„როგორ შექმნას სახელმწიფომ რეზერვი, თუ ჩვენი ახალგაზრდობა უარს იტყვის ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლაზე“ – ვეტერანები

ა(ა)იპ ვეტერანთა ცენტრალური კავშირი წვევამდელთა გაწვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის „თავდაცვის კოდექსი“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, განსაკუთრებით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მიმართ ჩვენი ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულებას. ჩვენ, საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები,  აღშფოთებული ვართ, რომ ქვეყანაში, რომელმაც ომებით გამოიარა მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რეგიონში გაზრდილი საფრთხეების და ქვეყნის ოკუპირებული  ტერიტორიების გათვალისწინებით, ჰყავს შვილები, რომლებიც აპროტესტებენ საკუთარი ქვეყნის თვდაცვის ძალებში სამსახურს და არგუმენტად მოჰყავთ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის აუცილებლობა, ანუ, „სამშობლოს ემსახუროს ის, ვისაც ეს უნდა“. გვინდა ამ ახალგაზრდებს მივანიშნოთ, რომ უკრაინაში…

მეტი...

„უღირსად მოიქცა, ყელში მწვდა, ამბობდა რომ ნული ვარ“ – მერაბ დვალიშვილი რუს მეტოქეზე

„ამერიკაში 2012 წის ბოლოს ჩამოვედი.  ნულიდან მომიწია ცხოვრების დაწყება. არაფერი გამაჩნდა, არავის ვიცნობდი, არავინ მიცნობდა. მშენებლობაზე მუშად ვმუშაობდი“ – ასე იხსენებთ რთულ ცხოვრებას შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი და გამარჯვებული მერაბ დვალიშვილი, რომელმაც  დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა და საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი გახდა. ვიდეოც კი გავრცელდა, გამწარებული რუსი სპორტსმენი როგორ იქცევა, როგორი აგრესიულია და როგორ უსწორდება ქართველ სპორტსმენს. როგორც დვალიშვილი ამბობს, მისი მეტოქე უღირსად მოიქცა და ყველას აბულინგებს. „ამ ბრძოლაში ფავორიტი იანი იყო, ძალიან კარგი მებრძოლია. მან ხელი არ ჩამომართვა ბრძოლის წინ, უღირსად მოიქცა. როცა მებრძოლები სახე-სახის წინ…

მეტი...

„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს 17%-იანი ზრდა“ – ოთარ შამუგია

„ბოლო ორი თვის, იანვარ-თებერვლის მონაცემით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს 17%-იანი ზრდა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე. „ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშანდელი წელი ჩვენ დავასრულეთ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის 11%-იანი ზრდით და ბოლო ორი თვის განმავლობაში, კერძოდ, იანვარ-თებერვლის მონაცემით, გვაქვს 17%-იანი ზრდა ექსპორტის მაჩვენებლებში. ასევე 9 თვის მაჩვენებლებში სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვებაში ვინარჩუნებთ ზრდის დინამიკას (14%-იანი ზრდა). სახელმწიფოს მხრიდან ყველა ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაქსიმალური პოპულარიზაცია მოხდეს მსოფლიო…

მეტი...

„კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის შსს-ში დაბარება“ – ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და აფრთხილებს. როგორც ხოშტარია აცხადებს, პარლამენტის წინ, მშვიდობიან აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს შსს-ში იბარებენ და ემუქრებიან. „კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების შს სამინისტროში დაბარება და დევნაზეც ფიქრიც კი, რომელთაც ამ დღეების განმავლობაში ევროპული მომავალი დაიცვეს“ – აცხადებს ხოშტარია. მისი თქმით, სუს-ში და შსს-ში ახალგაზრდებს აქტიურად იბარებენ. „შსს-მ და სუს-მა დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკითხვაზე დაბარება. პირველი, რაც მინდა ხელისუფლებას ვუთხრა: კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების შს სამინისტროში დაბარება და დევნაზეც ფიქრიც კი, რომელთაც ამ დღეების განმავლობაში დაიცვეს ევროპული მომავალი. მეორე,…

მეტი...

