იაპონიის იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ საკუთარი თვალით ნახა უკრაინაში დატრიალებული რუსული სისასტიკე. იაპონიის პრემიერი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ბუჩას ესტუმრა. შეგახსენებთ, რომ ქალაქი ბუჩა ერთ-ერთია, სადაც რუსმა სამხედროებმა სისასტიკე ჩაიდინეს, ადამიანები აწამეს, გააუპატიურეს და დახვრიტეს. პრემიერმა დახოცილთა პატივსაცემად ეკლესიასთან გვირგვინი მიიტანა და აღნინიშნა, რომ ბუჩას სისასტიკის შესახებ მსოფლიომ გაიგო. „მსოფლიო შეძრწუნდა, როცა ერთი წლის წინ ბუჩაში უდანაშაულო სამოქალაქო პირები დახოცეს. აქ ჩადენილი ბოროტმოქმედებების გამო ძლიერ რისხვას ვგრძნობ… მინდა, იაპონიის სახელით თანაგრძნობა გამოვუხატო ყველა მსხვერპლს და დაზარალებულს მიმართ. იაპონია მომავალშიც გააგრძელებს დიდ ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად,“ – აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.
მეტი...დღე: მარტი 21, 2023
„ამერიკასა და ევროპას საქართველოს მთავრობის დამხობა სურს“ – ასლან ბჟანია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება, ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით „შეწუხებულია“. აფხაზური „ხელისუფლება“ ხშირად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში და წუხს, რომ „ევროპას საქართველოს მთავრობის დამხობა“ სურს. ამჯერად დასავლეთს თავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „ამხელს.“ კერძოდ, ბჟანია აშშ-სა და ევროპას საქართველოს მთავრობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. სოხუმში, პოლიტიკური პარტია „ამცახარას“ ყრილობაზე, სადაც ბჟანია საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და გადმოწვდა საქართველოსაც. მისი თქმით, დასავლეთში და შტატები საქართველოს მთავრობას ანგრევს, ე.წ. მეორე ფრონტს ხსნის და გაზაფხულზე მთავრობის დამხობისთვის ემზადება. მან გამოსვლა რუსეთთან „ჩახუტებით დაასრულა და აღნიშნა, რომ რუსეთი…
მეტი...მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარედ მოძრაობა 2 თვე იზღუდება
მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება. სამუშაოების განმავლობაში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით. კერძოდ, მძროლები ნავთლუღის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან, შემდეგ ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ. შეზღუდვა ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
მეტი...ნატო-ს გენ. მდივანი „აგენტების კანონპროექტის“ ჩაგდებით კმაყოფილია და საქართველოს მთავრობას მიმართავს
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ე.წ. „აგენტების კანონპროექტთან“ დაკავშირებით საუბრობს და მისი ჩაგდებით კმაყოფილია. როგორც ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა ითანამშრომლონ და ერთად იმუშაონ. „მისასალმებელია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, ჩაეგდოთ თუ უკან გაეწვიათ კანონპროექტი უცხოური აგენტებისა, თუ გავლენის შესახებ. ის შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან. მივესალმები, რომ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა პარლამენტმა. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე. ნატო-ც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების განსახორციელებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ მათ სურთ საქართველოს დემოკრატიული კეთილდღეობა, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირება. ნატო განაგრძობს ამ…
მეტი...იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება 6-დან 11 თვემდე
პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა. პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი პრინციპების დონეზე განიხილა. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე განსახილველად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით შემუშავდა. მომხსენებელმა იმ ძირითად რეფორმებსა და სისტემის ახალ მიდგომებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კოდექსი ორიენტირებულია თავდაცვის მიზნებზე მორგებული სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესზე და თავდაცვის…
მეტი...პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი განხილვისთვის მეორე მოსმენაზე დააბრუნა
პარლამენტმა ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მეორე მოსმენაზე განხილვისთვის დააბრუნა. როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ამის მოტივად დასახელებულია ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხების შემდგომ დაზუსტებას უკავშირდება. „ჩვენი ამოცანაა ამ დასკვნასთან, რეკომენდაციებთან დაკავშირებით განვაგრძოთ საკომიტეტო სხდომაზე მსჯელობა, დავაზუსტოთ კანონპროექტთან დაკავშირებით ის საკითხები, რომლებიც ვენეციის კომისიის შეფასებით საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას და გამართვას და, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება აღარ განვიხილოთ მესამე მოსმენით და სწორედ გასწორებული ვერსია წარმოვადგინოთ შემდეგ პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მეტი...მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინეთის პრეზიდენტსა და ზელენსკის შორის საუბრის დაგეგმვის შესახებ – ”სიენენი”
ჩინეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საუბრის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ”სიენენი” უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, მოლაპარაკების გამართვის შემთხვევაში, სი ძინპინი და ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო გეგმის შესახებ პეკინის წინადადებას განიხილავენ. უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ,,კონკრეტული არაფერია დაგეგმილი”.
მეტი...პარლამენტში ლევან იოსელიანს ქეთევან თურაზაშვილი შეცვლის
პარლამენტმა 79 ხმით დაუჭირა მხარი ქეთევან თურაზაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას. ის საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლეა. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქეთევან თურაზაშვილს საკანონმდებლო ორგანოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მეტი...,,ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონით და არა “მორალის პოლიციის” ხელით”- ნინო წილოსანი
,,ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონით და არა “მორალის პოლიციის” ხელით, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მანიპულაციურად და ბოროტად იყენებენ,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი წერს. დეპუტატი შალვა რამიშვილის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეხმიანება. ,,გამოვეხმაურები მიმდინარე კამპანიას სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ – ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რათა სექსუალური ხასიათის ნებისმიერი დანაშაული, დადასტურების შემთხვევაში, ყოფილიყო სათანადოდ დასჯილი. ამიტომ, ამგვარი ბრალდებისთვის ჩვენი მხრიდან კანონმდებლობა ევროპულთან თანხვედრაშია, შინაგან საქმეთა სამინისტოში კი შესაბამისი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ფუნქციონირებს. დანარჩენი უკვე არა პოლიტიკოსის, არამედ რელევანტური სტრუქტურების…
მეტი...,,საინტერესოა, ბატონმა დეზინფორმატორმა ჭორაობაზე დაფუძნებული ტყუილები შეგნებულად თქვა, თუ შემოეტყუილა”- რატი ბრეგაძე ჩალაძეზე
,,საინტერესოა, ბატონმა დეზინფორმატორმა ასეთი, მხოლოდ ჭორაობაზე დაფუძნებული, ტყუილები შეგნებულად თქვა თუ, უბრალოდ, შემოეტყუილა,”- ასე პასუხობს საქართველოს იუსტიციის მინისტრ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებას. მინისტრის თქმით, მისი ნათქვამი არის სიმართლე, ხოლო გიორგი ჩალაძის – დადასტურებული ტყუილი. „გუშინ ბატონი გიორგი ჩალაძე გამობრძანდა და თქვა, რომ მე გავავრცელე „მოკლეფეხებიანი, ერთსაათიანი ტყუილი“ და თითქოს სამინისტროსგან მისთვის გაგზავნილი წერილიც კი მამხელდა სიცრუეში. სინამდვილეში კი საქმის არსი შემდეგია: გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ვთქვი, რომ 13:00 საათის მდგომარეობით იუსტიიციის სამინისტროში არც უშუალოდ მსჯავრდებულის და არც მისი ოჯახის წევრების მხრიდან იყო შემოსული განცხადება მიხეილ სააკაშვილთან…
მეტი...,,ქართული ოპოზიცია ცდილობს დაამხოს ახლანდელი ხელისუფლება და გახსნას მეორე ფრონტი”- ასლან ბჟანია
,,ქართული ოპოზიცია ცდილობს დაამხოს ახლანდელი ხელისუფლება და გახსნას “მეორე ფრონტი”. როგორც იცით, ახლანდელი ქართული ხელისუფლება ამის წინააღმდეგია,”- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ბჟანიას თქმით, აფხაზეთში ახლა ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარებს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. ,,საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ძალიან კომპლექსურია. რუსეთი იძულებულია ჩაატაროს სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ჩვენს მეგობარს ეწინააღმდეგება 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის არის თითქმის მთელი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ფონზე, იგივე ძალებს სურთ საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზნით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში ფართომასშტაბიანი აქციები მზადდება. დღეს სიტუაცია…
მეტი...ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის კომუნალური სერვისები იუსტიციის სახლის 117 ფილიალშია ხელმისაწვდომი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ერთი ვიზიტით მიიღონ კომუნალური მომსახურება და ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე – დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების აბონენტებად, გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა/აღდგენა ან/და დარიცხვის გადამოწმება, ასევე სხვა სახის განცხადებები, ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის განაცხადის გარდა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე იუსტიციის სახლის მუხრანის ფილიალს ესტუმრნენ და მოქალაქეთა…
მეტი...,,უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში მართლწესრიგის ოფიცრების მიერ განხორციელდა მოსახლეთა გეგმური აღწერა”- თსუ
,,უნივერსიტეტის სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების მიერ განხორციელდა მოსახლეთა გეგმური აღწერა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება” – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაშინებას, სიმართლეს არ შეესაბამება. ,,გაცნობებთ, რომ 2023 წლის 15 და 16 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების მიერ განხორციელდა მოსახლეთა გეგმური აღწერა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ბოლო დღეებში, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული…
მეტი...,,სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. ,,სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება და სხვა პოტენციური აგრესორები თავისუფლების სრულ ძალას დაინახავენ. და სამყარო უფრო უსაფრთხო იქნება, ის აუცილებლად უფრო უსაფრთხო იქნება. ერებისთვის, ხალხისთვის და სახელმწიფოებისთვის,”- წერს ზელენსკი.
