63 წლის მამაკაცს 15 წლის გოგოზე განხორციელებული სექსუალური ძალადობისთვის უვადო პატიმრობა ემუქრება  

სექსუალური ძალადობისთვის ბრალდებული 63 წლის მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. სამართალდამცველებმა ის უკვე დაკითხეს. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი საკუთარმა შვილმა ამხილა. რაც შეეხება 15 წლის მოზარდს,  რომელიც მისი მეგობრის შვილი და თან მეზობელია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა, სადაც ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. მამაკაცს და 15 წლის მოზარდს ფარდულში 63 წლის მამაკაცის ქალიშვილმა შეუსწრო და პოლიციაში დარეკა. მამაკაცი აცხადებს, რომ  მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობა არ განუხორციელებია. მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება. არასრულწლოვნის მიმართ 63 წლის მამაკაცი სავარაუდოდ სისტემატიურად ძალადობდა.  

მეტი...

გერმანია უკრაინას 12 მილიარდის შეიარაღებით დაეხმარება

გერმანია ომში მყოფ უკრაინას მორიგ დახმარებას სთავაზობს. ამჯერად საუბარია 12 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებაზე. „მორიგი დახმარებით უკრაინა შეძლებს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიარაღების პირდაპირი გზით შეძენას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას მანა ექნება, სანამ ეს საჭირო და აუცილებელი იქნება“ – აცხადებს გერმანული მხარე. დღემდე გერმანიამ უკრაინას დაახლოებით 15 მილიონ ევრომდე ღირებულების დახმარება გაუწია.

მეტი...

,,გავაგრძელებთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას”- რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, გენშტაბი კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. მისი თქმით, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. ,,უკვე იგეგმება რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია, როდის იქნება ყველაზე შესაფერისი მომენტი, როგორც ისინი გადაწყვეტენ. ასევე, ყველაფერი დამოკიდებულია ამინდის პირობებზე“, – განაცხადა რეზნიკოვმა. მისივე თქმით,  წელს უკრაინისთვის ძალიან პოზიტიური ცვლილებები იქნება. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, როგორც ეს გავაკეთეთ კიევში, ჩერნიგოვში, სუმში, ხარკოვში, ხერსონში. ყველაფერი ეს გაგრძელდება“, – განაცხადა რეზნიკოვმა.    

მეტი...

,,ფაქტობრივად არცერთი მოთხოვნა შესრულებული არ არის”- სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს შეხვდა. მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე, პარლამენტის წევრმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  „ევროპის საბჭოს დასკვნებს, მის შეფასებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ პროცესში, რასაც ევროკავშირის მხრიდან შეფასების გაკეთება ჰქვია თუ რამდენად  სრულდება 12-პუნქტიანი მოთხოვნები. ჩვენ, ხელისუფლების მიერ შესრულებულ პროცესს, ნეგატიურად ვაფასებთ ანუ დღევანდელი მდგომარეობით, ფაქტობრივად არცერთი მოთხოვნა შესრულებული არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენა დიდი დარტყმა იქნება. ამიტომ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან საუბარი შეეხო ერთი მხრივ, რა ბერკეტებით არის შესაძლებელი, რომ ზეწოლა გაძლიერდეს დღევანდელ ხელისუფლებაზე და…

მეტი...

,,საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია, სრულიად შეესაბამება ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესებს” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზება “სრულად აკმაყოფილებს ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს”. ამის შესახებ RTVI-სთან ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა. მან ასევე დაუკავშირა საქართველოში მარტის საპროტესტო აქციები დასავლეთის სურვილს “შეარყიოს ვითარება” ქვეყანაში, დაარწმუნოს მისი ხელმძღვანელობა უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას და გაწყვიტოს ურთიერთობა რუსეთთან. ,,დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია, ორი ქვეყნის, რომლებიც ერთი ისტორიით და კულტურით არიან გაერთიანებულები და მილიონობით ადამიანის ბედია გადაჯაჭვული, სრულიად შეესაბამება ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესებს”,- განაცხადა მიხაილ გალუზინმა.

მეტი...