„მსურს, დაგეხმაროთ, ვიდრე აქ ვარ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები, მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში“ – სააკაშვილი

„მე მხოლოდ მსურს, დაგეხმაროთ, ვიდრე აქ ვარ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები, მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში და შეიძლება, აქეთ გამოხედვის დროის რესურსიც აღარ მქონდეს“ – წელს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, დღეს გონება ორჯერ დაკარგა. „ღარიბაშვილმა მიუნხენში განაცხადა, ევროპელ ექიმებს შევუშვებთ და ეს საქმე უკვე 10 დღე ყოვნდება, მაგრამ ვიდრე პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ. ბევრი მოვლენა ხდება ჩემს თავს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ყველანაირი დიპლომატიურობის გარეშე, ბრიტანეთის პრემიერთან საერთო ბრიფინგზე მოითხოვა ჩემი უპირობო გათავისუფლება. ეს არის სრულიად უპრეცედენტო დემარში. წინა დღით საფრანგეთის მთავარმა გაზეთმა Le figaro-მ გამოაქვეყნა ჩემი ვრცელი ინტერვიუ. მსოფლიოში…

მეტი...

გრიპის ვირუსი შემცირდა, კორონავირუსი კი პირველ ადგილზეა – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძეს  სეზონურ ვირუსთან და კორონავირუსთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც პროფესორმა აღნიშნა, ქვეყანაში გრიპის ვირუსის მაჩვენებელი შემცირებულია, კორონავირუსი კი არსად მიდის. „ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის ჭარბობს კორონავირუსი.  მისი მაჩვენებელი 33%-ია. კორონავირუსი მაინც წამყვან ვირუსად რჩება. ერთი, რაც შეიცვალა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, არის ის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ვორუსის ხვედრითი წილი და ის დადასტურებული ვირუსული ინფექციების მხოლოდ 6%-ია. სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა. ასევე მაღალი მაჩვენებელია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის. დინამიკა არის გრიპის ვორუსის მკვეთრი შემცირებისკენ. გრიპის თვალსაზრისით, ქვეყანაში ვითარება…

მეტი...

ქართველმა ექიმმა მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი დროით მფრინავი დრონი შექმნა და გინესის რეკორდი დაამყარა

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა დავით მრელაშვილმა პუერტო რიკოელ ფილიპე ბენედიტთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი დროით მფრინავი დრონი შექმნა და გინესის რეკორდი დაამყარა. ,,გამარჯვების “პალასაზე” ვართ ქართველები, ბარემ ერთი გინესის მსოფლიო რეკორდიც დავამატოთ. სურათზეა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარის ელექტრული შვეულმფრენი – ე.წ. დრონი” – წერს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,ივანიშვილი არ სარგებლობს ვიქტორ ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილთან. ,,ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილი ვიქტორ ყიფიანთან და ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, აქამდე შესაბამის ტელევიზიებს სათანადოდ არ გაუაქტიურებიათ. კიდევ ერთხელ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა, ბატონი ივანიშვილი არ სარგებლობს ბატონი ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით”- განაცხადა ოხანაშვილმა.

მეტი...

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „აშშ-ში ჩატარებული გამოძიების მიხედვით დადგენილია, რომ რუსეთის მოქალაქე 2016-2019 წლებში, მისივე შექმნილი კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით დაზარალებულების, მათ შორის, ფლორიდაში მცხოვრები პირების კომპიუტერულ სისტემაში შესაღწევად საჭირო მონაცემებს დაეუფლა. ამასთან, ძებნილი პირი ინტერნეტ პლატფორმის გამოყენებით მოპოვებულ მონაცემებს და თავად კომპიუტერულ ვირუსს სხვა პირებზე ასაღებდა. აღნიშნული ქმედებების შედეგად, ბრალდებულმა დაახლოებით 1 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ძებნილი პირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 22 ოქტომბერს ქობულეთში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე,…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქცია მიიღო”- კარასინი

,,სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონის მკაცრი ინსტრუქცია მიიღო” – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა. კარასინის თქმით, შტატებში ითხოვენ, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიგში ჩადგეს ვინც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ,,სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქცია მიიღო. იქ ითხოვენ რომ საქართველო იმ ქვეყნების რიგში ჩადგეს ვინც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. მთავარი შეკითხვა – შეძლებს თუ არა საქართველო დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი სამოქმედო გეგმა?”, – აღნიშნავს კარასინი.

