სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი და სხვა პატიმრები მოინახულა, როგორც იოსელიანი წერს, მიხეილ სააკაშვილთან თითქმის ერთი საათი ისაუბრა. „დღეს ვიყავი კლინიკა „ვივა მედში“, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი და ის 13 პატიმარი, რომელიც იმავე კლინიკაში გადის მკურნალობას. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემებზე. ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა. თუმცა, ჩემი მხრივ, დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან…

მეტი...

დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

მწერალი დათო ტურაშვილი სასწრაფოდ  კლინიკაში გადაიყვანეს. მას სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა. ტურაშვილს უმძიმესი ინფარქტი აქვს გადატანილი. როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, შეტევა ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ აგორებულმა ნეგატიურმა კამპანიამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ დათო ტურაშვილის წინააღმდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავდა. ამის გამო, სოციალურ ქსელებში მის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია დაიწყო, რის გამოც ის ძალიან ნერვიულობდა და განმარტებების გაკეთება მოუწია, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. მას, ასევე ე.წ. აგენტების კანონის კრიტიკის გამო დაუპირისპირდნენ.

მეტი...

„დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა“ – ვოლსკი

„არის გარკვეული თემები, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას არათუ პასუხი არ აქვს, საფუძველი არ აქვს, რაიმე ბრალდება წაუყენოს ხელისუფლებას“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს დესტაბილიზაციის შექმნას. „ხელისუფლება მოქმედებს არა ვიღაცის მოსაწონებლად, პოლიტიკურ კეკლუცობას კი არ მიჰყვება, ზუსტად იმას აკეთებს, რაც სახელმწიფო ინტერესებშია, მათ შორისაა ექიმების ჩამოყვანა. როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი, ამაზე საუბრობს კლინიკა, მთავრობა, ეს არყევს იმ პოზიციას და სტრატეგიას, რომელიც „ხაბეიშვილებს“ გააჩნიათ. დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება, როდესაც ის მაგალითად, ქართველ ექიმებს არ ენდობა.…

მეტი...

„9 აპრილი უნდა მოირგოს, ჩამოიცვას თავზე… 9 აპრილს დაგეგმილი  აქცია არის უნამუსობა“ – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ეს უნამუსობაა. საუბარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე. „სადისტური რეჟიმის ერთ-ერთმა მთავარმა ავტორმა ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ ეროვნული ღირსების თემა ფეხქვეშ გათელოს და ეროვნული მოძრაობის მანტია მოისხას. აქ ხაბეიშვილი არაფერს არ წარმოადგენს, პაიკიც არ არის. ეროვნული მოძრაობის სიმბოლო 9 აპრილი უნდათ, რომ იმ სიმბოლოდ გადააქციონ, სადაც “ნაცმოძრაობა” ლიდერობს და აქციას ატარებს. გავიხსენოთ ყველა აქცია, რომელიც ჩატარდა და ვანო მერაბიშვილის ხელით იქნა დარბეული. ადამიანები მოკვდნენ, ახალგაზრდა ადამიანები და ჯანმრთელობის დაზიანება იმდენმა მიიღო, რომ დღემდე ვერ გამოსულან იმ მდგომარეობიდან… ეს ადამიანი ამბობს,…

მეტი...

პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში იმყოფება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი უკრაინის ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა. მარიუპოლი სწორედ ის ერთ-ერთი ქალაქია, სადაც რუსმა სამხედროებმა სისასტიკე დაატრიალეს და ადამიანები ამოხოცეს. კრემლის ინფორმაციით,  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ვერტმფრენით ჩაფრინდა, ქალაქის რამდენიმე რაიონი მოიარა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. გუშინ კი პუტინი ანექსირებულ ყირიმში იმყოფებოდა.

მეტი...

შესაძლოა, განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვოს

პარლამენტში გია ვოლსკი ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა განაცხადა, ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხი მინისტრის თემაც იყოს. „ადამიანები თავისუფლები არიან, თავისუფლებისთვის არაინ ისჯება. მედია ცდილობს შექმნას ტრაგედია, თითქოს, რღვევა მიმდინარეობს ქვეყანაში.  რა გადაწყვეტილებას მიიღებს დეპუტატი, წავა თუ არ წავა, ეს პირადად მასზეა დამოკიდებული. ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ. ყველაფერზე იყო საუბარი, მიმდინარე პროცესებზე. მთავრობის წევრებიც იყვნენ. ვილაპარაკეთ ცალკეულ პიროვნებებზეც, იყო საუბარი მინისტრის კანდიდატზეც“ – განაცხადა გია ვოლსკიმ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი გუშინ ბორჯომში შეიკრიბა. შეკრების ერთ-ერთი მიზეზი ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და პარლამენტთან აქციები იყო. ერთ-ერთი ინფორმაციით, საუბარია განათლების…

მეტი...