მეტი...,,მდგომარეობა კატასტროფულია, კიდე დაუკლია და 62 კილოა”- გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია. მისი თქმით, სააკაშვილმა წონაში კიდევ დაიკლო. ,,ჯანმრთელობის მდგომარეობა მე რომ მკითხოთ კატასტროფულია, კიდე დაუკლია და 62 კილოა. უკანასკნელი ჩემი ინფორმაციით იყო 64, ახლა 62 კილოა. დილიდან დღის პირველი ნახევარი არის ხოლმე რთული. სისუსტე აქვს საშინელი, გუშინწინ იყო მგონი გული რომ წავიდა, ეს ყველაფერი წონის გამოა,”- განაცხადა ალასანიამ.
მეტი...,,ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე”- მამუკა მდინარაძე
”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტ მაკო ჯაბუას მიერ შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებას ეხმიანება. მისი თქმით, ”არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე”. ,,ნაცმოძრაობის ერთი ტელეკომპანიის თუ მედიაგამოცემის ჟურნალისტი პოსტვ-ის ერთ-ერთ წამყვანს ადანაშაულებს რაღაცაში, ამას ბოლოს ბოლშევიკები აკეთებდნენ, თავის კოლეგებს უპირისპირებდნენ ერთმანეთს… 7 წელი რაღაც მოხდა, არ გახსენებია თურმე და ახლა გაახსენდა. დამაჯერებლობაზე ვსაუბრობ… მე არ მჯერა, უნდა მჯეროდეს აუცილებლად? ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე, ასეთი დამთხვევების მე არ…
მეტი...,,ნუ ყაყანებ აქ, გადი აქედან“- „როგორ მელაპარაკები?”- ხმაური პარლამენტში
,,ახლა გაახსენდათ, მშობლები და შვილები. ჩვენც გვყავს მშობლები და შვილები, რას აპირებდით ამ კანონის შემოტანით?“- ამ სიტყვებით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ, უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას მიმართა. სიტყვიერი დაპირისპირება ირაკლი ზარქუას გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ”ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტზე გააკეთა, რომელიც მის სიძეს შეეხებოდა. „ნამუსი, მორალი არ გაქვს?! ნუ ყაყანებ აქ, გადი აქედან“, – მიმართა დაჩი ბერაიამ ხატია დეკანოიძეს. აღნიშნულ რეპლიკას ხატია დეკანოიძემ უპასუხა: „როგორ მელაპარაკები? შენ ვის მორალზე ლაპარაკობ, საერთოდ?!“- უპასუხა დეკანოიძემ.
მეტი...იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა კიევში ჩავიდა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა კიევში ჩავიდა. მედიის ცნობით, კიშიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. მედიის ინფორმაციითვე, იაპონიის პრემიერი და უკრაინის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, უკრაინისადმი იაპონიის მხარდაჭერას განიხილავენ.
მეტი...,,პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში, როგორც ლექტორის მხრიდან, ისე სტუდენტის მხრიდან”- შალვა პაპუაშვილი
,,პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში, როგორც ლექტორის მხრიდან, ისე სტუდენტის მხრიდან. ახალგაზრდობა არ არის გასამართლებელი საბუთი არავისთვის,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდობა არ არის გასამართლებელი საბუთი არავისთვის, ყველა სრულწლოვანია და ყველას აქვს პასუხისმგებლობა. ,,ბატონო არმაზ, თქვენ გასული საუკუნის 30-იანი, თუ 20-იანი წლები გაიხსენეთ. თუკი რამე გვაგონებს ამას, ეს გვაგონებს. 100 წელია ეს საქართველოში არ მომხდარა, 100 წლის წინ მოხდა ბოლოს, როცა უნივერსიტეტში, თსუ-ში უგზავნიდნენ ტყავის ქურთუკიან, „მაუზერიან“ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ პროფესორები აუდიტორიებიდან გამოეყარათ. სამწუხაროდ, არავინ აღმოჩნდა თქვენს რიგებში, რომ ამას გამიჯვნოდა და ამის…
მეტი...,,ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანა ზენიტშია”- მამუკა მდინარაძე
,,ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანა ზენიტშია და ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, ”საქართველოს შიდა ძალები, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მათი ციტირებული ჩანაწერები მოხვდეს.” „ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშია, მაგრამ კიდევ კარგი, მოყვანილია ციტირება სახალხო დამცველზე, რადიკალურ ოპოზიციაზე, „ენჯეოზე“ და მინიშნება ხდება, რომ ეს მათი სიტყვებია. საზოგადოებას შეუძლია, გაარკვიოს, რომ ანგარიშში ასეთი რაღაცები ამ ადამიანების მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე იწერება. უნდა გაიმიჯნოს ძალიან მნიშვნელოვანი თემა – ლგბტ ადამიანების უფლებები და მათი…
მეტი...„ოცნებამ“ მყესები გაიწყვიტა და სად არის „ნაციონალური მოძრაობა“, რატომ არ ცდილობენ გოლის გატანას”- იაგო ხვიჩია
„მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს კოლეგებს როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან, არ უნდათ პოლიტიკოსობა. ამ დარბაზში, წესით, პოლიტიკოსები უნდა ვისხდეთ და პოლიტიკურ საქმეებს განვიხილავდეთ“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არასდროს ყოფილა პრორუსული ხელისუფლება, რომელიც თვითონ აღიარებდა, რომ პრორუსული იყო. „საქართველოში ყოველთვის ვლანძღავდით ერთმანეთს მიმართვებით: შე პრორუსო, შე კაგებეს აგენტო და ა. შ. და უცებ, ერთ დღეში გაირკვა, რომ პრორუსობა, თურმე, არც ისეთი დიდი პრობლემაა და შეიძლება მთელმა სამყარომ გვითხრას, რომ პრორუსულია ეს კანონი, მაგრამ მხარი მაინც დავუჭიროთ. დღეს საქართველოს მთავრობა ყველაზე…
მეტი...,,შე ავადმყოფო, ოროსანო, წიგნი წაიკითხე”- ხმაური პარლამენტში
„შე საცოდავო, ხელფასს რაში ვიღებ არ იცი? ვინ ღალატობს ქვეყანას შე ავადმყოფო, ოროსანო, წიგნი წაიკითხე. რას ნიშნავს ქვეყნის ღალატისთვის ფულის აღება, მაინტერესებს“,- ამ სიტყვებით ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძემ ”ხალხის ძალის” წევრ დაჩი ბერაიას მიმართა. საკანონმდებლო ორგანოში ხმაური იყო. ხათუნა სამნიძესა და ‘დაჩი ბერაიას შორის შელაპარაკებას ხმაური მოჰყვა. ,,კიდევ ერთხელ გაიმეორებ „ფულს რაში იღებო“ და ვერ გადამირჩები. მართლა ფიზიკურად შე საცოდავო, დეკლარაციებს ჩახედე დეგენერატო, – მიმართა სამნიძემ ბერაიას.
მეტი...,,ჩემი სოლიდარობა საქართველოს სიამაყეებს – დათო ტურაშვილს, გიორგი კეკელიძეს და დათო გორგილაძეს”- მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” პოსტს აქვეყნებს. სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ქართველ მწერლებს, დათო ტურაშვილს, გიორგი კეკელიძეს და დათო გორგილაძეს. ,,ჩემი სოლიდარობა საქართველოს სიამაყეებს – დათო ტურაშვილს, გიორგი კეკელიძეს და დათო გორგილაძეს. სიძულვილის მანქანა უნდა შევაჩეროთ,”- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის პოსტში.
