„რუსეთს არ აქვს რესურსი მოლდოვაში შეჭრისთვის”- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთს არ აქვს რესურსი მოლდოვაში შეჭრისთვის. მისი თქმით, მოლდოვას აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ გაუმკლავდეს დნესტრისპირეთში შესაძლო ესკალაციას.

„რუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსი ესკალაციისთვის. ასევე ცხადია, რომ რუსეთს არ შეუძლია სამხედრო გზით შეჭრა მოლდოვაში. მეორე მხრივ, მოლდოვას აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ გაუმკლავდეს დნესტრისპირეთში შესაძლო ესკალაციას. და დნესტრისპირეთის რეგიონი, ისევე როგორც ჩვენ, ესწრაფვის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ. რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს – ბევრი პროპაგანდა, დეზინფორმაცია, გარკვეული ომის მომხრე ნარატივების პოპულარიზაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ყველა ეს ტალღა უფრო საინფორმაციო ომია, ვიდრე რეალური მდგომარეობა“, – განაცხადა დორინ რეჩანმა.

მსგავსი თემები