მამუკა მდინარაძის განცხადებით, პუტინისთვის დაკავების ორდერის გაცემა საქართველოს დამსახურებაცაა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის ჰააგის სასამართლოს მხრიდან დაკავების ორდერის გამოცემაში საქართველოს წვლილიცაა. „2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ მიმართვას ბევრი ქვეყანა არ შეუერთდა, რომელთა შორისაც იყო, მაგალითად, მოლდოვა. მიმართვის საფუძველზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო. პუტინის მიმართ რამდენიმე დღის წინ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია. ეს ის დღეებია, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები იმართებოდა მოტივით, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას… ეს ის დღეებია, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ,…

მეტი...

„ამაზე უარესი არის სიკვდილი“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა სიკვდილთან მიახლოებულია.  „საშინელია მისი მდგომარეობა, ამაზე უარესი არის სიკვდილი“ – აღნიშნა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან. მან კლინიკაში მიხეილ სააკაშილი მოინახულა და უკვირს, როგორ უძლებს მისი შვილი ამდენს. „მიკვირს, როგორ უძლებს. არ ვიცი, როდემდე გაძლებს. საშინელია მისი მდგომარეობა, ამაზე უარესი არის სიკვდილი. ვიღაცამ სტრასბურგში თქვა, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო. ნამდვილად ეგრეა. როგორც კი წამოიწევა, არის ცარიელი ჩონჩხი. გული გაგიჩერდება“- აღნიშნა გიული ალასანიამ მედიასთან. მისივე განცხადებით, პოლონელი ექიმები საქართველოში იმიტომ ვერ ჩამოდიან, რომ მის შვილთან შესვლის ნებართვას არ აძლევენ. „არ მაქვს კონტაქტი ამ ხალხთან. ვერ ჩამოდიან, ფაქტია. ელოდებიან…

მეტი...

„თუ არაფერი გაკეთდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდება“ – ბილ ბრაუდერი

ბილ ბრაუდერი სანქციების დაწესებას ითხოვს იმ პირებისთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. როგორც  ე.წ. მაგნიტსკის სიის ავტორი აცხადებს,  თუ ასე გაგრძელდა და არაფერი გაკეთდა, პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი მოკვდება. მილიარდერი ბრაუდერი ევროკავშირს მიმართავს, იფიქროს და  სანქციების საკითხი განიხილოს. მისი შეფასებით, სანქციები უნდა შეეხოს საქართველოში ყველა პირს, ვინც პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის არსებულ მდგომარეობაზე.  

მეტი...

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა დროებით გათიშულია

 თბილისის მერიის ინფორმაციით, 20 მარტიდან რიყე – ნარიყალას დამაკავშირებელი  საბაგირო გზა, ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება. როგორც მერიაში განმარტავენ, საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.  

მეტი...

წისქვილკომბინატები ფქვილზე მოსაკრებლის დაწესებას ითხოვენ და 3 პუნქტიან გარანტიას იძლევიან

რუსეთის მიერ, ხორბალზე  დაწესებული მოსაკრებელია გამო, საქართველოში წისქვილკომბინატები ისევ გაჩერდა. იმისათვის, რომ წისქვილები ამუშავდეს და ქვეყანაში ხორბალი შემოვიდეს, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“  ფქვილზეც გადასახადის დაწესებას ითხოვს და სანაცვლოდ 3 პუნქტიან გარანტიას იძლევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ასოციაციის ხელმძღვანელმა „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა. „წისქვილკომბინატები გაჩერებულია. იმისათვის, რომ მუშაობა შევძლოთ,  ჩვენი შეთავაზებაა, ფქვილზე შემოიღონ მოსაკრებელი საპირწონედ რუსეთის ხორბალზე საექსპორტო გადასახადისა. ამის შემდეგ, ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ 1. ძირითადი, ე.წ. სოციალური  პურის ფასი შენარჩუნდება და არ გაიზარდება; 2. ის აუთვისებელი ხორბალი, რომელიც დღეს აქვთ ფერმერებს დაგროვილი, წისქვილკობინატების მიერ იქნება რეალიზებული; 3. გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოში იქნება…

მეტი...

“ასეთ წინადადებას ვერანაირად ვერ მივიღებთ“ – რის შეთავაზებას აპირებს რუსეთი უკრაინისთვის?!

უკრაინული მხარის განცხადებით, მათთვის ცნობილია ის გეგმა, რასაც რუსეთი უკრაინას უმზადებს, როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, საუბარია უკრაინის გაყოფაზე კორეის მაგალითით. „რუსეთი გეგმავს „უკრაინის გაყოფას კორეის მაგალითზე“, ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფნის შექმნას, რის შემდეგაც უკრაინას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას შესთავაზებენ.  მათ უნდათ, გვითხრან – შევჩერდეთ იქ, სადამდეც ბრძოლებით მოვედით-ო. მე კი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ასეთ წინადადებას ვერანაირად დავთანხდებით. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და ეს  ჩვენს კონსტიტუციურ წყობილებაზე ხელის აღმართვაა“ – აცხადებს დანილოვი  

მეტი...