უკრაინიდან დევნილი ქალი ქართველმა მამაკაცმა გააუპატიურა, გაგუდა და კლდიდან გადააგდო

30 წლის ქართველი მამაკაცი საბერძნეთის ციხეში გადაიყვანეს. მას უკრაინიდან დევნილი ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაში, გაგუდვასა და შემდეგ კლდიდან გადაგდებაში ადანაშაულებენ. აღნიშნული თემით აჭრელებულია ბერძნული მედია. არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა ახალგაზრდა ქალმა და ქართველმა მამაკაცმა ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს.  ქალი 28 წლის იყო, ის კვიპროსში ქართველი მამაკაცის სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას ბერძნული სამართალდამცველები ავრცელებენ. რაც შეეხება ფაქტს, როგორც ბერძენი სამართალდამცველები აცხადებენ, მამაკაცმა ქალზე იძალადა და შემდეგ, მისი ცხედარი კლდიდან გადაადგო. მან თავად დარეკა პოლიციაში და შეატყობინა, რომ ქალი სელფის გადაღებისას კლდიდან გადავარდა. საბერძნეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ უკრაინელ ქალს სასიკვდილო დაზიანებები ვარდნამდე…

მეტი...

“ჩვენს ქვეყანას ვადებს უდგენს ევროკავშირი და არა ოპოზიცია“ – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის განცხადებით, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ანგარიში ევროკავშირს ეკუთვნის და არა ოპოზიციის ექსტრემისტულ დაჯგუფებას. როგორც თეა წულუკიანი განმარტავს, ყველა ვადა დაცული იქნება. „ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულების ვადებს უდგენს არა ოპოზიცია, რომელიც ექსტრემისტების დაჯგუფებად არის ქცეული, არამედ თავად ევროკავშირი. ამ ვადებში ჩავეტევით. პარლამენტმა ძალიან დიდი შრომა გასწია და მადლობა ჩვენს პოლიტიკურ საპარლამენტო უმრავლესობას ამისთვის. იმედი მაქვს, ევროკავშირი ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, როდესაც სამი სხვადასხვა ქვეყნის დოსიეებს განიხილავს. შეაფასებს იმ დიდ ნახტომს, რეფორმების სახით, რომელიც საქართველომ ბოლო ათი წლის მანძილზე განახორციელა“, – აცხადებს მინისტრი წულუკიანი.  

მეტი...

“დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი” – ვეტერანი მორაგბეების პოზიცია

„ჩვენ, ქართული რაგბის გულშემატკივრებს, მიგვაჩნია, რომ თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნისთვის ჩვენთვის უმინიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რაგბის კავშირის გამგეობას ხელმძღვანელობს, არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ და მეტიც, მოღალატეობრივ პოზიციაში“ – აცხადებენ ვეტერანი მორაგბეები, რომლებიც პეტიციას ავრცელებენ და ითხოვენ, დავით კაჭარავამ რაგბის კავშირი დატოვოს. “რაგბი მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა და ვეცდებით ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში გატარებული იყოს მათი ინტერესები.“ – ეს დავით კაჭარავას სიტყვებია, რომელიც მან 2021 წლის შემოდგომაზე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ არჩევისას წარმოთქვა. ამ დროს იგი უკვე იყო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის 7 მარტს, საქართველოს…

მეტი...

ევროკავშირის დროშის ჩამოხევისა და დაწვისთვის რამდენიმე ადამიანი დააჯარიმეს

საქართველოს პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხევის, ფეხით გათელვისა და დაწვისთვის „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი ზურა მახარაძე და კიდევ რამდენიმე პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს. სულ დაჯარიმებულია 7 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ, მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს, რა დროსაც შენობის წინ განტავსებული ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს და ცეცხლი წაუკიდეს.  

მეტი...

