პარლამენტის შენობასთან დაკავებული აქციის მონაწილეები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელიც 2 მარტს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს ეხებოდა. აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს – „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, აპროტესტებდნენ. 36-ვე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა აქციის მონაწილე იმედა კლდიაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა. ექვსი დაკავებულის სასამართლო პროცესი კი 22 მარტს ჩაინიშნა. სასამართლო პროცესების შემდეგნაირად გადანაწილდა: 22 მარტი, 11:00 საათი – დავით სეხნიაშვილი – სტუდენტი; 22 მარტი, 11:30 საათი – რეზო დუმბაძე – სტუდენტი; 22 მარტი, 13:00 საათი – ოთარ გოგრიჭიანი; 22 მარტი, 13:30 საათი – გიორგი პატარაია – „ნაციონალური მოძრაობის”…

მეტი...

იუსტიციის სამინისტრო მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარს მხრიდან გაკეთებულ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ეხმიანება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვების საკითხი მინისტრთან არ განხილულა. „საფუძველს მოკლებულია განცხადება, თითქოს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა“ – აღნიშნულია განცხადებაში, სადაც დაკონკრეტებულია მინისტრის შეთავაზება, რაც 29 ნოემბერს რატი ბრეგაძემ გააჟღერა. „ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა: „გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში”, – ვკითხულობთ  განცხადებაში. დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა…

მეტი...

„განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის“ – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიტიკურ ბრძოლას გაძლიერებული განახლებული ძალებით აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ავტორიტარული რეჟიმი ერთ დღეში არ მყარდება, მაგრამ დგება ერთი დღე, როდესაც ყველანი ავტორიტარიტარულ რეჟიმში ვიღვიძებთ. დღეს ერთნაირად ვგრძნობთ და განვიცდით ყველა: ვინც 2012 წელსვე მივიჩნევდით „ქართულ ოცნებას“ რუსულად, ვინც 2016 წელს, 2020 წელს ან გუშინ გააცნობიერა, რომ ქვეყანა რუსულ კურსს კი არ ადგას, არამედ უკვე რუსეთშია. გუშინ პარლამენტის ყველა „საოცნებო“ სავარძელში იჯდა კოლექტიური გავრილოვი. დღეს, საქართველო და მისი ისტორია მოითხოვს ერთობას მთავარი იდეის – საქართველოს თავისუფლების გარშემო. ბევრჯერ ყოფილა გაერთიანებისა და ერთიანი…

მეტი...

„ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის მოვლა მხოლოდ სტუდენტებს შეეხებათ“ – თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ნებაყოფლობით სამხედრო სავალდებულო სამსახურს მხოლოდ სტუდენტები მოიხდიან. როგორც მინისტრი  განმარტავს,  მათთვის ჯარში მსახურება კომფორტული იქნება. „იქნება რამდენიმე, სხვადასხვა, მაქსიმალურად კომფორტული საშუალება. ასევე, გვექნება საშუალება, რომ უმაღლეს განათლებულსაც მივცეთ იმის საშუალება, რომ ზუსტად ამ პროგრამით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებს, წელიწადში ერთი თვის განმავლობაში, გაიარონ სავალდებულო სამსახური. გვაქვს ბენეფიტებზე აწყობილი პროგრამებიც, მათ შორის, რომელიც შეეხებათ 11-თვიან სავალდებულო სამსახურს, სადაც იქნება მაღალი ანაზღაურება, სავარაუდოდ, 1 200 ლარი. წვევამდელი მიიღებს ოფიცრის სტატუსს და ა.შ“ – განმარტავს მინისტრი.

მეტი...

საქართველოში მენეჯერულ პოზიციას ქალების მხოლოდ 22% იკავებს (ვიდეო)

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის – რაისა ლიპარტელიანის განცხადებით, სამუშაო ადგილებზე ქალებისა და მამაკაცების დისბალანსი ისევ და ისევ მამაკაცების სასარგებლოდ იხრება. როგორც ლიპარტელიანმა „მედიაცენტრ მთავართან” განაცხადა, პრობლემაა ისიც, რომ დღემდე, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში, ქალების ანაზღაურება გაცილებით დაბალია, ვიდრე მამაკაცების. „22%-ზე მეტი არ გვყავს ქალი, რომელიც წარმოდგენილია მენეჯერულ პოზიციაზე. ეს ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს. შესაბამისად, ქალებისთვის დასაქმების ხელმისაწვდომობა პრობლემურია ყველა სექტორში. პრობლემაა ისიც, რომ, ის სექტორები, სადაც ძირითადად ქალები არიან წარმომადგენლები, თავად სექტორებია დაბალანაზღაურებადი. მაგალითად, განათლების სექტორი, სადაც ყველაზე მეტია დასაქმებული ქალი -118 000, ჯანდაცვის სექტორი, ტექსტილი და აქ…

მეტი...

