გერმანიამ უკრაინას „ლეოპარდები“ გაუგზავნა

უკრაინის შეიარაღება გაიზარდა. ომში მყოფმა ქვეყანამ მეგობარი გერმანიისგან სწორედ ის მიიღო, რასაც ითხოვდა. „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია. ქვეყანამ გერმანიისგან 18 ერთეული ტანკი მიიღო.  

მეტი...

„ამდენი წელი მათ უნდათ მომაკრან მკვლელის იარლიყი“ – პრეზიდენტი პაციენტი განცხადებას ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მის მისამართით დღეს გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. საუბარია პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მკვლელია და სწორედ მისმა რეჟიმმა მოკლა სანდრო გირგვლიანი. „ტყუილია, რომ მე ექიმებზე და კონსილიუმზე ვამბობ უარს. ჩვენ უკვე სამი კვირაა ველოდებით ევროკავშირის კონსილიუმს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ჩემთან არ უშვებს. რაც შეეხება კლინიკის ენდოკრინოლოგს, ჩვეულებრივად ვემუშავები და მას ჩემთან პრეტენზიები არ აქვს. ამდენი წელი მათ უნდათ მომაკრან მკვლელის იარლიყი,  ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოვკალი. გირგვლიანის საქმე კი იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილი. სწორედ ამიტომ მიწოდებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურ…

მეტი...

„ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციებს იწყებს

„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.პირველი კონფერენცია 28 მარტს, ბათუმში ჩატარდება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან. კონფერენციის მონაწილეები აირჩევენ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს. 29 და 30 მარტს პარტიული კონფერენციები გაიმართება ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.  

მეტი...

ზაპოროჟიეში ზელენსკი ატომური სააგენტოს დირექტორს შეხვდა

რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში ჩასვლისას  პრეზიდენტი ზელენსკი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს  გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის შეხვდა. ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოს თავად გროსი აქვეყნებს. „ზაპოროჟიეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვდი. ვისაუბრეთ და ინფორმაცია გავცვალეთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და მისი პერსონალის დაცვაზე. ვადასტურებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერას უკრაინის ბირთვული ობიექტების მიმართ“, – აცხადებს გროსი. პრეზიდენტი ზელენსკი ზაპოროჟიეში ჩავიდა

მეტი...

31 მარტს, პარლამენტში პრეზიდენტს ელოდებიან

31 მარტს, პარასკევს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა. საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან. პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას წარუდგენს. რაც შეეხება ფორმატს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, სიტყვით მხოლოდ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები გამოვლენ. რეგლამენტის შესაბამისად, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები 31 მარტის სხდომაზე არ იქნება.

მეტი...

“ვგმობ, როგოც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი” – სალომე ზურაბიშვილი

„ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს“ – ეს განცხადება პრეზიდენტმა ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გააკეთა და აღნიშნული გზავნილით თათია სამხარაძის მისამართით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, „გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ“. „შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთ სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ. ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნია. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, როგორც მორალურად. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც სიტყვიერი ძალადობით იწყება, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და…

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი ზაპოროჟიეში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ზაპოროჟიეში იმყოფებოდა, სადაც სამხედროები მოინახულა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი მებრძოლების პოზიციები დაათვალიერა და არსებულ ვითარებას გაეცნო. პრეზიდენტმა სამშობლოს დამცველებს მადლობა გადაუხადა თავდადებისთვისა და შემართებისთვის. „ზაპოროჟიეს ოპერატიული ჯგუფის სამეთაურო პუნქტში ვიმყოფებოდი. უსაფრთხოების სამსახურის, გვარდიის, პოლიციის,  სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ორდენები და მედლები გადავეცი. მადლობა სახელმწიფოს, ტერიტორიული მთლიანობისა და  სიცოცხლის დაცვისთვის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიე რუსეთს ნაწილობრივ აქვს ოკუპირებული.  

მეტი...

“ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა” – კომპანიის განცხადება

„საზოგადოებას ბოლო დღეებში არაერთხელ მიეწოდა ინფორმაცია მაღალჩინოსნებისგან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ონკოლოგიურ პრეპარატებზე მაღალი მარჟის გამო“ – აცხადებენ კომპანია პსპ-ში და განცხადებას ავრცელებენ. ჩვენ, კომპანია PSP-ს, არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების ფასწარმოქმნა კომპანიის მოგებაზე ორიენტაციით არ ხდება, ხშირ შემთხვევებში თვითღირებულებით მიგვიწოდებია ეს მედიკამენტები მომხმარებლისთვის მათი აქტუალობის და მწარმოებლის ძვირი ფასის გამო. ჯანდაცვის მინისტრმა 25 მარტის შაბათის ეთერში განაცხადა რომ: „ფასები გადამოწმდა იმპორტის ღირებულებებითაც და სამწუხაროდ 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირია საიმპორტო ფასთან შედარებით“ და რომ “1000 ლარიანი მედიკამენტი ….. მოულოდნელად 3000 ლარი გახდა”. მედიკამენტ აფინიტორის ღირებულება არა თუ…

მეტი...

,,დასავლეთის რეაქციები ვერ შეცვლის რუსეთის გეგმებს” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის,  დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის რეაქცია არ შეცვლის რუსეთის გეგმებს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსში განათავსოს. ,,ამგვარი რეაქციები, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის რუსეთის გეგმებს. პრეზიდენტმა განმარტა ყველაფერი თავის განცხადებაში, რომელიც მან შაბათს გააკეთა, არაფერია დასამატებელი”, – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

,,რუსეთი ფლობს თანამედროვე უნიკალურ იარაღს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე”- ნიკოლაი პატრუშევი

,,რუსეთი ფლობს თანამედროვე უნიკალურ იარაღს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის აშშ ”- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. ,,რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თანამედროვე უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება”, – განაცხადა პატრუშევმა.  

მეტი...

,,სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და ბევრსაც მიიღებს”- ლევან ხაბეიშვილი

,,პრეზიდენტ სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და დარწმუნებული ვარ, ბევრსაც მიიღებს“,-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არათუ მორალური უფლება, არამედ პოლიტიკური უფლებაც არა აქვთ, სააკაშვილის ნამოქმედარს რაიმე შეფასება გაუკეთონ. ,,ამ ადამიანებს არათუ მორალური უფლება, არამედ პოლიტიკური უფლებაც არა აქვთ, პრეზიდენტ სააკაშვილის ნამოქმედარს რაიმე შეფასება გაუკეთონ. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ეს ეწყინა, არ მოეწონა და გაბრაზდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ვგულისხმობ „რუსულ ოცნებას“ და დარწმუნებული ვარ, გაბრაზდებოდნენ, კრემლში. დანარჩენს ყველას ნორმალურად, ადეკვატურად მიაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ჯილდო. პრეზიდენტ სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და…

მეტი...

რუსეთის “გაუქმება” უნდათ, მაგრამ ჩვენ დასავლეთში ბევრი მეგობარი გვყავს – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მსოფლიოს რუსეთის “გაუქმება” უნდა, მაგრამ მისი თქმით, კრემლს დასავლეთში ბევრი მეგობარი ჰყავს. ,,გაყავი და იბატონე” სულისკვეთებით მოქმედების მცდელობა მარცხისთვის განწირულია. რუსეთის გაუქმების კამპანიის მიუხედავად, ჩვენ მაინც ბევრი მეგობარი გვყავს, მათ შორის დასავლეთში. ისინი იაზრებენ იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ვაწინაურებთ,”- განაცხადა ლავროვმა.  

მეტი...

,,მოსწავლემ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვა” – ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტი

ბათუმის პირველი საჯარო სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე და მასწავლებელი კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეშვიდე კლასში ერთ-ერთმა მოსწავლემ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც რამდენიმე ბავშვს თავის ასტკივდა. სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლეები კლინიკაში პრევენციის მიზნით გადაიყვანეს.  ინტოკსიკაციის ნიშნებით, ბათუმის პირველი სკოლიდან მასწავლებელი და მოსწავლეები კლინიკაში გადაიყვანეს

მეტი...

ისრაელის 27 ქალაქის მერი შიმშილობას აცხადებს

ისრაელის 27 ქალაქის მერმა შიმშილობა გამოაცხადა. ისინი მთავრობის მიერ წარდგენილ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ. „ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების მერები ყველა პოლიტიკური სპექტრიდან, ხვალ დილიდან ვიწყებთ შიმშილობას იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრის ოფისის წინ, მოთხოვნით, დასრულდეს უზარმაზარი კრიზისი და კატასტროფა, რომლისკენაც ისრაელი მიექანება, ქვეყნის უსაფრთხოების დარღვევის პრევენციისა და ერთიანობის შენარჩუნებისთვის“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.  

მეტი...

,,ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით ქალი კბილებამდე შეიარაღებულია”- თეა წულუკიანი

,,ვინც არ უნდა იყოს, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს, ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რომ თავისი უფლებები დაიცვას,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია თათია სამხარაძის გარშემო განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით. ,,არ ვიცი რაზე მესაუბრებით, არ ვიცნობ ამ ქალბატონს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის და რას წარმოადგენს. მე ვარ, სწორედ აღნიშნეთ და სავსებით სამართლიანად, ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში, გენ მდივანთან ერთად, ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ძაღლის საზოგადოებრივ ადგილებში გასეირნებისას მეპატრონე ვალდებულია, დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული წესები. ,,ძაღლის საზოგადოებრივ ადგილებში გასეირნებისას მეპატრონე ვალდებულია, დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული წესები. 07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით. ხოლო, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში ნებადართულია, ან მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით, ან მხოლოდ ალიკაპით, საბმელის გარეშეც. აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით. ცხოველების მეპატრონეების ვალდებულებების შესახებ იხილეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N7-28,”-…

მეტი...

31 მარტს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს

31 მარტს, რიგგარეშე პლენარულ სხომაზე საქართველოს პრეზინდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ.  „რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს. შესაბამისად, 31 მარტს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე.  მისივე განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ სიტყვით. რეგლამენტის მიხედვით, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები სხდომაზე არ იქნება.

მეტი...

,,არჩევნებამდე არსად ვაპირებ წასვლას, არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი”- თეა წულუკიანი

„ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არის წმინდა წყლის სპეკულაცია,”- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე არსად წასვლას არ აპირებს. „ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არის წმინდა წყლის სპეკულაცია, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ის ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, დასხდებიან ხოლმე, ადგილებიც ვიცი, სადაც მსჯელობენ და თათბირობენ. ეს ჩვენივე სისტემაში ხდება ხოლმე. ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ მალე გვეშველება, გადადის ამ და ამ სამინისტროში. მგონი, რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც გამამწესეს, მაგრამ, მინდა, მივუსამძიმრო მათ, არჩევნებამდე…

მეტი...

,,სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს”- ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანმდევ მოვლენებს რაც ამ გახმაურებას მოყვა. როგორც განცხადებაშია აღნოშნული, სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები. ,,გარდა ამისა, სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი…

მეტი...

,,ქალბატონო პრეზიდენტო დამეხმარეთ”- თათია სამხარაძე

თათია სამხარაძე დამხარებას  საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სთხოვს.  სამხარაძის თქმით, მისი განადგურება რეალითი შოუდ აქციეს. ,,პროვოკატორი ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან… ახლაც რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!” – წერს თათია სამხარაძე ”ფეისბუქში”.

მეტი...

,,მასშტაბი, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, გამაოგნებელია”- ანი წითლიძე

,,ფაქტები და მასშტაბები, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, არის გამაოგნებელი,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გამაოგნებელია, რომ სახალხო დამცველი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ადამიანის უფლებების დაცვა, ამ დრომდე დუმს. ,,სახალხო დამცველი, რომლის პირდაპირი მოვალეობა არის ადამიანის უფლებების დაცვა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ამ დრომდე დუმს. სისტემა, რომელიც ცდილობს ქალების სამართლიან ბრძოლას „ქართული ოცნების“ ბინძური პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, დაუპირისპიროს ტერორი, შავი პროპაგანდა და სისტემა ცდილობს, რომ იყოს მოძალადის მხარეს, ამ ფონზე, მე მინდა მივმართო საქართველოს სახალხო დამცველს. რბილად რომ…

მეტი...

,,მაინტერესებს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები, არა იმიტომ, რომ მეშინია ციხის, არამედ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი”- ლაშა ფურცხვანიძე

„ბრალად მდებენ, რომ 150-ლარიანი რელეს დაზოგვის გამო შევიწირე ბავშვის სიცოცხლე და საზოგადოებაში ცდილობენ ჩემს დამნაშავედ წარმოჩენას,”- ამის შესახებ ვაკის პარკის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ სასამართლოზე განაცხადა. ფურცხვანიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ”იმის მაგივრად, რომ თქვენ დაგეცვათ ტრაგედიის ადგილი, იმავე საღამოს, წინასწარი განზრახვით მოსპეთ ყველანაირი მტკიცებულება და ისე დააზიანეთ ყველაფერი, რომ ვერ აღდგენილიყო პირვანდელი სურათი”. ,,მე, როგორც ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, შეგიძლიათ ბრალი დამდოთ მრავალ ცოდვაში, მაგრამ იმას, რასაც თქვენ ასე უნიჭოდ ცდილობთ დამაბრალოთ, ვერ დამაბრალებთ, რადგან ჩემს გაუთავებელ თხოვნებზე, გამოგეძიებინათ ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ. იმიტომ, რომ თქვენ თავგამოდებით ცდილობთ და…

მეტი...

„რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, დასაქმებისა და ანაზღაურების კუთხით, პრობლემა არ შეექმნება“- ზურაბ აზარაშვილი

„რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან დაკავშირებით, მინდა, დაგიდასტუროთ, ის რაც პრემიერმა განაცხადა და მეც არაერთ ეთერში მითქვამს, არც ერთი მათგანი არ დარჩება სამსახურის გარეშე”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. „არც ერთ ექიმს, ექთანსა და სანიტარს დასაქმების ან ანაზღაურების პრობლემა არ შეექმნება. გარდა ამისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტერიტორიის, კომერციული მიზნებისთვის, გაყიდვა არ იგეგმება და ახალი კლინიკა ზუსტად იმავე ადგილზე აშენდება, სადაც ახლა რესპუბლიკური საავადმყოფო მდებარეობს“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოცხადებულ რეორგანიზაციას, ზურაბ აზარაშვილის…

მეტი...

სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. დონეცკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი. კირილენკოს ცნობით,  ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრს დაახლოებით 10:30 საათზე ორი S-300 რაკეტით დაარტყეს. მისივე თქმით,  დანგრეულია ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, ასევე დაზიანდა ხუთი მრავალსართულიანი და შვიდი კერძო სახლი.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში მსხვერპლით დასრულდა. ავარიის შედეგად 33 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. ორი ადამიანი კი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა რკინის მესერს შეეჯახა.    

მეტი...

,,7-იდან 10 მარტის ჩათვლით, მიხეილ სააკაშვილის მენიუ გამრავალფეროვნდა, მერე ისევ შეზღუდა საკვების მიღება”- ენდოკრინოლოგი

,,7-იდან 10 მარტის ჩათვლით გამრავალფეროვნდა მისი მენიუ, თუმცა ეს იყო არასტაბილური, ეპიზოდური. მერე ისევ ისე გაგრძელდა, ისევ შეზღუდა და დესტრუქციულ კალორაჟს დაუბრუნდა,”-  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ენდოკრინოლოგმა, სოფო მებუკემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უარზეა რეაბილიტაციის ჩატარებაზე, როგორიცაა მასაჟი, ფსიქოთერაპია. „ოჯახის წევრებს მოაქვთ ის პროდუქტები, რასაც პაციენტი იღებს, თუმცა ყოფილა შემთხვევა, რაც მოუტანიათ, ისიც ბოლომდე არ აუთვისებია. მოაქვთ ძირითადად ის, რასაც იციან, რომ შეჭამს და არა ის, რასაც ჩვენ ვეუბნებით და რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ მიიღოს. ძალან დიდი კითხვის ნიშნებია, რომ როგორ შეიძლება უფრო რთულად გადასამუშავებელი პროდუქტები იყოს მისთვის კარგად ასათვისებელი, ვიდრე…

მეტი...

