„ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების გავლენის აგენტები”- მამუკა მდინარაძე

„ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების გავლენის აგენტები და დამშვიდდით, მეგობრებო,“ – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული დეპუტატი არის ხალხის, მისი ამომრჩევლის გავლენის აგენტი.

„თითოეული დეპუტატი არის ხალხის, მისი ამომრჩევლის გავლენის აგენტი, თუ გნებავთ, რადგან ეს სიტყვა ასე აწუხებთ. ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების გავლენის აგენტები და დამშვიდდით, მეგობრებო! ეს სიტყვა თუ ასე გაშინებთ და გაშფოთებთ, აგერ, მე გეუბნებით, რომ მე, ჩემი კოლეგები, ყველანი ვართ ჩვენი ამომრჩევლებისა და ქართველი ხალხის გავლენის აგენტები და ასე იქნება ყოველთვის, ვიდრე ცოცხლები ვიქნებით. და ეს ნურავის შეგაშინებთ. ვის ინტერესებსაც ემსახურებით, ნუ შეგრცხვებათ იმ ხალხის თუნდაც გავლენის აგენტობა “, – განაცხადა მდინარაძემ ”იმედის” ეთერში.

მსგავსი თემები