„რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია”- თამარ გაბუნია

„რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია. კლინიკა არის და იქნება, სახელმწიფოსთვის, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სახელმწიფო კლინიკა ზუსტად იმავე ადგილზე მოეწყობა, სადაც დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფო მდებარეობს. „პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მის ამუშავებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რომელიც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კლინიკის რეკონსტრუქციას და აღჭურვას. ამ პერიოდის განმავლობაში, მერწმუნეთ, სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე – დასაქმების კუთხით“,…

მეტი...

ვანში უცნობი პირი მაღაზიაში შეიჭრა და მოლარეს თავს დაესხა

ვანში უცნობი პირი მაღაზიაში შეიჭრა და მოლარეს თავს დაესხა. ამ ეტაპზე უცნობია, მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა მაღაზიიდან თანხის წაღება. ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

მეტი...

,,იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა”- კლინიკა ”ვივამედი”

კლინიკა “ვივა მედი” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კლინიკა სავარაუდოდ იძულებული ხდება მიმართოს პენიტენციური დაწესებულის სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკა “ვივა მედში” შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა. ,,მოგახსენებთ, რომ პაციენტი მ. სააკაშვილი, კლინიკა ვივამედში იმყოფება 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე. პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად, მკურნალობის სქემა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენს მიმართ არნახული ზეწოლისა, ვცდილობდით დაგვერწმუნებინა პაციენტი, რომ ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი, რაც ოქტომბრის თვემდე მეტ-ნაკლებად გამოგვდიოდა და სახეზე იყო შესამჩნევი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. ხოლო ოქტომბირის შემდეგ, პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებულ…

მეტი...

ხანძარი თბილისში – არის მსხვერპლი

საბურთალოზე, იყალთოს ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. ხანძრის შედეგად  70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

მეტი...

პარტიის დატოვებაზე ნაფიქრი მაქვს – ხატია დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის დატოვებაზე ნაფიქრი აქვს. მისი თქმით, ისურვებდა, რომ პარლამენტში ამ ეტაპზე სრული სამუშაო შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი ”ნაციონალური მოძრაობა”. ,,მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, მე არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, მე მაქვს აზრთა სხვადასხვაობა ჩემს კოლეგებთან და გუშინაც დავადასტურე საკმაოდ მძიმე საუბრები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პოზიცია არის სწორი. ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება პირადად ჩემს მიერ გაჟღერებული. მე ამაზე (პარტიის დატოვებაზე) ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება. თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იქნება ჩემს მიერ გაჟღერებული და არავითარი…

მეტი...

,,დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის აგენტებად შერაცხვას”- ნინო ლომჯარია

,,ნოდარ დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის აგენტებად შერაცხვას?,”- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ნოდარ დუმბაძე იყო ის მწერალი, რომელმაც პირველად დაანახა უდანაშაულო ადამიანების აგენტებად და ხალხის მტრებად შერაცხვის გამანადგურებელი შედეგი. ,,ნოდარ დუმბაძე ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი მწერალია. თითოეული მისი რომანი თუ მოთხრობა, იუმორისტული ჩანაწერები 10-10-ჯერ მაინც მაქვს წაკითხული. გურული ბავშვები მე-6 – მე-7 კლასში ნოდარ დუმბაძის სოფელში რომ დავყავდით ხოლმე ექსკურსიაზე, მე მის მამიდასთან ინტერვიუებს ვწერდი, ბავშვურად თავისუფალი და ცოტათი პროვოკაციული კითხვებით, მაგალითად – “რეალურად არსებობდა…

მეტი...

დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის სახელმწიფო მართვისა და მენეჯმენტის საკითხებზე ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული თავდაცვის მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანი ოფიცრების როლზე ქვეყნის უსაფრთხოებაში. ლექციის ფარგლებში იუნკერები გაეცნენ სახელმწიფო მართვის ძირითად პრინციპებს, საჯარო და კერძო დაწესებულებების ფუნქციებსა და როლს ქვეყნის განვითარებაში. გარდა ამისა, დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის სექტორის პერსპექტივებსა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და…

მეტი...

საქართველოს ხვალ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს 23-24 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა. ამის  შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. ,,მოხარულები ვართ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხვალ თბილისში ჩამოდის. ეს მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, წინ გველის საინტერესო და დატვირთული პროგრამა,”- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,გამოძიება იარაღსაც ეძებს”- ახალი დეტალები მუხიანში მომხდართან დაკავშირებით

პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, მუხიანში სადაც საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს, გამოძიება იარაღს ეძებს. მისი თქმით, გვამთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩატარდება და დადგინდება გარდაცვალების მიზეზი. „ამჟამად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება. გვამთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩატარდება და დადგინდება გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჯერჯერობით, არ დამთავრებულა. მუშაობს გამოძიება და ყველა კვალი მოიძებნება. დაზიანებების რაოდენობა და გარდაცვალების მიზეზი დადგინდება და ამის შემდეგ იქნება პასუხი. დაიკითხება ყველა მოწმე, სად და როგორ აღმოჩენის. ყველა დეტალი გაირკვევა. ყველა საჭირო მტკიცებულებას, იარაღსაც ეძებს გამოძიება და ყველაფერს გააკეთებს რომ იპოვოს”, – განაცხადა ლევან…

მეტი...

ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა. ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს შეხვდა. „დონეცკის ოლქი. უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები ბახმუტის მიმართულებაზე. პატივი მაქვს დღეს, ვიმყოფებოდე აქ და დავაჯილდოო ჩვენი გმირები, ხელი ჩამოვართვა და მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისთვის“, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

მეტი...

საქართველო-რუსეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან – ლეონიდ კალაშნიკოვი

რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა  ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ეხებოდა. ,,ვესაუბრე ყველაზე მაღალი რანგის ბევრ ჩინოვნიკს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ – საჰაერო მიმოსვლა და ვიზების გაუქმება რუსეთში. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ”, – განაცხადა კალაშნიკოვმა.

მეტი...

,,რომ გითხრათ, სპორტზე კამათობდნენ, შეყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს-მეთქი მოგატყუებთ”- მამუკა მდინარაძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება, რადროსაც  ”ხალხის ძალის” წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. ,,რომ გითხრათ ეხლა, სპორტზე კამათობდნენ, შეყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს-მეთქი მოგატყუებთ და, იყო ინციდენტი, უსიამოვნო, არ არის კარგი ამბავი, მაგრამ გაუადვილდათ ჩვენს პატივცემულ ოპონენტებს რაღაცების ლაპარაკი, ლაპარაკის საშუალება. ისე გეტყვიან, ისე მიაყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას, რაც განსაკუთრებით ქართველი ადამიანისთვის, ქართველი კაცისთვის არის ძალიან მძიმე ასატანი, მოსათმენი. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ როგორ, თმენის ვალდებულება არ გაქვთ? – რა თქმა უნდა, დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება ერთმანეთის გამონათქვამების მიმართ თუნდაც. მაგრამ ეს თმენის…

მეტი...

,,რუსული რაკეტა მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ჟაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები დაბომბა. უცნობია მოჰყვა თუ არა დამობვას მსხვერპლი. ,,ზაპორეჟიე ახლა, რუსული რაკეტა მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა. რუსეთი სრული სიველურით ქალაქს ბომბავს. საცხოვრებელ ადგილებს, სადაც ჩვეულებრივი ხალხი და ბავშვები ცხოვრობენ. ტერორისტული სახელმწიფო ცდილობს გაანადგუროს ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი. ეს არ უნდა გახდეს “მხოლოდ კიდევ ერთი დღე” უკრაინაში ან სხვაგან ევროპაში ან მსოფლიოში. მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ერთიანობა და გადაწყვეტილება, რომ უფრო სწრაფად დაამარცხონ რუსული ტერორი და დაიცვან სიცოცხლე”,- წერს ზელენსკი.  

