აქციის მონაწილეებმა პატრულის მანქანა ამოატრიალეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაწმენდილია. მთელ პერიმეტრს სპეცდანიშნულების რაზმები აკონტროლებენ. არიან დაშავებულებიც. სიტუაცია უკონტროლოა, აქციის რამდენიმე მონაწილემ, კინოთეატრ „რუსთაველთან“ გაჩერებული პოლიციის მანქანა ამოატრიალა.

მეტი...

აქციის მონაწილეებს შლიან

პარლამენტის შესასვლელთან აქციის მონაწილეებს შლიან. სპეცდანიშნულების რაზმები მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლსა და სპეციალურ ცრემლსადენ საშუალებებს იყენებენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის შესასვლელებისკენ დაიძრნენ და ალყაში მოაქციეს. ვითარება იმდენად უკონტროლო გახდა, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ქვები დაუშინეს და მინები ჩაამსხვრიეს. სპეციალური ტექნიკა აქციის მონაწილეებისკენ მიემართება რომელიც იყენებს სპეციალურ, მწვანე ლაზერის სხივებს და ამ ეტაპზე ჩიტაძის ქუჩის გაწმენდა მიმდინარეობს.

მეტი...

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში ფანჯარა ჩაამტვრიეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ვითარება რადიკალურად დაიძაბა. აქციის მონაწილეები პარლამეტში შეღწევას ცდილობენ. აქციის რამდენიმე მონაწილემ, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საშვთა ბიუროს მხარეს, პირველ სართულზე ფანჯარა ჩაამსხვრიეს და შესვლას ცდილობდნენ. პარლამენტის შენობაში კი მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, რომლებიც აქციის მონაწილეების დასაშლელად, პერიოდულად, ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს. ვითარება უკონტროლოა.

მეტი...

სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა

პარლამენტთან ვითარება ისევ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ორივე შესასვლელი ჩახერგეს. პარლამენტის შენობაში განლაგებულმა სპეცრაზმმა კი აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პარლამენტთან მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც. პარალელურად, ადგილზე ისმის აფეთქების მსგავსი ხმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი ძალები.  

მეტი...

პარლამენტის შენობაში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს

საქართველოს პარლამენტის შენობაში სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. ისინი პარლამენტის შენობაშ მას შემდეგ გამოჩდნენ რაც  აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ორივე შესასვლელისკენ გადაინაცვლეს. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მთავრობისთვის მიცემული ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ულტიმატუმი კი იყო პარლამენტიდან ე.წ. აგენტების რეესტრის შესახებ კანონპროექტის გაწვევა და გუშინ დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება.  

მეტი...

აქციის მონაწილეები პარლამენტს ალყაში აქცევენ, მოწოდება ამ წუთას გაჟღერდა

„დავიძრათ პარლამენტის ორივე შესასვლელისკენ და მოვაქციოთ ალყაში“ – ეს განცხადება, ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ გიორგი ვაშაძემ გააჟღერა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობისთვის მიცემული ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა ამოწურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედებაზე გადადიან. „ამ ადამიანებს მივეცით ერთსაათიანი ვადა გაიწვიონ რუსული კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლონ უკანონო პატიმრები, რომლებიც დააკავეს გუშინ. სამწუხაროდ, ეს მხდალები და ლაჩრები იმალებიან და არავინ გამოდის კონტაქტზე, მაგრამ ისინი ცდიან ჩვენს გამძლეობას. ეს ბრძოლა არის ძალიან რთული ბრძოლა. ჩვენ არ უნდა დავიღალოთ, უნდა დაიღალონ ისინი და უკან დაიხიონ მათ. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ შემდგომი ნაბჯის გადადგმას – მშვიდობიან და წყნარად, ყველანი,…

მეტი...

ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

16 ევროპარლამენტარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.  ევროდეპუტატები „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შოშფოთებას გამოხატავენ და ამბობენ, რომ ეს ინიციატივა ძირს უთხრის ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ სამოქალაქო საზოგადოების როლის დისკრედიტაციისა და შეზღუდვის შემდგომი მცდელობისგან და, პირიქით, ხელი შეუწყონ თანამშრომლობის გარემოს შექმნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და მიზანს, რომელსაც ძალიან ვუჭერთ მხარს. მზად ვართ, დაგეხმაროთ მიღწევაში”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ხელმომწერები არიან: პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიეტუვა) მაიკლ გალერი (გერმანია) სვენ მიქსერი (ესტონეთი) ვიოლა ფონ კრამონი (გერმანია) ანა ფოტიგა (პოლონეთი) ნატალი ლუაზო (საფრანგეთი) ანდრიუს კუბილიუსი…

მეტი...

„უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი ესტონეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

ესტონეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი დაბარებულია საგარეო უწყებაში. საკითხი ე.წ. „უცხოური გავლენების აგენტების” შესახებ კანონპროექტს უკავშირდება. „საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული ე.წ. „უცხოელი გავლენის აგენტის“ კანონპროექტი სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივასთან დაკავშირებით. კანონი აშკარა წინააღმდეგობაშია საქართველოს ამბიციებთან სწრაფი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ის ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და კონტრპროდუქტიულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით განიხილოს ქვეყნის რეალური ინტერესები და უკან გაიწვიოს კანონპროექტი. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის უფლებას მშვიდობიან პროტესტზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

„ელექტროშოკები, ხელკეტები, ქვები“ – შსს რუსთაველზე დაკავებულ ახალგაზრდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს, რუსთველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება გამკაცრებულია. კერძოდ, ქუჩებზე იმაზე გაცილებით ბევრი სამართალდამცავი გადაადგილება, ვიდრე ადრე, აჩერებენ ახალგაზრდებს, უმოწმებენ ჩანთებს და აკავებენ კიდეც. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და იმ ნივთების ფოტოებსაც აქვეყნებს, რაც დაკავებულებს ჩანთებიდან ამოუღეს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის უსაფრთხოდ ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, კიდევ 10 პირი დააკავა. აღნიშნული პირები შეჩერებული იქნენ სამართალდამცველების მიერ, რადგან როგორც პოლიციელებმა შენიშნეს, მათ თან ჰქონდათ გარკვეული კანონსაწინააღმდეგო ნივთები და ხელკეტები. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში,…

მეტი...

„მონა“… მონა“ – პარლამენტთან ირაკლი კობახიძის წიგნი დაწვეს

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა სტუდენტებმა, რომლებიც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. ირაკლი კობახიძის წიგნი საჯაროდ დაწვეს.  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ავტორობით გამოცემულ წიგნს მათ ცეცხლი საკანონმდებლო ორგანოს წინ, სიმბოლურად წაუკიდეს. “მონა…”, “მონა…”  “არა რუსეთს, არა რუსულ კანონს”- ისმის შეძახილი აქციაზე, სადაც სტუდენტები, ხელოვანები და სხვა გამომსვლელები გამოდიან.

მეტი...

„ქართული ოცნება“ დაისჯება როგორც ღმერთისგან, ისე ქართველი ხალხისგან“ – ლაშა ბაქრაძე

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ისმის საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი და საქართველოს, ევროკავშირის ამერიკისა და უკრაინის დროშები ფრიალებს. აქციის მონაწილეები აგრძელებენ პროტესტს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელიც უცხოეთის გავლენის აგენტებს ეხება და რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცა. როგორც ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ლაშა ბაქრაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დაისჯება როგორც ღმერთისგან, ისე ხალხისგან. „სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ არ აღმოჩნდა 10 ადამიანიც, რომელიც სხვების სულსაც იხსნიდა. „ქართული ოცნება“ დაისჯება ღმერთისგან და ქართველო ხალხისგან.  ყველა , ვინც ტირანიის  წინააღმდეგ იბრძვის, სწორ მხარეს დგას. თავისუფლება, ეს არის ყველაზე დიდი რამ,რაც ღმერთმა ადამიანს მისცა და ამისთვის ბრძოლა ღირს…

მეტი...

„ქვეყანაში რუსული სუნი დადგა, ვერ ავიტანთ რუსულ მომავალს“ – სტუდენტები

საქართველოს პარლამენტთან გრძელდება აქცია, რომლის სლოგანია „არა რუსულ კანონს“. ამ წუთებში აქციაზე სიტყვით სტუდენტები გამოდიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ქვეყანა რუსული სუნისგან გაიწმინდება და ამ ქვეყანაშ ვერც ერთი რუსული კანონი ვერ იქნება. „ყველამ დაინახა და ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაშ სუნი დადგა რუსული. რუსული სუნი მართლა დადგა. ეს ხალხი ვერ აიტანს ვერც რუსულ კანონს და ვერც საქართველოს რუსულ მომავალს. ეს არ იქნება საქართველოში. საქართველო არ იმსახურებს, საქართველოში არ იქნება, საქართველოში ვერ იქნება რუსული მომავალი, საქართველოში ვერ იქნება რუსული ოლიგარქია. საქართველოში ვერ იქნება ვერც ერთი რუსული კანონი. ყველამ ზუსტად ვიცით, რატომ ვდგავართ აქ.  აქ…

მეტი...

“საქართველო ვერ აიტანს ვერც რუსულ კანონს და ვერც რუსულ მომავალს – აქცია განახლდა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან უამრავი ხალხია შეკრებილი. აქცია სლოგანით: „არა რუსულ კანონს“ განახლდა. აქციას სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფები უერთდებიან. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აქციას ეტაპობრივად უერთდებიან, რომლებსაც ე.წ. ევროპული პლაკატები“ აქვთ გაშლილი და გმობენ რუსეთისკენ სწრაფვას. “საქართველო ვერ აიტანს ვერც რუსულ კანონს და ვერც რუსულ მომავალს” – აცხადებენ სტუდენტები. რუსთაველის გამზირზე ხან ევროპის ჰიმნი ჟღერდება, ხანაც საქართველოს ჰიმნი.  

მეტი...

„გუშინდელი აქცია იყო სრულიად გამონაკლისი, რადგან შსს კონტაქტზე არ გამოდიოდა“ – გიორგი ბურჯანაძე დაკავებულებზე  

„ეს არის აღმაშფოთებელი. ყოველთვის, როცა ასეთი დაკავებები ხდებოდა, შსს-დან ყოველთვის გვქონდა ინფორმაცია, გუშინდელი აქცია იყო სრულიად გამონაკლისი, რადგან შსს კონტაქტზე არ გამოდიოდა, დღემდე არ ვიცი ზოგიერთი დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ“, – აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე. კითხვაზე, ფიქსირდება თუ არა სამართალდამცავების მხრიდან პროპორციული ძალა გამოყენებული, ბურჯანაძე პასუხობს: „სრულ პროპორციულობაზე ჩემი კოლეგები მუშაობენ და დეტალურად აანალიზებენ. იყო გარკვეული ინციდენტები, სადაც პროპორციულობის პრობლემა იყო, ამ შემთხვევაში, ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ბუნებრივია, ამას დეტალური შესწავლა სჭირდება, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტულ ინციდენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას მივაწვდით და იმედი გვაქვს, ეს საკითხები მათი…

მეტი...

სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, ბევრი დაკავებულის მდებარეობა ამ დრომდე უცნობია

„დაკავებულები მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან გადანაწილებული. ჩემი კოლეგები ახლაც სხვადასხვა იზოლატორში არიან, მათ შორის, ქუთაისშიც არის რამდენიმე დაკავებული გადაყვანილი და ადგილზე ვნახულობ“ – აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე. მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ამ წუთებამდე არც მათი ოჯახის წევრებისთვისაა ცნობილი და არც სახალხო დამცველის აპარატისთვის. „ბაკურიანის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გორში და სხვადასხვა ადგილებში არიან გადაყვანილები. ვნახეთ რამდენიმე შემთხვევა, როცა დაზიანება აღენიშნებათ დაკავებულებს, ეს დაზიანება, როგორც აცხადებენ, იმ დროს აქვთ მიღებული, როცა პოლიციის იურისდიქციის ქვეშ იყვნენ. რამდენიმე დაკავებული საუბრობდა, რომ დაკავების პროცესში, პოლიციის მხრიდან უმიზეზოდ…

მეტი...

„გუშინ, საქართველოს პარლამენტმა თავი მოგვჭრა“ – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პარლამენტმა თავი მოგვჭრა. ნინო ლომჯარია პარლამენტის შენობასთან, აქციაზე იმყოფება და საქართველოს მოსახლეობას თავიანთი ევროპული არჩევანის დაცვისკენ მოუწოდებს. „მინდა, წაგიკითხოთ საქართველოს კონსტიტუციის შესავალი: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული, საზოგადოებრივი წესწყობილება, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას“. თქვენი მიღებულია, თქვენი გამოცხადებულია ეს კონსტიტუცია, თქვენ გეკუთვნით ეს კონსტიტუცია, სადაც თქვენ თქვით, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოში უნდა იყოს დემოკრატიული წესწყობილება. თქვენ თქვით, რომ საქართველოში კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. კონსტიტუციის 78-ე…

მეტი...

შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი – 2001 წელს დაბადებული თ.ა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სამართალდამცველების მიერ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი…

მეტი...

,,ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება”- ლევან იოსელიანი

,,ყველაზე სერიოზული დაზიანება, მე რაც ვნახე ვიზუალურად ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება,”- ამის შესახებ სახალხო დამცველმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გააკეთა, სადაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების მოსანახულებლად მივიდა. ლევან იოსელიანიას თქმით, დაკავებულებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ. ,,ყველაზე სერიოზული დაზიანება, მე რაც ვნახე ვიზუალურად ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება, სხვებს არ აქვთ ვიზუალურად, თუმცა ალბათ ეს ექიმებმა შესაბამისი დასკვნა უნდა დაწერონ და ეს გაირკვევა. ზურა ჯაფარიძეს პირადად ვესაუბრე, მომიყვა დაკავების დეტალები, მან მისცა ჩვენება. იმ ადამიანებმა ვის დააკავეს, მათგან მოხვდა ის ხელკეტი, რომლის გამოც აქვს თავზე დაზიანება, როგორც ის აცხადებს. როგორც…

მეტი...

,,საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, უშიშროების ძალები საგანგებო რეჟიმზე არიან გადაყვანილი” – დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანი

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ძალოვანი უწყებები გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილები. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. პრესმდივანმა, ნატალია ბოსიკოვა ავრცელებს. ბოსიკოვას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება  დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული. „საზღვარზე შესაძლო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცავი ორგანოები გადაიყვანეს მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე“, – განაცხადა ბოსიკოვამ.

მეტი...

„საქართველოს მთავრობამ უღალატა საქართველოს”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტთან აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უღალატა საქართველოს. „საქართველოს მთავრობამ უღალატა საქართველოს. უღალატა მის კონსტიტუციას, მის ევროპულ მომავალს, ხალხს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ხალხის გვერდით, ვინც იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის და არ სურს, იყოს „რუსული სამყაროს“ წევრი. არა რუსულ კანონს“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

მეტი...

ინციდენტს არ ვუკავშირებ ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას – ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან გუშინდელ აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. იოსელიანი მომხდარს  ამჟამინდელ საქმიანობას არ უკავშირებს. „ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ ამ ინციდენტს არ ვუკავშირებ ჩემს საქმიანობას. იქ იყვნენ განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული მოსაზრებებით, რომელთაც არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური შეფასებები, როცა პოლიტიკაში ვიყავი და ამის მიმართ გამოხატეს პროტესტი იმ ფორმით, რომელიც ყველასთვის მიუღებელია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. ცნობისთვის,  პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა ლევან იოსელიანს კვერცხები ესროლეს.  

მეტი...

„უცხოური გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას”- შარლ მიშელი

,,ძლიერ შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია,” – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი წერს. შარლ მიშელი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. „უცხოური გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც საქართველოს უმრავლესობას სურს. კანონის უზენაესობისა და ადამიანი ღირებულებებისადმი ერთგულება ევროკავშირის პროექტისთვის საკვანძოა“, – წერს შარლ მიშელი.

მეტი...

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა. პაპუაშვილი ორ კანონპროექტზე  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს. „საქართველო რეგიონული უსაფრთხოების ცვალებად კომპლექსურ გარემოში მდებარეობს. ასეთ პირობებში ჩნდება ხოლმე ისეთი ახალი და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აუცილებელია სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირება. აღნიშნული საკითხების ეფექტურად მოგვარებისთვის საჭიროა როგორც ყველა დაინტერესებული მხარის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი სტანდარტები, ისე უსაფრთხოების გამოწვევების უფრო სერიოზულად გააზრება. ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. პარლამენტში…

მეტი...

,,თუ რაციონალურად არ ვიმოქმედებთ, ევროპაც უკან დაგვრჩება, დამოუკიდებლობაც და მშვიდობაც”- კახა კალაძე

,,თუ რაციონალურად არ ვიმოქმედებთ, ევროპაც უკან დაგვრჩება, დამოუკიდებლობაც და მშვიდობაც,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მხოლოდ ღირსეული, დამოუკიდებელი და ინფორმირებული საზოგადოება შეძლებს, მიიყვანოს ქვეყანა დასახულ მიზნამდე. „სოციალურ ქსელში ჩემი ფოტოთი რაღაც ბანერი გააკეთეს და დააწესეს, თითქოს, მე ევროპის მოსურნე ადამიანებს, ვისაც ევროპა უნდა, და ჩვენ ყველას ევროპა გვინდა, საქართველოს დატოვებისა და ევროპაში წასვლისკენ მოვუწოდებდი, თითქოს, იცით სადაა აეროპორტი, დაჯექით და გაფრინდით. ასეთი სიბინძურეებით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და სიცრუე მიაწოდონ, თუმცა დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია საზოგადოებას, მაგრამ, რა…

მეტი...

,,ვგმობთ რუსული გავლენის მქონე კანონის მიღებას, რომელიც თავისი არსით არის ანტიდემოკრატიული”- საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია

საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. ”აგენტების კანონის” მიღებას გმობს. როგორც განცხადებაშია ნათვამი, ასოციაცია მხარს უჭერს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. ,,საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია გმობს რუსული გავლენის მქონე კანონის მიღებას, რომელც არაა ამერიკული კანონის იდენტური და თავისი არსით არის ანტიდემოკრატიული და უკან, საბჭოთა კავშირისკენ გადადგმული ნაბიჯი!!! საქართველოს მთავარი ღირებულებები იყო, არის და იქნება ევროპული!!! ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, რომელიც არასოდეს არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ!!!”- ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

,,ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს”- კახა კალაძე

,,ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კახა კალაძე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოემხუარა და აღნიშნა, რომ ევროპული ღირებულებებით ცხოვრობს. „ეს არის ის ფასეულობები, რომლისკენაც ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფოდით და დღესაც ვისწრაფით. მინდა, ვთქვა, რომ ევროპაზე საუბრისას პირდად მე, ხშირად ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები, მწერენ ხოლმე, კარგია კახა შოპინგი ევროპაში? – ახლა არ შევალ სიღრმეებში, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა ერთ რამეს, ნიშანდობლივია, რომ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ…

მეტი...

,,ცალ ფეხზე სიარულითა და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ”- კახა კალაძე

,,მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ ამაყი და თავაწეული, მომავალშიც ასე ვივლი,”-  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ”ცალ ფეხზე სიარულითა და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ”. ,,ჩემმა პირადმა გამოცდილებამ დამარწმუნა, თუ თავად არ იცი შენი ქვეყნის ფასი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, შენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, წარსული, ის ღირებებულებები, რაც შენს ქვეყანას აქვს, მერწმუნეთ, არც ევროპა მიგიღებს და არც ევროპა დაგაფასებს. თუ ჩვენი ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, ეს თქვენი ნებაა, თუმცა გარწმუნეთ, რომ ცალ ფეხზე სიარულითა და მონური დამოკიდებულებით…

მეტი...

,,უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთად ვართ”- ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და პოსტს აქვეყნებს. ,,უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთად ვართ” – წერს ტვიტერზე ერმაკი.

მეტი...

„შეშფოთებით და ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს”- ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს „შეშფოთებით და ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. მოვუწოდებ ძალადობის დასრულებისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების – დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ. პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს“, – წერს პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

მეტი...

