გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს – მედია

გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს. კონცერნის ხელმძღვანელ არმინ პაპერგერი განცხადებით, ქარხანა წელიწადში 400 საბრძოლო ტანკ Panther-ს გამოუშვებს და მისი მშენებლობა 200 მილიონი ევრო დაჯდება. „დასავლელი მოკავშირეები უკრაინას საკმარისი რაოდენობით შეიარაღებას აწვდიან, რომ უკრაინამ თავდაცვა შეძლოს, მაგრამ ტერიტორიების სრულად დაბრუნებისთვის აუცილებელი ტექნიკა დღეს უკრაინას არ აქვს“, – განაცხადა კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა.      

მეტი...

,,ამოცანაა, აქტიურად მოვამზადოთ ყველაფერი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ევროპულ ინსტიტუტებთან წელს ჩვენი თანამშრომლობა უფრო შინაარსიანი იქნება, ვიდრე წინა წელს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებასა და მებრძოლების გაძლიერებაში ეხმარება. ,,ამოცანაა, აქტიურად მოვამზადოთ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, გავზარდოთ უკრაინაში იარაღის მიწოდება და გავაძლიეროთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. და მადლობას ვუხდი რობერტა მეცოლას, ყველა ჩვენს მეგობარს ევროპაში, მათ, ვინც ეხმარება უკრაინას ინტეგრაციის გზაზე. მადლობა ყველას, ვინც ხელს უწყობს უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცებას და ჩვენი ჯარისკაცების გაძლიერებას!,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

საუდის არაბეთმა უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის განცხადებით, საუდის არაბეთმა უკრაინას 100 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. ,,მადლობელი ვართ საუდის არაბეთის, უკრაინის მხარდაჭერისთვის. ეს დახმარება აჩვენებს ჩვენს ქვეყნებს შორის სოლიდარობასა და მხარდაჭერას,” – წერს ერმაკი. დახმარება მოიცავს 135 მძლავრ გენერატორს, თბილი საბნებს, ჰიგიენის საშუალებებს.  

მეტი...

თბილისში, სასულიერი პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 მარტს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1959 წელს დაბადებულ ც.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მეტი...

აქციაზე დაკავებული 7 აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ხუთშაბათს, ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული  7 აქტივისტი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ დროისათვის აქციაზე დაკავებული ყველა აქტივისტი თავისუფალია აქციაზე სამართალდამცველებმა სულ 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავეს.

მეტი...

ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში არ უშვებენ

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში არ უშვებენ, რადგან ის არავაქცინირებულია. სერბი ჩოგბურთელი  მისთვის გამონაკლისის დაშვებას ითხოვდა, თუმცა უარი ეთქვა. შესაბამისად, ჩოგბურთელი ინდიან უელსის და მაიამის ტურნირებს გამოტოვებს. ცნობისთვის, აშშ-მ არავაქცინირებული უცხოელების ქვეყანაში შეშვებაზე აკრძალვა 11 მაისამდე გაახანგრძლივა.

მეტი...

რუსეთმა ომში 200 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა – ევროპაში ნატო-ს ძალების მეთაური

ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაური, კრისტოფერ კავოლის განცხადებით, ომის დაწყებიდან  დღემდე 200 000-ზე მეტი რუსი სამხედრო და 1 800-ზე მეტი ოფიცერი დაიღუპა ან დაიჭრა. მისივე ინფორმაციით, რუსეთმა ომში 2000-ზე მეტი ტანკი დაკარგა და ყოველდღიურად საშუალოდ 23 000 საარტილერიო ჭურვს ხარჯავს. „ვინმე თუ მოდის ტანკებით, თქვენ ასევე უნდა გქონდეთ ტანკი, თუმცა ცივი ომის ერთ-ერთი გაკვეთილი უკავშირდება იარაღის სიზუსტეს. ეს არის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას გარდა, მნიშვნელოვანია სამხედრო წარმოების სიმძლავრე. ომს ის იგებს, ვინც უფრო სწრაფად აწარმოებს იარაღს“, – განაცხადა კავოლიმ.

მეტი...

,,4-ჯერ ჩაარტყა დანა, 2 ლიტრა სისხლი აქვს დაკარგული”- თბილისში, სასულიერო პირი დაჭრეს

თბილისში, სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე, 13 ასურელი მამის ტაძრის ეზოში მოხდა. მღვდელს თავს ერთი ადამიანი დაესხა და  დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ,,4-ჯერ ჩაარტყა დანა, 2 ლიტრა სისხლი აქვს დაკარგული,”- განაცხადა თვითმხილვევმა.

