სისხლიანი გარჩევა ახმეტაში – დაჭრილია 44 წლის კაცი

27 თებერვალს, ღამით, ახმეტაში 44 წლის ბექა ონიაშვილი დაჭრეს.

ონიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ონიაშვილს ახმეტაში მცხოვრები ძმები  თიღილაურები დაუპირისპირდნენ.  ერთ-ერთი ვერსიით, ძმები ონიაშვილისათვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

 

მსგავსი თემები