,,ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს”- სალომე ზურაბიშვილი

,,ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, არის ჩვენი სტაბილურობის საფუძველი და მას ალტერნატივა არ აქვს,”-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ „დემოკრატიის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი არის შეხსენება, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერი. „მინდა, საქართველოს სახელით მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს გასულ წელს გამოთქმული ინიციატივისთვის და კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწვევისთვის, წელს, როდესაც დემოკრატიის დაცვა და კონსოლიდაცია საჭიროა ისე, როგორც არასდროს. ჩვენ შარშან უკვე აღვნიშნეთ მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც იდგნენ როგორც დიდი ხნის წინ დამკვიდრებული დემოკრატიები, ასევე,…

მეტი...

,,ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში”- სალომე ზურაბიშვილი

,,ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე განაცხადა. მისი თქმით, პროტესტმა წარმატებას მიაღწია როგორც ,,უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ გაუქმებაში, ასევე, პოლარიზაციის დაძლევის უნარის დემონსტრირებაში. ,,საქართველომ, რთული გეოპოლიტიკური გარემოს და შიდადაძაბულობის მიუხედავად, მიაღწია წინსვლას ორ ძირითად პრიორიტეტთან დაკავშირებით: დასრულდა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა, მიღებულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნული სამოქალაქო გეგმა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ზომები. მიუხედავად ამისა, ინკლუზიური პროცესით სასამართლო რეფორმის განხორციელება,…

მეტი...

რუსები პუტინის გარშემო უნდა გაერთიანდნენ – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ „მტრული ქვეყნების ჰიბრიდული ომი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ დიდხანს გაგრძელდება, ამიტომ რუსებს „ვლადიმერ პუტინის ირგვლივ გაერთიანება“ სჭირდებათ. ,,თუ გულისხმობთ ომს ფართო კონტექსტში – დაპირისპირებას მტრულ სახელმწიფოებთან, არამეგობრულ ქვეყნებთან, ამ ჰიბრიდულ ომს, რომელიც გაჩაღებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. აქ კი ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, საკუთარი თავის ერთგულება, მიზანდასახულობა, პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანება”, – განაცხადა პესკოვმა.  

მეტი...

უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება – ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, რომელიც აპრილ-მაისში უნდა დაიწყოს  – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. ,,ლეოპარდის ტანკებს ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით კონტრშეტევაში ნახავთ. კონტრშეტევა დაგეგმილია რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი  ყველაზე შესაფერისი მომენტი. ეს ასევე დამოკიდებულია ამინდის პირობებზე.გაზაფხულზე ჩვენი მიწა ძალიან სველია. ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვიხილავთ”,- აღნიშნა მინისტრმა.

მეტი...

,,ნატო ვერ ხედავს მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმის რეალურ საფრთხეს”- მირჩა ჯოანა

,,ნატო ვერ ხედავს მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმის რეალურ საფრთხეს” – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანამ განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვს არ გააჩნია საჭირო რესურსი დნესტრისპირეთამდე სახმელეთო დერეფნის ასაშენებლად. ,,მე ვთქვი და ვიმეორებ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის მიერ მოლდოვის რესპუბლიკაზე მოსალოდნელი სამხედრო თავდასხმის რისკს. ძალიან მარტივი მიზეზების გამო: მათ არ აქვთ საკმარისი რესურსები ოდესაში, დნესტრისპირეთში მისასვლელად,”- განაცხადა ჯოანამ. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჰიბრიდულ ომს მოლდოვას წინააღმდეგ ყველა შესაძლო საშუალებების გამოყენებით. ეს მოიცავს აქციებს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა ზიანი მიაყენოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.

მეტი...

მეწყერის გამო, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის 1 კმ-ზე განვითარებული მეწყერული პროცესების გამო, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,ვერ წარმოიდგენთ როგორ საშინლად გამოიყურება, რა დარჩა ჩემი შვილისგან არ ვიცი”- გიული ალასანია

,,ვერ წარმოიდგენთ როგორ საშინლად გამოიყურება. ასე მრგვალი ზურგი გაუხდა. რა დარჩა ჩემი შვილისგან არ ვიცი,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის სულ უფრო და უფრო სუსტადაა. ,,სულ უფრო და უფრო სუსტადაა. აი ასეა მოხრილი, ვერ წარმოიდგენთ როგორ საშინლად გამოიყურება. ასე მრგვალი ზურგი გაუხდა. რა დარჩა ჩემი შვილისგან არ ვიცი. ელოდება იმ ექიმებს და ძალიან უცნაურად ეჩვენება, რომ პოლონელი ექიმები არ შემოუშვეს. გამოკეტილი ადამიანი, უყურებს უკრაინას და გული უსკდება, რომ იქ ასეთი ადამიანი ხდება და ეს აქ არის გამოკეტილი ამდენი ხანი და თანაც ასეთ მდგომარეობაში, საერთოდ…

მეტი...