„ფარისევლობა“ – რატი იონათამიშვილი 9 აპრილის აქციაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაგეგმილ  საპროტესტო აქციას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ფარისევლობას უწოდებს. როგორც რატი იონათამიშვილი აცხადებს, ეს ქმედება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების შეურაცხყოფა. „რასაც „ნაციონლური მოძრაობა“ გეგმავს, ეს ძალიან დიდი ფარისევლობაა. ისინი ცდილობენ, 9 აპრილს დაამთხვიონ საკუთარი ანტიეროვნული ღონისძიებები, რაც საზოგადოების შეურაცხყოფა. თურმე ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ჩვენს მოქალაქეებზე, რომ ისინი შეიძლება მოტყუვდნენ სიმბოლური კავშირების გაბმით. რეალურად, ძალიან კარგია, რომ ასეთ დესტრუქციულ აქციებს აანონსებენ, ვინაიდან საზოგადოება დაინახავს, რომ ამ ადამიანებს მათმა ამომრჩეველმაც კი დამსახურებულად აქცია ზურგი“, – აცხადებს მმართველი გუნდის წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი…

მეტი...

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩოხატაურში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ჩოხატაურში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, პედაგოგებთან, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის, ასევე ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზები, გენდერული სტერეოტიპები და ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები. საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.    

მეტი...

იუტიციის სამინისტრო სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვაზე განცხადბას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშილის ოჯახს შეუძლია, პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმები ჩართოს. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში”, სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება“, – აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ოჯახის განცხადებით, პოლონელი ექიმები მზად არიან საქართველოში ჩამოსასვლელად, როგორც კი იუსტიციის…

მეტი...

,,მგონი, მართლა შემოგზავნილია”- ბაჩო დოლიძე მერაბიშვილზე

„მე მგონი, მართლა შემოგზავნილია, ისეთ განცხადებებს აკეთებს,”- ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძიძე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებს. მისი თქმით, მერაბიშვილის ტყუილებს ამბობს და დესტრუქციის მეტი არაფერი არ მოაქვს საერთო საქმეში. „მე მგონი, მართლა შემოგზავნილია, ისეთ განცხადებებს აკეთებს. გუშინ რაც თქვა იმასთან დაკავშირებით, თურმე პარტია ხმას არ იღებდა უკრაინაში არსებულ ტრაგედიაზე, არაფერში აღარ ჯდება. რას ნიშნავს? რამდენჯერ ვიყავით ჩასული, განცხადებებს რომ თავი დავანებოთ, როგორ არ რცხვენია, ასეთ ტყუილებს რომ იძახის. ან ახალ მენეჯმენტს მივმართავ, თვითონ ისაუბრონ, მე კარგი, მხარე ვარ, გავიგე, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს მერაბიშვილთან მიმართებაში,…

მეტი...

პოლონეთი უკრაინას პირველ მოიერიშე თვითმფრინავებს უახლოეს დღეებში გადასცემს

პოლონეთი უკრაინას პირველ მოიერიშე თვითმფრინავებს უახლოეს დღეებში გადასცემს. პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდას განცხადებით, უკრაინას თავდაპირველად ოთხი MiG-29-ს გადაეცემა. ,,მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინას სრულ მუშა მდგომარეობაში გადავცემთ ოთხ თვითმფრინავს. დანარჩენი თვითმფრინავების მომსახურება და მომზადება მიმდინარეობს”, – განაცხადა დუდამ.  

მეტი...

,,თუ ვინმეს ჭკუა აქვს, „სკოჩი“ მიაკრან ვანო მერაბიშვილს“- ალეკო ელისაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ ვინმეს ჭკუა აქვს, „სკოჩი“ მიაკრან ვანო მერაბიშვილს“,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა  ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი ”დარეტიანებულ „ქართულ ოცნებას“ ახლა რეტიდან გამოსვლაში ეხმარება”. „ძალიან დაიზიანა თავი „ქართულმა ოცნებამ“, ყველა რომ ვეუბნებოდით, ფოცხს ნუ დააბიჯებ ფეხს იმ კანონპროექტის მიღებით, გაექანენ, ძალიან ენერგიულად დააბიჯეს იმ ფოცხს ფეხი, ტარი მოხვდათ თავში და ახლა არიან დარეტიანებული. ამ დარეტიანებულ „ქართულ ოცნებას“ ახლა რეტიდან გამოსვლაში ეხმარება ვანო მერაბიშვილი. თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება „ნაციონალურ მოძრაობაში“, უნდა გააკეთოს ერთი მარტივი რამ – დაახლოებით 10 სანტიმეტრი „სკოჩი“ მოჭრან და მიაკრან პირზე ვანო მერაბიშვილს,…

მეტი...

