ერთ კვირაში დონალდ ტრამპი დაკავებას ელოდება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას დააკავებენ. ტრამპი ერთ კვირაში მოსალოდნელ დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ტრამპი დაკავების მიზეზზეც საუბრობს და მას პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთან აკავშირებს. პორნოვარსკვლავი ამტკიცებს, რომ მას ყოფილმა პრეზიდენტმა  130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რომ მათი სექსუალური კავშირის შესახებ არსად ესაუბრა. როგორც ტრამპი წერს, მისი დაკავების შემთხვევაში, მისმა მომხრეებმა უნდა გააპროტესტონ.

მეტი...

მართვის მოწმობის ასაღებად საჯარო მოხელეს ქრთამი შესთავაზა

საქართველოს პროკურატურამ  ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყებაში განმარტავენ,  საუბარია მართვის მოწმობის ასაღებად მიცემულ ქრთამზე. „ საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ბრალდებულმა, ქუთაისში მდებარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადასცა. სააგენტოს თანამშრომელმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს   შეატყობინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების…

მეტი...

შსს-ის თანამშრომელი ქალის 6 წლიან პატიმრობასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ადმინისტრაციულ შენობაში, მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საჯარო სივრცეში, მოქალაქეების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე ცენტრის ბენეფიციარს, რითაც შეილახა დაზარალებულის პირადი ღირსება, ასევე დაირღვა მისი და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. აღსანიშნავია, რომ საქმის სასამართლო განხილვისას ბრალდებულს საქართველოს…

მეტი...

„ფეიკ ნიუსის“ გავრცელება 15 წლიანი პატიმრობით დაისჯება – პუტინი სანქციებს ამკაცრებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე „სამხედრო ოპერაციასთან“ დაკავშირებით გავრცელებული ე.წ. ფეიკ ნიუსებით ისე გაღიზიანდა, კანონმდებლობის გამკაცრება გადაწყვიტა. პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა კანონს, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე სს პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საუბარია უკრაინის ომზე, რომელსაც რუსული მხარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდებს კერძოდ, ოპერაციის მონაწილეების დისკრედიტაციისა და „ფეიკ“ ინფორმაციის გავრცელებისთვის სს პასუხისმგებლობა შემოდის. კანონმდებლობა მკაცრდება მოხალისეებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზეც. მაქსიმალური სასჯელი კი 15 წლიანი პატიმრობა იქნება.  

მეტი...

ანზორ ერქომაიშვილის საფლავიდან ქვის ნაკეთობა მოიპარეს

ანსამბლ “რუსთავის” დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის საფლავი გაძარცვეს. საფლავიდან ქანდაკება მოიპარეს. მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძარცვა სავარაუდოდ, წუხელ მოხდა. საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ძიება მიცვალებულისადმი უპატივცემლობისა და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მუხლით მიმდინარეობს. საფლავიდან შაშვის ნაკეთობა მოხსნეს და წაიღეს.  

მეტი...

300-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა

დღეიდან,   დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტს რეფერენტული ფასები შეეხება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ, 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ეტაპობრივად სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი…

მეტი...

უნივერსიტეტთან ინციდენტი მოხდა, ირაკლი კობახიძეს სტუდენტები დახვდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენელს და პროფესორ ირაკლი კობახიძეს ლექცია უნდა წაეკითხა, ინციდენტი მოხდა. უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, ლექციის შემდეგ სტუდენტები გარეთ დახვდნენ და ე.წ. აგენტების კანონპროექტი და მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. კონფლიქტი კი ლექციაზე დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა სტუდენტმა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა. დანარჩენი პროცესები კი უნივერსიტეტის შენობის გარეთ გაგრძელდა.  

მეტი...

სამშენებლო კომპანიისგან ე.წ. ჰაერი იყიდეს, თუმცა, თავად დარჩნენ ჰაერში – მშენებლობით დაზარალებულები „მედიაცენტრ მთავარში“  

სამშენებლო კომპანია შპს „ჯიექს კვადრატი“-სგან დაზარალებულებმა და ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც კომპანიის მხრიდან თაღლითურ სქემებზე ისაუბრეს. როგორც ადვოკატები და დაზარალებულები აცხადებენ, მათ სამშენებლო კომპანიისგან ე.წ. ჰაერი იყიდეს, თუმცა, დღეს თავად დარჩნენ ჰაერში. შპს „ჯიექს კვადრატს“ გააჩნია ერთი დაუსრულებული კორპუსი, რომელ კორპუსში არსებული ბინებიც რამდენჯერმე არის გასხვისებული, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. ლალი ოდიშვილი და სხვა შპს „ჯიექს კვადრატის“ დასაქმებულები მსხვერპლს უქმნიან ილუზიას, რომ ყველაფერი კარგად არის, რა მიზანსაც აღწევენ ძვირადღირებული ოფისით, ფიქტიური ვითომ კმაყოფილი კლიენტებით (რეალურად თანამშრომლებით), ძვირადღირებული და მასშტაბური სარეკლამო კამპანიით, ვითომდა კომპანიის პატრიოტული და რელიგიური სულისკვეთებების წარმოჩენითა…

მეტი...

,,თითოეული პოლიტიკოსი ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე პუტინთან საქმეს დაიჭერს”- ანდრეი კოსტინი

,,თითოეული პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ თავს ცივილიზებულად მიიჩნევს ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე რუსეთის ლიდერთან საქმეს დაიჭერს,”-  ასე აფასებს უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამიერიდან, რუსეთის პრეზიდენტს შეეშინდება რუსეთის ფარგლებს გარეთ გასვლა. „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალურად არის გამოცხადებული ეჭვმიტანილად სამხედრო დანაშაულში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში გასცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან, დაკავებამდე, რუსეთის პრეზიდენტს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, როგორც ტერორისტი სახელმწიფოს ხელმძღვანელს, შეეშინდება რუსეთის ფარგლებს გარეთ გასვლა, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ…

მეტი...

,,მოვითხოვთ საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ”- ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცადებით, ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. მისი თქმით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ, საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებას და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას მოითხოვენ. „მომდევნო რაუნდისთვის ვემზადებით 4-5 აპრილს. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ერთხელ არ მოხდება მათი ცალმხრივი გადადება და არ იქნება ორგანიზაციული და ტექნიკური სირთულეები, მათ შორის ვიზების აღება ჩვენი თანამშრომლებისთვის და სხვა მონაწილეებისთვის. მოვითხოვთ საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარებას“, – განაცხადა არძინბამ.  

მეტი...

,,ამბავი დასრულდება მაშინ, როცა ომის ყველა დანაშაულს გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან” – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჰააგის სასამართლოს მიერ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას ეხმიანება. მისი თქმით, პუტინის დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისთვის ახალ პრეცედენტებს ქმნის. ,,ისტორია იქმნება. პუტინის დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისთვის ქმნის ახალ პრეცედენტებს. თუმცა,ამბავი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ომის ყველა დანაშაულსა და აგრესიას გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან,”- წერს ლანდსბერგისი. შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

მეტი...

ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში არ უშვებენ

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში არ უშვებენ, რადგან ის არავაქცინირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიბისი” ავრცელებს. ჯოკოვიჩი აშშ-ში შესასვლელად სპეციალურ ნებართვას ითხოვდა, ვინაიდან მას კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია არ აქვს ჩატარებული. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ საუკეთესო მოთამაშეებს თამაშის საშუალება ჰქონდეთ. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო. ვეცადეთ, გვესაუბრა მთავრობასთან, მაგრამ არაფერი გამოვიდა“, – განაცხადა ტურნირის ორგანიზატორმა, ჯეიმს ბლეიკმა.

მეტი...

ამბროლაურში ცოფის 3 შემთხვევა დაფიქსირდა – გამოცხადდა კარანტინი

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბოლო ერთ კვირაში ძაღლზე ცოფის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება. ,,მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე , ხვალ არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი,”- ნათქვამია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

მეტი...