მეტი...,,მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს პრინციპები და კრიტიკულ მომენტებში უკადრებელს არ იკადრებს”- ირაკლი კობახიძე
,,სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ხშირად აკეთებს ხოლმე ასეთ გაუგებარ განცხადებებს,” – ასე აფასებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებულ განცხადებას. კობახიძის თქმით, მას ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს თავისი პრინციპები და კრიტიკულ მომენტებში უკადრებელს არ იკადრებს. ,,სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ხშირად აკეთებს ხოლმე ასეთ გაუგებარ განცხადებებს. შალვა პაპუაშვილს ჰქონდა საუბარი კონკრეტულ ფაქტებზე, სადაც გამოიკვეთა კონკრეტული ახალგაზრდების მოსყიდვა. მაგალითად, 1000-ლარიან, 5000-ლარიან მოსყიდვაზე იყო საუბარი. ამაზე გააკეთა განცხადებები შალვა პაპუაშვილმა, რაც არასწორად განაზოგადა საქართველოს პრეზიდენტმა. არ ვიცი, შეცდომაში იყო შეყვანილი, თუ რატომ მოხდა ეს. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა მისგან…
მეტი...,,თუ გსურთ, დასრულდეს პოლარიზაცია, თქვენგან არ უნდა ისმოდეს, რომ ვიღაც ქვეყნის მტერია და ებრძვის ამ ქვეყნის ტრადიციებს”- ხათუნა სამნიძე
პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე დეპუტატებს მოუწოდებს, სიძულვილის ენით საუბრის ნაცვლად, პარლამენტმა ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულება დაიწყოს. „დღეს რომ სიძულვილი და ზიზღია მთავარი მამოძრავებელი ძალა ქართული პოლიტიკის, ამაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. თუ თქვენ გსურთ, რომ დასრულდეს ეს პოლარიზაცია, თქვენგან არ უნდა ისმოდეს და მათ შორის, ამ ტრიბუნიდან უმრავლესობის ლიდერისგან და პარტიის თავმჯდომარისგან, რომ ვიღაც ქვეყნის მტერია და ებრძვის ამ ქვეყნის ტრადიციებს. თქვენ ახალისებთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სხვისი განსხვავებული აზრი არ მოსწონს და შეურაცხმყოფლები, თავდასხმები მათზე, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ეს არის თქვენს მიერ წახალისებული პრაქტიკა. რაც შეეხება იმაზე საუბარს,…
მეტი...,,ხელისუფლება ერთი წელია ცდილობს იმ შეტევების მოგერიებას, რომლის საბოლოო მიზანია, ქვეყანა რაღაცნაირად, საომარი პლაცდარმი გახდეს”- მამუკა მდინარაძე
„ერთი წელია ქვეყანას უწევს ბეწვის ხიდზე სიარული, ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ ვიღაც აღიარებს, ვიღაც – არა. ხელისუფლება ერთი წელია ცდილობს იმ შეტევების მოგერიებას, რომლის საბოლოო მიზანი არის, რომ ეს ქვეყანა რაღაცნაირად, საომარი პლაცდარმი გახდეს და შეიჭრას იმ თემაში, რასაც „მეორე ფრონტი“ ჰქვია. ეს არის სიმართლე“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ სიმართლის ირგვლივ ტრიალებს „საუკუნის აფიორა“. „ამ სიმართლის ირგვლივ ტრიალებს საუკუნის „აფიორა“, როდესაც ქართულ საზოგადოებას და ახალგაზრდობის ნაწილს სამწუხაროდ დააჯერეს, რომ კანონი, რომელიც ამ პარლამენტში იყო მიღებული და შემდეგ გაწვეული…
მეტი...,,ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე ხართ”- სამადაშვილი პაპუაშვილს
საკანონმდებლო ორგანოში ხმაური იყო. დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას მოჰყვა. ,,ჩვენ ვნახეთ “ნაციონალური მოძრაობის” მართული და პირდაპირ ენმ-ს აქტივისტების შეგზავნა რომ ხდებოდა აუდიტორიებში. ერთმა სტუდენტმა გაითამაშა ეს პროტესტი. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი თსუ-ს სტუდენტი კი არა, არამედ საერთოდ სტუდენტი არ არის. არავინ არ აღმოჩნდა თქვენს რიგებში, რომ ამას გამიჯნოდა და ამის მიმართ პროტესტი ჰქონოდა. როდესაც მართული და ნაყიდი პროტესტი არის, ამაზეა საუბარი,”- განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილს საპასუხოდ ”ლელოს” წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მიმართა. ,,ყველა არ არის თქვენსავით გასაყიდად გამოტანილი. ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე ხართ”,- განაცხადა სამადაშვილმა.