მეტი...

ავარია ჩაქვში – დაიღუპა 17 წლის ახალგაზრდა

დაბა ჩაქვში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გაცრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.  

მეტი...

იმედი მაქვს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება წელს დაიწყება – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2023 წელს დაიწყება. ამის შესახებ მეცოლამ ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მე იმედიანად ვარ განწყობილი, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე წელს დაიწყება. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.  

მეტი...

საპროტესტო აქციები საბერძნეთში – დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა

ათენსა და სალონიკში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები  28 თებერვალს მომხდარ სარკინიგზო კატასტროფაზე პასუხისმგებლობას საბერძნეთის რკინიგზის ხელმძღვანელობას და ხელისუფლებას აკისრებენ. საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ. ათენის ქუჩებში 2 000-მდე სტუდენტი გამოვიდა და ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანების მიმართ პატივისცემის წუთიერი დუმილის გამოხატვის დროს პარლამენტთან გზა გადაკეტა. შეტაკება  სამართალდამცავებსა და აქციის რამდენიმე მონაწილეს შორის მოხდა, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ მათ ცრემლსადენი გაზით უპასუხა. საბერძნეთში 28 თებერვალს  სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 57 ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლება ავარიის მიზეზად „ადამიანურმა შეცდომას“ ასახელებს.

მეტი...

ბახმუტში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს – ბახმუტის ვიცე-მერი

ბახმუტის მერის მოადგილის, ალექსანდრე მარჩენკოს განცხადებით, ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. მისი თქმით,  რუსები ქალაქს სრულად არ აკონტროლებენ. „ამჟამად ქალაქთან კომუნიკაცია გაწყვეტილია. ის გარესამყაროს მოწყდა. ყველა ხიდი დანგრეულია. რუსები ყველაფრის განადგურების ტაქტიკას მიმართავენ“, – განაცხადა მარჩენკომ. ოლექსანდრ მარჩენკოს თქმით, ბახმუტში ამ დრომდე რჩება 4 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. მისი ინფორმაციით, მოქალაქეები თავშესაფრებში ცხოვრობენ და მათ არ აქვთ ბუნებრივი აირი და წყალი.    

მეტი...

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დამნაშავეები დაისაჯონ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უახლოეს ხანში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს. მისი თქმით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სპეციალური ტრიბუნალის შექმნა. „რუსეთის შემოჭრამ უკრაინას ენით აუწერელი ტანჯვა მოუტანა. თითქმის ერთი წლის წინ მსოფლიომ აღმოაჩინა ბუჩას საშინელებები. მე თვითონ ვიყავი იქ და მოწმე გავხდი რუსული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს. სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა პირდაპირი თავდასხმების შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ასევე ენერგეტიკულ და სხვა ინფრასტრუქტურაზე. წამება, არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ძალადობა და სიკვდილით დასჯა, როგორც ცნობილია, ჩადენილია რუსული ძალების მიერ. ბავშვებსაც კი არ…

მეტი...

,,დღეს დილით 170 ჰქონდა წნევა, ისე რომ ვერც ვიგრძენიო”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პოლონელი მედიკოსები საქართველოში ჩამოსვლამდე, სავარაუდოდ იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვას მიიღებენ. ,,დღეს დილით 170 ჰქონდა წნევა, ისე რომ ვერც ვიგრძენიო, ახლა შედარებით ნორმალურია, მოწესრიგდა. ჯერჯერობით აქტუალურია ამ პოლონელების ჩამოსვლა და ველოდებით. არ ვიცი, ის ხალხი ტყუილად არ ჩამოვა თუ არ ექნებათ ნებართვა, ალბათ წინასწარ მიიღებენ ნებართვას ისე ჩამოვლენ, მე ასე მგონია, ისე არ ვიცი”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. რა გახდა დანაშაულის მოტივი უცნობია. სასულიერი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას ოპერაცია ჩაუტარდა. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,არტილერია არის პირველი, რაც გვჭირდება, ასევე დიდი რაოდენობით ჭურვები და თვითმფრინავები”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე შეძლებენ შექმნან თავიანთი „სატანკო კოალიცია“ და დაასახელა კიდევ ერთი იარაღი, რომელიც ფრონტზე სამხედროების უპირველესი საჭიროებაა. როგორც უკრაინის ლიდერმა ლვოვში ლატვიელ კოლეგასთან ეგილს ლევიცთან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ მომენტისთვის მთავარი პრიორიტეტი არტილერია და ჭურვებია. ,,არტილერია არის ნომერ პირველი, რაც ჩვენ გვჭირდება. როგორც სისტემა, ასევე საბრძოლო მასალები და დიდი რაოდენობით ჭურვები რომ მათ ტერიტორიას კი არ ვესროლოთ, გავდევნოთ ჩვენი ტერიტორიიდან… ასევე გვჭირდება თვითმფრინავები, თვითმფრინავების დეფიციტია. ამაზე ვისაუბრეთ და თანხმობა გვაქვს დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის მხრიდან. დღეს ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან…

მეტი...

ინდონეზიაში ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა

პარასკევს საღამოს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში საწვავის საცავში გაჩენილ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაღუპულთაგან ორი ბავშვი იყო. მათივე ცნობით, 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ მცირე 260 მეხანძრე და 52 სახანძრო მანქანა იყო ჩართული.

მეტი...

მაშველი ძაღლი „ტინტო“ სპეციალური ჟეტონით – „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ დაჯილდოვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი „ტინტო“დაჯილდოვდა სპეციალური ჟეტონით – „სიცოცხლის გადარჩენისთვის“. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ,,სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – მამუკა სეფიაშვილმა მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადასცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლოგიურმა სამსახურმა და მაშველმა ძაღლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისიის დროს,”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ახალ ზელანდიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ახალ ზელანდიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ცნობით, მიწისძვრა კუნძულ კერმადეკის რაიონში მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან 152 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისძვრით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

მეტი...

,,პრეზიდენტი პუტინი და მისი მოკავშირეები სათანადო ვერდიქტებს მიიღებენ“- ზელენსკი

„უნდა გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი ერთად, რათა შევეწინააღმდეგოთ ყველა დანაშაულს და უსამართლობას, რომელიც რუსეთის აგრესიის დროს იყო ჩადენილი,”- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკიმ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და პროკურორებს მოუწოდა, დროულად გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებები. „უკრაინამ და მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი ერთად, რათა შევეწინააღმდეგოთ ყველა დანაშაულს და უსამართლობას, რომელიც რუსეთის აგრესიის დროს იყო ჩადენილი. ამან გააერთიანა ცივილიზებული სამყარო და ამან უნდა დაადასტუროს, რომ საერთაშორისო კანონი მოქმედებს, და რომ პრეზიდენტი პუტინი და მისი მოკავშირეები სათანადო ვერდიქტებს მიიღებენ“, –…

მეტი...

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 10 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 10 პირი დააკავეს. ,,თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული გ.ხ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. 1979 წელს დაბადებული რ.ს. კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით…

მეტი...

ჯანმო ჩინეთს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს ყველა მონაცემი, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიას უკავშირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ჩინეთს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს ყველა მონაცემი, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიას უკავშირდება და ჩაატაროს სათანადო გამოძიება. მისი თქმით, „კოვიდ-19“-ის წარმოშობის წყაროს ცოდნა დაეხმარება მსოფლიოს მომავალი პანდემიების პრევენციასა და მართვაში. „რომელიმე ქვეყანას თუ აქვს ინფორმაცია პანდემიის წარმოშობის წყაროს შესახებ, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, რომ ეს ინფორმაცია გაუზიარონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას“, – განაცხადა გებრეიესუსმა. მან ასევე აშშ-ს მოუწოდა გადასცენ ორგანიზაციას „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიული წარმოშობის დამამტკიცებელი ინფორმაცია.    

მეტი...

ჯო ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ექიმი, კევის ოკონორი ავრცელებს. მისი თქმით, ჯო ბაიდენს ოპერაცია 16 თებერვალს უოლტერ რიდის სახელობის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარდა და შედეგად ყველა დაზიანებული ქსოვილი მოცილებულია. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტს დამატებითი მკურნალობის ჩატარება არ დასჭირდა და ის სრულიად ჯანმრთელია.    

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 152 190 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთმა ომში დაახლოებით 152 190 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 152 190; ​ტანკი – 3 409; ჯავშანტექნიკა – 6 683; საარტილერიო სისტემა – 2 414; სარაკეტო სისტემა – 487; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247; თვითმფრინავები – 302; ვერტმფრენი – 289; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -2 066; საკრუიზო რაკეტები – 873; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 289; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 230.

