიშალოს, სანამ ყველა დაკავებული არ გათავისუფლდება

ყოფილი სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აქციაზე დაკავებული ყველა ადამიანი დღესვე უნდა გათავისუფლდეს. მისი თქმით, სადაც ხელისუფლება რუსული პროპაგანდით საქართველოს მოქალაქეებისთვის ტვინის გამოსარეცხად მივა, ყველგან ხალხის ძალა დახვდებათ. „გუშინ ჩვენ ამ სცენაზე ვიდექით და ვამბობდით – „არა რუსულ კანონს!“ დღეს ხელისუფლებას მოუწია, ამ კანონზე უარი ეთქვა. ეს თქვენი პირველი გამარჯვებაა, მადლობა ამისთვის. ჩვენი 133 თანამოქალაქე აქციაზე მშვიდობიანად იდგა, ვიდრე მათ წინააღმდეგ არალეგიტიმური ძალა არ გამოიყენეს. ისინი დღეს დაკავებულები არიან. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული. არავინ დავიშლებით, ვიდრე დღესვე, ყველა მოქალაქე თავისუფალი არ იქნება. მეორე მოთხოვნაა, ამ საზიზღარი რუსული კანონის გაუქმებას, დაუყოვნებლივ ეყაროს კენჭი“…

მეტი...

„ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს, კიდევ პოლარიცაზია შემოიტანოს“ – პრეზიდენტის გაფრთხილება

„ეს იყო დეპოლარიზაციის პირველი ნიშანი“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. აგენტის გავლენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილებაც მმართველმა გუნდმა დრეს მიიღო. როგორც პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ხელისუფლებამ არ გაბედოს და კიდევ არ სცადოს პოლარიზაცია. „ეს გაერთიანება ძალიან კარგად გამოჩნდა. ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაერთიანება გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. უკვე გითხარით, რომ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის უნდობლობა ამ გზაზე და გასაგებია, რატომაც. ნუ გეშინიათ, რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ… ნებისმიერ კანონს, რომელიც…

მეტი...

პრეზიდენტი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც. ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების ესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ნებისმიერ კანონს დაედება ვეტო, რომელიც არ იქნება კავშირში საქართველის ევროპულ გზაზე. „პირველ რიგში, მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები ხელისუფლების სწორ გადაწყვეტილებას, რომ გაიწვია ეს კანონი.  უნდა გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა. ხალხის ერთიანობა გამოჩნდა ქუჩაში, არ შეიძლება რომ პარლამენტმა და მთავრობამ არ გაითვალიწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება. ეს ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად. ეს გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევასთან დაკაშვირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

ამერიკის საელჩო მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის“ შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევას და მმართველ გუნდს მოუწოდებს,  ოფიციალურად უარყოს აღნიშნული კანონპროექტები. „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის“ შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია“, – აღნიშნულია…

მეტი...

“ჩვენი მიზანია ევროპა” – რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა

მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, რუსთაველის გამზირზე აქცია ისევ იმართება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ არსებობს რისკი, რომ ხელისუფლებამ პირობა არ შეასრულოს, ამიტომ. აქცია გაიმართება მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ კანონპროექტი პარლამენტში არ დაბრუნდება. აქციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები უერთდებიან. ისინი მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. “ჩვენ ვართ სტუდენტები და ვერავინ გვმართავს, ვერც პოზიცია და ვერც ოპოზიცია” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მეტი...

აქციაზე დაკავებული ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ამ წუთებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურა (გირჩი) ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველი კანონით დადგენილი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვა გახდა. მათი სასამართლო ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე 10 მარტის 15:00 საათისთვის ჩანიშნა. „ჩემი გათავისუფლების მიზეზი გახდა ის, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაადასტურეს, რომ მე და ნიკა მოსიაშვილი ვართ გადასაყვანი გამოკვლევაზე, რადგანაც გარედან ისეთი დაზიანებები რომელსაც შესალოა გამოწვეული ჰქონდეს ტვინის დაზიანება“ –  აღნიშნა ჯაფარიძემ მედიასთან. შეგახსენებთ რომ ჯაფარიძე რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დააკავეს. სახალხო დამცველის ოფისის შეფასებით, მას ყველაზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა.

მეტი...

