მმართველი გუნდი სახალხო დამცველის პოზიციაზე მხარს ლევან იოსელიანს დაუჭერს

მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს ლევან იოსელიანს დაუჭერს. ლევან იოსელიანი ომბუდსმენის კანდიდატის პოზიციაზე ალეკო ელისაშვილმა წარადგინა.

მეტი...

პარლამენტში ხვალ შეზღუდვის რეჟიმი იმოქმედებს   

საქართველოს პარლამენტი  უსაფრთხოების დამატებით ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე წლის 7 მარტს “საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

„თუ აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ, მეც აგენტი ვიქნები და ვერ ვილაპარაკებ“ –  ამირან გამყრელიძე   

„საქართველოს პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, არ მიიღებს ამ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი“ – აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს. მისი თქმით, თუ ამ კანონს მიიღებენ, ისიც აგენტად გამოცხადდება და ჟურნალისტებთან ვერ ისაუბრებს. „საქართველოს პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, რომ არ მიიღებს ამ კანონპროექტს, იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. მხედველობაში მაქვს, შევიდეთ ევროკავშირში და საქართველოს ჰქონდეს ნატო-ს ფარი. ამიტომ, ეს კანონი…

მეტი...

„თავდასხმა ქვეყნის დასუსტებულ დემოკრატიაზე და მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის“ – ჰელსინკის კომისია საქართველოზე

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს არის თავდასხმა ქვეყნის დასუსტებულ დემოკრატიაზე და მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის. „ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან, თუმცა უცხოელი აგენტების შესახებ ეს კანონი არის ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის წინასწარ განზრახული უარყოფა. ეს არის ოკუპანტი რუსეთის შემდგომი მოწვევა, რომლისგანაც კორუფციას, ვასალობასა და ღალატს უნდა ველოდოთ“, – აღნიშნულია  კომისიის განცხადებაში. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობამ უარი უნდა თქვას ამ კანონზე. „რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონმდებლობას შემზარავი გავლენა ექნება საქართველოს მრავალფეროვან სამოქალაქო საზოგადოებაზე. უცხო ქვეყნის აგენტების კანონი თუ ამოქმედდა, უარყოფილი…

მეტი...

„პერსონალური სანქცირება“ –  რას ითხოვს ოპოზიცია?!

„ყველაზე სახიფათო წითელი ხაზი გადაკვეთილია“ – აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმოამდგენელი არმაზ ახვლედიანი და იმ დეპუტატების სანცირებას უჭერს მხარს, ვინც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარს უჭერს. „ეს არის საქართველოს კონსტიტუციის, ევროპული არჩევანის ხელყოფა, ამიტომაც პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს უკან დასახევი გზა არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, რომ მავნებლურ “ქართულ ოცნებას” ეს ახირება ძვირი დაუჯდეს. ვაპირებთ, რომ მივმართოთ, ჩვენს პარტნიორებს ვაშინგტონში და ბრიუსელში დაიწყოს პერსონალური სანქცირება იმ ადამიანებისა, ვინც მხარს დაუჭერს ამ საერთო სახალხო მავნებლურ აქტს”, – განაცხადა ახვლედიანმა. შეგახსენებთ, რომ ოპზოცია საპროტესტო აქციების დასაგეგმად შეიკრიბა.

მეტი...

„აუცილებელია, შეიქმნას წინააღმდეგობის მოძრაობა“ – მამუკა ხაზარაძე

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი „ხალხის ძალის“ კანონპროქტის ჩასაგდებად ე.წ. წინააღმდეგობის მოძრაობას ქმნის. მათი განცხადებით, „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი არ უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, ამისთვის კი საჭიროა საპროტესტო მუხტის მაქსიმალურად აწევა. „აუცილებელია, წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნას, რომელშიც, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები გაერთიანდებიან და თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავენ.  ან ვიცავთ კონსტიტუციას, ან პირდაპირ რუსეთს ვბარდებით. დღეს ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ და ერთიანი ფრონტით, ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობით ხელისუფლებასა და მთელ მსოფლიოს უნდა  დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი იმ მონაპოვარს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრების ოცნება იყო, არავითარ შემთხვევაში არ დათმობს“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე. შეგახსენებთ, რომ ამ…

მეტი...

ოპოზიცია ხვალინდელი „შეტევისთვის“ გეგმას აწყობს

ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალქო პირები ამ წუთებში შეკრებილები არიან და ხვალინდელი დღის აქციისთვის ემზადებიან. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, „აგენტების კანონი“ არ უნდა განიხილოს პარლამენტმა და მისი მიღება არ უნდა მოხდეს. დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია გეგმავს, ხვალ აქციები სად და რა ფორმით გაიმართება. როგორც ლიდერები აცხადებენ, როგორც ევროპას, ისე ამერიკას მიმართავენ, რომ ყველა იმ ადამიანის დასანქცირება მოხდეს, ვინც „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. ინფორმაციისთვის, დღევანდელი იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა, 6 საათი გაგრძელდა. სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ, ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზიდანაც გააძევეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს…

მეტი...

„ბახმუტის დაცემა არ ნიშნავს, რომ რუსეთმა სამხედრო უპირატესობა მოიპოვა“ – აშშ

უკრაინაში, კერძოდ კი ბახმუტის მძიმე შეტაკებებსა და დარტყმებთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის მდივანი განცხადებას აკეთებს და უკრაინელ მებრძოლებს ამხნევებს. „ქალაქი ბახმუტი უფრო მეტად სიმბოლური მნიშვნელობისაა, ვიდრე ოპერატიულის და მისი დაცემა არ ნიშნავს, რომ რუსეთმა სამხედრო უპირატესობა მოიპოვა. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული მებრძოლები ბახმუტიდან დასავლეთის მიმართულებით გადაინაცვლებენ და იქ განლაგდებიან, ეს არ იქნება აღქმული როგორც სტრატეგიული უკან დახევა“ – აცხადებს ლოიდ ოსტინი.  

მეტი...

„დროზე დავამთავროთ, ხალხს შია“  – დეპუტატი ყაველაშვილი

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში 6 საათზე მეტია „ხალხის ძალის“ ინიცირებული ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა გრძელდება. განხილვა სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს. დარბაზიდან არაერთი დეპუტატი გააძევეს. დეპუტატებს ნერვებმა არაერთხელ უმტყუნა. გადაღლას დაემატა შიმშილიც, რომელმაც დეპუტატები ძალიან შეაწუხა.   დეპუტატმა ყაველაშვილმა ვერ დამალა რომ შიოდა და მიკროფონთან სხდომის წამყვანს ასე მიმართა: “დროზე დავამთავროთ, ხალხს შია.“

მეტი...

ეუთო/ოდირი „აგენტების შესახებ კანონპროექტზე“ განცხადებას ავრცელებს

6 საათზე მეტია, საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გრძელდება. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არაერთხელ გაიჟღერა, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება, თუმცა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა გურამ მაჭარაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი გაზიარება სავალდებულო არ არის. პარალელურად, კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ავრცელებს. „მოგეხსენებათ, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტია. ოდირი სამართლებრივ დასკვნას ამზადებს ე.წ უცხოელი აგენტების კანონპროექტის შესახებ საქართველოში. ჩვენ შევაფასებთ საერთაშორისო სტანდარტებთან კანონპროექტის შესაბამისობაა და  ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან“ – აღნიშნულია განცხადებაში.…

მეტი...

,,საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური კეთროვანები გახდებიან”- ხატია დეკანოიძე

,,ყველა ჩვენი პარტნიორის გზავნილი არის შემდეგი, ის ადამიანები, რომლებიც ხელს დააჭერენ იმ ღილაკს, რომელიც საბოლოოდ საქართველოს ჩაუკეტავს კარებს ევროატლანტიკური სივრცისგან, ისინი საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური კეთროვანები გახდებიან,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით,  მთელი მსოფლიო და ცივილიზებული სამყარო ქართველი ხალხის, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის გვერდით არის. ,,დღეს დილით აშშ-დან დავბრუნდი, ყველა ჩვენი პარტნიორის გზავნილი არის შემდეგი, ის ადამიანები, რომლებიც წამყვანები იქნებიან და ხელს დააჭერენ იმ ღილაკს, რომელიც საბოლოოდ საქართველოს ჩაუკეტავს კარებს ევროატლანტიკური სივრცისგან, ისინი საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური კეთროვანები გახდებიან. მთელი ჩვენი პარტნიორები, ცივილიზაციური სამყარო არის ჩვენკენ, ხალხისკენ,…

მეტი...

,,გურამ, ბოლშევიკების დრო დასრულდა”- აქუბარდია მაჭარაშვილს

,,გურამ, ბოლშევიკების დრო დასრულდა და ბოლშევიზმით და რაოდენობით არ მართლდება სიმართლე,”- ამ სიტყვებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „ხალხის ძალის“ წევრს გურამ მაჭარაშვილს მიმართა. „მე საზოგადოებას ვესაუბრები აქ და ამიტომ ვარ, თორემ თქვენთან ვიცი, რომ არავითარ საუბარს აზრი არ აქვს. გურამ, ბოლშევიკების დრო დასრულდა და ბოლშევიზმით და რაოდენობით არ მართლდება სიმართლე. არ არის ასე! ნუ გინდა წარმოაჩინო, რომ რადგან მეტნი ხართ, ამიტომ გაგივათ ყველაფერი. არ გაგივათ! დამთავრდა!“ – განაცხადა აქუბარდიამ. მაჭარაშვილმა კი აქუბარდიას უპასუხა, რომ ოპოზიციას არსად არ მოუსმენენ, „რადგან ისინი ტყუილს ავრცელებენ“.

მეტი...

,,თუ მიიღეს ეს კანონი, თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მეც აგენტი ვიქნები”- ამირან გამყრელიძე

,,დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება შეიკავებს თავს ამ კანონის მიღებისგან. თუ მიიღეს ეს კანონი, თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მეც აგენტი ვიქნები,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტართა უმრავლესობა არ მიიღებს. ,,დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონი ვერ გავა პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი დარწმუნებული ვარ არ მიიღებს ამ კანონპროექტს, იმიტომ რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას და ჩვენს ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას ამიტომ მე ვერ დავიჯერებ,…

მეტი...

,,ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა”- სალომე სამადაშვილი

,,ხვალ, 10:00 საათზე ისევ ეცდებიან, რომ შეკრიბოს ბიურო და დღის წესრიგში შეიტანონ რუსული კანონის განხილვა,”- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს, 18:00 საათზე გაიმართება კონსულტაციები ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის მონაწილეობით, სადაც სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. ,,ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა. ჩვენ რა თქმა უნდა, ვიქნებით აქ, 10:00 საათზე, მაგრამ ასევე ვისაც შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ჩვენს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ჩვენი ევროპული მომავლის წართმევა ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ყველა ინიციატივაში, მათ შორის არასამთავრობო…

მეტი...

„ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ვერც ვამჩნევთ, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში შევდივართ!“- კახა ოქრიაშვილი

„ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ვერც ვამჩნევთ, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში შევდივართ!“,- ამის შესახებ პარტია  „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ”2024 წელს, ქართველმა ხალხმა არჩევნებით უნდა შეცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რაც ერთადერთი გზაა, ჩვენს ქვეყანაში დამანგრეველი ომის თვიდან ასარიდებლად.” ,,90-იან წლებში, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ და ჩვენმა ხალხმა, გადავიტანეთ ურთულესი სამოქალაქო ომების მთელი ტალღები, სადაც ათიათასობით ქართველი ქართველის ხელით დაიღუპა. სულ მეგონა, რომ ეს უახლოესი ისტორიული მეხსიერება დაგვიცავდა ანალოგიური შეცდომებისგან, რომ 90-იანი წლების ომები, ერთგვარი ვაქცინის როლს შეასრულებდა, რათა იგივე შეცდომები არ დაგვეშვა. ბოლო პერიოდში, სულ უფრო და უფრო გამეზარდა…

მეტი...

