„ყველა ნაბიჯზე ქვას გვესვრით“ – ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, სწორი არჩევანი გააკეთონ და აირჩიონ ვის მხარეს არიან. როგორც ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვამ მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა, საქართველოს მთავრობა ყოველ ჯერზე ქვებს ისვრის. „რაც არ უნდა ვთქვათ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისთვის მიზეზია, რომ არასამართლიანობაში დაგვადანაშაულოს ან მიზეზია მთავრობის სხვა წევრებისთვის, რომ პერსონალურად დაგვესხან თავს. მას შემდეგ, რაც  გადაიფიქრეს “უცხოური აგენტების” კანონის გატანა, მოკრძალებულებიც არ არიან.  პირიქით, ბრალდებებია, რომ, თურმე, ჩვენ ვართ უცხოური აგენტები, რომლებიც შიდა საქმეებში ვერევით“ – აცხადებს გრეგოროვა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. „ერთი რამ მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობას, ჩვენ თქვენს წინააღდეგ არ ვართ. თქვენ გაქვთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი…

მეტი...

„ყველა ნიღაბი მოხსნილია! საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე საუბრისას ძირითადად კრიტიკა და მმართველი გუნდის ნეგატიური შეფასებები ისმოდა. ევროპარლამენტარები „ქართულ ოცნებას“ ევროპული კურსისგან გადახვევის გამო აკრიტიკებდნენ. „საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს. ყველა ნიღაბი მოხსნილია. საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, თუმცა, საქართველოს  მოსახლეობა ამ პოზიციას არ იზიარებს და არ იღებს. გამორიცხულია, საქართველოს მოსახლეობა დაბრუნდეს უკან, რუსეთში. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან“ – ეს განცხადება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონს ეკუთვნის. მისი შეფასებით, დეპუტატებმა უღალატეს თავიანთი მოსახლეობის არჩევანს, როს გამოც ხალხი ქუჩაში გავიდა.  

მეტი...

ევროპარლამენტში საქართველოს აკრიტიკებენ

ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ. როგორც  „ევროპის სახალხო პარტიაში“ აცხადებენ, მმართველი გუნდი თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს. „შეშფოთებული ვართ „ქართული ოცნების“  მცდელობით, თავს დაესხას ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას“, – აცხადებენ „ევროპის სახალხო პარტიაში“. აღნიშნული  პარტია „ქართულ ოცნებას“ ტყუილის მანქანას უწოდებს. პარალელურად, საქართველოს მმართველ გუნდს აკრიტიკებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც. მისი თქმით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება არასწორად იქცევა. „იუსტიციის სამინისტროს დემარში გადავეცით და ჩვენი მესიჯი ძალიან მკაფიო იყო. საქართველოს მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის. ევროკავშირი მზად არის ამ…

მეტი...

ბათუმში, ქარისა და ბატუტიდან ბავშვების გატაცების გამო ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურა, ბათუმის ბულვარში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მცირეწლოვანის ოჯახს. პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე,  სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც პასუხისმგებელი  იყო ე.წ. გასაბერი ბატუტის კონსტრუქციის მოწყობის, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების  წესების დაცვაზე,  არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, კერძოდ ბატუტის მყარ ზედაპირზე არსებულ სამაგრებზე მიბმა,  ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევით განახორციელა. ბრალდებულის მხრიდან ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად,  ბატუტი,…

მეტი...

რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ამერიკული დრონი ჩამოაგდო

CNN-ის ინფორმაციით, შავი ზღვის საჰაერო სივრცეში, რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ამერიკულ დრონს დაეჯახა და ჩამოაგდო. რუსული „სუ-27“ ტიპის თვითმფრინავი ყირიმისკენ მიფრინავდა. შეჯახების შემდეგ კი თვითმფრინავი ყირიმში დაეშვა. ამერიკელი სამხედროების განცხადებით, „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავისა და ამერიკული დრონის შეჯახება „რუსების სახიფათო და არაპროფესიონალურმა ქცევამ“ გამოიწვია. „შეჯახებამდე რამდენჯერმე სუ-27 თვითმფრინავიდან ამერიკულ MQ-9-ს საწვავი გადმოასხეს და მის წინ დაფრინავდნენ, არაპროფესიონალურ მანევრს ასრულებდნენ“ – აცხადებს ამერიკელი გენერალი ჯეიმს ჰეკერი. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბი კი აცხადებს, რომ შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების მხრიდან მსგავსი ინციდენტები უჩვეულო არ არის.  