დღეიდან, რეფერენტული ფასი, დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა

18 მარტიდან, რეფერენტული ფასი, დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს და  აღნიშნული მედიკამენტების სია, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება. ,,რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც,…

მეტი...

,,ეს მხოლოდ დასაწყისია”- ბორელი პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა „მხოლოდ დასაწყისია“. „ეს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უკრაინის ხალხისთვის. ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ უკანონო, უსაფუძვლო და არაპროვოცირებული ომის დაწყებისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ეს რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია იმ დანაშაულებისთვის და სისასტიკისთვის, რომლებიც მათ უკრაინაში ჩაიდინეს”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და ღიად მიდის რუსული პოლიტიკის პროპაგანდა”- მამუკა ხაზარაძე

„საჭიროა ქართული საზოგადოების გაერთიანება კრიტიკულ მომენტში და ახლა ეს კრიტიკული მომენტი დადგა“,- ამის შესახებ უკრაინული არხის „FREEdom“ ეთერში ვრცელ ინტერვიუში „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ხაზარაძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრა. „დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულმა ოცნებამ ჩამოიხსნა ნიღაბი და ღიად მიდის პირდაპირი პროპაგანდა რუსული პოლიტიკის. ძალიან სამწუხაროა და საშიში, რომ დასავლეთში განათლება მიღებული ახალგაზრდა ადამიანები, მთავრობაში და პარლამენტში რუსეთის პროპაგანდისტებად არიან გადაქცეულები და პუტინის იდეოლოგიას პროპაგანდირებენ. ჩვენ დავაინიცირეთ ლუსტრაციის კანონი, მაგრამ ეხლა ეს კანონიც აღარ არის საჭირო, ყველაფერი ისედაც ნათელია. ერთადერთი გამოსავალია დემოკრატიული ძალების გაერთიანება და არჩევნებისთვის მომზადებაა. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ დემოკრატიული ძალები, ადამიანები, რომელთაც უნდათ ნამდვილი…

მეტი...

,,ვლადიმერ პუტინმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები”- ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშკარად ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები და სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დაკავების ორდერის გაცემის შესახებ გამართლებულია. „ეს ძალიან ძლიერი სიგნალია. პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.    

მეტი...

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იაპონიის საელჩოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა“ შედეგები შეაჯამეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იაპონიის საელჩოსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ შედეგები შეაჯამეს. პროექტი იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 920,000 აშშ დოლარს აღემატებოდა. პროექტის ფარგლებში, სრულად აღიჭურვა სამი საქმიანი ეზო, ჯიღაურაში ძეგვსა და ქვემო ლისში; გადამზადნენ მეტყევეები; საინფორმაციო კამპანია ჩატარდა ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე. „ქვეყანაში მიმდინარე სატყეო რეფორმა მიმართულია ტყის სწორი მართვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისკენ ისე, რომ, ერთი მხრივ, დაკმაყოფილებული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები, მეორე მხრივ, სატყეო სექტორმა წვლილი…

მეტი...

ყველა ხელმომწერი სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს დაკავების გადაწყვეტილება – პიოტრ ჰოფმანსკი

დაკავების ორდერი არ არის ჯადოსნური ჯოხი, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი სამართალწარმოებისას ორდერის შემაკავებელი ეფექტის – ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა პიოტრ ჰოფმანსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ”არსებობს 123 ქვეყანა, მსოფლიოს ქვეყნების ორი მესამედი, სადაც პუტინი უსაფრთხოდ არ იქნება”. „ყველა მონაწილე სახელმწიფოს აქვს იურიდიული ვალდებულება სრულად ითანამშრომლოს სასამართლოსთან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ დაკავების გადაწყვეტილება,”- განაცხადა ჰოფმანსკიმ.

მეტი...

,,ისტორიული გადაწყვეტილება, საიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ისტორიული გადაწყვეტილება, საიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება,”- ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ,,ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ ერთი ოფიციალური პირი, ოფიციალურად გახდნენ ეჭვმიტანილები ომის დანაშაულებში. უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია არის ათასობით ჩვენი ბავშვის უკანონო გადაყვანა ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

მეტი...