„ქალებს 33%-ით ნაკლებ ხელფასს უხდიან, ვიდრე კაცებს“ – რაისა ლიპარტელიანი „მედიაცენტრ მთავარში“    

„საქართველოში, მიუხედავად მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, ქალთა შრომითი უფლებები და გენდერული უთანასწორობა ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად რჩება“  -ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე – რაისა ლიპარტელიანმა გააკეთა.

მისი შეფასებით, დისკრიმინაციული მიდგომების მაგალითი ქვეყანაში არაერთია

„ეს ძალიან კარგად ჩანს რიცხვებში. თუ შევხედავთ ოფიციალურ სტატისტიკას, ვნახავთ, რომ საქართველოში ქალების 58% საერთოდ არ არის ჩართული შრომით ურთიერთობებში. შედეგად, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური აქტიურობა, რომელიც ქალების შემთხვევაში 22%-ით დაბალია, ვიდრე კაცების შემთხვევაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალები შეძლებენ დასაქმებას და გადალახავენ იმ ბარიერებს, რომელიც არსებობს, ისინი განიცდიან უთანასწორობას. ეს უთანასწორობა ნათლად არის გამოსახული სახელფასო სხვაობაში ქალებსა და მამაკაცებს შორის. მაგალითად, გვაქვს გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობა 33%. ქალებს 33%-ით ნაკლებ ხელფასს უხდიან, ვიდრე კაცებს“ – აღნიშნა რაისა ლიპარტელიანმა მედიაცენტრ მთავარში“.     

მსგავსი თემები