მეტი...

,,ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა”- ვიქტორ ჯაფარიძე

,,ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა,”- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, ”მთავარ არხს” განუცხადა. მისი თქმით, ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ,,ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა. თქვენ ნუ მასწავლით მე როგორ უნდა მოვიქცე. თუ რაიმე პრეტენზია აქვს მიმართოს სასამართლოს. არ არის მისაღები, როდესაც ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებ,”- განაცხადა ჯაფარიძემ. ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

მეტი...

ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბავშვი იპოვეს

ბოლნისში დაკარგული 9 წლის  ბავშვი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი პოლიციამ უკვე მიიყვანა სახლში. მას თითქმის 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით,  მოზარდი თავს კარგად გრძნობს.

მეტი...

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – რა მოხდა მუხიანში?

გავრცელებული ინფორმაციით, მუხიანში, ლიფტში ნაპოვნი მამაკაცი მოკლულია.  დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მამაკაცი სავარაუდოდ ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ლიფტში ცეცხლის გაჩენა სცადეს. „ვარკვევთ, ვმუშაობთ. ადგილზე როგორც სასამართლო ექსპერტი, ისე კრიმინალისტები მუშაობენ და ყველაფერს მოგვიანებით გეტყვით“, – განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა მურადაშვილმა. მუხიანში, კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

მეტი...

მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებით, მართლწესრიგის ოფიცრები, მინიჭებული მანდატის ფარგლებში, საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით, 14, 15, 16 მარტს ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმყოფებოდნენ და გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს. უწყების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია მართლწესრიგის ოფიცრის როლი, რომლის კომპეტენციაში არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად შედის ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში არიან თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან და ახორციელებენ ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას და პირველად…

მეტი...

,,უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება მთლიანად შეცვლის სიტუაციას საქართველოსა და რეგიონში”- სააკაშვილი

,,უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება მთლიანად შეცვლის სიტუაციას საქართველოსა და რეგიონში,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “ფრანს-პრესთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ”საქართველოში სიტუაცია ძირეულად შეიცვლება უკრაინის საბოლოო გამარჯვებამდეც კი”. ,,უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება მთლიანად შეცვლის სიტუაციას საქართველოსა და რეგიონში. უკრაინა, სამუდამოდ, გახდა რეგიონის ზესახელმწიფო. პოლონეთთან ერთად ის განსაზღვრავს ყველაფერს რეგიონში, მათ შორის, თუ რა ხდება საქართველოში”, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.  

მეტი...

,,რადიკალურ ოპოზიციაში როლები დაინაწილეს – ზოგი ფსკერზეა და ზოგი ფსკერს ქვემოთ”- მამუკა მდინარაძე

,,რადიკალურ ოპოზიციაში როლები დაინაწილეს – ზოგი ფსკერზეა და ზოგი ფსკერს ქვემოთ, ეს „ბოლშევიკური ტროიკა“ ფსკერს ქვემოთ არის” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი  თქმით, ”რასაც ისინი ლაპარაკობენ, რა ნარატივსაც ალაგებენ, ფსკერს ქვემოთ არიან”. ,,როგორც კი, ჩემი მხრიდან სერიოზული შეფასება იქნება, ისინი შეიძლება, ფსკერზე ამოტივტივდნენ, მაგრამ ფსკერს მაინც ვერ ასცდებიან. თავისი ნარატივით არიან ერთი რუსული მდგმურები, მეორე რუსული რუბლებით და მესამე შარვალჩახდილია. ეს არის მათი სიმბოლიზმი, მაგრამ ამის მიღმა მათი ქმედებაც ამ სიმბოლიზმში რელევანტურად ჯდება. ომისა და ღალატის პარტიას, „ნაცმოძრაობას“ რომ რადიკალიზმში შეეჯიბრებით, შემდეგ მათი შეფასება რთულია“,…

მეტი...