როსტოვში, ”ეფესბეს” შენობაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

როსტოვში, ”ეფესბეს” შენობაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის განცხადებით, უშიშროების სამსახურის შენობაში ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.  

მეტი...

ევროკავშირში ითხოვენ, ტალახიანებს და მურიანებს ოჯახში ვერ მიგიღებთო, უნდა გავიფერთხოთ – ხაბეიშვილი

,,ევროკავშირს არ უნდა ჰქონდეს არანაირი წუხილი, რასაც ითხოვენ ის ადამიანები, რომ გაიფერთხეთ, ტალახიანებს და მურიანებს ოჯახში ვერ მიგიღებთო, უნდა გავიფერთხოთ,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. „მინდა, მივმართო საზოგადოებას. მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ისე ვიყავი აქციებზე, ფიზიკურად ვიბრძოდით, რომ ეს კანონი არ მიღებულიყო. კიდევ ვაპირებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ პოლიტიკური მოთხოვნები, ფაქტობრივად, ამოვიღეთ დღის წესრიგიდან და ვთქვით, რომ ევროკავშირს არ უნდა ჰქონდეს არანაირი წუხილი, რასაც ითხოვენ ის ადამიანები, რომ გაიფერთხეთ, ტალახიანებს და მურიანებს ოჯახში ვერ მიგიღებთ, უნდა გავიფერთხოთ. ეს გულისხმობს სასამართლო რეფორმასაც, დეოლიგარქიზაციასაც, პოლიტპატიმრების არყოლასაც“,…

მეტი...

,,ვანო მერაბიშვილი არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში”- ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადება

“ნაციონალურ მოძრაობა” ვანო მერაბიშვილის განცხადებებს ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, ვანო მერაბიშვილი არის ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი და  არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს. ვანო მერაბიშვილი არის ენმ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში. კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნური და სპეკულაციურ მსჯელობებს,…

მეტი...

ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა იყო – როსტოვში ”ეფესბეს” ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი გაუჩნდა

როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის განცხადებით, უშიშროების სამსახურის შენობაში ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.მისი თქმით, ხანძრის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი, საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ,,დადგინდა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყო მოკლე ჩართვა შენობის შიგნით ელექტროსადენებში. გავრცელებულმა ხანძარმა გამოიწვია საწვავის და საპოხი მასალების შემცველი კონტეინერების აფეთქება.”- განაცხადა გოლუბევმა.

მეტი...

„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ახლა მგონია არასწორი”- ხათუნა სამნიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ახლა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არასწორია. მისი თქმით, დღეს ნომერ პირველი არჩევანი და პრიორიტეტი უნდა იყოს 12 პუნქტი. „ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ახლა მგონია არასწორი, პოლიტიკური სიბეცეც, რადგან დღეს ნომერ პირველი არჩევანი და პრიორიტეტი უნდა იყოს 12 პუნქტი. იქნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ამას აჩვენებს პოლიტიკური პროცესი, როგორ მოიქცევა „ქართული ოცნება“, მაგრამ ამის მოთხოვნა დღეს არასწორია“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მეტი...

,,რიკოთულასთან, გაუმაგრებიათ, დაიბზარა! დეფორმაციას განიცდის”- თეა გოდოლაძე

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გო­დო­ლა­ძე სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს. ,,რიკოთულასთან, გაუმაგრებიათ, დაიბზარა! დეფორმაციას განიცდის შესაბამისად. ხალხოო, ამათ აუხსნას ვინმემ ჩვენი გეოლოგიის ამბავი, თუ რა ხდება აქ?! მივედი მე და არ მიმაკარეს,”- წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რიკოთზე, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ფერდი ჩამოიშალა.

მეტი...

,,მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მზადა არის სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდეს. ამის შესახებ  სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში. სასურველია შაბათ-კვირას. მადლობა გამოთქმული სურვილისთვის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

,,კანდიდატის სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს”- შალვა პაპუაშვილი

,,კანდიდატის სტატუსი როცა მიეცემა საქართველოს, სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების ევროპარლამენტში ვიზიტს გამოეხმაურა. ,,ისინი (ოპოზიცია) მიდიან და ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ცუდი. ჩვენთან არის დიქტატურა, არაფერი არ ვარგა, მაგრამ ქართველი ხალხი არის კარგი და ამიტომ მოგვეცით სტატუსიო. ეს არის ან აბსოლუტური მიამიტობა ან მავნებლობა. საკუთარი ქვეყნის ასეთი რეკლამირება არ გამიგია, ვინმეს უთხრა, ხელისუფლება, სახელმწიფო სისტემა, არაფერი არ ვარგა და ხალხო, რომელიც სადღაც ცხოვრობს, ხალხს მიეცითო. კანდიდატის სტატუსი როცა მიეცემა საქართველოს, სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც…

მეტი...