მეტი...

„პუტინს სააკაშვილის კვერცხებით დაკიდება უნდოდა“ – ევროპარლამენტარი

რამდენიმე ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან და თანაგუნდელებთან ერთად ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც იმ პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრეს, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს „კლავენ“. ერთ-ერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე ისაუბრა, ევროპარლამენტარი, მაგნიტსკის სიის ავტორი ბილ ბროუდერი იყო. „მიხეილ სააკაშილი 20008 წელს პუტინს დაუპირისპირდა. პუტინი მიხეილ სააკაშვილზე ისეთი გაბრაზებულია, მისი კვერცხებით დაკიდება უნდოდა. პუტინი მის წინააღმდეგ პერსონალურ ვენდეტას აწარმოებს. ძირითადად პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს და პოლიტიკური მოტივებითაა დაკავებული. მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და წამლავენ. ახლა ის კვდება, ძალიან მძიმედაა“ – განაცხადა ბროუდერმა ევროპარლამენტში.

მეტი...

„საფლავში ჩაგყვებით ყველას და სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ“ – მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი მზად არის ყველას შეუნდოს, ვინც შეურაცხყოა მიაყენა, თუმცა, ვინც მის შვილს შეურაცხყოფა მიაყენა, „საფლავში ჩაყოლას“ ჰპირდება. „არ გავჩერდებით. ყველას ვაპატიებ და შევუნდობ, მე რა შეურაცხყოფაც მომაყენეს, მაგრამ ჩემი შვილის შეურაცხყოფისა და დაზიანებისთვის, რომ მამა მოღალატე ჰყავს, საფლავში ჩაგყვებით ყველას და სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ“ – აცხადებს ყაველაშვილი. მის თქმით, ყველამ, ვინც შეცდა ბოდიში უნდა მოიხადოს. „გამობრძანდნენ და ბოდიში მოიხადონ, ან არადა, დაგვიმტკიცონ, რომ ეს რუსული კანონია. დაგინებაც მოჰყვება ბოლოს, როგორც ვიცი ხოლმე, რადგან სხვა ენა არ ესმით – ან დაამტკიცონ, რომ ეს რუსული…

მეტი...

“მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადი ინტერესების საკითხების აღმოფხვრა” – ვენეციის კომისია

ვენეციის კომისიის დასკვნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  რეფორმა აუცილებელი პროცესია, რომელმაც უნდა აღმოფხვრას სასამართლო სისტემაში არსებული მანკიერი პრაქტიკა. ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებზე საუბარია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა. „მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადი ინტერესების საკითხების აღმოფხვრა, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას; ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა მოსამართლეთა მივლინების ან თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით მათი ნებართვის გარეშე; მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების პროცედურის გადახედვა, უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლების უფრო ზუსტად განსაზღვრით,  გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მეტი დროის მიცემითა და შეჩერების პერიოდში ხელფასის შენარჩუნებით; შეიზღუდოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის არსებული საფუძვლები; უზრუნველყოფა,…

მეტი...

„მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეუძლია აღკვეთოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ – ვენეციის კომისია

„კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ენდობოდეს სასამართლო ორგანოების კომპეტენციას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ფუნქციონირებისთვის“ – აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. კომისია ყურადღებას ამახვილებს, რომ ადრე შემუშავებული მთავარი რეკომენდაციები ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია. „ცვლილებების პროექტი მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი საკანონმდებლო ზომების ნაწილი, საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის კონტექსტში. ევროკომისიამ საქართველოს მისცა რეკომენდაცია: მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომ ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე; უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც არის სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და…

მეტი...

პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს. „მინდა გამოვეხმაურო დღეს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული. რა…

მეტი...

გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს შეხვედრაზე ელექტროენერგიის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) შეხვედრაზე სიტყვით წარდგა და საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის შესახებ ისაუბრა. „მოგეხსენებათ, 2014 წლიდან საქართველო ახორციელებს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების ჰარმონიზებასა და ტრანსპოზიციას ეროვნულ კანონმდებლობაში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედებს ახალი კანონმდებლობა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, მიმდინარეობს ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმირება, რომლის მიზანიცაა ახალი, კონკურენტული და გამჭვირვალე ბაზრის შექმნა. ახალი ბაზარი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება არსებული მოდელისგან. სემეკი რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი ძირითადი უწყებაა, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნასა და დახვეწაზე. ამ პროცესში, ჩვენ…

მეტი...

,,ვიხილეთ შურისძიების ელემენტები, რომ გახლიჩონ საზოგადოება”- ხატია დეკანოიძე

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში რუსული კანონპროექტი შემოიტანა და კენჭი უყარა, რაზეც მათ ქართველმა ხალხმა პასუხი გასცა,”-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ”ევროპარლამენტში არავითარი კანონპროექტი არ განიხილება და არც ევროპის სახალხო პარტიას შეაქვს. ევროკომისიას შეიძლება, მხოლოდ ინიციატივის მცდელობა ჰქონდეს.” „არაფერი გადაფარავს იმას, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ გააკეთა, მათ ქართველმა ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა. ირაკლი კობახიძის აგრესიული განცხადებები საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ვიხილეთ შურისძიების ელემენტები, რომ გახლიჩონ საზოგადოება, ახალგაზრდები. მათი მარგინალიზაცია ვერ მოხერხდება, ახალგაზრდების სტიგმატიზებას არავინ დაუშვებს საქართველოში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მეტი...

,,55 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა”- რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქის გათავისუფლებული ქალაქი დაბომბეს

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა გათავისუფლებული ქალაქი, ვოვჩანსკი დაბომბეს. სინეგუბოვის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. ,,მტერი აგრძელებს ვოვჩანსკის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. სამწუხაროდ, ადამიანები იღუპებიან. დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქალაქის სახანძრო-სამაშველო განყოფილების დაბომბვისას, მტრის ჭურვი სამოქალაქო მანქანას მოხვდა. მასში მყოფი 55 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა” – წერს სინეგუბოვი

მეტი...

ქართველმა მეზღვაურმა სამი მეთევზე გადაარჩინა

ქართველმა მეზღვაურმა არმაზ არძენაძემ სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა – შედეგად სამი მეთევზე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. ,,8 მარტს, 14:00 საათზე მექსიკის წყლებში, მეთევზეებმა დიდი რაოდენობით თევზი დაიჭირეს. ზედმეტი წონის გამო ნავი წყლით აივსო. ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე დარჩენილი მეთევზეები 12 საათის განმავლობაში ელოდნენ შველას. 9 მარტს, 04:00 საათზე, გემ MH COLUMBIA-ს ვახტაზე მყოფმა მატროსმა გაიგონა გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანების ხმა. გემის ეკიპაჟი “ბრმად” გაჰყვა ხმას და 4 საათიანი, საკმაოდ რთული და შრომატევადი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,მე ჩამოვხსენი, ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია” – ზურა მახარაძე ევროკავშირის დროშაზე

ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის ლიდერის, ზურა მახარაძის განცხადებით, ევროკავშირის დროშა მან ჩამოხსნა და ჯარიმის ქვითრის გაგზავნას ითხოვს. ,,ჩვენმა მთავრობამ ამ ჭინჭის დახევაზე ჯარიმა დააწესა. ხოდა, მე ჩამოვხსენი ეგ (ევროკავშირის დროშა). ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია. საქართველოში მარტო საქართველოს დროშა უნდა ეკიდოს, – განაცხადა  ზურა მახარაძემ.

მეტი...

