სასტიკი მკვლელობა – შვილმა დედა ნაჯახით მოკლა

სამეგრელოში, კერძოდ კი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში სასტიკი მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა დედას პენსია მოსთოვა, რაზეც უარი მიიღი, რის შემდეგაც, შვილმა 86 წლის ქალს ნაჯახი ჩაარტყა და ადგილზე მოკლა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მეტი...

მანქანა ხიდიდან გადავარდა, არის მსხვერპლი

სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა. დაშავებული მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა,  ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევის ფოტოს „თაიმერი“ ავრცელებს.  

მეტი...

„ვისაც ჯარში არ უნდა, იმას ჯარში რა უნდა“ – იაგო ხვიჩია

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობასთან „გირჩის“ მიერ ორგანიზებილი აქცია – „არა მონობას“ იმართება. აქცია ჯარში გაწვევის წესს ეხება. როგორც „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, ვისაც ჯარში სამსახური არ სურს, მისი იძულებით გაწვევა არ უნდა მოხდეს. „ვისაც ჯარში არ უნდა, იმას ჯარში რა უნდა? ჩვენი მოთხოვნა ძალიან მარტივია –  არა სავალდებულო სამხედრო სამსახურს! არა მონობას, სადაც ადამიანებს იძულებით უფასოდ ამუშავებენ „ვიშკაზე“ და „შლაგბაუმის“ გამღებად. სწორედ ამას ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ ეს არ შეიძლება იყოს ქართული ჯარის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმა“ – აცხადებს იაგო ხვიჩია. მისი თქმით, ადამიანს საქმე ისე არ უნდა გაუხადონ,…

მეტი...

„დავალება ხალხისგან გაცემულია, გაკვეთილი იმედია ნასწავლია, პროცესი შეფერხების გარეშე უნდა დაგვირგვინდეს“ – ბიძინა კულუმბეგოვი

„ამ ქვეყნის ევროპული გზა 100 % გარანტირებულია. წლის ბოლომდე ამ პროცესის ფინალიაზაცია არსებული ხელისუფლების ხელშია. დავალება ხალხისგან გაცემულია, გაკვეთილი იმედია ნასწავლია, პროცესი შეფერხების გარეშე უნდა დაგვირგვინდეს“ – აცხადებს ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. ექიმის შეფასებით,  დათმობა ძალაა და არა სისუსტე. „თუმცა ეს გზა გრძელია და მარტო კანდიდატობას არ გულისხმობს, ეს კარგად გვესმის ყველა ჩვენგანს. მადლობა ყველა თაობას გულწრფელი პროტესტისთვის! მადლობა განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მათი წვლილი განუზომელია! მწამს ეხლა თქვენით ამაყობს ილია, ვაჟა, ქაქუცა, მარო, მერაბი, ზვიადი… მადლობა მათ ვინც დათმო (ეს ძალაა და არა სისუსტე…)! ბევრს იძახიან მშვიდობა, მშვიდობაო, ეს სწორია განვითარებას მშვიდობა სჭირდება.…

მეტი...

„სადაც მეტყვით იქ ვიგულავოთ“ – „უცნობი“

მომღერალი და ტელეწამყვანი „უცნობი“ სტუდენტებს მიმართავს, რომ აქციაზე ნუ დადიან. სანაცვლოდ, თანახმაა, მად უფასოდ კონცერტი გაუკეთოს. „სადაც მეტყვით, იქ ვიგულავოთ, კონცერტს გაგიკეთებთ უფულოდ, ოღონდ იქ (აქციაზე) ნუ დადიხართ“ – ასეთია  გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მიმართვა სტუდენტებს.  

მეტი...

უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძის ლექცია გადაიდო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ირაკლი კობახიძის ლექცია არ ჩაუტარდათ. სტუდენტებმა აღნიშნულთან დაკავშირებით, სმს შეტყობინება მიიღეს, სადაც საუბარი იყო, რომ პროფესორ ირაკლი კობახიძის ლექცია „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი“, გადაიდო. რა გახდა აღნიშნულის მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ ლექციაზე პროტესტი ჰქონდათ დაგეგმილი, რომლის შესახებაც ირაკლი კობახიძემ იცოდა და სწორედ ამიტომ გადადო ლექცია. როგოც ერთი-ერთი სტუდენტი განმარტავს, მან საკუთარ სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაციას, რომ ირაკლი კობახიძის ლექციაზე პროტესტი იგეგმებოდა. კერძოდ, სტუდენტები აპირებდნენ აუდიტორიაში შეკრებას და მდუმარე პროტესტის გამოხატვას. „დავხვდებოდით აუდიტორიაში, მოვიდოდა, ვაჩვენებდით პლაკატებს და საკუთარ წიგნს, რომლებსაც იქვე აუდიტორიაში…

მეტი...