მეტი...,,წინა ხელისუფლებას ომამდე არ ჰქონდა შიში და შემდეგ შეეშინდათ, ჩვენ ვმოქმედებთ პირიქით”- ირაკლი კობახიძე
,,წინა ხელისუფლებას ომამდე არ ჰქონდა შიში და შემდეგ შეეშინდათ, ჩვენ ვმოქმედებთ პირიქით, უნდა შეგეშინდეს შენი ქვეყნის გამო, თუნდაც იმისთვის, რომ დაიცვა მშვიდობა, ეს არის პასუხისმგებლობა ხალხისა და ქვეყნის წინაშე,”– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. ,,რაც შეეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობას, ეს არის შესაბამისი სასამართლო ინსტანციის საქმე და უნდა დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას. დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას. არ არის საკმარისი. არავის არაფრის ეშინია. გაგახსენებთ 2008 წელს, მგონი სჯობდა, მაშინდელ ხელისუფლებას შეშინებოდა ომამდე და არა ომის დროს. სჯობდა, გორში კი…
მეტი...,,ტელევიზიის ფლობა ვერავისთვის იქნება ინდულგენცია”- ირაკლი კობახიძე კეზერაშვილზე
„კეზერაშვილი დღეს უკვე ფულს შოულობს ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე და ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ კაცს უზრუნველყოფილი აქვს თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში“,– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ტელევიზიის ფლობა ვერავისთვის იქნება ინდულგენცია. ,,ყველამ იცის ვინ არის კეზერაშვილი, რით აქვს მას ნაშოვნი ფული. ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ უკვე კერძო სტრუქტურიდან ძარცვავდა ის ბიზნესს საქართველოში, მეორე მას ფული აქვს ნაშოვნი ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე და მესამე, დღეს ის უკვე ფულს შოულობს ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე და მას ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროპაში თავისუფალი მიმოსვლა…
მეტი...,,ვაკვირდებოდი უღირსი ადამიანები როგორ ცდილობდნენ მიესაკუთრებინათ GEN Z თაობა”- ნინო წილოსანი
,,GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ საერთოდ არ მოსწონთ ამ უცხო სიტყვებით და ტერმინებით რომ ცდილობთ მათ გაბრენდვას”,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ”პარლამენტის შენობის შტურმისტები, პოლიციელების დამამცირებლები, მოძალადეები და მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებულები ამ თაობის სახელით ვერ ისაუბრებენ.” ,,ამ დღეების მანძილზე ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად, ვაკვირდებოდი უღირსი ადამიანები როგორ ცდილობდნენ მიესაკუთრებინათ GEN Z თაობა, ისევე როგორც ცდილობენ, რომ მოიპოვონ მონოპოლია პროევროპულობაზე. ამ დღეების მანძილზე ახალგაზრდა თაობის სახელით რატომღაც საუბრობდნენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, მათი წარმომადგენლის სახელი დაირქვან. ამ…
მეტი...,,ბოლშევიკური ტროიკა“ აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ”- ირაკლი კობახიძე
„ბოლშევიკური ტროიკა“ დადის ევროკავშირის დერეფნებში და აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერები აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წინააღმდეგ. „ეს არის ერთგვარი „ბოლშევიკური ტროიკა“, მათ ძალიან უხდებათ ეს სახელი. ისინი ვერც მალავენ, რომ აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წინააღმდეგ. ევროკავშირის დერეფნებში დადიან და აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა და ისინი პირდაპირ არღვევენ კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლის მიხედვით, თითოეული დეპუტატი უნდა იყოს პასუხისმგებელი ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაზე. ამ პირობებში…
მეტი...,,ხელები შორს დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული დამოუკიდებელი თავისუფალი თაობისგან და მიხედეთ თქვენ საქმეს”- სამადაშვილი უმრავლესობას
პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს მთავარ პრობლემად დამოუკიდებელი მედია და მის მიმართ წარმოებული პოლიტიკაა მიჩნეული. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სამადაშვილმა პლენარულ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს მთავარ პრობლემად განსაზღვრულია დამოუკიდებელი მედია და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც თქვენი ხელისუფლება ატარებს. ხომ არ გეჩვენებათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან დღეს ჟურნალისტებისთვის მისალმება ცინიზმია იმ ყველაფრის ფონზე, რასაც თქვენი ხელისუფლება აკეთებს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის განადგურების მიზნით. ანგარიშში ბევრი სხვა პრობლემაც არის აღმოჩენილი და დღეს თუ ვინმე ევროკავშირის დღის წესრიგის საბოტაჟს ეწევა, ეს თქვენი ხელისუფლებაა.…
მეტი...,,ტექსტიც ან ქალის დაწერილია, ან გეის”- დიმიტრი სამხარაძე გავრცელებულ მიმოწერაზე
,,ისიც ვერ გავარკვიე, ჩემი სახელით და ყალბი ექაუნთით, ვიღაცას მიწერეს და ეს ვიღაცა პანიკაში ჩავარდა თუ სქრინი არის საერთოდ ფეიკი,”- ასე ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე მიმოწერას, რომელიც მოქალაქე, ნუგზარ სულაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, სიტყვები, რომლებიც მიმოწერაშია გამოყენებული მის ლექსიკონში არ არის და ტექსტი”ან ქალის დაწერილია, ან გეის”. ,,მეგობარმა ჩამიგდო და წესიერად ისიც ვერ გავარკვიე, ჩემი სახელით და ყალბი ექაუნთით, ვიღაცას მიწერეს და ეს ვიღაცა პანიკაში ჩავარდა თუ სქრინი არის საერთოდ ფეიკი. ბევრი რომ არ ვწერო, რამდენიმე სიტყვაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას: 1. “ბიჭო” 2. “გაძუყვნა” 3. “ჩაიჯვი” 4.…
მეტი...,,არ მგონია, დავით კეზერაშვილს მხოლოდ ხუთი მილიონი ჰქონდეს მოპარული”- გია ვოლსკი
,,არ მგონია, რომ დავით კეზერაშვილს მხოლოდ ეს ხუთი მილიონი ჰქონდეს მოპარული, საკმაოდ სერიოზული სიმდიდრის მფლობელია, ასე რომ, არ მგონია, „ფორმულას“ რაიმე ემუქრებოდეს,”– ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკიმ დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „არც იმას ველოდები, რომ „ფორმულას“ ჟურნალისტები გამოვლენ და თავის დამფინანსებელს შეარცხვენენ იმის გამო, რომ ქართულ ჯარს ფული მოჰპარა. შეიძლება, პირიქით, წაახალისონ კიდეც. არ უნდა მოეპარა ფული. დადასტურებულია, რომ ფული, რომელიც განკუთვნილი იყო ქართული ჯარისთვის, ოფშორულ ზონაში, მის ანგარიშზე მოხვდა. ვის აფინანსებს, „ფორმულას“ და რა პოლიტიკური გემოვნება გააჩნია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს –…
მეტი...21 მარტს ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა
ღონისძიების ფარგლებში, ანიმირებული მანგას „ტყე ჩემი მეგობარია” ჩვენება გაიმართა, რომელსაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძესთან, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს კახა ცერცვაძესთან, UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნიკ ბერესფორდთან და იაპონიის ელჩის მოადგილე სუძუკი ტოშიუკისთან ერთად ესწრებოდნენ. ანიმირებული მანგას „ტყე ჩემი მეგობარია” ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია და ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობას ეძღვნება. ფილმი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), იაპონიის საელჩოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა. „მანგას „ტყე ჩემი მეგობარია” ჩვენებას ჩვენს „მზის შვილებთან“ ერთად დავესწარით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის…
მეტი...სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური ენჯეოების მიერ – პრემიერი
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა ძირითადად იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომელიც მიწოდებული იყო და რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური ენჯეოების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ღია დემოკრატიის მქონე ქვეყანაა და ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში არსებობს ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც სამწუხაროდ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ მთელს მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერს უპირისპირებს სიმართლეს და სიმართლეს ვერც ერთი ანგარიში ვერ აღუდგება წინ.…
მეტი...