,,ამერიკა, ნატო, ევროკავშირი, ყველა შეგვიძლია დავიკიდოთ”- იაგო ხვიჩია

,,თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო ეს კანონი აქამდე სად იყავით?”- ამ კითხვით ”გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ ”ხალხის ძალის” წევრს, გურამ მაჭარაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხომაზე მიმართა. კომიტეტის სხდომაზე უკვე რამდენიმე საათია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. ,,ბატონო გურამ რასაც ვისმენდი, თქვენ ამბობთ, რომ ამ კანონის მიზანი ერთადერთი მიზანი არის გამჭირვალობა და მეტი კომფორტის მოქალაქეებს, რომ მათ სუს-იდან არ მოუწიოთ ინფორმაციის გამოთხოვა. წარმოიდგინეთ, ერთი მხრივ დგას ჩვენი მოქალაქეების ინტერესი, ენჯეობის და სხვა პირების დაფინანსების წყაროები გაიგონ, მიუხედავად იმისა, რომ რეპორტებში ენჯეოებს საიტზე უდევთ. თქვენ მაინც მიგაჩნიათ, რომ იმხელა საჯარო ინტერესია, რომ…

მეტი...

,,ბახმუტის დაცემა” არ ნიშნავს იმას, რომ რუსებმა შეცვალეს ამ ბრძოლის მსვლელობა” – ლოიდ ოსტინი

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ბახმუტის აღების შემთხვევაში, რუსეთი ომის მსვლელობას ვერ შეცვლის. ,,ვფიქრობ, რომ ეს უფრო სიმბოლური ღირებულებაა, ვიდრე სტრატეგიული და ოპერაციული, ასე რომ, ბახმუტის დაცემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსებმა შეცვალეს ამ ბრძოლის მსვლელობა. მე ვფიქრობ, რომ ის გაგრძელდება”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.  

მეტი...

სროლა თბილისში – ბიზნესცენტრის ეზოში კაცი დაჭრეს

თბილისში, მეტროსადგურ დელისთან მდებარე ბიზნესცენტრის ეზოში კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცსცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  

მეტი...

,,პრობლემას შევუქმნით აბსოლუტურად ყველგან…სახე არ აქვთ, დამფრთხალი და შეშინებული არიან”- გიორგი ვაშაძე

,,ვიბრძოლებთ ყოველ წუთს, ყოველ წამს, ყველა სიტუაციაში,”-  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა, ვინც სამშობლოს ღალატობს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერებიან, როგორც ფილიპე მახარაძეები და სერგო ორჯონიკიძეები. „სრული კოორდინაცია გვაქვს ერთმანეთთან. ხედავთ, რომ სპეცრაზმის თანხლებით ატარებენ კომიტეტის სხდომებს. საქართველოს საპარლამენტო ისტორიას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას მსგავსი პრეცედენტი არ ახსოვს, ასე ძალადობდეს ხელისუფლება. საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ ჩვენ კატეგორიულად, მაქსიმალურ წინააღმდეგობას გავუწევთ რუსული კანონის მიღებას. ჩვენი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ დაინახოს, როგორ ვერაგ მტერთან გვაქვს საქმე, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ჰქვია. პრობლემას…

მეტი...

,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”- ბიუროს სხდომა გადაიდო

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული ბიუროს სხდომა გადაიდო. ანი წითლიძის ცნობით, ბიუროს სხდომა ხვალ 10:00 საათზე გაიმართება. ,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს ბრძოლა არის ხანგრძლივი! ბიუროს სხდომა – სადაც ეს რუსული კანონი უნდა როდის გავიდოდა პლენარულ სხდომაზე, ის უნდა ეთქვათ – გადაიდო! ხვალისთვის! ხვალაც ვაგრძელებთ! იგივე შემართებით! უფრო დიდი ენერგიით და იმედით! და ერთად – რაც მთავარია” – წერს ხათუნა სამნიძე.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ორ კედელს შორის ჩავადნილი კატა უსაფრთხოდ გამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მურმან ლებანიძის ქუჩაზე ორ კედელს შორის ჩავადნილი კატა, კედლის გამონგრევის შემდეგ, უსაფრთხოდ გამოიყვანეს და მეპატრონესთან დააბრუნეს. აღნიშნულ ინფორმაციას  ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს. ,,შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,ჩანს რასაც გიხდიან, ცალ ფეხზე მაგიტომ დგახართ”- ხუნდაძე ბურჯანაძეს

,,ჩანს რასაც გიხდიან, ცალ ფეხზე მაგიტომ დგახართ. აი, კუბილიუსი, რომ გეტყვით მაშინ დადგები ორ ფეხზე. კოჭლი სუვერენიტეტი არ ვარგა და თქვენს ხელში ეს სუვერენიტეტი შეიძლება კოჭლი იყოს,”-ამ სიტყვებით ”ხალხის ძალის” წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს მიმართა. ხუნდაძის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი. ,,საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი. თუ ასე გაქვთ დასამალი, ესე იგი მართლა ყოფილა დასამალი და მართლა არის გამოსააშკარავებელი. ნუ გეშინიათ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როცა სცენიდან მას სთხოვთ მხარდაჭერას, მან უნდა იცოდეს, ვინ ითხოვს მისგან მხარდაჭერას და უნდა გამოგიცხადოთ დამსახურებულად და არა ისე ვინ რამდენს გიხდით,”-…

მეტი...

გავაკეთოთ სია, ვინც მხარს დაუჭერს კანონს ეს ადამიანები, თავისი ოჯახის წევრებით, იყვნენ სანქცირებულები – ლევან ხაბეიშვილი

,,პუტინისტებს, საქართველოს მოღალატეებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ნებისმიერ ფასად, ეს კანონი გაიტანონ,”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  ბრძოლის და მოქმედების გარეშე არაფერი გამოვა ,,ოპოზიცია მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაფერს გააკეთებს. ჩვენ, ოპოზიციამ ვისაუბრეთ, რომ საერთო სია გავაკეთოთ – ვგულისხმობ რუსების, “რაშისტების”, პუტინისტების სიას, რომლებიც ამ კანონს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ, ეს ადამიანები თავიანთი ოჯახის წევრებით მნიშვნელოვანია, სანქცირებულები იყვნენ. მათ არ უნდა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება, მათ არ უნდა შეეძლოთ დელეგაციებში მონაწილეობის მიღება, მათი ოჯახის წევრებს უნდა აეკრძალოთ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება მარტივი მიზეზის გამო, ესენი არიან…

მეტი...

,,როგორც მეგობარი, გეუბნებით, წარდგენილი კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან”- გერმანიის ელჩი

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება ევროკავშირის ღირებულებებისთვის შეუსაბამოა. „როგორც საქართველოს მეგობრის, ევროკავშირის პოზიცია „უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით რჩება იგივე. კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, გეუბნებით ამას, როგორც მეგობარი, – განაცხადა ფიშერმა.

მეტი...

,,სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება”- ყაველაშვილი დეკანოიძეს

,,სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება” – ასე უპასუხა საპარლამენტო “ხალხის ძალის” წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხატია დეკანოიძეს. მანამდე ხატია დეკანოიძემ ყაველაშვილს უთხრა, რომ ორი წიგნს წაიკითხავდა მის ადგილას და ისე მივიდოდა. ,,მართლა? არ გადამრიო, მართლა? წიგნი რა შუაშია? სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ რაც გააკეთე, უცხო ქვეყნის ტელევიზიაში, იმას წიგნი არ სჭირდება. იმას შინაგანი მრწამსი სჭირდება და სინდისი სჭირდება,”- განაცხადა ყაველაშვილმა. ,,ორ წიგნს წავიკითხავდი და ისე მოვიდოდი… ძალიან უწიგნური ხარ”- დეკანოიძე ყაველაშვილს

მეტი...

ინვესტორი სახელმწიფოს სთავაზობს, ელმავალმშენებელი ქარხანა თავად შეიძინოს, რომ ის არ განადგურდეს