მეტი...

სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს – მედია

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ პირველად, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ზელენსკისა და სი ძინპინს შორის საუბარი, სავარაუდოდ, სი ძინპინის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება. მედიის ინფორმაციითვე,  ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი მოლაპარაკება იქნება ორი ქვეყნის ლიდერებს შორის.  

მეტი...

,,ჩვენი მიზანია სტუდენტების ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მოზიდვა”- ირაკლი ლექვინაძე

13-17 მარტს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება. ღონისძიებების ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები, სექტორულად – მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებს და  საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ. „2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო, ხოლო კონკურენციის სააგენტომ აღსრულების პროცესი 1 ნოემბრიდან დაიწყო. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტო 2023 წელს პირველად უერთდება აღნიშნული მიმართულებით გამართულ ღონისძიებებს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს რა არის…

მეტი...

,,დედას შეშის ნაჭრით თავის არეში დაზიანება მიაყენა”- დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, მარტვილის მუნიციპალიტეტში  დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 მარტს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ყოფით საკითხზე წარმოშობილი უთანხმოების  ნიადაგზე, დედას  შეშის ნაჭრით თავის არეში დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის  „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის  განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,”- ნათვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ…

მეტი...

,,ღარიბაშვილის უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება” – დავით არახამია

,,უკრაინას სურს თავის ქართველ ძმებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით”, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა. მისი თქმით, საკმარისია ქართველი ხალხის შეშინება იმით, რომ უკრაინას ომი სურს საქართველოსთან“. ,,მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა. ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ესმის, მაგრამ პრემიერი თითქოს არ ესმის. მე ვფიქრობ, რომ ის ამას მაშინ გაიგებს, როცა გამოქვეყნდება მისი უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები.…

მეტი...

ბათუმში ხანძარია – ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა

ბათუმში, ვაჟა ფშაველასა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაზე ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.

მეტი...

,,არ გვაქვს ილუზია, რომ კორონავირუსი გაქრება”- ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში 60%-ით არის შემცირებული კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა. მისი თქმით, მხოლოდ ორ ქვეყანაში – რუსეთსა და გერმანიაში მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ,,ევროპის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, იქაც მკვეთრი შემცირებაა გრიპის შემთხვევების. მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში 60%-ით არის შემცირებული კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა. ასევე, შემცირებულია კორონავირუსით გამოწვეული ლეტალობა. ორი ქვეყანაა, სადაც მოიმატა ბოლო კვირის მანძილზე ინფიცირებამ, ეს არის გერმანია და რუსეთი. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ კორონავირუსი გაქრება. ეს ვირუსი დარჩება ჩვენს მუდმივ თანამგზავრად ალბათ, მთელი…

მეტი...

,,ვისურვებდი მმართველი პარტიის ლიდერისგან მომესმინა უფრო თავშეკავებული კომენტარები”- ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, უკრაინასთან მიმართებაში მმართველი პარტიის ლიდერისგან უფრო თავშეკავებული კომენტარებს ისურვებდა. ყიფიანის თქმით, უკრაინასთან მიმართებაში მისი რიტორიკა არ მოეწონა. ,,ვისურვებდი მმართველი პარტიის ლიდერისგან მომესმინა უფრო თავშეკავებული კომენტარები. ვიქნებოდი ძალიან ღია თქვენთან, ჩემი მისდამი პატივისცემის მიუხედავად, უკრაინასთან მიმართებაში მისი რიტორიკა, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვისმენდი, მე არ მომეწონა. ეს განცხადება უკრაინასთან არც ისე კარგი ურთიერთობების ფონზე, ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა, ეს იყო არაკორექტული. მმართველი პარტიის თავმჯდომარე თავშეკავებული უნდა იყოს მის განცხადებებში, მით უმეტეს, როცა საქმე ასეთ არაორდინალურ პარალელებს ეხება”, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მეტი...

სემეკის წევრი მაია მელიქიძე მომხმარებლის უფლებების დაცვის კვირეულის გახსნაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, მაია მელიქიძე მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ საუნივერსიტეტო მიღებაზე სიტყვით წარდგა. სემეკის წევრმა ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების, მომხმარებელთა უფლებების შესახებ სტუდენტების ინფორმირების აუცილებლობაზე. „როგორც სემეკის წევრი, კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი, მოხარული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან სტუდენტები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია მათიინფორმირება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების შესახებ. სემეკს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არაერთიპროექტი აქვს განხორციელებული, დიდი ყურადღება ეთმობა კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულებას მომსახურე კომპანიების მიერ. სწორად ამ მიზნით,პერიოდულად ვახორციელებთ „მისტიური მომხმარებლის“ პროექტს,…

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ეძებს იქ, სადაც არის”- ოლეგ ნიკოლენკო

,,საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ეძებს იქ, სადაც არის,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო წერს. ნიკოლენკოს თქმით, დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. ,,ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობამ არაერთი არამეგობრული განცხადება გააკეთეს უკრაინის მიმართ. თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რუსული პროპაგანდის თეზისს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინა დაადანაშაულეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ეძებს იქ,…

მეტი...

,,უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება”- ირაკლი ზარქუა

,,უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, მოლოდინი, რომ უმრავლესობა იშლება, ეს საფუძველს მოკლებულია. „ოპოზიციურ არხებს აქვთ მცდელობა შექმნათ მოლოდინი, რომ უმრავლესობა იშლება, ეს საფუძველს მოკლებულია. უმრავლესობა, როგორც არასდროს, ისეა მოწადინებული, 12 – პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირს. მე არ მაქვს ინფორმაცია დეპუტატებთან დაკავშირებით, არც მომისმენია, უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება,”- განაცხადა ზარქუამ.

მეტი...

ბათუმში, ბულვარში მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში ერთი პირი – 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი – 2014 წელს დაბადებული დ.პ. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან…

მეტი...

ქუთაისში, შვილის თანდასწრებით, მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, ამავე განაჩენით ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 16 ივნისს, ქუთაისში, ბრალდებულმა კონფლიქტის დროს მეზობელი, შვილების თანდასწრებით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მეორე ბრალდებული, რომელმაც მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 2022 წლის 19 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და…

მეტი...

,,მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი, სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა”- ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სჭარბობს. მისივე თქმით, გრიპის ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად შემცირდა , თუმცა მოიმატა რინოვირუსმა. ,,ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სჭარბობს. მისი მაჩვენებელი დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემით, 33 პროცენტია. ანუ კორონავირუსი მაინც რჩება წამყვან ვირუსად. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი, სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა, რაც გაციების გამომწვევი ვირუსია. ასევე მაღალი მაჩვენებელი რჩება რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის. ნათელია, რომ გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა მოვიდა დეკემბრის შუა პერიოდში…

მეტი...

,,ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ, გთხოვთ…”- კობიაშვილის მეუღლის მიმართვა

,,ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ ამ ორი სიტყვის შესახებ ერთ კონტექსტში, უმორჩილესად გთხოვთ, თავად, უკანმოუხედავად დატოვოთ ჩემი friend-ების სია,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრის, ლევან კობიაშვილის მეუღლე,  თამარა წულეისკირი სოციალურ ქსელში წერს. ,,ჩემთვის ყველაფერი მისაღები და მეტიც, მისასალმებელია! ყველაფერი! გარდა ერთისა – ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ ამ ორი სიტყვის შესახებ ერთ კონტექსტში, უმორჩილესად გთხოვთ, თავად, უკანმოუხედავად დატოვოთ ჩემი friend-ების სია სოც ქსელებში და ასევე ნაცნობის სტატუსი ფიზიკურ ფორმატში. მსგავს თანადედამიწელებთან არათუ ევროპაზე,…

მეტი...

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი კაცია და კვერცხები აქვს”- სალავიოვი

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი კაცია და კვერცხები აქვს,”- ასე ეხმიანება კრემლი პროპაგანდისტი  ვლადიმერ სალავიოვი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუს. როგორ სალავიოვი ტელეგრამზე წერს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო უსაყვედურა. ,,მან ასევე გააკრიტიკა სხვა უკრაინელები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოში საპროტესტო აქციებს. მან ურჩია, “უპირველესად იზრუნონ საკუთარ თავზე და ქვეყანაზე” და აღიარა, რომ უკრაინის ხელისუფლება უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველო “არ ჩაერთო” უკრაინის კონფლიქტში,”- წერს სალავიოვი.

