„ვაპირებ, შევხვდე ჩინეთის პრეზიდენტს”- კრემლი ჩინეთის ლიდერის მასპინძლობისთვის ემზადება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უახლოეს მომავალში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს მოსკოვში უმასპინძლებს.

პუტინის თქმით, შეხვედრა მოსკოვის მეტროს ხაზთან დაკავშირებით იგეგმება.

„ვაპირებ, შევხვდე ჩინეთის პრეზიდენტს და თუ დღის წესრიგი საშუალებას მოგვცემს, მოხარული ვიქნები, ჩვენს სტუმრებსაც ვაჩვენო ახალი მეტროს ხაზი. ყოველ შემთხვევაში, დელეგაციის წევრებმა უნდა შეძლონ ამის ნახვა“, – განაცხადა პუტინმა.

 

მსგავსი თემები