,,ზამთარი გავიდა, ძალიან რთული იყო, მაგრამ მაინც შევძელით უკრაინისთვის ენერგიისა და სითბოს მიწოდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პრობლემების მიუხედავად, ზამთრის განმავლობაში შევძელით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის უზრუნველყოფა. მისივე თქმით, უკვე დაიწყეს ზრუნვა მომავალი სეზონისთვის.

„დღეს გავმართეთ ენერგეტიკულ საკითხებზე შეხვედრა. მონაწილეობა მიიღო ყველამ, ვისზეც დამოკიდებულია ჩვენი ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობა. ეს იყო ხანგრძლივი სამსაათიანი შეხვედრა.

ეს ზამთარი გავიდა. ის ძალიან რთული იყო და ეს სირთულე გაზვიადების გარეშე იგრძნო ყველა უკრაინელმა. მაგრამ მაინც შევძელით უკრაინისთვის ენერგიისა და სითბოს მიწოდება. დიახ, ენერგოსისტემას საფრთხე რჩება. მაგრამ ენერგეტიკულ სისტემაზე მუშაობა გრძელდება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები