,,ირაკლი ღარიბაშვილი არის ღირსეული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყველაფერს აკეთებს, რომ პარტია იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე, კახა კალაძემ უპასუხა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე, ასევე პრემიერ-მინისტრი თავიანთ საქმეს ღირსეულად უძღვებიან და არანაირი ცვლილებები არ იგეგმება.

„პარტიას ჰყავს ღირსეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახით, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარტია იყოს მოწოდების სიმაღლეზე. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის არის ღირსეული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს, ბევრი პროექტი არის დაწყებული ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით და მინისტრთა კაბინეტთან, მთავრობის წევრებთან ერთად მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები