რომელი ქვეყნის ტერიტორიაზეა შესაძლებელი პუტინის დაკავება? – ანდრეი ერმაკის განმარტება

პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. ,,სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან უკრაინელი ბავშვების უკანონო იძულებით გადასახლებაში. ეს ნიშნავს, რომ მათი დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც მოახდინეს რომის სტატუტის რატიფიცირება. შეგახსენებთ, რომ უკრაინა სისტემატურად თანამშრომლობს ISS-თან. ასევე მუშაობს უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა დაცვისა და უსაფრთხოების საკოორდინაციო საბჭო, რომლის ამოცანაა შეაჩეროს უკრაინიდან ბავშვების იძულებითი გადაყვანა ან დეპორტაცია რუსეთის ფედერაციაში…

მეტი...

,,საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ”- დმიტრო კულება

,,საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების ქურდობისთვის და სხვა საერთაშორისო დანაშაულებისთვის,”- ასე ეხმიანება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ,,მართლმსაჯულების ბორბლები ტრიალებს: მივესალმები ICC-ის გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ უკრაინელი ბავშვების ძალადობრივად ქვეყნიდან გაყვანის გამო. საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების ქურდობისთვის და სხვა საერთაშორისო დანაშაულებისთვის. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

მეტი...

მეტროსადგური „გოცირიძე“ მუშაობას ხვალიდან განაახლებს

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და ხვალიდან სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა. პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროსადგური. ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა.…

მეტი...

,,აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია”- პესკოვი პუტინის დაკავების ორდერზე

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. პესკოვი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელს უწოდებს. „საკითხის თავად ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია, რუსეთი, ისევე როგორც სახელმწიფოთა რიგი, არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციისთვის სამართლის მხრივ ძალადაკარგულია”, – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

მედვედევი პუტინის დაკავების ორდერს ტუალეტის ქაღალდს ადარებს

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. მედვედვმა შეფასებას ტუალეტის ქაღალდის ემოჯი დაურთო. ,,სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. არ არის საჭირო ახსნა სად უნდა იქნას გამოყენებული ეს ნაშრომი”,- წერს მედვედევი.   https://mcm.ge/181241/

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელში მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელში მსხვერპლით დასრულდა. ავარია სოფელ ბრეთის შესასვლელთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მეტი...

ჯეიმს კლევერლი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვია

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, ბრიტანელ სტუმარს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ჯეიმს კლევერლი ესტუმრა სოფელ ოძისის საშუალო სკოლასაც, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

მეტი...

,,პუტინმა აშკარად წააგო ენერგეტიკული ბრძოლა”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვერ შეძლო ევროპის შანტაჟი ენერგომომარაგების შემცირებით და მისმა შანტაჟმა არ გაამართლა. მან დასძინა, რომ ევროკავშირი ახლა გაცილებით მეტ ენერგიას მიიღებს მოკავშირეებისგან, როგორიცაა ნორვეგია და აშშ. ,,პუტინმა აშკარად წააგო ენერგეტიკული ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო და მისმა შანტაჟმა არ გაამართლა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

მეტი...

,,გვსურს, ვიხილოთ უსაფრთხო და დაცული საქართველო, რომლის საზღვრებს პატივს სცემენ”- ჯეიმს კლევერლი

გვსურს, ვიხილოთ უსაფრთხო და დაცული საქართველო, რომლის საზღვრებს პატივს სცემენ – ამის შესახებ  გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლმა განაცხადა. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს ნატო-ს წევრი. „რამდენიმე წელია, ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამ გზაზე. ჩვენ ჩავატარეთ ერთობლივი სამხედრო წვრთნები. გაერთიანებული სამეფო იმოქმედებს, როგორც საკონტაქტო ნატო-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ხელს ვუწყობთ დისკუსიას, დამატებით რისი გაკეთება შეუძლია საქრთველოს ნატო-სკენ გზაზე პროგრესისთვის. საბოლოოდ ის, რისი ნახვაც გვინდა, არის უსაფრთხო და დაცული საქართველო, რომლის საზღვრებს პატივს სცემენ და რომელიც თავს გრძნობს დაცულად ევროპულ, ავროატლანტიკურ ქვეყნებთან მეგობრობისა და პარტნიორობის…

მეტი...