მეტი...

,,პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობენ ფეიკნიუსების საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”- მთავრობის სტრატკომი

მთავრობის სტრატკომის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ მედიასაშუალებებში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია და მიზანმიმართულად ხდება პრემიერ-მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება. მათივე ცნობით, ყალბი ციტატების ტირაჟირებით ვრცელდება ფეიკნიუსები. განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარეობს ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეხება პრემიერის განცხადებებს აქციის მონაწილე ახალგაზრდებთან დაკავშირებით. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუში განაცხადა: „გარდა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრებისა, იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც, მაგრამ არა ასეთი აგრესიული, – მშვიდად იდგნენ, აპროტესტებდნენ, უბრალოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას”. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია ახალგაზრდების ნებსით თუ უნებლიეთ…

მეტი...

,,ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს”- კახა კალაძე

„კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა, მაგრამ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებს არ უშვებდნენ ტრიბუნასთან და მიკროფონთან,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მიზნებს ეხებოდა. „რაც შეეხება ახალგაზრდებს, ბევრი მათგანი არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით პრემიერმაც ისაუბრა. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ – საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებოდნენ, თუმცა, რეალურად, ვიცით მათი წარსული, ვიცით რას წარმოადგენენ ისინი. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირ კავშირში არაა და მათ ჰქონდათ თავიანთი გულისწყრომა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით.…

მეტი...

„უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება”- კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებას ისახავს მიზნად. „უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია „ქართული ოცნება“, ეს მათი უფლებაა, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ ყოფილა და არც ამჯერად იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მეტი...

,,თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია რევოლუციით, დაპირისპირებით, ძალიან ცდება”- კალაძე

,,თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია რევოლუციით, დაპირისპირებით, ძალიან ცდება, მეგობრებო,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ვინმე გადასცდება კანონის ფარგლებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ,,რაც შეეხება ახალგაზრდებს, ბევრი მათგანი იყო იქ, რომელიც არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა, ამასთან დაკავშირებით პრემიერმაც ისაუბრა. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, საზოგადოებას მიაწოდებდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა რეალურად ვიცით მათი წარსული, რეალურად ვიცით რას წარმოდგენენ ისინი და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ასევე ისეთებიც, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირ კავშირში არაა და ჰქონდათ თავიანთი…

მეტი...

,,ვაპირებ შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ასევე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს”- სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადაებით,  სურვილის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს. მისივე თქმით,  წინა სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი ძალაში იქნება. „ვაპირებ, შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ასევე მიხეილ სააკაშვილის ოჯახს. რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად მოვინახულებ მიხეილ სააკაშვილს. ჯერ არავის შევხვედრილვარ. სულ რამდენიმე დღეა, რაც დავიწყე საქმიანობა და ამ ყველაფერს აუცილებლად გავაკეთებ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.  

მეტი...

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. პროკურატურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი ფიზიკური პირის მიმართ დაიწყო.  ,,გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კომუნიკაცია დაამყარეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და მომგებიანი ინვესტიციის და მომსახურების გაწევის ცრუ პირობებით, ათეულობით ათასი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.  შემდგომში ბრალდებულებმა აღნიშნული თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, განათავსეს პირად საბანკო ანგარიშებზე და…

მეტი...

,,აბსოლუტურად არასაჭირო აგრესიას მიმართავდნენ ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიციელების წინააღმდეგ”- მიხეილ სარჯველაძე

,,იყვნენ ერთი ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომელიც რადიკალურად იქცეოდნენ და ყველაფერს ცდილობდნენ იმისთვის, რომ მოვლენები გაცდენოდა სამართლებრივ ფარგალს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდების ჯგუფი ”აბსოლუტურად არასაჭირო აგრესიას მიმართავდნენ ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიციელების წინააღმდეგ”. ,,იყვნენ ერთი ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომელიც რადიკალურად, იქცეოდა და ყველაფერს ცდილობდა იმისთვის, რომ მოვლენები გაცდენოდა სამართლებრივ ფარგალს, კონსტიტუციით ნებადართულ ფარგლებს. ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ და ადევნებდნენ თვალს. აბსოლუტურად არასაჭირო აგრესიას მიმართავდნენ ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიციელების წინააღმდეგ, თავდასხმებს ახორციელებდნენ. მოლოტოვის კოქტეილებზე ითქვა. ასეთ დროს, ასეთ ქმედებებს ვინც მიმართავს, როგორ შეიძლება ის იყოს ნორმალურად შეფასებული.…

მეტი...