ელმავალმშენებელი ქარხანა იყიდება. 9 მარტს 21 ჰექტარი მიწის ფართობი თბილისში, ქარხნიანად, რომელიც დღეს გაჩერებულია, აუქციონზე გადის. ინვესტორი, რომელიც მზად იყო ქარხანა აემუშავებინა და პროფილიც შეენარჩუნებინა, ამ დრომდე ვერ ახერხებს პროცესში ჩართვას, რადგანაც, ქარხანა აუქციონზე მოხვდა. ის რომ არ გაანადგურდეს და პროფილი არ დაკარგოს, კომპანია „თბილის ტრანსფერის“ დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ჭითანავა სახელმწიფოს გამოსავალს სთავაზობს. „ჩვენ გვაქვს კითხვა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსთან, რომელსაც ელმავალმშენებელი ქარხნის წილის 12% ეკუთვნის, რატომ არ ახდენს რეაგირებას ამ საკითხზე, ასევე, რატომ მოიხსნა  ყადაღა, რომელიც აჩერებდა აუქციონს?  ჩენ მათ შემდეგ გამოსავალს ვთავაზობთ – სახელმწიფომ შეიძინოს აუქციონზე მთლიანი…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, რომ არ გაატარონ ეს კანონმდებლობა”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს გადახედონ ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. ელჩის თქმით, ამან  შეიძლება შემოიტანოს სტიგმა საზოგადოებაში, დამოუკიდებელი მედიისა და ორგანიზაციების მიმართ. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერო-მ, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, საქართველოს ბევრმა მეგობარმა გამოხატა ღრმა შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით, რომელიც, დიდი ალბათობით, მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, სავარაუდოდ, გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, როგორც ამ კანონმდებლობამ ეს გააკეთა რუსეთში და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ გადახედოს ამ კანონს. ეს არ არის აუცილებელი. არსებობს გამჭვირვალობა, როგორ გამოიყენება აქ უცხო ქვეყნების დახმარება. ამ კანონს ექნება დამანგრეველი…

მეტი...

,,დაიგინები? გაჩუმდი, უწიგნურო!”- დაპირისპირება ხატია დეკანოიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს  განიხილავენ  ერთმანეთს სიტყვიერად ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე და ”ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ. ,,ყველა, ვინც ამ კანონპროექტს დააჭერს თითს, სამშობლოს გამყიდველი იქნება. ამას არაფერი არ შეცვლის! მიშა, ძალიან უწიგნური ხარ! რომ იცოდე. მე, მაგალითად, წიგნს წავიკითხავდი შენ ადგილას. უწიგნური, გაუნათლებელი ხარ. არაფერი არ იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი“- მიმართა ხატია დეკანოიძე ყაველაშვილს. ყაველაშვილის თქმით, დეკანოიძე არის იმ ძალის წარმომადგენელი, რომელმაც რეზოლუციას ხელი მოაწერა და საკუთარ სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ,,ნუ გვაშინებ, რა….საკუთარი სამშობლო დაადანაშაულე რუსეთის სანქციებზე,…

მეტი...

,,ორ წიგნს წავიკითხავდი და ისე მოვიდოდი… ძალიან უწიგნური ხარ”- დეკანოიძე ყაველაშვილს

ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი  „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს ხმაურის ფონზე განიხილავს. კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე და ”ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ. ,,შენ ადგილას ორ წიგნს წავიკითხავდი და ისე მოვიდოდი… ძალიან უწიგნური ხარ,”- მიმართა ხატია დეკანოიძე ყაველაშვილს. “წიგნი რა შუაშია?! თქვენ განათლება მარტო წიგნების კითხვა გგონიათ, ეგრე არ არის” – უპასუხა გამიჯნულმა დეპუტატმა

მეტი...

ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორია შესაძლოა, სამშენებლო პოლიგონად გადაიქცეს (ვიდეო)  

​ელმავალმშენებელ ქარხანას  ქართველი ინვესტორი გამოუჩნდა, რომელიც მზად იყო, ქარხანა აემუშავებინა, პროფილი შეენარჩუნებინა და ელმავლების წარმოება დაეწყო. შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, ქარხანა აუქციონზე აღმოჩნდა.  როგორც კომპანია „თბილის ტრანსფერის“ დამფიძნებელი და დირექტორი ირაკლი ჭითანავა აცხადებს, მზად არის, ქარხანა ფეხზე დააყენოს, თუმცა, ქარხანა აუქციონზე გაიტანეს. „საქართველო დაკარგავს პროფილს, რომელიც არის ელმავალმშენებლობა“ – აღნიშნა ირაკლი ჭითანავამ „მედიაცენტრ მთავარში.“ „ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციას სხვადასხვა ბიზნეს სფეროში და მზად ვართ, განვახორციელოთ ინვესტიცია ელმავალმშენებელი ქარხნის მიმართულებითაც. თავად ქარხანა დღეს დიდი პრობლემების წინაშეა, აქვს დავალიანებები სახელმწიფოს წინაშე, „საქართველოს ბანკის“ წინაშე და ასევე, კერძო კრედიტორების წინაშე. ამჯერად ქარხანა გაჩერებულია. პროდუქციას არ უშვებს,…

მეტი...

,,რუსულს რატომ ეძახიან იცი? იმიტომ რომ ქართული არ იციან რა არის, უსამშობლო ხალხია”- მიხეილ ყაველაშვილი

,,რუსულს რატომ ეძახიან იცი? იმიტომ რომ ქართული არ იციან რა არის, უსამშობლო ხალხია, დაკარგული აქვთ,”- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკომიტეტო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა. ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი  „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს ხმაურის ფონზე განიხილავს. ,,ანრი, იცი რას მივხვდი, რუსულს რატომ ეძახიან იცი? იმიტომ რომ ქართული არ იციან რა არის, უსამშობლო ხალხია, დაკარგული აქვთ. ვერ წარმოუდგენიათ, როგორ ევროკავშირის ელჩებმა გითხრესო და როგორო.. მე ჯვარზე მაცვეს ბიჭო, ვთქვი, რომ თვითმიზანი არაა ევროკავშირი-მეთქი და ჯვარზე მაცვეს. დიახ, მგონია, რომ ქართველი ერის უკვდავებაა ჩემი თვითმიზანი და საქართველოს მარადიულობა –…

მეტი...

,,მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი”- სუს-ი

,,პარლამენტის შენობაში აღნიშნული მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი,”- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების თქმით, “ფეიკ ნიუსია”, თითქოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. „საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების პარალელურად, პოლიტიკური ჯგუფებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება “ფეიკ ნიუსები”, თითქოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ზოგიერთი პოლიტიკოსი კი აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებას, თითქოს ქართული სპეცსამსახურის მხრიდან პარლამენტში გარკვეული სახის ძალადობას აქვს ადგილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში აღნიშნული მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი. პოლიტიკური ჯგუფების…

მეტი...

,,ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას იმისთვის, რომ ეს კანონი არ გაიტანონ”- ლევან ხაბეიშვილი

,,ოპოზიცია აპირებს იქაც ფიზიკურად ბრძოლას იმისთვის, რომ ეს კანონი არ გაიტანონ,”- ამ სიტყვებით  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს მიმართა. ,,ერთ საათში არის ბიუროს სხდომა. ოპოზიცია აპირებს იქაც ფიზიკურად ბრძოლას იმისთვის, რომ ეს კანონი არ გაიტანონ. დანარჩენი არის ქართველ ხალხზე. ჯერი არის თქვენზე. ხელები არ ჩამოვუშვათ. არ დავნებდეთ!”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მეტი...

,,ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს”- შოთა არველაძე

,,ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს,”-  ამის შესახებ ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. მისი თქმით, არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს. ,,ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ. თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და…

მეტი...

,,ბევრს ნუ ლაპარაკობ! მოღალატეები მოიკითხეთ პარტიაში რუსეთის პასპორტით”- ოხანაშვილი დეკანოიძეს

  ,,ბევრს ნუ ლაპარაკობ! მოღალატეები მოიკითხეთ პარტიაში რუსეთის პასპორტით,”- ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ხატია დეკანოიძეს. დეკანოიძემ სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ თავის რიგს დალოდებოდა. ,,ქალბატონო ხატია, თქვენ აქ არ ხართ დღის წესრიგის განმსაზღვრელი. ეს უნდა გაითავისოთ. “ნაციონალური მოძრაობა” არ ხართ დღის წესრიგის განსამზღვრელი. თუ დამშვიდება გინდათ, გაბრძანდით ცოტა  ხანს, დამშვიდდით და შემოდით. არ ესწრებოდით კომიტეტს, მოხვედით და ასე უაპელაციოდ ყველამ უნდა გიყუროთ თქვენ. ბევრს ნუ ლაპარაკობ! მოღალატეები მოიკითხეთ პარტიაში რუსეთის პასპორტით. მიიღებთ პასუხს პროპორციულად ყოველ ჯერზე, – განაცხადა ოხანაშვილმა.  

მეტი...