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას უცხო ქვეყნიდანაც ეხმარებოდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ე.წ. რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ნარატივს ხელი უცხოეთიდანაც შეუწყვეს. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ოპოზიციის ეს ნარატივი უცხო ქვეყნებიდან გაკეთებული განცხადებებითაც იყო გამყარებული. „რაც არ უნდა დამოკიდებულება ჰქონდეთ, გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ ამას აქვს თავისი ფორმები, ძალადობა არ არის გამოხატვის თავისუფლება. გუშინ ვნახეთ, რომ იქ შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები და პარლამენტის წევრმა პირდაპირ მოუწოდა პიკეტირებისკენ, უკანონობისკენ, ახალგაზრდების ეს ენერგია, რომელიც მათ ჰქონდათ, მათ შორის იმ ყალბი ნარატივის შედეგად, რომელსაც ამკვიდრებდა ოპოზიციის ნაწილი და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ის შენობა დააზიანებინეს მოქალაქეებს. ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რომელიც მათ…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს ძალადობის რომანტიზებაში ადანაშაულებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ,  რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობისა. „როდესაც პრეზიდენტი რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერებისა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს პარლამენტის მიმართ უნდა ჰქონდეს. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ ამას ხაზი გავუსვა. მიუხედავად იმისა, რა ემოციური დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია. როდესაც ხდება პარლამენტის ძალადობრივი დაზიანება და პოლიციელებზე შეტევა და მიმდინარეობს წესრიგის აღდგენის ოპერაცია, საპოლიციო ღონისძიება, პრეზიდენტისგან რასაც მოელის ქართველი ხალხი…

მეტი...

“მონებო” – აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესის ხმაურით გრძელდება, სასწრაფო რამდენჯერმე გამოიძახეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რუსთაველის გამზირზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, შესვენება რამდენჯერმე გამოცხადდა.  ერთ-ერთ დარბაზში აქციაზე დაკავებული  ზურაბ-გირჩი ჯაფარიძისა და „გირჩის“ წევრის, ნიკა მოსიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულების დაცვის მხარემ მათი ცუდად ყოფნის გამო სასამართლოს გადადება და დაკავებულთა უპირობოდ გათავისუფლება მოითხოვა. სასამართლოზე უამრავი მხარდამჭერია შეკრებილი, რომლებიც უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ. მოსიაშვილს მაღალი წნევა აღენიშნება, თუცა, მოსამართლეს სხდომის გადადების გადაწყვეტილება არ მიუღია. პოლიტიკური შეძახილი : „მონებო“ სხდომის დარბაზთანაც ისმის. დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებათ  და დაკავებისას მიაყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 66 პირის საქმე უნდა…

მეტი...

„იყო ძალადობის ფაქტები, ყველას პასუხისმგებლობა ეკისრება“ – ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ, ვინც აქციაზე ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებდა და აქციის მონაწილეებს ძალადობისკენ მოუწოდებდა, პასუხი უნდა აგოს. „რაც შეეხება ძალადობრივ მოწოდებებს, პოლიტიკურად ეს არის უკიდურესად მიუღებელი. ამის იქით მე შეფასებას ვერ გავაკეთებ. სამართლებრივი შეფასება არის სამართლებრივი უწყების საქმე. თუკი ვინმე აქეზებდა ადამიანებს ძალადობისკენ, რა თქმა უნდა, ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ეს არის კანონის მოთხოვნა, ეს არის კანონის უზენაესობის მოთხოვნა. იყო ასეთი მოწოდებები. სამწუხაროდ, იყო ძალადობის ფაქტები. შს სამინისტროს ძალიან ბევრ წარმომადგენელს მიყენებული აქვს დაზიანებები, მათ შორის, “მოლოტოვის კოქტეილებით”, კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული. ვგულისხმობ, მხოლოდ ძალადობრივ…

მეტი...

,,არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება”- ირაკლი კობახიძე

,,არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით იქნა მიღებული ე.წ. ”აგენტების კანონის” გაწვევის გადაწყვეტილება. „განვიხილეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მანამდე იყო მიღებული საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. მამუკა მდინარაძემ უკვე განმარტა ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, გუშინწინ იყო ძალადობრივი ფაქტები, იყო მაშინაც გარკვეული რისკები, თუმცა ეს რისკები შეიძლება გაზრდილიყო.  ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის, იქნებოდა ეს ახალგაზრდა თუ არაახალგაზრდა, ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება.…

მეტი...