მეტი...

იტალიაში, კვარაცხელიას საგულშემატკივროდ წასული 38 წლის ქართველი ძებნილი დააკავეს

ნეაპოლში კაპოდიჩინოს აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი ქართველი, რომელიც იტალიაში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩავიდა. იტალიულირ მედიის ინფორმაციით, დაკავებული საბერძნეთის ორი მოქალაქის მოკვლის მცდელობისთვის იძებნებოდა. მისი იდენტიფიცირება საჰაერო-სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა. ,,ნ.ი. 38 წლის ქართველი, კაპოდიჩინოს საჰაერო სასაზღვრო პოლიციის ოფისმა ევროპული დაპატიმრების ორდერის აღსრულების მიზნით დააკავა, საბერძნეთის სასამართლოს მიერ 2012 წლის ოქტომბერში გამოტანილი აღმასრულებელი სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა – მიესაჯა მკვლელობის მცდელობისთვის”,-წერს იტალიური მედია.  

მეტი...

ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ევროპარლამენტრის პრეზიდენტი ავრცელებს. ,,კარგია უკრაინაში დაბრუნება. იმ მამაც ადამიანებთან, რომლებმაც შთააგონეს მსოფლიო. იმ გმირებთან, რომლებიც უარს ამბობენ დანებებაზე. მათთან, ვინც ყველაფერი შესწირა ჩვენს ღირებულებებს. ევროპელებთან, რომელთა სახლი ჩვენს ევროკავშირშია“,- წერს რობერმა მეცოლა.

მეტი...

,,მსოფლიოს აქვს მკაფიო მორალური ვალდებულება ჩვენი ჯარისკაცების წინაშე”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მსოფლიოს აქვს მკაფიო მორალური ვალდებულება ჩვენი ჯარისკაცების წინაშე, თითოეული მათგანის წინაშე, ვინც ამჟამად იბრძვის და ვინც იცავს თავისუფლებას,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა პარტნიორს. ,,ყოველდღე, უკრაინელი გმირები სიცოცხლეს სწირავენ, რომ შეაჩერონ რუსული აგრესია. და ამიტომაც მსოფლიოს აქვს მკაფიო მორალური ვალდებულება ჩვენი ჯარისკაცების წინაშე, თითოეული მათგანის წინაშე, ვინც ამჟამად იბრძვის და ვინც იცავს თავისუფლებას.   ეს მოვალეობა არის სამართლიანობის აღდგენა და ტერორისტული სახელმწიფოსა და მისი ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემა. და ეს ასე იქნება. მადლობას ვუხდი უკრაინის ყველა პარტნიორს – ყველა ლიდერს, ყველა პოლიტიკოსს,…

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლება დიდ საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ტეის როიტენი ”ხალხი ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება  დიდ საფრთხეს უქმნის იმ ევროპულ მომავალს, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს. ,,საქართველოს ხელისუფლება დიდ საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს, რასაც მისი ხალხი ითხოვს. არჩევანი მარტივია. პარლამენტმა უნდა გააუქმოს რუსული სტილის კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ და ამის ნაცვლად, სერიოზული პროგრესს მიაღწიოს ევროკავშირის კანდიდატობისთვის. საქართველო ევროპაა”,- წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ და გერმანია უკრაინის დახმარებაში „ფეხაწყობილები“ არიან

აშშ-ის პრეზიდენტი  ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თეთრ სახლში შეხვდნენ. ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარების ნაწილში გერმანია და აშშ-ი „ფეხაწყობილები: არიან. „თქვენ საკმაოდ გააქტიურდით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გასწიეთ. სამხედრო დახმარების გარდა თქვენ უკრაინელებს დიდი მორალური მხარდაჭერა გაუწიეთ. თქვენ შინ ისტორიული ცვლილებები დაიწყეთ – გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები და ენერგიის დივერსიფიკაცია, რუსეთიდან იმპორტი შეამცირეთ. მე ვიცი, ეს მარტივი არ იყო, ძალიან რთული იყო თქვენთვის“ -აღნიშნა შეხვედრაზე  აშშ-ის პრეზიდენტმა. ოლაფ შოლცის თქმით კი მხარდაჭერა მანამ გაგრძელდება, სანამ საჭირო იქნება.…

მეტი...