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტის წინ მომხდარ დაკავებებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიები სამსახური წუხელ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 3 მარტს, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 2 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ბ.გ-ს და ნ.ნ-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“ – აღნიშნულია განცხადებაში.  

მეტი...

რუსული ბანკი „Тинькофф“-ი დასანქცირდა და საქართველოში გადარიცხვებს ვერ ასრულებს

უკრაინაში წარმოებული ომის გამო, კიდევ ერთი რუსული ბანკი დაზარალდა. ევროკავშირმა რუსული ბანკი „Тинькофф“-ი სანქციების მეათე პაკეტში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სავალუტო გადარიცხვები ჩერდება. „მოცემულ მომენტში ჩვენ ვერ ვრიცხავთ საქართველოში. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ჩვენმა კორესპონდენტმა საქართველოში გადარიცხვების დამუშავება შეწყვიტა“,- აღნიშნულია განცხადებაში. „Тинькофф“-ი ევროკავშირის მეათე პაკეტში მოხვდა და ბანკის აპლიკაცია წაიშალა App Store-დანაც.

მეტი...

„ეს არის თვალის ახვევა“ – სალომე ლოლუა სერთიფიკატშეჩერებული ექიმების გადამზადებაზე (ვიდეო)

„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ, „მედიაცენტრ მთავარში,“ ქვეყანაში სერთიფიკატშეჩერებულ ექიმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთგვარი მახინჯი ტენდენცია, რომელის აქტიურად გრძელდება. მისივე შეფასებით, ექიმებს, რომლებსაც სერთიფიკატებს დროებით უჩერებენ, ვალდებულება აქვთ, გარკვეული კურსები გაიარონ, თუმცა, არავითარი კურსების გავლა არ ხდება, იხდიან ფულს და იღებენ დოკუმენტს. „ხშირ შემთხვევებში,  როდესაც ექიმებს დროებით, 2, 3 თუ 6 თვით უჩერებენ სერთიფიკატს, სასამართლოში არ დაობენ, რადგანაც სასამართლო დიდხანს იწელება, წელიწადზე მეტი სჭირდება და ამიტომ, ურჩევნიათ, დავა არ დაიწყონ, გადახადონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის საფასური, რაც ამ პერიოდში სავალდებულოა მათთვის და შემდგომ ისევ გააგრძელონ მუშაობა“…

მეტი...

,,კანონი, ინიციატივა, ქმედება გვაშორებს ქვეყნის მთავარ, ისტორიულ მიზანს ე.ი. მავნებლობაა, ღალატია”- ბიძიინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგი და იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება. მისი თქმით, კანონი რუსულია. ,,ბევრი მსჯელობა არაა მგონი საჭირო, რაიმე კანონი, ინიციატივა, ქმედება გვაშორებს ქვეყნის მთავარ, ისტორიულ მიზანს ე.ი. მავნებლობაა, ღალატია და არაკონსტიტუციურია. მესმის მსგავსი კანონი არსებობს ამერიკაში და რუსეთშიო. პირველი იცავს ამერიკას 1938 წლიდან ნაცისტური, საბჭოთა და ტერორისტული საფრთხეებისგან. მეორე კანონი „იცავს“ რუსეთს ამერიკის და ევროკავშირისგან. ჩვენს ქვეყანაში კანონი „დაიცავს“ ქვეყანას ასევე ამერიკისგან და ევროკავშირისგან მომავალი საფრთხეებისგან. ლოგიკა მარტივია – კანონი მაშასადამე რუსულია”,- წერს სოციალურ ქსელში ბიძინა კულუმბეგოვი.

მეტი...