პარლამენტთან ევროკავშირის დროშა პოლიციამ აღმართა

საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს. მანამდე კი  „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

მეტი...

,,ადამიანები, რომლებიც ტოლობას სვამენ სააკაშვილსა და ევროპულ პერსპექტივას შორის, პატივს არ სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს”- შალვა პაპუაშვილი

,,ადამიანები, რომლებიც ტოლობას სვამენ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, პატივს არ სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე სწორად, ქართული გადმოსახედიდან გასაგებად ეს საკითხი ჩამოაყალიბა პრემიერ-მინისტრმა. ,,შესაბამისად, ვინც პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, ნურც ჩვენგან ელოდება პატივისცემას. ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს და მფარველებს, რომლებიც მას მფარველობდნენ მაშინ, როცა სასჯელმისჯილი იყო საქართველოში და მაშინაც, როცა თავისუფალი იყო, ევროპარლამენტარებს ხვდებოდნენ, ხელს აფარებდნენ და ამის შედეგი იყო, რომ საბოლოო ჯამში სააკაშვილი ქვეყანაში გადატრიალების მოსაწყობად, თუ თავისი ზრახვებით შემოიპარა. სააკაშვილი წაახალისეს…

მეტი...

15 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“ ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება, რომელსაც გახსნიან კონკურენციის სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. კონფერენციას დაესწრებიან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია მომხმარებლის უფლებების დაცვისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ. 13-17 მარტს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და სემეკის, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი…

მეტი...

,,საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი ევროპულ პერსპექტივაზე, თუ სააკაშვილი არ იქნება ცოცხალი”- ევროპარლამენტარი

,,ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი ევროპულ პერსპექტივაზე საქართველოსთვის, თუ სააკაშვილი არ იქნება ცოცხალი,”– ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა იყოს მკაფიო. „რაც შეეხება ჩვენს მეგობრებს საქართველოში, ჩვენ გვაქვს სხვა გზები, რათა მოვახდინოთ ზეწოლა და ყველაფერი უნდა იყოს მკაფიო. ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი ევროპულ პერსპექტივაზე საქართველოსთვის, თუ სააკაშვილი არ იქნება ცოცხალი. ეს მკაფიო გზავნილი უნდა გავაგზავნოთ დღესვე, ვიდრე ეს გვიანი იქნება“, – განაცხადა ლაგოდინსკიმ.

მეტი...

საქართველოს უნივერსიტეტი ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

საქართველოს უნივერსიტეტი ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ  საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ განაცხადა. ,,ცილის წამებისთვის, დეზინფორმაციისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ბატონების ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დღეს შეგვაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ახლა და მომავალში, ჩვენს სტუდენტებს მოაძახოს, რომ თითქოს მათი უნივერსიტეტი რაიმე კორუფციული გარიგებით შექმნა. ვწუხვართ, რომ ხელისუფლება მოქცეულია იმ იდეოლოგიური პროპაგანდის ტყვეობაში, რასაც პუტინის პროპაგანდისტები დიდი ხანია ავრცელებენ”, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.

მეტი...

,,ვფიქრობ, დროა, ზეწოლა გაიზარდოს”- ანა ფოტიგა

,,ახლა, როდესაც „ქართული ოცნება“ იხევს უკან და აჩერებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების პროცესს, ვფიქრობ, დროა, ზეწოლა გაიზარდოს,”- ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა. „ვფიქრობ, ახლა არსებობს მომენტი, რადგან, თუ გახსოვთ 2019 წლის ცნობილი პროტესტის შემდეგ იყო ჩართულობა შარლ მიშელის მხრიდან და ეს პოზიტიური იყო. ჩვენ, ევროკავშირი, საკმაოდ დამცირებულები ვართ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ და იმით, რომ ყველა მხარის შეთანხმება არ იყო დაცული. ახლა, როდესაც „ქართული ოცნება“ იხევს უკან და აჩერებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების პროცესს, ვფიქრობ, დროა, ზეწოლა გაიზარდოს. დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ვცადოთ და ვიმუშაოთ. შესაძლოა, ჩვენ…

მეტი...

