ზაპორიჟიეში რუსული ძალები დაახლოებით ორი მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალს იღებენ

რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპორიჟიეს ტერიტორიების სამხედრო ხელმძღვანელის, ევგენი ბალიცკის განცხადებით, რუსული ძალები დაახლოებით ორი მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალს იღებენ სამხრეთ ზაპორიჟიეს რეგიონის მინდვრებიდან.

”რეგიონში მოსავლის აღების პროცესი მიმდინარეობს”, – განაცხადა ბალიცკიმ სამშაბათს თავის Telegram არხზე და დასძინა, რომ რეგიონიდან წლევანდელი მოსავალი სავარაუდოდ გადააჭარბებს შარშანდელ 1,5 მილიონ ტონას.

ბალიცკიმ აღნიშნა , რომ გასული წლის მარცვლეულის 70% რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიეში უკვე გაყიდულია.

„მარცვლეულის მიწოდებას ხელს უწყობს ყირიმის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომელმაც უზრუნველყო საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების შეუფერხებელი გავლა“, – განაცხადა ბალიცკიმ.

მსგავსი თემები