დროებით ან სამუდამოდ სტატუსი 11 ექიმს შეუჩერდა – სალომე ლოლუა “მედიაცენტრ მთავარში”

მხოლოდ წინა თვეში საქართველოში, პროფესიული განვითარების საბჭოზე 14 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა – ამის შესახებ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. ,,ერთი წლის მანძილზე გერმანიაში 14 საჩივარი დაფიქსირდა, მაშინ როცა მხოლოდ წინა თვეში საქართველოში, პროფესიული განვითარების საბჭოზე 14 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ამ 14 ექიმიდან, 11 შეუჩერეს სერთიფიკატები. არის ერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელიც ლეტალურად დასრულდა. ამ საქმესთან დაკავშირებით, ხუთ ექიმს სამუდამოდ შეუჩერდა სერთიფიკატი. ერთ-ერთი არის ანესთეზიოლოგი, სამუდამოდ შეჩერებული სერთიფიკატით, მას ელოდება რამდენიმე თვიდან წლამდე სასამართლო, რომ დაამტკიცოს თავი უდანაშაულობა. ამ პერიოდში კი მოკლებულია თავის პროფესიულ განვითარებას.…

მეტი...

,,ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტების კანონი, არის თავდასხმა დემოკრატიულ ღირებულებებზე”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი გუშინ, ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული  კანონის განხილვის პარალელურად განვითარებულ პროცესებს ეხმიანება. “სამარცხვინოა, რომ სახელისუფლებო პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს, ასე იქცევიან. ეს ქმედებები, ისევე როგორც ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტების კანონი, არის თავდასხმა დემოკრატიულ ღირებულებებზე”,- წერს ევროპარლამენტარი ”ტვიტერზე”.

მეტი...

„დიდი ოცეულისთვის“ არაფერია საინტერესო უკრაინის გარდა, სირცხვილია“- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, „დიდი ოცეულისთვის“ არაფერია საინტერესო უკრაინის გარდა. მისი თქმით, ეს სირცხვილია. ,,დიდი ოცეული“ ჩამოყალიბდა 1999 წელს ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების დირექტორების დონეზე. შემდეგ კი 2008 წელს ის გახდა „დიდი ოცეულის სამიტი“. დღეს „დიდი ოცეულისთვის“ არაფერია საინტერესო უკრაინის გარდა, ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

,,ირაკლი კობახიძეს აქვს აბსურდულობის განსაკუთრებული ნიჭი”- ევროპარლამენტარი

,,ირაკლი კობახიძეს აქვს აბსურდულობის განსაკუთრებული ნიჭი,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ”ტვიტერზე” წერს. ,,ირაკლი კობახიძეს აქვს აბსურდულობის განსაკუთრებული ნიჭი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიჭი შეიძლება დაეხმაროს ოლიგარქს იყოს ბედნიერი, ის დამღუპველია საქართველოსთვის”,- წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის პრეზიდენტთან ერთად ლვოვში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევისტსთან ერთად ლვოვში ჩავიდა. პრეზიდენტებმა მეუღლეებთან ერთად ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. ამასთან, ზელენსკიმ ბახმუტში მებრძოლი სამხედროები მოინახულა, რომლებიც ერთ-ერთი საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიან.

მეტი...

ჩემმა კოლეგებმა კამერების წინ იჩხუბეს და წავიდნენ, დრამა დადგეს – სანდრო რაქვიაშვილი

კოლეგების ნაწილმა კამერების წინ იჩხუბა და წავიდა. თუ ჩაშლაა, უნდა ჩაშალო, თუ არ აპირებ კომიტეტის ჩაშლას, მაშინ დრამას რატომ დგამ? ხალხს მაინც აუხსენი, რამდენად მავნებლური კანონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  არათანმიმდევრულობა და გაუაზრებელი აქციები მუხტს კლავს. ,,პრობლემაა ჩემი კოლეგების არათანმიმდევრულობა. არ შეიძლება, ერთდროულად კომიტეტის ჩატარება დაიწყო ან კომიტეტის ჩაშლა. ისე გამოვიდა, რომ ჩემი კოლეგების ნაწილმა კამერების წინ იჩხუბა და წავიდა, დრამა დადგეს. ან ერთი უნდა გააკეთო ან მეორე: თუ ჩხუბობ, კამერების იქითაც უნდა იჩხუბო და გარეთ თუ გაგაგდეს, უკან უნდა დაბრუნდე. თუ ჩაშლაა, უნდა…

მეტი...