,,პრეზიდენტ ზურაბიშვილს დავუდასტურე, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გეზის ერთგულია”- შარლ მიშელი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გეზის ერთგულია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისტორიულია. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტი რჩება“, – წერს შარლ მიშელი.

მეტი...

„დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“- კახა ოქრიაშვილი

„დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“!- ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. „ალტ-ინფო“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ქართული ოცნების“ რადიკალურ ფრთას. დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“, შემსრულებელი – „ოცნების“ რადიკალური ფრთა, „ალტ-ინფო“. „ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ, გავუშვებთ ხელისუფლებიდან, ქვეყანაც დამშვიდდება და პროგრესული განვითარების საშუალება მიეცემა“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი. ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

მეტი...

,,ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული”- შალვა პაპუაშვილი

,,თუკი ევროპაზე სუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული, ევროკავშირის დროშა დაბრუნდება თავის ადგილზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, ეს არასერიოზული მიდგომაა და მათ გამოვეხმაურები – როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე, თუკი ევროპაზე სუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. დროშა დაბრუნდება თავის ადგილზე. როდესაც პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, როდესაც ჯებირები კი არა, პარლამენტის შენობის…

მეტი...

,,ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში, თავში ხვდებოდა თანამშრომელს”- ზაზა ბიბილაშვილი

„ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებლის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, იმ დაჯგუფების წევრების მიერ ნასროლი ქვა, რომლებმაც პარლამენტის შენობის წინ დღეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს დაწვეს, მათ ოფისში შევარდა. ,,არანაირი ალტინფო, ეს რუსული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელიც გზად ყველაფერს არბევს და რომელსაც პოლიცია მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ეს ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში. თავში ხვდებოდა თანამშრომელს, ხელი აიფარა, ხელი აქვს დასისხლიანებული. კლავდნენ, ფაქტობრივად. ყველაფერი გადაღებულია. კარგად ჩანს, ვინ ისვრის,”- წერს ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი. ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

მეტი...

,,რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას ეხმიანება. მისი თქმით, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ,,ჩვენ რასაც ვხედავთ, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ასეთი ქცევა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. შესაბამისად დაზიანებულია ფლაგშტოკიც აღდგება და დროშაც სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

,,მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე,სწორედ ამიტომ ვართ აქ”- ედუარდ სააკაშვილი

,,ვფიქრობ, როდესაც მამაჩემი გამოჯანმრთელდება და შეძლებს საზღვარგარეთ მკურნალობას, ეს დიდწილად იქნება ამ დარბაზში და მის მიღმა მყოფი ხალხის დამსახურება, ვინც გვეხმარება ამ ბრძოლაში“,- ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის შვილმა სტრასბურგში განაცხადა. მისი თქმით,  რაც უფრო დიდია საერთაშორისო კონსენსუსი, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, მით უფრო გაიზრდება შანსები მისი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის. „გასულ თვეს, მას შემდეგ რაც ექიმებმა გასინჯეს მამაჩემი, მათ შორის უცხოელებმა აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან და დაასკვნეს, რომ ვითარება საგანგაშოა, მთავრობის ჰოსპიტალმა, სადაც მამაჩემი წევს, გამართა თავისი პრესკონფერენცია და განაცხადეს, რომ დიახ, სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია, ცუდია და უარესდება. ახლა საქართველოს მთავრობა…

მეტი...

,,სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება”- შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება. შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი…

მეტი...

„ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას”- დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხევას და დაწვას ეხმიანება. მისი თქმით, ეს არ შედის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში არ შედის. „ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, ეს არ შედის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში. საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება – „არ წავიკითხავ, შეურაცხყოფას მივაყენებ სხვას, დროშას დავხევ…“ და სხვა მსგავსი შინაარსის მოწოდებები, ქმედებები მიუღებელია და სახელმწიფოს იმიჯს აზიანებს“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

მეტი...

,,პაპუაშვილმა მიბაძოს წინა პარლამენტის თავმჯდომარეს და თავის ხელით აღმართოს ევროკავშირის დროშა!”- თეონა აქუბარდია

,,მოვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარისგან მიბაძოს წინა პარლამენტის თავმჯდომარეს და თავის ხელით აღმართოს ევროკავშირის დროშა!”- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია წერს. ,,კახა კუჭავას ინიციატივით 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კანონში ცვლილების ინიციატორები ოპოზიციიდან დეპუტატებიც ვიყავით, რითაც სახელმწიფო დაწესებულებიდან ევროკავშირის დროშის შებღალვა ადმინისტრაციული წესით ჯარიმას ითვალისწინებს. მოვუწოდებ შსს-ს იმოქმედოს კანონის შესაბამისად ისევე როგორც მოვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარისგან მიბაძოს წინა პარლამენტის თავმჯდომარეს და თავის ხელით აღმართოს ევროკავშირის დროშა!” – წერს აქუბარდია. ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

მეტი...

,,ცოტა დრო გვაქვს, სააკაშვილი ახლა 65 კილოგრამს იწონის და ის მძიმედაა მოწამლული”- გიორგი ჩალაძე

,,ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. პრეზიდენტი სააკაშვილი ახლა 65 კილოგრამს იწონის და ის მძიმედაა მოწამლული, რუსეთის და პუტინის საუკეთესო პრაქტიკით,”- ამის შესახებ გიორგი ჩალაძემ სტრასბურგში, ევროპარლამენტში მრგვალი მაგიდის ფორმატში განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები, სხვა შემთხვევაში პუტინი გაიმარჯვებს. ,,ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რომ სააკაშვილი მოწამლეს მძიმე მეტალებით. ტოქსიკოლოგიური ტესტი ჩატარებულია კალიფორნიაში და მეორე ანგარიში შეადგინეს მსოფლიოში ცნობილმა ტოქსიკოლოგმა ექსპერტებმა. ჩვენ გვყავდა მოწვეული ექიმები, რომელთა შორისაც იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები. მიხეილ სააკაშვილს ახლა უწოდებენ ევროპის აგენტს. მას ევროპის ჯაშუში უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც იცით, სულ ახლახანს მოქალაქეებმა საქართველოში გააპროტესტეს…

მეტი...

,,პანდემია წელს დასრულდება” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრიუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია წელს დასრულდება. ,,მე დარწმუნებული ვარ, რომ წელს ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ Covid-19 დამთავრდება როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის წინაშე არსებული საფრთხე – და როგორც პანდემია”, – აღნიშნა ტედროს გებრიუსუსმა.  

მეტი...

დასანანია, რომ კანონი არ მიგვაღებინეს – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით,  დასანანია, რომ საქართველომ ე.წ. აგენტების კანონი ვერ მიიღო. მისივე თქმით, დასანანია, რომ საქართველო არ იქნება იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც  ეტაპობრივად მიიღებენ უცხო ქვეყნიდან მომავალი თანხების აღრიცხვის ან კონტროლის შესახებ კანონს. ,,იმ ფაქტმა, რომ ჩვენ, საქართველოს, და არა ხელისუფლებას, არ მიგვაღებინეს მოცემული კანონი, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩემი აზრით, იქნება დასანანი, სანანებელი. არ არის გამორიცხული, რომ ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ჰქონდეს საკმაოდ მძიმე შედეგიც. რეალობა არის ის, რაც არის. იმ კონტექსტში ერთადერთი სწორი, გონივრული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო კანონის გაწვევა. სხვა გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, მაგრამ…

მეტი...

,,არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ”- დავით კაჭარავა

,,ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!”- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრი, დავით კაჭარავა სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. ,,კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!! ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს წერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოკითხეთ პასუხი! ვნახავ რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს! 07/03/2023 – დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!! ახალგაზრდულებიდან…

მეტი...

,,ვანო მერაბიშვილს ამასობაში ქუთუთო არ მოძვრეს”- თეა წულუკიანი

,,ვანო მერაბიშვილს ამასობაში ქუთუთო არ მოძვრეს,”– ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. თეა წულუკიანი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც,  მასობრივ საპროტესტო აქციებს აპირებს.

მეტი...