,,მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლოვიანსკი დაბომბა. მისივე ინფორმაციით, არის მსხვერპლი. ,,კიდევ ერთი დღე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმით დაიწყო. აგრესორმა სახელმწიფომ ჩვენი სლოვიანსკი დაბომბა. სამწუხაროდ, არის დაღუპული და (ათობით) დაშავებული. მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას, არ აპატიებს ამ სიკვდილსა და დაზიანებებს. ყველა რუსი ტერორისტი დამარცხდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

 ინტოკსიკაციის ნიშნებით, ბათუმის პირველი სკოლიდან მასწავლებელი და მოსწავლეები კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთი მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე ინტოკსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სპრეიმ გამოიწვია, რომელიც კლასში გაუშვეს. ,,5-6 ბავშვი და ერთი მასწავლებელია გადაყვანილი. სავარაუდოდ, რომელიღაც ბავშვმა გაუშვა კლასში სპრეი, დაზუსტებით არ ვიცით რა მოხდა, პოლიცია დაადგენს”, – განაცხადა გოჩა დავითაძემ. წყარო: ”ბათუმელები”.

მეტი...

,,ყველა თანამშრომელს გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში”- ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკურზე

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომდევნო კვირაში პრეზენტაცია გაიმართება და  რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას. მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება. „ჩვენ იმდენად მასშტაბური პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, შეუძლებელია, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად თუნდაც ამბულატორიის ნაწილი დარჩეს და ფუნქციონირება გააგრძელოს. ამიტომ ყველა სამედიცინო პერსონალს, ყველა თანამშრომელს გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში იმავე პოზიციებზე, იმავე შემოსავლით. ამ პერიოდის განმავლობაში გადანაწილებას თუ ვერ შევძლებთ, ვინც არ იქნება დასაქმებული, მისთვის იმავე ანაზღაურების გადახდას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრის თქმითვე, შენობის ნაწილის დემონტაჟი აუცილებელია.

მეტი...

,,ჯამში, ამ 10 წელიწადში, ჩვენმა მოქალაქეებმა, დაახლოებით 6 მილიარდ 300 მილიონი ლარი დაზოგეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს ჩვენ გვქონდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლის იუბილე და ჩვენ შევადარეთ ეს 10 წლის საქმიანობა წინა მთავრობის პერიოდს. მინდა გითხრათ, რომ შედეგები არის ძალიან შთამბეჭდავი და რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ 10 წელიწადში სახელმწიფომ უმკურნალა 3 მილიონ მოქალაქეს, დაფინანსდა 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა 7 მილიარდი ლარით. „2012 წელს ბიუჯეტი იყო 70 მილიონი ლარი. 100 ათასი მოქალაქე სარგებლობდა ამ პროგრამით და მაგალითად მედიკამენტების პროგრამა, რომელიც გვაქვს, მხოლოდ 7 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ახლა გვაქვს ათეულობით მილიონი ლარი და მათ…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის 141 -ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 1 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 141-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა…

მეტი...

,,იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ ავტოავარიის ინსცენირება მოაწყო”- ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნეს

ნაფიცმა მსჯულებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა დაზარალებული იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ ავტოავარიის ინსცენირება მოაწყო და დანაშაულის დაფარვის მიზნით მსხვერპლს და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა. ,,სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე  ბრალდებულმა თანხა ისესხა დაზარალებულისგან, რომელსაც თვეების განმავლობაში არ უბრუნებდა. დაზარალებული ვალის გადახდას ითხოვდა, ბრალდებული კი, სხვადასხვა მიზეზით, თანხის დაბრუნებაზე უარს ამბობდა. ამის გამო, მათ არაერთხელ მოუვიდათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. 2022 წლის 15 აგვისტოს ბრალდებულმა, წარსული კონფლიქტის გამო, შურისძიება გადაწყვიტა. იგი დაზარალებულს შეხვედრაზე შეუთანხმდა. დათქმულ ადგილზე მისულს კი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია…

მეტი...

,,კიდევ უფრო დაკლებულია…უამრავი საკვები მივიტანე, მაგრამ არაფერი უჭამია”- გიული ალასანია

,,ჩემი დაკვირვებით, კიდევ უფრო დაკლებულია. ბოლოს 62 კილოგრამს იწონიდა. საჭირო რაოდენობის კალორიებს არ იღებს. ვერ იღებს, რადგან მოწამლულია,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს მიხეილ სააკაშვილი დღეს ჯერჯერობით არ უნახავთ. ,,ექიმები არ მინახავს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, კიდევ უფრო დაკლებულია. ბოლოს 62 კილოგრამს იწონიდა. საჭირო რაოდენობის კალორიებს არ იღებს. ვერ იღებს, რადგან მოწამლულია. უამრავი საკვები მივიტანე, მაგრამ არაფერი უჭამია. “ვივამედის” ექიმები ამბობენ, რომ მიშა მათ არ ემორჩილება, რადგან რაღაც გამართლება სჭირდებათ. აქედან იწყება უბედურება. განათლების პრობლემა არ არის, ეს არის ბრძანება, რომელსაც ემორჩილებიან.…

მეტი...

,,ვაღიარებ, გუშინ არ გავცნობილვარ და არ დავინტერესებულვარ, რა როგორ მიირთვა და როგორ წარმართა საკუთარი დღე”- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თემა უკვე დამღლელია. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა სააკაშვილმა თვითდაზიანება შეწყვიტოს და  ჯანმრთელი იყოს. „მართალი გითხრათ, ეს თემა უკვე დამღლელია. დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც, ჟურნალისტებისთვის, ვინც ამ კითხვას სვამთ, რადგან მე, მაგალითად, ვაღიარებ, რომ გუშინ არ გავცნობილვარ და არ დავინტერესებულვარ, რა როგორ მიირთვა და როგორ წარმართა საკუთარი დღე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მას თავს ახვევია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, როგორც ეს ცალსახად და მკაფიოდ განაცხადეს მთავრობის შესაბამისმა წევრებმა, ჯანდაცვის მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა. ყველაფერი კეთდება, რათა მან შეწყვიტოს თვითდაზიანება და იყოს ჯანმრთელი, მეორე მხრივ, არის იმის…

მეტი...

,,მსგავსი გადაწყვეტილება და შესაბამისად სურვილი, არ მქონია” – აზარაშვილი სააკაშვილის მონახულებაზე

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მონახულების არც სურვილი აქვს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მსგავსი გადაწყვეტილება და შესაბამისად, სურვილი არ მქონია“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მეტი...

,,სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს”- თეა წულუკიანი

,,სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს,” – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილისთვის  ნორვეგიაში, კონსერვატორული პარტიის კონგრესზე დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზის გადაცემას ეხმიანება. ,,სამწუხაროდ, ხშირად ტყუილი პრივალირებს ჭეშმარიტებაზე, პრიორიტეტი ენიჭება სიცრუეს, ნაცვლად სინათლისა. როგორც ჩანს, ეს არის იმ ეპოქის მახასიათებელი, რომელშიც ჩვენ, ყველა ერთად ვცხოვრობთ. ჩემი აზრით, ამის გამოძახილი უნდა იყოს სწორედ ის, რომ კრიმინალს, სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს და გამოაქვს გადაწყვეტილებები, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ სააკაშვილის დროს მისი ხელშეწყობით, მონაწილეობით, ხშირად…

მეტი...