,,შეუცვალეთ ადგილი”- ხუთი დეპუტატი შალვა პაპუაშვილს მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრებს დარბაზში ადგილები შეუცვალოს

ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი – თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი, თამარ კორძაია და ტარიელ ნაკაიძე, პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს, სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს ადგილები შეუცვალოს. „ბატონო შალვა, საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის ფლანგზე სხედან საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრები. აღნიშნული ჯგუფის მხრიდან 2023 წლის 21-22 მარტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ოპოზიციის მისამართით ისმის შეურაცხმყოფელი ხასიათის რეპლიკები და დღეს, 22 მარტს ეს ყოველივე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, კერძოდ, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძის მხრიდან. ბატონო შალვა, ვინაიდან „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არის მუდმივი დაპირისპირების კერა,…

მეტი...

,,სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს”- ობდუსმენი კელი დეგნანს შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს პირველად შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. ,,სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია. მისი დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის. ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეტი...

„მზად ვარ, რომან გოცირიძე გემრიელ ხაჭაპურსა და ხინკალზე დავპატიჟო და ავუხსნა”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებას ეხმაურება. „მზად ვარ, რომან გოცირიძე გემრიელ ხაჭაპურსა და ხინკალზე დავპატიჟო და ავუხსნა, იქნებ, სხვა ამოცანები დაისახოს თავისი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის, გარდა იმისა, რომ მაინცდამაინც რაღაც ამტკიცოს ამ ქვეყანაში, თუმცა რას ამტკიცებს, არ ვიცი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ,,ან შემოდი, ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე, გამჭოლმა ქარმა გაციება იცის“- გოცირიძე საპარლამენტო ბოიკოტზე

მეტი...

,,ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის წინაშე, რომელიც საკუთარ აზრს მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გამოხატავს”- მაკრონი

,,ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის წინაშე, რომელიც გამოხატავს საკუთარ აზრს სუვერენულად მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით”, –„ევრონიუსის“ ინფორმაციით ამის შესახებ საფრანეგთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. დღეს ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მიმართავს სატელევიზიო ინტერვიუს საშუალებით, რა დროსაც მოსალოდნელია, რომ განმარტავს, თუ როგორ გეგმავს ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გადალახვას. ცნობისთვის, საფრანგეთში, სადავო საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე გატარებას პროტესტი მოჰყვა.

მეტი...

,,ჯაშუში ხარო…მაგრამ ვისი ჯაშუში ვარ არ იციან”- ხათუნა სამნიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება. მისი თქმით, ტარიელ ნაკაიძეს ჯაშუში ეძახეს. ,,სხედან და ჯაშუშებს გვეძახიან, აგენტებს და კანონი რომ ჩააგდეს ამათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს – აგენტია ყველა. ჯაშუში ხარო ტარიელ ნაკაიძეს ეძახეს. მეც არ დამაკლეს, მაგრამ ვისი ჯაშუში ვარ არ იციან”, – წერს ხათუნა სამნიძე. ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

მეტი...

,,ამ ბინძურ ომს მოვიგებთ თანაც აუცილებლად”- ნიკო კვარაცხელიას დედა გიორგი კეკელიძეს

,,ამ ბინძურ ომს მოვიგებთ თანაც აუცილებლად, გიორგი დანის პირზე სიარული ვიცი მართლაც ძნელია, მიუხედავად ჩვენი დიდი თანაგრძნობისა,”- ასე მიმართავს ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს. იზა ომაძე გიორგი კეკელიძეს თანადგომას უცხადებს. „წარმოუდგენელია რა მორალს ეფუძნება ადამიანის განადგურება, იმ ადამიანისა რომელიც სულით ხორცამდე კეთილ საქმეს ემსახურება. მუდმივად დავწერ,მუდმივად გამოვუხატავ თანადგომას იმ ადამიანებს ვინც ჩვენი შვილებში ილია, ვაჟა, აკაკი უნდა გააგრძელონ… დღეს უკვე აღარც მიკვირს ის ტერაქტი რაც ჩემს შვილს მოუწყვეს, ბინძური მეთოდებით დიახ საბჭოთა მეთოდებით, მათ სცენარი ხომ წინასწარ მოიფიქრეს და დღემდე იმ სცენარით მიდიან,…

მეტი...

ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოში. ”ხალხის ძალის” წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა ზურგზე. სიტყვიერი დაპირისპირება თავდაპირველად სოზარ სუბარსა და ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირება  მმართველი პარტის სხვა დეპუტატებსა და დარბაზში მყოფ ოპოზიციონერებს შორის გაგრძელდა.

მეტი...

მუხიანში, კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

თბილისში, მუხიანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპულია 60 წლამდე კაცი. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით,  ლიფტში ცეცხლის კერის კვალი აღინიშნება.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი ეტაპობრივად და სისტემატურად კვდება მთელი მსოფლიოს დასანახად”- გოშევსკა

,,შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ეტაპობრივად და სისტემატურად კვდება მთელი მსოფლიოს დასანახად,”- ამის შესახებ პოლონეთის სეიმის დეპუტატმა, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი სიცოცხლისთვის კრიტიკულად საშიშ მდგომარეობამდეა მისული და კიდევ უფრო უარესდება. ,,პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ის სიცოცხლისთვის კრიტიკულად საშიშ მდგომარეობამდეა მისული და კიდევ უფრო უარესდება. შეიძლება ითქვას რომ ის ეტაპობრივად და სისტემატურად კვდება მთელი მსოფლიოს დასანახად. ეს საბჭოთა სისტემაა. ზუსტად იგივე მეთოდები რომელსაც რუსეთსა და ბელარუსში იყენებენ. ამის კიდევ ერთ მაგალითი ნავალნის სამქეა. ზუსტად იგივე სისტემასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ ეს აღარ…

მეტი...

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საბაგირო ერთ გზას ოთხ წუთში დაფარავს და საათში, დაახლოებით, 1 100 მგზავრს მოემსახურება. „აღნიშნული პროექტის განხორციელება 2021 წელს დავიწყეთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, როდესაც აღნიშნული პროექტი დასრულდება. რაც შეეხება მთაწმინდის ფერდს, მიმდინარეობს ახალი სადგურის მშენებლობის სამუშაოები. გარკვეული სირთულეები იყო აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით – ტერიტორიიდან მოგვიწია რამდენიმე ოჯახის გასახლება იმისთვის, რომ სამუშაოები უსაფრთხოდ განხორციელებულიყო და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, არანაირი საფრთხე არ ყოფილიყო.…

მეტი...

,,წვრთნები გამოიწვევს გარკვეულ ხმაურს, რაც არ უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის შიშისა და საფრთხის საფუძველი“- გაფრთხილება მოსახლეობას

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „ბათუმი არენის“ ტერიტორიაზე სიმულაციურ წვრთნებთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მარტს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე „ბათუმი არენის“ ტერიტორიაზე, სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, „ბათუმი არენის“ თანამშრომლებისთვის ჩატარდება სახანძრო-სამაშველო სიმულაციური პრაქტიკული სწავლება. ღონისძიების მიზანია სწავლების მონაწილეებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის ღონისძიებების, დაშავებულთა ევაკუაციისა და პირველადი დახმარების მეთოდების გაცნობა. სწავლება მოიცავს პრაქტიკულ სიმულაციურ წვრთნებს. მეხანძრე-მაშველები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მოახდენენ ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი…

მეტი...

,,მრცხვენია, რომ ვიცნობ ადამიანებს ვაიოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი”- მაია ბითაძე

,,მრცხვენია, რომ ვიცნობ, სამწუხაროდ, ადამიანებს ვაიოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს. უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნების“ წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას ეხმიანება. „ჩემი უდიდესი პატივისცემა მაკას და მართლა მრცხვენია, რომ ვიცნობ, სამწუხაროდ, ადამიანებს ვაიოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი – სამშობლო, კოლეგები, ადამიანები და თავად არც კი იციან, რა წერია ასოცირებაში, რამდენი კანონი დარჩა მისაღები, და ძალიან ხშირად, იმიტომ, რომ, მარტივად, არ იციან, არ წაუკითხავთ, სწორედ ასოცირების ვალდებულებებს აპროტესტებენ“,…

მეტი...

თბილისის მერია ქმნის აპლიკაციას, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ

თბილისის მერია მუშაობს აპლიკაციაზე – „ფიქს თბილისი“, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეები აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, მუნიციპალიტეტს ინფორმაციას ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე მიაწვდიან. „ფიქს თბილისი“- ეს არის სპეციალური აპლიკაცია, რაზეც წვდომა ექნება ყველა მოქალაქეს. იგი იქნება მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება ისე, რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე დარეკვა, ინფორმაცია იყოს უფრო სრულყოფილი და მუნიციპალიტეტმა შეძლოს პრობლემის მარტივად იდენტიფიცირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.…

მეტი...

,,ვინც არ უნდა მლანძღოს და ფარისეველი მეძახოს, ტურიკასადმი და გიორგი კეკელიძესადმი ჩემ დამოკიდებულებას ვერავინ შეცვლის”- ქეთი დუმბაძე

,,ვინც არ უნდა მლანძღოს და ფარისეველი მეძახოს, ტურიკასადმი და გიორგი კეკელიძესადმი ჩემ დამოკიდებულებას ვერავინ შეცვლის,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატი, ქეთი დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს. ,,ვინც არ უნდა მლანძღოს და ფარისეველი მეძახოს, ტურიკასადმი და გიორგი კეკელიძესადმი ჩემ დამოკიდებულებას ვერავინ შეცვლის, ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა. რაც მთავარია, ეს ორივემ იცის და ეჭვიც არასდროს შეეპარებათ. ვისაც მათზე მეტი გაუკეთებია და მათზე მეტი სიყვარული გაუცია, იმათ ჩამქოლონ,”- წერს ქეთი დუმბაძე.

მეტი...

რუსეთმა კიევის რეგიონი დაბომბა – არის მსხვერპლი

ღამით რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონი ირანული “შაჰიდით”, ე.წ. კამიკაძე თვითმფრინავებით დაბომბა. კიევის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაცია ცნობით, დაბომბვის შედეგად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამჟამად ცნობილია 3 დაღუპულისა და 7 დაჭრილის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით,  ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

მეტი...

,,ან შემოდი, ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე, გამჭოლმა ქარმა გაციება იცის“- გოცირიძე საპარლამენტო ბოიკოტზე

,,თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან და უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა,”- ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს ეხმიანება. მისი თქმით, სინამდვილეში ეს თვალთმაქცობაა. „ბოიკოტისტობა რა ნიშნავს, კი ვიცით. ღმერთმა მიუტევოს მათი შეცდომები. არიან ნახევრადბოიკოტისტებიც – „პარლამენტში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, 12 რეკომენდაციაზე ხომ უნდა ვიმუშაოთ”? დაახლოებით ასე ჟღერს მათი პოზიცია. სინამდვილეში ეს თვალთმაქცობაა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა – მოინადირონ ბოიკოტის მოყვარული საზოგადოების გულები და ამავე დროს,…

მეტი...

,,თავდასხმის ინსცენირებით უკანონოდ დაეუფლა 150 000 ლარს”- დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1992 წელს დაბადებული რ.ხ. და 1983 წელს დაბადებული ჯ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ხ.-მ, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, თავის ძმასთან – ჯ.ხ.-სთან ერთად დაგეგმა სამსახურებრივი თანხის მითვისება და თავდასხმის ინსცენირებით, უკანონოდ დაეუფლა 150 000 ლარს. სამართალდამცველებმა ორივე პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ უკანონოდ მითვისებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე…

მეტი...