,,მამაჩემმა თუ ეგ გააკეთა ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო”- 15 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავეს

15 წლის მოზარდის სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავეს. სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი და 63 წლის კაცი მეზობლები არიან. ,,თქვა, რომ „სარაიაის“ ტუალეტში ვიყავიო, რომ გამოვიარეო „სარაიაში“ დავინახე ერთმანეთს ეხვეოდნენო ეს გოგო და შენი ქმარიო. მეზობლის ბავშვია, მაგის მამა შვილიშვილით ჰყავდა ჩემს ქმარს. ვკითხეთ, როგორ დაინახე, უკვე დარეკილი რომ ჰქონდა, მე ვუთხარი „გახდილები იყვნენ? როგორ დაინახე?“ და „არაო, ჩაცმულები ეხვეოდნენ ერთმანეთსო“. ჩემმა გოგომ რომ გაიგო ეს, შოკში ვიყავით სულყველანი. იმ გოგომ ისე თქვა, წავასწარიო და თქვენ თუ არა, მე მივიღებ ზომებსო და…

მეტი...

„ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო“- ირაკლი კობახიძე

„ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შალვა რამიშვილის მიმართ ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევა, დავით კეზერაშვილის მიერ დაიგეგმა. ,,რაც შეეხება ზოგადად, ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას, სადაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, რა თქმა უნდა, ამას დავგმობ. ყველაფრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ, ეს არის ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს და თავის ტელევიზიას მიხედოს. თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი. ეს არის მოწოდება კეზერაშვილის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,რატომ არ იკეთებს გადასხმას?”- მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

,,კითხვაა მარტივი – რატომ არ იღებს მაგალითად გადასხმებით იმ კალორაჟს? შესაბამისად ეს არის მთავარი მტკიცებულება, რომ ის თვითდაზიანებას გათავისუფლების იმედად აგრძელებს,”-  ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. ,,1% დაუშვით, რომ მართლაც ვერ ჭამს. არადა ექიმები ამბობენ, რომ შეუძლია ჭამოს და არ ჭამს. ანუ თვითდაზიანებას ეწევა. მაგრამ ვთქვათ ნაცმოძრაობის აქტივისტი ხარ და გჯერა, რომ მართლაც არ შეუძლია ჭამა. კითხვაა მარტივი – რატომ არ იღებს მაგალითად გადასხმებით იმ კალორაჟს? შესაბამისად ეს არის მთავარი მტკიცებულება, რომ ის თვითდაზიანებას გათავისუფლების იმედად აგრძელებს. მარტივად შეუძლია ყველას კითხვა დასვას – რატომ…

მეტი...

მოსავალი ფუჭდება, დასაწყობებულ ხორბალს ტილი უჩნდება – ნიკოლოზ ბენიაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

წისქვილკომბინატების გაჩერების გამო, ადგილობრივი ფერმერები ხორბლის მოსავალს ვერ ყიდიან. დაახლოებით 40-50 000 ტონა ხორბალი დასაწყობებულია და ფუჭდება. ამას ემატება ახალი მოსავალი, რომელიც 2 თვეში უნდა მიიღონ, თუმცა, რადგანაც საწყობები გადავსებულია არც ის იციან, სად წაიღონ ახალი მოსავალი. აღნიშნულ პრობლემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ “საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძემ ისაუბრა. „მოსავალი ფუჭდება. გაფუჭება ერთია და მეორეა ახალი მოსავალი, რომელსაც 2 თვეში ველოდებით. საწყობები თუ არ დაიცალა და არსებული ხორბალი არ გაიყიდა, ახალი მოსავლისთვის საწყობიც არ არსებობს. ფერმერების ძირითადი მოთხოვნაა დარეგულირდეს ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარება. არაერთხელ გვითქვამს რომ ფქვილი შემოდის ქვეყანაში, ხორბალი…

მეტი...