,,აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი”- სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით არის დაცულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. ამასთან, ლევან იოსელიანიას თქმით, ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. ,,სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადების გაჟღერების დროისთვის აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევას, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები.…

მეტი...

,,ფილმებიდან ეშმაკის მოციქული გამახსენდა მაგას რომ ვუყურებ” – ვაშაძე ღარიბაშვილზე

,,ფილმებიდან ეშმაკის მოციქული მართლა გამახსენდა მაგას რომ ვუყურებ, ეპითეტის სახით რომ შევხედოთ,”- ამ სიტყვებით, სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართელოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოიხსენიებს. ,,დამფრთხალი პოლიციის და სპეცრაზმის ზურგს უკან ამოფარებული მხდალი ადამიანის რაღაცა ბაქი-ბუქი, მეტი არაფერი, კომიკური ბაქი-ბუქი. როგორ საუბრობს ახალგაზრდებზე საერთოდ, როგორ საუბრობს საზოგადოების აღტყინებაზე. მაგას მართლა ეგონა, რომ რუსეთისკენ შეატრიალებდა ამ ქვეყანას. როცა საუბრობს რაღაცა ეპითეტებზე, ფილმებიდან ეშმაკის მოციქული მართლა გამახსენდა მაგას რომ ვუყურებ, ეპითეტის სახით რომ შევხედოთ. ზოგადად ვამბობ, რომ ჩვენ ერთიანობა არის გასაღები და ამ ადამიანებს არ უნდა მივცეთ ამოსუნთქვის შესაძლებლობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.…

მეტი...

„ხალხის ძალამ“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კომპრომისით ძალა აჩვენა, ქციის ორგანიზატორებმა არშემდგარი რევოლუციის სურვილით, სისუსტე” – “ხალხის ძალა”

მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებით, „ხალხის ძალამ“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კომპრომისით ძალა აჩვენა, აქციის ორგანიზატორებმა კი, არშემდგარი, მათთვის ნანატრი რევოლუციის სურვილით – სისუსტე. მათივე განცხადებით, მთელი ეგზალტირებული კამპანია მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესებს ემსახურებოდა. „ქვეყნის გარედან იმპორტირებულ ტყუილს, ახალგაზრდებში, მოლოტოვის კოქტეილის ეფექტი ჰქონდა. იმაზე მეტი ღალატი და მტრობა რა არის, როცა საკუთარი ახალგაზრდების ემოციას მათივე მომავლის საწინააღმდეგოდ გამოაყენებინებ სხვას. უფრო მეტიც, მათ სიცოცხლეს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის გაწირავ. ტყუილს კი „ძალიან მოკლე ფეხები“ აღმოაჩნდა და დღეს უკვე ბევრი მიხვდა, რომ კანონპროექტი, რომელსაც ისინი უსაფუძვლოდ აპროტესტებენ, თურმე კანადისთვის და ევროკავშირისთვისაც გახდა მისაღები. ამერიკაზე და…

მეტი...

,,ჩუჩელა გუშინ კაცად რომ ავლენდა თავს”- ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე

,,თუ არ ვიბრძოლეთ, არავინ არ მოგვცემს ამ კანდიდატის სტატუსს”,- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებესაც გამოეხმაურა. ,,გუშინ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ჩუჩელამ, პირადმა სათამაშომ გააკეთა განცხადებები, რომ თურმე ყველას აზღვევინებს, თამუნას, ლიკას, მაკას, გიორგის, დათოს, ყველას სახლებში შეუვარდება თურმე, ყველას დააიდენტიფიცირებს და დააანონსა რეპრესიები. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აი ეს ჩუჩელა გუშინ კაცად რომ ავლენდა თავს სამთავრობო მედიაზე, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშო და ყველაფერი ამ საქმენი საგმირონის უკან, ცხადია, იდგა რუსი ოლიგარქი. ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ,…

მეტი...