თბილისში, დაკარგულ კაცს ეძებენ

თბილისშუ  დაკარგულ კაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, კაცი ბოლოს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. “მეგობრებო, დაიკარგა პაპაჩემი – ნოდარ კბილცეცხლაშვილი, დიდუბის მეტროს ტერიტორიაზე ნახეს ბოლოს, 17:00 საათისთვის. გთხოვთ გაავრცელოთ და სადმე თუ შეამჩნევთ დარეკოთ მითითებულ ნომერზე – 568 111 058“,- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

აშშ ამერიკული დრონისა და რუსული ავიაგამანადგურებლების კონტაქტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

აშშ-ის ევროპულმა სარდლობა შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის და რუსული ავიაგამანადგურებლების კონტაქტის ამსახველი ვიდეომასალას ავრცელებს. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები ამერიკული აპარატის ჩამოგდებას. ამასთან, ვიდეოში ასახულია, როგორ ასხამენ საწვავს რუსული ავიაგამანადგურებლები ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავს. აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებით, ამის შემდეგ უპილოტო აპარატიდან მიღებული ვიდეო იშლება, როდესაც რუსული გამანადგურებელი აპარატს ეჯახება და მის პროპელერს აზიანებს.

მეტი...

ვადამდელი არჩევნები აბსურდია – შალვა პაპუაშვილი

,,ვადამდელი არჩევნები აბსურდია,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მორიგი არჩევნები იქნება ცოტა ხანში. ,,რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს – ეს აბსურდია. ვადამდელი კი არა, მორიგი არჩევნები იქნება ცოტა ხანში. რაღა დარჩა იმისთვის, რომ დაიწყოს წინასაარჩევნო პერიოდი მორიგ არჩევნებამდე. ამიტომ ვისაც რაიმე ეჭვი აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ხალხის ნდობაში და ვინმე თუ დარწმუნებულია საკუთარ ძალებში დაელოდოს ვადამდელ არჩევნებს და როგორც 9 არჩევნებში გამოჩნდა, რომ არიან მარგინალები, ზუსტად ისე გამოჩნდება მე-10 არჩევნებში, რომ არიან მარგინალები”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3 297 და უკრაინის – 78 მოქალაქეს მიენიჭა

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის – 3 297 და უკრაინის – 78 მოქალაქეს. 2022 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 638 მოქალაქეს, განუხილველი დარჩა 321 მიმართვა, დაკმაყოფილებულია – 3 297, ამჟამად განხილვაშია – 1 344 მიმართვა, შეჩერებულია 28 მიმართვა. 2022 წელს, უარი – 55 მოქალაქეს ეთქვა, განუხილველი დარჩა – 14 მიმართვა, განხილვაშია – 40 მიმართვა, დაკმაყოფილებულია 78 მიმართვა, შეჩერებულია – 1. აღნიშნული მონაცემები BM.GE-ის ცნობით,  იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაწოდეს.

მეტი...

,,ვწუხვარ, რომ ქართულ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგის, თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში იარონ”- შალვა პაპუაშვილი

,,ძალიან ვწუხვარ, რომ ქართულ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგის, თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში იარონ და შეხვდნენ ევროპარლამენტის წევრებს,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ტყუილის და რადიკალიზმის კულტივაციით დაკავებული პარტიებს ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში ხვდებიან, ეს საქართველოში რადიკალიზმის წახალისებას უწყობს ხელს. ,,მე ძალიან ვწუხვარ, რომ ქართულ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგის, თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში იარონ და შეხვდნენ ევროპარლამენტის წევრებს თუ ა.შ. ამ დელეგაციაში ორი პარტია – “დროა” და “გირჩი” არის ოფიციალურად რადიკალური. რადიკალები არიან, მათ დაყარეს საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატები, გარედან მოუწოდებენ ოპოზიციას ყოველ დღე, რომ…

მეტი...