„კვლავ ვეხმარებით უკრაინის მამაც ხალხს“ – აშშ-ის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ში ჩავიდა. მას პირადად პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უმასპინძლა და  თეთრ სახლში მიიღო. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი კი უკრაინას და ისი დახმარება იყო. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, ვაშინგტონი და ბრიუსელი გეგმავენ, დამატებით ზომებს მიმართონ რუსეთის წინააღმდეგ. „ჩვენ კვლავ ვეხმარებით უკრაინის მამაც ხალხს  უსაფრთხოების სფეროში დახმარების უზრუნველყოფით და ისტორიული სანქციების განხორციელებით. ეს კი ზღუდავს და უფრო რთულს ხდის შესაძლებლობებს, დააფინანსოს და აწარმოოს ომი უკრაინაში“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, თავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. „ჩვენ, როგორც პარტნიორები, ერთად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, მათ ბრძოლას…

მეტი...

აქცია „არა მონობას“ პარლამენტთან 17:00 საათზე გაიმართება

დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორი ამჯერად „გირჩია.“ აქციის მიზანი კი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესის ცვლილებაა. კერძოდ, „გირჩი“ ითხოვს, ჯარში გაწვევა სავალდებულო არ იყოს და წვევამდელებს თავად უნდა ჰქონდეთ არჩევანის საშუალება.

მეტი...

პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა გააფართოვა იმ პირთა წრე, ვინც „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული 120 ფიზიკური და 287 იურიდიული პირი სანქციებში მოექცა. პრეზიდენტის განკარგულებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიული პირს შეეხება და მათ სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომები დაუწესდებათ. სანქციები 50 წლიანი ვადით მოქმედებს.  საგარეო უწყებას კი დაევალა, რომ ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს აცნობოს სანქციების გამოყენების შესახებ, რომ მათაც აამოქმედონ შემზღუდავი ზომები.  

მეტი...

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის მონიტორინგს იწყებს. აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებში ახორციელებენ. პარალელურად, საკოორდინაციო მართვის ცენტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან. ღონისძიებების პირველი ეტაპის საფუძველზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდება, დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რაც შეამცირებს მავნებლის რაოდენობას და ხელს შეუწყობს გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას. მონიტორინგის შედეგებისა და მავნებლის ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, დაიგეგმება წამლობითი ღონისძიებები. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. მოსავლის დაცვის…

მეტი...

„ჩირინა“ არის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც უხეშად არღვევს დასაქმებულის უფლებებს”

კომპანია „ჩირინას“ თანამშრომლები შრომითი უფლებების დარღვევასა და მონურ, არაადამიანურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. თანამშრომელთა ნაწილი, ვისაც წასასვლელი აქვს მიდი, ვისაც არ აქვს ხმას ვერ იღებს, რადგანაც პასუხი მარტივია – თუ არ მოგწონს, წადი. პრობლემის შესახებ ინფორმირებულია პროფკავშირების გაერთიანებას. როგორც გაერთიანების  თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი „მედიაცენტრ მთავართან აცხადებს, პრობლემა ცნობილია, სასამართლო დავებიც ჰქონდათ კომპანიასთან და ამ საკითხს ისევ მიუბრუნდება. „ჩირინა“ არის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც უხეშად არღვევს დასაქმებულის უფლებებს. ჩვენ მათთან კომუნიკაციის მცდელობა არერთგზის გვქონდა. სასამართლო დავებიც გვქონდა, მომართვიანობაც და კანონმდებლობის ფარგლებში სხვადასხვა მექანიზმიც გამოვიყენეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ გამოდგა საპრევენციო ღონისძიება და კვლავ ხდება დარღვევები.…

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის(ფოსტა) და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მეტი...