,,ჩააგდეთ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე, რაც შეიძლება მალე”- ევროპარლამენტარი

,,ნუ „ახსნით“ კანონს. ჩააგდეთ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე, რაც შეიძლება მალე,”-  ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ტეის როიტენი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, პირველი მოსმენით მიღებული კანონების გაუქმება შეუძლებელია. ,,ჯერ ნუ ზეიმობთ. საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადება, რომ ის “გაუქმებს” რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონს უშინაარსოა. პირველი მოსმენით მიღებული კანონების გაუქმება შეუძლებელია. ქართული ოცნება: ნუ „ახსნით“ კანონს. ჩააგდეთ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე, რაც შეიძლება მალე. ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხის გვერდით და გავაგრძელებთ მის მტკიცე მხარდაჭერას, იყოს ევროპის ნაწილი”.- წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

,,ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობების და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება”- კვირიკაშვილი

,,ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობების და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება,”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. „ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობების და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება. და მაინც, 2023 წლის 7-8 მარტის მართლაც და საყოველთაო პროტესტის მთავარი შედეგი იყო დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის პირველი ყველაზე ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში“, – წერს კვირიკაშვილი.

მეტი...

,,საქართველოს შეუძლია და უნდა მოიშოროს რაშისტული უღელი”- რადას დეპუტატი

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, იულია კლიმენკო  საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. ”აგენტების კანონის” გაწვევას ეხმიანება. ,,ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს პირველ გამარჯვებას – უცხოური აგენტების შესახებ კანონის გაუქმებას! საქართველოს შეუძლია და უნდა მოიშოროს რაშისტული უღელი!”- წერს კლიმენკო.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს ლუის ბონოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ლუის ბონოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. “შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროებში. მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი, მზად ვარ, მოქალაქეებს თავი შევთავაზო”- ლევან ხაბეიშვილი

„მე, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი მზად ვარ, ახალგაზრდებსაც, ჩვენს მოქალაქეებსაც თავი შევთავაზო, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ორ საკითხზე უნდა იბრძოლოს ხალხმა. „რუსული ოცნება გვყავს დასამარცხებელი მისი 78 გავრილოვით, რომლებმაც ხელი მოაწერეს რუსულ კანონს და რომ არა ამ ახალგაზრდების თავგანწირული ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, ცხადია, ეს ადამიანები ამას ბოლომდე გაიტანდნენ. ახლაც, მნიშვნელოვანია, რომ ეს იურიდიული ხელმოწერით გაფორმდეს, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავალი, ევროკავშირის სტატუსი. ორ საკითხზე უნდა იბრძოლოს ხალხმა – რუსული ოცნების, მოღალატეობრივი პარტიის ჩამოშორება და…

მეტი...

,,ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის კიდევ ერთი მცდელობა”- არძინბა საქართველოზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თბილისში განვითარებული მოვლენებს ეხმიანება. დე ფაქტო მინისტრის განცხადებით,  ”პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის კიდევ ერთი მცდელობა.” ,,ძვირფასო თანამემამულენო! აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის კიდევ ერთი მცდელობა. ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეები აქტიურად იყენებენ პირდაპირ ქმედებებს: მოლოტოვის კოქტეილებს, ქუჩების დაკეტვას და აგრესიული ქცევის სხვა ფორმებს. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მათ კარგად აქვთ ინსტრუქტაჟი მიღებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოსგან. გარდა ამისა, ტრადიციულად აღვნიშნავთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციულ როლს ამ…

მეტი...

,,კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო”- ჯოზეფ ბორელი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო,”- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ”ტვიტერზე” წერს. ,,ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გამოსახატავად. ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და თვალსაჩინო იყო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო,”- წერს ჯოზეფ ბორელი.

მეტი...

ზუგდიდში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

ჭალადიდში, პოლიციის სამორიგეოში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცავმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,გამპროტესტებელი ადამიანებიდან თითქმის 100 პროცენტს წაკითხულიც არ ჰქონდა, რაზე იყო კანონპროექტი” მამუკა მდინარაძე

,,კანონპროექტის გამპროტესტებელი ადამიანებიდან თითქმის 100 პროცენტს წაკითხულიც არ ჰქონდა, რაზე იყო ის რამდენიმე წინანდადება,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტის მიზნების განმარტება არ ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი აღარ გაიწვევს კანონპროექტს. „ერთი ადამიანის აღქმაშიც კი რომ დარჩეს, საქართველოს უმრავლესობა ასე არ ფიქრობს, გარანტირებულად გეუბნებით, მაგრამ ერთი ადამიანის აღქმაში, მართლაც შეიძლება, ვიღაც ერთს, რომელიმე თქვენგანსაც კი, რომელიმე ადამიანს, რომელიც გულწრფელად ფიქრობს, რომ ეს შეიძლებოდა, რუსულ საქმეს მომსახურებოდა, მას აუცილებლად უნდა აუხსნა, სინამდვილეში რა ეწერა, რადგან რა აღმოვაჩინეთ, იცით? ამის გამპროტესტებელი ადამიანებიდან 99-ს კი არა, თითქმის…

მეტი...

,,გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა”- შალვა პაპუაშვილის წერილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს

პარლამეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის მიმართავს, აღარ განიხილონ თხოვნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე. ,,თქვენო აღმატებულებავ, რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი. შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა და შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტა.…

მეტი...

,,საქართველოს კვლავ შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე“- ოლივერ ვარჰეი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ე.წ. ”აგენტების კანონის” გაწვევის თაობაზე მმართველი პარტიის გადაწყვეეტილებას მიესალმება. „მივესალმები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას არასამათავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით სადავო კანონის გამოწვევის შესახებ. საქართველოს კვლავ შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე“, – წერს ოლივერ ვარჰეი.

მეტი...

,,ყველას მოგეკითხებათ სამართლებრივი პასუხი”- ნინო ლომჯარია

,,პირობს ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუშინ არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალის გამოყენება, დემონსტრანტების უმოწყალოდ ცემა და დარბევა დაუსჯელი არ დარჩეს,”- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წერს. მისი თქმით, ყველას მოეკითხება სამართლებრივი პასუხი. ,,ეს ბოთლი დღეს აღმოვაჩინე ჩანთაში, სასწრაფოს მანქანაში მომცა ექიმმა, ჩემზე მძიმედ მყოფებს რომ დავხმარებოდი. გუშინ ათასობით მოქალაქესთან ერთად მშვიდობიანად ვიდექი პარლამენტის წინ, როდესაც გაფრთხილების გარეშე ყველა მხრიდან დაიწყო გაზის ტყვიების სროლა, გასაქცევი არსად იყო, წამებში შემეკრა სუნთქვა და თვალებში დამიბნელდა, გავიქეცი ქაშუეთის მიმართულებით, სადაც ჭყლეტა იყო, გავრბოდით და გაზის ტყვიები ფეხებში გვეცემოდა, გაჭედილობაში სუნთქვა შეუძლებელი იყო, გაზი…

მეტი...

,,რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე”- მამუკა მდინარაძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, ორივე პროექტთან დაკავშირებით, უარი ვთქვათ ამ პროექტების მხარდაჭერაზე და გავიწვიოთ ეს პროექტები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ არცერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დამდგარიყო საფრთხის ქვეშ. ,,მთავარი ამოსავალი წერტილი ამ გადაწყვეტილების საფუძვლად იყო ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ეს იყო ამოსავალი წერტილი. როგორც ჩანდა, ამის რისკები შეიძლებოდა გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე პირველი რიგის ამოცანად დავისახეთ, რომ გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, ეს…

მეტი...

,,კანონპროექტი რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენაზე ჩავარდება” – მამუკა მდინარაძე

,,პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტი მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ,,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ერთ კანონპროექტზე, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, იმის შესახებ, რომ ის არის უკვე გმოწვეული. რაც შეეხება მეორე საკითხს, შეიძლება, ეს…

მეტი...

,,კრემლს კავშირი არ აქვს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან”- დიმიტრი პესკოვი

,,კრემლს არავითარი კავშირი არ აქვს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან”, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა და შემდეგ საპროტესტო აქციების გამო გაიწვიეს” –  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის მტკიცებით, ასეთი კანონების შემოღების პრაქტიკა შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო. ,,არაფერი კრემლით შთაგონებული არ ყოფილა. კრემლს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო. ასეთი კანონების შემოღების პრაქტიკა შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო 1930-იანი წლების ბოლოს”,- აღნიშნა პესკოვმა.

მეტი...

,,კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია”- გერმანიის საელჩო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ამის შესახებ  საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „პროცესში შესაბამისი ჯგუფების ჩართვა და პროფესიული დიალოგი ყველა დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის საფუძველს წარმოადგენს. მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ერთად გადადგან აუცილებელი ნაბიჯები საქართველოს ევროპული მომავლისათვის“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

,,როდესაც ჩაცხრება ემოციები, განვუმარტავთ მოსახლეობას, რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი”- ეკა სეფაშვილი

,,გადაწყვეტილება კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ მივიღეთ ერთობლივად, პოლიტსაბჭოს, „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციის შედეგად, რადგან ჩვენ თვალნათლივ დავრწმუნდით, რომ უსამართლოდ იყო მიკერებული ამ კანონპროექტზე რუსული კანონის იარლიყი,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  როდესაც ჩაცხრება ემოციები, განვუმარტავთ მოსახლეობას, რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი. ,,ჩვენ არ შევწყვეტთ მოსახლეობის ინფორმირებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და როდესაც ჩაცხრება ემოციები, განვუმარტავთ მოსახლეობას, რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი, რატომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი საზოგადოების თითოეული წევრისათვის, სწორედ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამგვარი დაპირისპირება, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნა. ჩვენი პირველი ამოცანა არის, რომ…

მეტი...

„საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ“- კახა ოქრიაშვილი

„საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ“!- ამის შესახებ პარტია  „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ”ქართულ ოცნებას” აიძულა გადაედგათ ნაბიჯი უკან და განეცხადებინათ, რომ გაიწვევენ კანონპროექტს. ,,არალეგიტიმური, უკანონო „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სრულად დაიმორჩილოს და დაამონოს ქართველი ხალხი, ჩაახშოს ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ და ჩვენი სურვილი, ვიცხოვროთ თავისუფალ, დაცულ, სამართლიან საზოგადოებაში. მათი ერთადერთი მიზანია, შეინარჩუნონ ხელისუფლება და მომავალშიც გააგრძელონ ამ ქვეყნის ყვლეფა, ჩვენი ხალხის ხარჯზე. დღეს მათ ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, აიძულა გადაედგათ ნაბიჯი…

მეტი...

„სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ საქართველოს!“- ევროპარლამენტარი

ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტის წევრი გი ვერჰოფსტადტი თბილისში, პარლამენტთან ე.წ. ”აგენტების კანონის” სააწინააღმდეგო აქციას ეხმიანება.  ,,ეს არის ის, თუ რამდენს ზრუნავს ხალხი ლიბერალურ დემოკრატიაზე, როდესაც და სადაც არ უნდა იყოს ის საფრთხის ქვეშ. სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ საქართველოს!”- წერს ევროპარლამენტარი ”ტვიტერზე”.  

მეტი...

,,მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკოსებს, გააგრძელონ თავიანთი ხალხის მოსმენა”- „ევროპის სახალხო პარტია”

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკოსებს, გააგრძელონ თავიანთი ხალხის მოსმენა და არ გამოუთხარონ ძირი თავიანთი ქვეყნის მომავალ პერსპექტივებს, – ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაშია ნათქვამი. „ქართველი ხალხის ხმა, რომელსაც სჯერა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის, ძლიერი და ნათელია. ხელისუფლებამ უარი თქვა უცხოური აგენტების კანონპროექტზე. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკოსებს, გააგრძელონ თავიანთი ხალხის მოსმენა და არ გამოუთხარონ ძირი თავიანთი ქვეყნის მომავალ პერსპექტივებს“, – ნათქვამია  განცხადებაში.  

მეტი...

სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 22 შეტყობინება შევიდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 7-8 მარტს, აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. მათივე ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება და იგეგმება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ,,სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შემოვიდა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023…

მეტი...

,,რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი”- ალეკო ელისაშვილი

,,რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი,”- ამის შესახებ  „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. ელისაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს მიმართავს, ბოიკოტი დაასრულონ. „საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს მივმართავ – მორჩით ახლა ამ ბოიკოტობანას. ამ რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი. რეგლამენტის თანახმად, ხელახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს და უნდა ჩავარდეს კანონი და მაგით დამთავრდება. მანამდე დაპაუზება ისევ საფრთხის შემცველია და მტერი ენდო „ოცნებას“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

მეტი...

,,ამ პროცესებში ჩემთვის ლომჯარია იყო მავნებელი”- ცოტნე კობერიძე

,,გუშინ აქციაზე მყოფ ხალხს საერთოდ ფეხებზე ეკიდა, რომელი პოლიტიკოსი რას ამბობდა. უბრალოდ გვჭირდებოდა პროცესი,”- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა. ცოტნე კობერიძის შეფასებით, თავისი განცხადებით, ამ პროცესებში ლომჯარია იყო მავნებელი. „აქ იყო ისეთი ხალხი, გიორგი ვაშაძისთვის კი არა, შეიძლება, დედის და მამისთვის არ მოესმინა და საერთოდ არც იცოდნენ, ვინ არის ცოტნე კობერიძე, არც გიორგი ვაშაძე, ნებისმიერი პოლიტიკოსი. აქ იყვნენ თვითორგანიზებული ადამიანები. გიორგი ვაშაძემ რა თქვა, რომ მოვარტყათ პარლამენტს წრე. ის ხალხი, ვინც მაგას საუბრობდა, ჩემ გვერდზე მდგარან, როცა პიკეტირება ყოფილა და გაცილებით ისეთი განცხადებები ყოფილა, რომ მოდი, ახლა…

მეტი...