აშშ-ში „ტიკ-ტოკი” შესაძლოა აიკრძალოს

აშშ-ის ხელისუფლება ჩინური აპლიკაციის, „ტიკ-ტოკის“ მფლობელებს აქციების გაყიდვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში აკრძალვით ემუქრება. კომპანიას ბრალად ედება ეროვნული უსაფრთხოების რისკის შექმნა მილიონობით მომხმარებლისგან შეგროვებული მონაცემებით. ამერიკელი ოფიციალური პირები წლების განმავლობაში აცხადებენ, რომ ”ტიკ-ტოკის” მონაცემები შესაძლოა, ჩინეთის მთავრობის ხელში მოხვდეს. შეგახსენებთ, აპლიკაცია უკვე აკრძალულია სამთავრობო ტელეფონებზე აშშ-ში, კანადასა და ევროკავშირში.  

მეტი...

როსტოვში ”ეფესბეს” ადმინისტრაციის შენობა იწვის

რუსეთის ქალაქ როსტოვში ”ეფესბეს” ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას და ვიდეოკადრებს თვითმხილველები ავრცელებენ შემთხვევის ადგილიდან. ხალნძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო – რიკარდ იოზვიაკი

ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. ,,ევროკავშირის ოფიციალური პირები: პოლონურ სამედიცინო ჯგუფს მიეცა სააკაშვილთან წვდომის უფლება. ჯერ უცნობია, როდის გაემგზავრებიან ისინი საქართველოში. და ეს არ ეხება ყოფილი პრეზიდენტის პოლონეთში ან სხვაგან გადაყვანას.”,- გათქვამია რიკარდ იოზვიაკის განცხადებაში.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის გასასვლელთან

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისის გასასვლელთან. ამის შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს. „მარშალ გელოვანის გამზირზე, ქალაქიდან გამსვლელი მიმართულებით, გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის შედეგადაც, გადატვირთულია მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორი გადატვირთვას საჭიროებს. მისი თქმით, ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორშია უნდა გადალახონ. ,,ბოლო პერიოდმა გამოაჩინა, რომ არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას. ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არის, ფარისევლობის სახით, ეს კრიზისი რაღაცნაირად უნდა გადალახონ, გადატვირთონ. არის რამდენიმე ე.წ. გავლენიანი ორგანიზაცია, რომელიც დომინირებს ამ სფეროში, თრგუნავს სხვა ორგანიზაციებს, რომელთა უმეტესობა 99% არის დაკავებული იმ სოციალური, საგანმანათლებლო თუ სხვა საკითხებით, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში. არის რამდენიმე დომინანტი ორგანიზაცია, რომელთა მიმართაც პატარა ორგანიზაციებს აქვთ შიში და რიდი, სწორედ იმის გამო, რომ იციან, ამ ორგანიზაციებს აქვთ…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნა გულაგების სისტემა”- შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნა გულაგების სისტემა. სისტემა, სადაც ადამიანები ციხეში მოხვედრის შიშით ან გზით იჩაგრებოდნენ, ითრგუნებოდნენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ძალადობა იყო ყოველდღიური საქმე მაშინდელი ხელისუფლების. ,,სისტემა, სადაც ადამიანები ციხეში მოხვედრის შიშით, ან მოხვედრის გზით, იჩაგრებოდნენ, ითრგუნებოდნენ, ადამიანების ღირსების აყრა ხდებოდა და ძალადობა იყო მაშინდელი ხელისუფლების ყოველდღიური საქმე. ეს არის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ფილოსოფია. გულაგების სისტემის შექმნა და ადამიანის ჩაგვრა. ამას დღესაც ვხედავთ ოპოზიციიდან. დღესაც იგივე აქვთ ის ფაშისტური კამპანია რაც აქვთ აწეული ადამიანების მიმართ, მათი ოჯახების მიმართ,…

მეტი...