,,არის მომაკვდავ მდგომარეობაში”- გიული ალასანია

,,არის მომაკვდავ მდგომარეობაში ადამიანი, მეტყველება აღდგენილი აქვს, ასე თუ ისე, მაგრამ რა წუთში წაერთმევა არ ვიცი,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. გიული ალასანიას თქმით, ექსპრეზიდენტთან სტრასბურგზე არ უსაუბრია. ,,საერთოდ არ გვიფიქრია სტრასბურგზე, საერთოდ არ ფიქრობს, ფიქრობს, რომ მსოფლიომ და პირველ რიგში ქართველებმა არ დაუშვან ასეთი ადამიანის სიკვდილი. არავითარი ილუზია არ მაქვს არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტთან დაკავშირებით აქ, იმიტომ, რომ აღარაფერი აღარ არსებობს”, – განაცხადა გიული ალასანიამ.   

მეტი...

,,ნედ პრაისს მოვუწოდებ, ორმაგი სტანდარტების გამოყენებისაგან თავი შეიკავოს”- ეკა სეფაშვილი

”ხალხის ძალის” წევრი, ეკა სეფაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, ნედ პრაისს მოუწოდებს ორმაგი სტანდარტების გამოყენებისაგან თავი შეიკავოს. სეფაშვილი პრაისს ასევე მოუწოდებს უფრო დაწვრილებით გაეცნოს იმ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ამ კანონპროექტს. ,,ნედ პრაისს მოვუწოდებდი უფრო დაწვრილებით გაეცნოს იმ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ამ კანონპროექტს. ასევე გაეცნოს ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ მოწოდებებს საქართველოს მიმართ, რომელიც ეხება არასამთავრობო სექტორის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან და დაასახელოს კონკრეტული არგუმენტები, რით უშლის ხელს მეტი გამჭვირვალობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დაასახელოს კონკრეტული არგუმენტები და არა ასეთი ზოგადი და მოვუწოდებ, ორმაგი სტანდარტების გამოყენებისაგან…

მეტი...

,,დაკავებულმა ძალადობის ფაქტი უარყო”- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა დიღმის სამმართველო დატოვა. მან  გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ერთი პირი მოინახულა. გამომძიებელის თქმით, დაკავებულმა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი უარყო. ,,შეტყობინება შემოვიდა ჩვენთან, აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით. გასაუბრება ჩავატარე ერთ პირთან, რომელმაც უარყო ძალადობის ფაქტი. მიმდინარე რეჟიმში, ყველა შეტყობინებაზე რაც ჩვენთან შემოდის, ტარდება დროული და ეფექტური რეაგირება. თუ არის ჟურნალისტებთან დაკავშირებით ჩვენს სამსახურში შემოსული შეტყობინება, რეაგირებაც მოხდება. მე არ მინახავს, მაგრამ თუ არის გავრცელებული და შემოსული ინფორმაცია რეპორტიორების თემასთან დაკავშირებით, რეაგირება იქნება, – განაცხადა ირაკლი კაჭკაჭიშვილმა.

მეტი...

,,ერთი სტუდენტი არის ნაცემი – ამ პუტინისტებს დავდებთ ბეჭებზე”- ლევან ხაბეიშვილი

,,ყველამ უნდა იცოდეს, არაფრის არ შეგეშინდეთ, ამ პუტინისტებს დავდებთ ბეჭებზე. არავინ იფიქროს, რომ ვინმე სადმე ბრძოლაში მარტოა, მთელი საქართველო არის ჩვენთან ერთად,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ერთი სტუდენტი არის ნაცემი. „გუშინ პუტინისტებმა რუსული კანონის განხილვის პარალელურად ანტიპუტინისტური კანონის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები დააკავეს. აქ იყვნენ ახალგაზრდები, სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან; ასევე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დააკავეს ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები. გუშინ, რუსი ივანიშვილი ისე მოიქცა, როგორც პუტინი იქცევა ხოლმე მოსკოვის ცენტრში გამართული აქციების პარალელურად, რუსულად, როგორც იცის,…

მეტი...

მოვუწოდებთ შსს-ს შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა – არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, სადაც აქციაზე 36 ადამიანი დააკავეს.  არასამთავრობო ორგანიზაციები შსს მოუწოდებს შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა. ,,წუხელ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტრუმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება. დაკავებულთა ნაწილის უფლებებს ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ, თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები გამოიკვეთა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის მინიმუმ 15 პირი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორებში (მონაცემები ზუსტდება). ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მანქანებში ჰყავდათ და იზოლატორებში მათი შეყვანა მხოლოდ დილიდან დაიწყო.…

მეტი...

,,საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს”- ასლან ბჟანია

,,საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს,”-  ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ,,საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ოპოზიცია აფხაზეთში არაერთი ცუდი მოვლენის მოწყობას გეგმავს. რაღაცის შეჩერება მოვახერხეთ,”- განაცხადა ბჟანიამ. ბჟანიას თქმით, უსაფრთხოება ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა. „უსაფრთხოება ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება და პრევენციული ზომები არასდროს იქნება ზედმეტი,”- აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მეტი...

,,გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა”- ლევან ხაბეიშვილი

,,ერთი ხელის გაწვდენაზეა ჩვენი გამარჯვება, ოღონდ ამას უნდა მოქმედება და ბრძოლა, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ”ხალხის ძალის” ინიცირებული კანონის განხილვა იქნება, იბრძოლებენ  ბოლომდე. „ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანა არის გადასარჩენი. დაველაპარაკებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პროევროპული კურსი. ცხადია, ყველა პარტიასთან გვექნება ურთიერთობა, ვიქნებით კომუნიკაციაში. მთავარია, ყველამ გადავდოთ ერთმანეთთან დამოკიდებულებები, ის არ მინდა, ის არ მომწონს, ამასობაში რუსეთი იპყრობს საქართველოს და ოკუპაციას ახდენს არა 20 პროცენტის, არამედ მთლიანად ქვეყნის. ამ საქმეში უნდა ვიყოთ ერთიანი. ვინც აქ რამე განსხვავებულს იტყვის და რამეს…

მეტი...

,,ყველაფერი გაანულეს და გააუბედურეს, რა თქმა უნდა, თავიანთი ქმედებების გამო”- კალაძე ოპოზიციაზე

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს გუშინდელი საპროტესტო აქციების შეფასებისას განუცხადა, ოპოზიციური სპექტრი დღეს განულებულია და საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია, რაც მათივე ქმედებებითაა გამოწვეული. „იმდენად განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი, ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის თვალსაზრისით, ყველაფერი გაანულეს და გააუბედურეს, რა თქმა უნდა, თავიანთი ქმედებების გამო. ხომ შეუძლებელია, რომ ყველაფერზე ის დამოკიდებულება იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ – არანაირი შინაარსი, არანაირი ლოგიკა. შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან იღებენ შესაბამის პასუხს. არ მინდა, შევიდე მათი ხედვების და გადაწყვეტილებების შეფასებაში, ეს მათი უფლებაა და რაც უნდათ, ის გააკეთონ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

„გაუგებარია ისტერიკა, რაც გუშინ ვნახეთ”- კახა კალაძე

ერთადადერთი მცდელობა აქვთ, აღნიშნულ კანონპროექტებს მოახვიონ რუსული შლეიფი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მანვე განმარტა, რომ პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება, საბოლოო დასკვნამდე კი მათ შინაარსზე დისკუსია გახსნილია. „გაუგებარია ისტერიკა, რაც გუშინ ვნახეთ. არავინ საუბრობს შინაარსზე, რატომ არის ეს კანონი პრობლემა. ერთადერთი მცდელობა აქვთ, ამ კანონპროექტს მოახვიონ შლეიფი, თითქოს რუსული კანონია. ორივე კანონპროექტი გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში, დაველოდებით დასკვნებს. პარალელურად, დისკუსია გახსნილია, ვინმეს თუ შინაარსთან, სახელწოდებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს პარლამენტი ამისთვის არსებობს“, -განაცხადა კახა კალაძემ. მისი შეფასებით, „უცხოელი აგენტების…

მეტი...

,,ჯანდაცვის მინისტრს არ აქვს სამედიცინო განათლება და ხშირ შემთხვევაში ხდება ერთპიროვნული, ემოციური გადაწვეტილებების მიღება”- სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში”

,,პროფესიული განვითარების საბჭოს ხელმძღვანელი არის ჯანდაცვის მინისტრი, მას არ აქვს სამედიცინო განათლება და ხშირ შემთხვევაში ხდება ერთპიროვნული, ემოციური გადაწვეტილებების მიღება,”- ამის შესახებ  „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარე სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილებები, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გამოაქვს გარკვეულ ღრმა სამედიცინო შესწავლებს არის მოკლებული. ,,მნიშვნელოვანია ტენდენციურობა, რომელიც აღინიშნება დღევანდელი მინისტრის პირობებში. ხშირად საუბრობენ, რომ ის იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. პროფესიული განვითარების საბჭოს ხელმძღვანელი არის ჯანდაცვის მინისტრი, მას არ აქვს სამედიცინო განათლება და ხშირ შემთხვევაში ხდება ერთპიროვნული, ემოციური გადაწვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ გადაწყვეტილებები, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გამოაქვს…

მეტი...

,,ამ კანონისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ ხმის მიცემას”- პაატა მანჯგალაძე

„ხალხის ძალის“ კანონპროექტებს ვინმე თუ მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით პარლამენტში, ეს ნიშნავს ხმის მიცემას ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ”ამ კანონზე ხმის მიცემა იმ ფილოსოფიიდან გამომდინარე, რომ დასავლეთიდან დაფინანსებულ ადამიანებს არქმევ „აგენტს“, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე მხარე ხარ და შენ ხარ რუსი“. „ვისაც ეჭვი ეპარებოდა, გუშინ ყველამ ნახა „ქართული ოცნების“ სახე. როცა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტები იწონებს კანონპროექტებს, რომელზეც ამერიკა ამბობს, რომ ამ კანონპროექტებზე ხმის მიცემა ნიშნავს ევროპის და ნატო-ს წინააღმდეგ ხმის მიცემას, ეს არის წითელი ხაზი. ეს…

მეტი...

,,ხალხი გამოვა მასშტაბურ აქციაზე“- მამუკა ხაზარაძე

,,შეიქმნება საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მოძრაობა”- მის შესახებ „ლელოს“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რუსულია და ამერიკასთან კავშირი არ აქვს. „არ დავთმობთ ევროპულ არჩევანს. გაერთიანების დროა, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მოძრაობა. „ლელო“ იწყებს თანამშრომლობას საზოგადოებრივ და პოლიტ ჯგუფებთან. მხარს დაუჭერს ყველა აქტივობას ამ კანონის ჩასაგდებად. ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რომ ამ კანონის ყველა მხარდამჭერი დასანქცირდეს. სხდომაზე რომ გავა კანონი, ხალხი გამოვა მასშტაბურ აქციაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მეტი...

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.  

მეტი...

,,ვითვალისწინებთ მის ფსიქო-ემოციურ ფონს”- მიხეილ სააკაშვილს მკურნალი ექიმი შეეცვალა

კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძეს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სურვილის გათვალისწინებით, მკურნალი ექიმი შეცვალეს. ამიერიდან მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ლუიზა შენგელია იქნება. ,,ის რაც განაცხადა ქალბატონმა თამარმა, რა თქმა უნდა, პაციენტი და ვერც ექიმი ვერ შეძლებდნენ ურთიერთთანამშრომლობას, ეს იყო რა თქმა უნდა, პაციენტის ინიციატივა და მე კიდევ ხაზს ვუსვამ, ჩვენ ვითვალისწინებთ მის ფსიქო-ემოციურ ფონს, ამიტომ გავითვალისწინეთ მისი ეს სურვილი თუ მოთხოვნა და ჩანაცვლდა ახალი ექიმ-თერაპევტით, ესაა ქალბატონი ლუიზა შენგელია, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ვთქვი და მე იმედს ვიტოვებ, რომ პაციენტი ამ შემთხვევაში მაინც კიდევ უფრო მეტად გაიზიარებს ექიმის რეკომენდაციებს”,…

მეტი...

,,პრეზიდენტს კონსტიტუცია შემიძლია ვაჩუქო, წაიკითხოს თავისი ფუნქციები”- გურამ მაჭარაშვილი

,,თუ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუცია მე შემიძლია ვაჩუქო და წაიკითხოს თავისი ფუნქციები. რა არის პრეზიდენტის ფუნქციები,”- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველ ხალხს სალომე ზურაბიშვილი იმისთვის არ აურჩვია, რომ საგარეო ან საშინაო პოლიტიკა გაატაროს. ,,თუ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუცია მე შემიძლია ვაჩუქო და წაიკითხოს თავისი ფუნქციები. რა არის პრეზიდენტის ფუნქციები და რომ წაიკითხავს ნახავს, რომ ის არ მართავს ქვეყანას და ქართველ ხალხს ის არ აურჩევია იმისთვის, რომ საგარეო ან საშინაო პოლიტიკა გაატაროს. და თუ იგი განცხადებებს აკეთებს და არ შეუძლია რომ საქართველოს სასარგებლო…

მეტი...

როგორ უჩერებს პროფესიული განვითარების საბჭო ექიმებს სერტიფიკატებს – სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში”

„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარე სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ექიმთა სერთიფიცირების შეჩერების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, რიგ შემთხვევაში ადგილი აქვს ექიმთა უფლებების ხშირ დარღვევას. სალომე ლოლუამ დეტალურად განმარტა, თუ როგორ ხდება ექიმებისთვის სერთიფიკატის შეჩერება. ,,უკმაყოფილო პაციენტი ან პაციენტის პატრონი წერილობით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, კონკრეტულად რეგულირების სააგენტოს. რეგულირების სააგენტო  აგზავნის ექსპერტიზაზე სამედიცინო ისტორიას, შემდეგ საქმე განსახილველად გადის პროფესიული განვითარების საბჭოზე. პროფესიული განვითარების საბჭოს ხელმძღვანელი არის ჯანდაცვის მინისტრი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სამედიცინო ასოციაციების და უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები და სხვადასხვა სპეციალობის ექიმები. ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დგება…

მეტი...

სოფელ ჯვარიქეთი-კურორტი გოდერძის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ ჯვარიქეთი-კურორტ გოდერძის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ94-კმ106 (სოფ.ჯვარიქეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (ანგისა-სოფ.ჯვარიქეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,ნახევარ დღეზე მეტხანს ადამიანს ჰქონდა მეტყველება წართმეული”- გიული ალასანია

,,შედეგი მოსალოდნელი რაც იყო, ის მივიღეთ, სხვა ამ რეალობაში სადაც ვცხოვრობთ, სხვა შედეგი შეიძლება ყოფილიყო?! არ ვიცი ადვოკატები რას გეგმავენ, ჩემ შვილს დაველაპარაკები,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს ნახევარ დღეზე მეტხანს მეტყველება ჰქონდა წართმეული. ,,კატასტროფული მდგომარეობა იყო, ნახევარ დღეზე მეტხანს ადამიანს ჰქონდა მეტყველება წართმეული, და მე არ ვიცი ამაზე მძიმე მდგომარეობა არის გარდაცვალება, არ ვიცი კლინიკა როგორ შეფასებებს იძლევა, მე ჩემი შეფასება მაქვს,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,გარწმუნებთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური, რომ მოიძებნოს საუკეთესო ვერსია”- შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს

,,მინდა დაგარწმუნოთ, რომ საპარლამენტო დისკუსიები იქნება ინკლუზიური იმ მიზნით, რომ მოიძებნოს ისეთი საუკეთესო ვერსია, რომელიც გაითვალისწინებს როგორც საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას, ისე გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებს,”-  ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის წერილს. პაპუაშვილის თქმით, მოქალაქეები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების საფუძველს და მათ აქვთ უფლება, ინფორმაცია ჰქონდეთ იმ აქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე. “პატივცემულო კომისარო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ ჯგუფის მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. საქართველომ ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა…

მეტი...

ძლიერი დაკვამლიანება გლდანში – ადგილზე საბურავები დაწვეს

გლდანში, გიორგიწმინდის დასახლებაში საბურავები დაწვეს. დაკვამლიანება იმდენა ძლიერი იყო, რომ მოსახლეობას ხანძარი ეგონა. ,,თბილისი – გლდანი “გიორგიწმინდა” საბურავები დაწვესკანონდამრღვევი დააჯარიმეს 1500 ლარით ჯარიმები უნდა გაიზარდოს ასეთ ქმედებებზე აუცილებლად,”- წერს ”ჩემი ქალაქი მკლავს” და ვიდეოს ავრცელებს.

მეტი...