,,76 გავრილოვი ზის საქართველოს პარლამენტში”- ლევან ხაბეიშვილი

,,აქამდე თუ ერთი გავრილოვი გვყავდა, ვგულისხმობ კობახიძეს, ახლა უკვე 76 გავრილოვი ზის საქართველოს პარლამენტში,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ ნათლად გამოჩნდა, რომ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პროტესტს, არამედ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ,,ირაკლი კობახიძემ, გავრილოვის ჩამომთრევმა, გუშინ მეორედ მოაწყო „გავრილოვის ღამე“. აქამდე თუ ერთი გავრილოვი გვყავდა, ვგულისხმობ კობახიძეს, ახლა უკვე 76 გავრილოვი ზის საქართველოს პარლამენტში, რომელმაც ხელი მოაწერა პუტინისტურ, რუსულ კანონს. ასევე ნახეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ. დღეს მე ვაკეთებ არა პოლიტიკურ, პარტიულ განცხადებას, არამედ, მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ისევე როგორ…

მეტი...

ლევან ხაბეიშვილმა ე.წ. ”აგენტების კანონი” დაწვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტი დაწვა. „ეს რუსული კანონი ისევე უნდა იყოს დამწვარი, როგორც ახლა, პირდაპირ ეთერში ვწვავთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.  

მეტი...

,,ბორელი ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე”- კარასინი

მარია ზახაროვას შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას. კარასინის მტკიცებით, ბორელი ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე. ,,შეაკავეთ ბორელი გთხოვთ! კვლავ თავისი მორალის კითხვით ეტენება, ამჯერად ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე. ეს უკვე წესიერების ფარგლებს სცდება”, – წერს კარასინი. ,,ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია”- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი

მეტი...

,,სცემეს იქამდე, ვიდრე არ გაჩუმდა”- ჯაფარიძის ადვოკატი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადვოკატის, ვახო ბარამაშვილის განცხადებით, ჯაფარიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. „ორივეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ზურაბ ჯაფარიძე დაჭერის შემდეგ კიდევ სცემეს, ურტყამდნენ, რადგან ლაპარაკობდა, ეუბნებოდნენ, გაჩუმდი, თორემ შენ ცემას კიდევ გავაგრძელებთო და სცემეს იქამდე, ვიდრე არ გაჩუმდა. ნიკა მოსიაშვილს მთელ სხეულზე წიწაკის სპრეის კვალი აქვს, რაც აქციის დროს გამოიყენეს. როგორც ჩანს, მისი სტანდარტულად მოშორება შეუძლებელია. სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ძალიან ბევრჯერ მიმართა სამედიცინო პუნქტს დახმარებისთვის, მაგრამ ჯერ-ჯერობით რეაგირება არ ხდება,”- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი.

მეტი...

,,ბორელმა განაცხადა, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელმაც პროტესტი გამოიწვია თბილისში, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება”- ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება. ,,ბორელმა თქვა, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელმაც პროტესტი გამოიწვია თბილისში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ახლა გასაგებია, რატომ არაა აშშ ამ დრომდე ევროკავშირში – ეს კანონი იქ 1938 წლიდან მოქმედებს” – წერს ზახაროვა „ტელეგრამზე“. ,,ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია”- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი

მეტი...

,,გამძლეობა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს”- ევროპარლამენტარი

ფრანგი ევროპარლამენტარი, ვალერია ჰეიერი  გუშინ თბილისში, საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ,,ეს სურათი ათას სიტყვად ღირს. გამძლეობა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს. კრემლის ჩარევა ვერავის მოატყუებს, როგორც აქ, თბილისში”,- წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

,,ევროკავშირის დროშის მამაცურად ფრიალი, საქართველოს ხელისუფლებამ მინიშნებად უნდა მიიღოს”- ევროპარლამენტარი

,,ევროკავშირის დროშის მამაცურად ფრიალი, საქართველოს ხელისუფლებამ მინიშნებად უნდა მიიღოს,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ტეის როიტენი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, საქართველო ევროპაა. „რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის დღევანდელი მიღება საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის, დემოკრატიისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ხმის მიცემაა. საქართველო არის ევროპა. არა რუსულ კანონს!” – წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...