უკრაინის საქმე არ არის საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიების გათავისუფლება – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანო ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ საქართველომ და მოლდოვამ უკრაინის მონაწილეობის გარეშე უნდა მოიშორონ რუსული ჯარების გავლენა და ყოფნა მათ ტერიტორიაზე. „ეს ქართველებმა უნდა გააკეთონ, ეს უნდა გააკეთონ მოლდაველებმა. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტერიტორია უშუალოდ მათ ეკუთვნის,“- განაცხადა დანილოვმა “რადიო თავისუფლების” უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში. მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთის ფედერაციას აქვს თავისი გავლენა და იმყოფება, სათანადოთ განვითარდებიან. ,,ამის მაგალითია მოლდოვა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას ექნება განვითარების პერსპექტივა, სანამ არ გათავისუფლდება რუსი ოკუპანტისაგან. საქართველოს…

მეტი...

ბრიტანეთის პრემიერის ოჯახი ძაღლის საბელის გარეშე გასეირნებისთვის პოლიციამ გააფრთხილა

ბრიტანეთში, პოლიციამ პრემიერ-მინისტრის,  რიში სუნაკის ოჯახს ძაღლის საბელის გარეშე გასეირნებისთვის გაფრთხილება მისცა. TikTok-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბრიტანეთის ლიდერი ოჯახთან ერთად სეირნობს ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პარკში და თავის ლაბრადორთან ერთად.როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, პრემიერის ძაღლს საბელი არ უკეთია. ვიდეოს ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციაც გამოეხმაურა. პოლიციის წარმომადგენელის თქმით, პარკში მყოფმა ოფიცერმა კანონდარღვევაზე ოჯახი გააფრთხილა. „ოფიცერი, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა, ესაუბრა ქალს და შეახსენა წესები”- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.  

მეტი...

,,მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, წონა 60 კგ-ს მიუახლოვდა”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წონა 60 კგ-ს მიუახლოვდა. მისივე თქმით, სააკაშვილი მზადა არის, სახალხო დამცველს შეხვდეს. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მისი წონა 60 კგ-ს მიუახლოვდა, ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი დადგეს“, – განუცხადა ხაჭაპურიძემ “ინტერპრესნიუსს”.

მეტი...

“მთავრობის კეთილსინდისიერების” ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა – მთავრობის ადმინისტრაცია

მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის მიხედვით, „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. მათივე ცნობით, 2023 წელს საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორით ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს. „საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება. მთავრობების კეთილსინდისიერება შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: Perceptions of corruption (კორუფციის აღქმა); Risk of bribery (მექრთამეობის რისკი); Control of corruption including capture of the state by elites and private interests (კორუფციის კონტროლი, მათ შორის სახელმწიფოს…

მეტი...

მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება შეწყვიტა

მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულიად შეწყვიტა. მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ შეძლო ევროპული მიწოდების უზრუნველყოფა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 300 მილიონი ევროს კრედიტის მეშვეობით. ვიქტორ პარლიკოვის განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს არ მისცემს საშუალებას ბუნებრივი აირის მიწოდება ზეწოლისთვის გამოიყენოს. ,,მოლდოვა აღარ იღებს რუსულ გაზს და არ ითმენს გაზის გიგანტის “გაზპრომის” მიერ დაწესებულ „შანტაჟს“ მიწოდების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით”,- განაცხადა  მინისტრმა.

მეტი...

,,უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების გეგმა”- გიორგი მარგველაშვილი

,,იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები გახდეს შესაძლებელი, უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების გეგმა. ხელისუფლების შეცვლის ალტერნატივა,”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ”ნათლად უნდა დაინახოს როგორც ქართველმა ამომრჩეველმა, ისე პარტნიორებმა, რომ თუ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მზად არის ხელისუფლების ცვლილების გეგმა.” ,,ჩემი აზრით, მარტივად უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს, ერთიანი მესიჯით გამოვიდნენ საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ასეთი საბჭო ერთიან საარჩევნო სიას არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს გამსხვილება, მიმაჩნია, რომ გამსხვილების ცენტრი უნდა გაჩნდეს…

მეტი...

2022 წელს ქვეყანაში ადგილობრივი ტურიზმი 3.3 პროცენტით შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 204.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 361.1 ათასი ერთეული შეადგინა. საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გასულ წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 641.0 ათასით განისაზღვრა, რაც ასევე 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.5 პროცენტი თბილისის მცხოვრებელია, 13.1 პროცენტი მოდის იმერეთის,…

მეტი...