საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

საბერძნეთში სატვირთო და სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, შემთხვევის გამომწვევ მიზეზად ადამიანური ფაქტორი სახელდება.

დაკავებულია სადგურის ხელმძღვანელი, რომელსაც არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული. თავად ეჭვმიტანილი ბრალდებას უარყოფს და მომხდარ ინციდენტს ტექნიკურ გაუმართაობას აბრალებს.

ინციდენტის შემდეგ, თანამდებობა დატოვა ტრანსპორტის მინისტრმა.

 

მსგავსი თემები