რუსეთმა ომში დაახლოებით 150 605 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთმა დაახლოებით 150 605 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 150 605; ​ტანკი – 3 397; ჯავშანტექნიკა – 6 658; საარტილერიო სისტემა – 2 398; სარაკეტო სისტემა – 480; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247; თვითმფრინავები – 300; ვერტმფრენი – 288; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 058; საკრუიზო რაკეტები – 873; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 264; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა –  230.

მსგავსი თემები