,,ეს რუსეთის ფედერაციის დასასრულის დასაწყისია”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, ეს რუსეთის ფედერაციის დასასრულის დასაწყისია. ,,მსოფლიო შეიცვალა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერი გასცა “სტრატეგოს” პუტინზე. ეს ნათელი სიგნალია რუსი ელიტისთვის, თუ რა დაემართებათ მათ და რატომ არ იქნება ყველაფერი ისე “როგორც ადრე”. ეს არის რუსეთის ფედერაციის დასასრულის დასაწყისი მისი ამჟამინდელი სახით მსოფლიო ასპარეზზე. ეს არის პირდაპირი სამართლებრივი პროცედურა.უბრალოდ დაელოდეთ”,- წერს პოდოლიაკი ”ტვიტერზე”. პუტინის დაკავების ორდერი გაიცა

მეტი...

,,რუსეთის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აქვს მნიშვნელობა”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებით,  ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ,,რუსეთის ფედერაციისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აქვს მნიშვნელობა, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისით.”- განაცხადა ზახაროვამ. პუტინის დაკავების ორდერი გაიცა

მეტი...

პუტინის დაკავების ორდერი გაიცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის – ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს. საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი. სასამართლომ დაკავების ორდერი გასცა ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგაც.

მეტი...

ლევან იოსელიანი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ თამარ კორძაიას მოადგილეობა შესთავაზა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დეპუტატ თამარ კორძაიასთვის სახალხო დამცველის მოდგილეობა არ შეუთავაზებია. როგორც ომბუდსმენი აცხადებს, ახალ მოადგილეებს მომავალი თვიდან დანიშნავს. „თამარ კორძაიასთვის ასეთი შეთავაზება არ ყოფილა. შესაბამისად, მე ვიცი, რომ არც მას დაუდასტურებია მსგავსი რამ. არ არსებობს საფუძველი ამ ინფორმაციის, რომელიც ორი დღეა, ტრიალებს. იცით, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ყოველწლიურ ანგარიშზე, რომელიც მარტის ბოლოს უნდა გაიგზავნოს პარლამენტში. სამივე მოადგილე თვის ბოლომდე ინარჩუნებს თავის ადგილს და მუშაობს ამ ანგარიშის გაგზავნაზე. პირველი აპრილიდან მე წარვუდგენ საზოგადოებას ჩემს მოადგილეებს, ვინ იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით. თავისთავად, ვიღაცები მყავს მოაზრებული“, – განაცხადა…

მეტი...

პროკურატურამ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის, ნივთის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 მარტს, ოზურგეთში, ბრალდებული „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით დაემუქრა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. ასევე, მან ჟურნალისტის მობილური ტელეფონი დააზიანა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა), 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სხვისი…

მეტი...

„მთავარი თხოვნა იყო სახალხო დამცველი ჩაერთოს სასამართლო პროცესის მონიტორინგში“ – ომბუდსმენისა და სტუდენტების შეხვედრა დასრულდა

სახალხო დამცველის ოფისში დასრულდა იმ სტუდეტებთან შეხვედრა, რომლებიც პარლამენტის წინ აქციებში მონაწილეობდნენ და  ძალოვან უწყებაში დაკითხვაზე არიან დაბარებულები და მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ დაჭერას უპირებენ. ამიტომ, ახალ სახალხო  დამცველს – ლევან იოსელიანს სთხოვეს, სასამართლო პროცესების მონიტორინგში აქტიურად ჩაერთონ. როგორც ლევან იოსელიანი აცხადებს,  სტუდენტები ომბუდსმენს მონიტორინგის კუთხით დახმარებას სთხოვენ. „სტუდენტებმა საჯაროდ მომმართეს, მოვიდნენ და მქონდა მათთან შეხვედრა. მოვისმინე მათი შეხედულებები. მათი მთავარი თხოვნა იყო სახალხო დამცველი ჩაერთოდ სასამართლო პროცესის მონიტორინგში, რაც მათ გარშემო სამომავალოდ  არის დაგეგმილი და ნაწილი ჩანიშნულუა. ამაზე ვუთხარი თანხმობა. დანარჩენი საუბარი უფრო ზოგადი ხასიათი იყო“ –…

მეტი...

„ივანიშვილის მთავარი ამოცანაა სწორედ რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანა“ – მიხეილ სააკაშვილი

„მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას“ – აცხადებს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი და სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს. „ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნას მიღწეული რიგგარეშე არჩევნების ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე. საპარლამენტო უმრავლესობაში რუსების ყოფნის ყოველი დღე ძალიან საშიშია საქართველოსთვის. პოლიტიკოსებს სჭირდებათ მეტი რწმენა საკუთარ თავში და ხალხის გამარჯვებაში. ახლა  ივანიშვილის მთავარი ამოცანაა სწორედ რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანა. მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას. ყველას გვჭირდება დიალოგი და მოსმენა, ურთიერთშეთანხმება. ევროპარლამენტში უნდათ, რაც შეიძლება სწრაფად იხილონ ახალი ქართული პატრიოტული პარლამენტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან…

მეტი...

რუსული მხარის განცხადებით,  უკრაინას უტილიზაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავებს აწვდიან

რუსული მხარე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებით აღშფოთებას ვერ მალავს და ყველას ემუქრება, ვინც ომში მყოფ ქვეყანას ეხმარება. ამჯერად, კრემლი სლოვაკეთსა და პოლონეთს „დაესხა თავს.“ როგორც კრემლის პრესსპიკერი  დიმიტრი პესკოვი აცხადებს, უკრაინას საუტილიზაციო თვითმფრინავებს აწვდიან. „ეს არის მოძველებული, მათთვის არასაჭირო შეიარაღება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ქვეყნები ძველი, არასაჭირო აღჭურვილობის უტილიზაციით არიან დაკავებულები“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა და ნატო კონფლიქტის უფრო აღვივებს. „უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება მაგალითია, როგორ ზრდის ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩართულობის დონეს. უკრაინისთვის  აღჭურვილობის მიწოდება სპეცოპერაციის შედეგზე ვერ იმოქმედებს, თუმცა, უკრაინასა და მის მოსახლეობას დამატებით უსიამოვნებებს მოუტანს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს…

მეტი...

,,ელისო ბოლქვაძე არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის სტატუსს”- მწერლები და გამომცემლები იუნესკოს მიმართავენ

საქართველოს პენ ცენტრის სახელით, ქართველი მწერლები, გამომცემლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები “იუნესკოს” გენერალურ დირექტორს,ოდრი აზულაის მიმართავენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძე როგორც პოლიტიკოსი და ხელოვანი არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის სტატუსს. ,,2023 წლის 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ”უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში დასმენის ინსტიტუტის შექმნას, მედიის და არასამთავრობო სექტორის დევნას და თავისუფალი აზრის ჩახშობის დაკანონებას. ის სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს მისწრაფებასთან, იქცეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად და გახდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. დღეს, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან…

მეტი...

,,მომდევნო დღეებში გაიხსნება”- კახა კალაძე მეტროსადგურ ”გოცირიძეზე”

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური ”გოცირიძე” მომდევნო დღეებში გაიხსნება. მისი თქმით, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურა. ,,მომდევნო დღეებში გაიხსნება, მომდევნო დღეებში. მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურა და აი, ორ დღეში, სამ დღეში, უკვე იქნება,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,გინდათ ეს მოწოდებები ხელოვნურად გაუშვათ საზოგადოებაში”- ხმაური თბილისის საკრებულოში

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება  პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრის, ნინო წულაძის მიერ „ქართული ოცნების“ წევრებისთვის „წითელი ბარათი” დარიგებას მოჰყვა. ამასთან წულაძემ  მამრთველი გუნდის წევრებს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით, ძალას გადაამეტა. ,,ჩვენ რომ გვეუბნებით, “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივს აგრძელებთო, ეს არის არასწორი. გინდათ ეს მოწოდებები ხელოვნურად გაუშვათ საზოგადოებაში. ეს იყო ახალგაზრდების მშვიდობიანი მუხტი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სრულიად უსაფუძვლოდ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეთ”, – განაცხადა ნინო წულაძემ.    

მეტი...

„TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; ძალადობის  და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა მ.ა. ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2022 წლის 15 მარტს, ტელეკომპანია “TV პირველის” ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბახვში  ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა  მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა.…

მეტი...

,,ვეუბნები კობახიძეს, პაპუაშვილს და სხვებს, დაანებეთ ამ ხალხზე თავდასხმას თავი, ჩვენ გვიწევს ბოდიშების მოხდა”- გიორგი ვაშაძე

„აქედან ვეუბნები კობახიძეს, პაპუაშვილს და სხვებს, დაანებეთ ამ ხალხზე თავდასხმას თავი, ჩვენ გვიწევს ბოდიშების მოხდა,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიუსელში განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხის პროტესტმა  ევროპელ პარტნიორებში კვლავ შემოატრიალა იმედის ნაპერწკალი, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლო. „აქედან ვეუბნები კობახიძეს, პაპუაშვილს და სხვებს, დაანებეთ ამ ხალხზე თავდასხმას თავი, ჩვენ გვიწევს ბოდიშების მოხდა იმ აღვირახსნილი, აუტანელი ენის გამო, რომელსაც თქვენ აკეთებთ.  დაანებეთ ტყუილებს თავი, ეს ხალხი ძალიან მარტივ რეფორმებს ელოდება, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ, ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ დავკარგოთ ისტორიული შანსი. თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა…

მეტი...

,,ტრაგედია არ ეკუთვნის მხოლოდ მის ოჯახს, ეს მთელი საზოგადოების ტკივილია“- სკოლის განცხადება

დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდის გარდაცვალებას 186-ე საჯარო სკოლა ეხმიანება. სკოლა გოგონას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჩვენი სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, თითოეულ მის თანაკლასელსა თუ მეგობარს, პედაგოგებს და მთელ დიდ დიღომს. აღნიშნული ტრაგედია არ ეკუთვნის მხოლოდ მის ოჯახს, ეს მთელი საზოგადოების ტკივილია“, – ნათქვამია განცხადებაში. ბავშვი როცა იპოვეს თბილი იყო, თუმცა, ვერ გადაარჩინეს – ტრაგედია თბლისში

მეტი...

,,მოვუწოდებთ უმრავლესობას დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას”- სალომე სამადაშვილი

„ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლების განცხადებით,  პარლამენტის ერთადერთი დღის წესრიგი უნდა იყოს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ წევრებმა განაცხადეს, „ქართულმა ოცნებამ“ „ლელოს“ მიერ მომზადებული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტში მიმდინარე კვირას, არანაირი სამუშაო პროცესი არ წარმართულა. „ევროკავშირიდან ჩამოსული დელეგაციები ჩვენ გვეუბნებიან, რომ დღეს რომ  შეფასება კეთდებოდეს რომელი პუნქტებია შესრულებული ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან,  შეფასება საკმაოდ მძიმე იქნებოდა. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ უმრავლესობას – დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას იმიტომ, რომ ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე არანაირი შანტაჟის ენა, არანაირი ტყუილი პროპაგანდა არ დაგეხმარებათ იმაში, რომ მორიგ ჯერზე მოატყუოთ ქართველი ხალხი“,…

მეტი...

მოტყუებით დაეუფლა 10 450 აშშ დოლარს – დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ,,პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, აშშ საელჩოს საკონსულოს და უსაფრთხოების ოფისთან თანამშრომლობით, გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ თითქოსდა იყო საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი, დაზარალებულს დაჰპირდა ოჯახის წევრების ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზებით უზრუნველყოფას და გამგზავრებაში დახმარებას. ბრალდებულმა დაარწმუნა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, რომ გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობდა გაცვლითი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც, წლის განმავლობაში, შერჩეულ 5-6 ოჯახს აგზავნიდნენ ამერიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. მისი განმარტებით,…

მეტი...

„მერაბიშვილსა და ხაბეიშვილს სურვილი აქვთ მოახდინონ რევოლუცია”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა სურთ. მისი თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას ვერავინ შეძლებს. „მერაბიშვილი და ხაბეიშვილი წარსულში ჩარჩენილები არიან და 2003 წლის იდეოლოგიით, იდეებით აქვთ სურვილი, ქვეყანაში რაღაც შეცვალონ, მოახდინონ დაპირისპირება, რევოლუცია, გადატრიალება და ასე შემდეგ. მერწმუნეთ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა არავის გამოუვა. შეიძლება, ვიღაცებს ამისი სურვილი აქვთ, რაღაცებს წვალობენ, აკეთებენ, მაგრამ ყველაფერს კანონის ფარგლებში გაეცემა პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,პეტიცია მიზანმიმართული კამპანიაა ქართული სპორტისადმი”- დავით კაჭარავა

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით კაჭარავა პეტიციას – “დატოვოს კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი” ეხმიანება. მისი განცხადებით, ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია და პეტიციის შექმნა მიზანმიმართული კამპანიაა ქართული სპორტისადმი. „გუშინ რამდენიმე ადამიანმა მომწერა, დამირეკა, რომ რაღაც პეტიცია იქმნება. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ფაშისტებს ვეძახი „ნაციონალურ მოძრაობის“ განშტოებას, ამ ფაშისტებმა იმას მოაწერეს ხელი, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ასობით მესიჯები, ფოტოები, ბულინგი დაუწყეს. ეს პეტიცია არის მიზანმიმართული კამპანია ქართული სპორტისადმი. ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია, იმაზე უფრო წარმატებული, ვიდრე აქამდე იყო რაგბში, კალათბურთში, ფეხბურთში, წყალბურთში. გვახსოვს, ისინი მიადგნენ წარმატებულ სპორტსმენებს. მათ არ…

მეტი...

,,რაც შეიძლება, მეტი დავით კაჭარავა ჩვენს ქვეყანას” – კახა კალაძე

თბილისის მერმა უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, დავით კაჭარავას მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ეხებოდა და განაცხადა, რომ კაჭარავა ღირსეული ადამიანი და სპორტსმენია. „დავით კაჭარავა იყო წარმატებული სპორტსმენი, არის ღირსეული ადამიანი და მე ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი დავით კაჭარავა, მეტი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავდეს, მეტი ლაშა ტალახაძე, რომელსაც თქვენ ძალიან ხშირად ლანძღავდით, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდით, მეტი შოთა არველაძე, მეტი ლევან კობიაშვილი სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მეტი...

პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ ხუთი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ ხუთი ფაქტი გამოავლინეს. თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 5 პირს წარედგინა. უწყების ცნობით, დღემდე,  დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 63 პირის მიმართ და სახელმწიფოს 2 102 636 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა. ,,პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს. აღნიშნულის საფუძველზე, ბრალდებულები…

მეტი...

„ევროპაში ყველამ უნდა ვიაროთ ღირსებით და არა მონებად“- კახა კალაძე

,,მონობა არ ვარგა არავის მიმართ, არც რუსების მიმართ, არც ევროპელების მიმართ, არც ამერიკელების მიმართ,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა მოხდეს ღირსების, იდენტობისა და მშვიდობის შენარჩუნებით. „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და სუვერენიტეტი. გვესმის მოწოდებები სანქციებთან მიერთებაზე, ომში ჩართვაზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, გვინდა ევროინტეგრაცია და ამისკენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ ღირსება, მშვიდობა და იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ევროპაში ამაყად სიარული უნდა. ხოლო ვისაც გაქვთ ცალ ფეხზე დგომის სურვილი, ეს თქვენი…

მეტი...

,,ვალი უნდა გავუსტუმრო ქართველ ხალხს“- გიორგი გახარია

,,ეს იყო ჩემი შეცდომა და ეს ვალი უნდა გავუსტუმრო ქართველ ხალხს“- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთის” ლიდერმა გიორგი გახარიამ  განაცხადა. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში საკუთარ შეცდომებზე ისაუბრა. „შეიძლება, მე ვიყავი ყველაზე ეფექტური პერსონა ბიძინას ხელში უკანონო ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, მაგრამ ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ ადამიანი, რომელსაც შეეძლო ძალიან პოზიტიური როლი ეთამაშა ქვეყნის ისტორიაში, იტყვის, რომ ის ტოვებს პოლიტიკას, მაგრამ მიზნად დაისახავს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და სამწუხაროდ, ის მზად არის გადაიხადოს ნებისმიერი ფასი, მათ შორის ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, რომ შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება. ეს იყო ჩემი შეცდომა და ეს ვალი უნდა გავუსტუმრო ქართველ…

მეტი...

,,ამ ქვეყანაში ვინც რუსულ პროპაგანდას ატარებს არის „ნაციონალური მოძრაობა“- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საქართველოში რუსული პროპაგანდის გამტარებელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული  მედიასაშუალებები არიან. ის არ დაეთანხმა კონკრეტული მედიასაშუალების ჟურნალისტის შეფასებას, თითქოს „ქართული ოცნების“ წევრები ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ. „ამ ქვეყანაში ვინც რუსულ პროპაგანდას ატარებს ხართ თქვენ და თქვენი პოლიტიკური პარტია -„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ქვეყნის 20% რუსებს ჩააბარა. სამარცხვინო იყო, როგორ გარბოდნენ ისინი წითელ ხიდზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც დაღუპული ჯარისკაცები მიატოვეთ და გამოიქეცით, შემდეგ მოღალატეობრივ რეზოლუციას მოაწერეთ ხელი“, – განაცხადა კალა კალაძემ.

მეტი...

,,ქვეყანას აქამდე უნდა მიეღო სტატუსი”- კახა კალაძე

ევროკავშირის მიერ გაწერილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების დიდი ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიერ, ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე, შესრულებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან განმარტა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საპირწონე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება ვერანაირად ვერ იქნება. „წარმოდგენილია 12-პუნქტიანი გეგმა, თუმცა პარალელურად გვეუბნებიან, რომ სტატუსის მიღების საპირწონე ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც ძალიან შეურაცხმყოფელი და ამაზრზენია. ადამიანს შეუძლია იკვებოს და მას არანაირი პრობლემა არ ექნება. დღეს მე და თქვენ რომ არ მივიღოთ შესაბამისი კალორიები და საკვები, იგივე მდგომარეობაში ვიქნებით – თქვენც დასუსტდებით და…

მეტი...

,,თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან”- საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირი პეტიციას – “დატოვოს კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი” ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”საქართველოს რაგბის კავშირი მოუწოდებს პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან”. ,,ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო რაც ქართულმა რაგბიმ მსოფლიო ასპარეზზე ისტორიულ გამარჯვებებს მიაღწია: პირველად შეძლო 6 ერის წევრი ქვეყნების დამარცხება, რაგბის კავშირში განხორციელებული რეფორმებისა და მიმდინარე სწორი კურსის გამო უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტისგან, არაერთხელ მოექცა საერთაშორისო მედია საშუალებების ფოკუსში და შედეგად ქართული დროშა ახალ სიმაღლეზე ასწია, – მთელ მსოფლიოს დაანახა ქართულ რაგბიში მიმდინარე სწრაფი აღმასვლა როგორც კავშირის…

მეტი...

,,გვინდა მონის სტატუსით კი არ შევიდეთ ევროპაში, არამედ ღირსეულად”- გურამ მაჭარაშვილი

,,ჩვენ გვინდა, რომ მონის სტატუსით კი არ შევიდეთ ევროპაში და ღირსებააყრილები, არამედ სუვერენიტეტ შენარჩუნებულნი, ღირსეულად შევიდეთ ევროპაში,”- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. ,,ჩვენ გვინდა, რომ მონის სტატუსით კი არ შევიდეთ ევროპაში და ღირსებააყრილები კი არ შევიდეთ ევროპაში, არამედ სუვერენიტეტ შენარჩუნებულნი, ღირსეულად შევიდეთ ევროპაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის არსად არ სჭირდები თუ შენ თავს და შენ სუვერენიტეტს ვერ იცავ და არ აფასებ, შესაბამისად, ასეთი მონური ფსიქოლოგიით, არავის, არსად არ სჭირდები,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.

მეტი...

,,მოგიწოდებთ, გააძლიეროთ ვალდებულებები მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით”- ჯეიმს კლევერლი

,,მოგიწოდებთ, გააძლიეროთ ვალდებულებები მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. ,,საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, 1987 წელს მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს თქვენი ინსტიტუტები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, ძირი გამოგითხარონ, მოგიწოდებთ გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, აყვავებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს…

მეტი...