,,ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე”- ირაკლი კობახიძე

,,ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე, ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ,,მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, ამიტომ ვერ გავაკეთებ სამართლებრივ საკითხებზე დღეს კომენტარს, ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მე ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე, ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები რა თქმა უნდა, ამ კამპანიის მხარდამჭერი. POSTV გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო “მთავარ არხს”, გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს, ეს არ მოსწონს, რა თქმა…

მეტი...

„არავის აქვს უფლება, ძალით მიაწოდოს საკვები პატიმარს”- ირაკლი კობახიძე

,,სტანდარტების მიხედვით, ვინმესთვის ძალით საკვების მიწოდება არ შეიძლება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ სხვანაირად იმოქმედოს. „არავის აქვს უფლება, ძალით მიაწოდოს საკვები პატიმარს. პატიმარს არ უნდა „ვივამედის“, პენიტენციური სამსახურის საკვების მიღება, იღებს მხოლოდ ოჯახის მიერ მიღებულ საკვებს და ის საკვები არ არის სათანადო კალორაჟის. ამიტომ, აქ ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ იმოქმედოს სხვანაირად. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

დეპუტატი საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

აზერბაიჯანში დეპუტატი ფაზილ მუსტაფა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. დეპუტატს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყებული. დეპუტატს ტყვიები მხარსა და ფეხში მოხვდა. ოჯახის ინფორმაციით, პოლიტიკოსის ოპერაცია ამ დროისთვის დასრულებულია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუა ხნის კაცი დააკავეს

სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი შიდა ქართლში.  გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის მამაკაცი დააკავეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. წყარო: ”მთავარი არხი”.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი როგორც კი რამე გაუმჯობესებისკენ მიდის, მაშინვე უარი ცხადდება პროცედურების გაგრძელებაზე”- ზურაბ ჩხაიძე

,,ჩვენ ვხედავთ ფაქტს, როგორც კი რამე გაუმჯობესებისკენ მიდის, ეს იქნება მედიკამენტური მკურნალობა თუ სხვა პროცედურა, მაშინვე უარი ცხადდება გაგრძელებაზე“, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო პროცედურებზე უარს ამბობს. „ოჯახის წევრების განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, გუშინაც იყო რაღაც არასწორი ინფორმაცია მიწოდებული. უკვე ძალიან დამღლელი თემა გახდა  ყოველდღიურად ამის გაშუქება, კვება, მიღება, არმიღება, ვერმიღება. რა თქმა უნდა, იღებს საკვებს  მცირე რაოდენობით და მისთვის სასურველ საკვებს. ჩვენს შეთავაზებულ დიეტაზე ისევ უარს აცხადებენ და არ მიაქვთ ის შეთავაზებული, რაც უნდა მიიღოს პაციენტმა, მაგრამ  ყველაზე მეტად…

მეტი...

,,აბსოლუტურად ყველა განცხადება არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა”- ნიკა გილაურის განცხადება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას ეხმაურება. საუბარია თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, სადაც  ნიკანორ მელია და ხატია დეკანოიძე გაწევრიანდებიან. „ძვირფასო ფბ მეგობრებო – 10 წელია, არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას, „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო, ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“, ვწერ – გუშინ საღამოს ჩემ შესახებ ეთერში გაკეთებული აბსოლუტურად…

მეტი...

,,ნიკა მელიას აქვს სუს-ის სკოლა დამთავრებული, თამარ ჩარკვიანს კონსერვატორია”- თაკო ჩარკვიანი

,,ნიკა მელიას აქვს სუს-ის სკოლა დამთავრებული, თამარ ჩარკვიანს კი, კონსერვატორია,”– ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა. ჩარკვიანის თქმით, ” ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის პერიოდში მუშაობდა სააღსრულებლო ბიუროში, რომ შედიან და სახლებიდან ხალხი გამოჰყავთ, იქ მუშაობდა”. „ალბათ, საკუთარ თავზე საუბრობს ნიკანორ მელია. ოლიგარქიულ სქემაში ჩაფლულმა ნიკანორ მელიამ, რომელმაც როდესაც მისი ლიდერი ციხეში კვდებოდა,  გააჩერა პარტია. ზუსტად იმ სქემის ნაწილია. კითხვებს რომ ვსვამდით, რატომ გააჩერა ამხელა „ნაციონალური მოძრაობა“. ვერავინ შემეწინააღმდეგება, რომ სტაგნაციური იყო მთელი „ნაციონალური მოძრაობა“. იგივე ხატია დეკანოიძე გუშინწინ წავიდა, რაღაც პრეტენზიები განაცხადა. გუშინწინ შეიტყო, რომ ვანო მერაბიშვილი…

მეტი...

ნუცუბიძეზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, ნუცუბიძეზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული შუა ხნის მამაკაცია. შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფება. წყარო: პრაიმტაიმი.

მეტი...

,,სააკაშვილს ვურჩევდი, რომ თვალი გაუსწოროს რეალობას”- ალუდა ღუდუშაური

,,სააკაშვილს ვურჩევდი, რომ თვალი გაუსწოროს რეალობას”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო მალე მიიღებს სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის. ,,მას ვურჩევდი, რომ თვალი გაუსწოროს რეალობას, მიიღოს ეს რეალობა და რაც უფრო მალე მიიღებს ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციები მთელი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რომ რას ჭამს, რას არ ჭამს, უბრალოდ, ქართველი ხალხისთვისაც მომაბეზრებელი და დამღლელია. მართლმსაჯულება, რომელიც არის ევროპული მართლსამჯულებით დადასტურებული და მის კისერზე არის ეს, უნდა მიიღოს მან, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მეტი...

,,ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას”- რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მოთხოვნები

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები რეკონსტრუქციის პარალელურად კლინიკის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას,  საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა ავალიანის გადადგომასა და პრემიერ-მინსიტრთან შეხვედრას ითხოვენ. ,,17 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტელეეთერებიდან გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. განცხადებას წინ უძღოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართ არნახული და ბინძური დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა. ეს ის კლინიკაა, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას და დაარსების დღიდან დგას ხალხის სამსახურში. თავგანწირვით და ღირსეულად ემსახურება თავის ქვეყანას და თავის მოქალაქეებს. აღნიშნულს მალევე მოჰყვა ზემოთ ხსენებულ განცხადება, რომ კლინიკა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და უნდა დაინგრეს. თუმცა არსებობს სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული კლინიკის რეაბილიტაციის…

მეტი...

მახინჯაურში სატვირთო ამოყირავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურში – სატვირთო, რომელსაც ხიდის საყრდენი კონსტრუქცია გადაჰქონდა, ამოყირაქვდა. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ფოტო: „აჭარა ნიუსი“

მეტი...

,,იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს – ცარიელი ძვალი და ტყავია ადამიანი”- გიული ალასანია

როგორც კი სახალხო დამცველის კონსილიუმი შემოვა და დადებენ თავიანთ დასკვნას, მაშინვე წავა საქმე სტრასბურგში,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ძალა საერთოდ არ აქვს და ვერ მოძრაობს. ,,იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს. თურმე არ ჭამს, მაგრამ იმატებს. ეს როგორ ხდება?! მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ცარიელი ძვალი და ტყავია ადამიანი. ვერ მოძრაობს, არანაირი ძალა აღარ აქვს საერთოდ. ყოველ წუთში შემოდის ექთანი, რაღაც ტაბლეტებს აძლევს და არასოდეს გამიგია, რომ რამეზე უარი ეთქვას. პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ეს ჩემი…

მეტი...

იტალიაში 32 წლის ქართველი ქალი ქმარმა დაჭრა

იტალიაში 32 წლის ქართველი ქალი მისმა მეუღლემ დაჭრა. საქართველოს მოქალაქე 47 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 47 წლის კაცი ცოლზე თავდასხმის შემდეგ ავტომობილით მიმალვა სცადა. ბარის პოლიციამ მამაკაცი რამდენიმე საათში დააკავა. ქალს დანით ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებაზე და სამედიცინო მანიპულაციებზე”- მალხაზ ურთქმელიძე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს არ ასრულებს. ,,მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებაზე და სამედიცინო მანიპულაციებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება”,- განაცხადა ურთქმელიძემ.

მეტი...

,,ეს არ არის საპარლამენტო მუშაობა, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე”- გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა პარლამენტში მიმდინარე მოვლენები”შოკისმომგვრელად” შეაფასეს. ,,შოკისმომგვრელია, ასეთი იყო ტერმინი მათთვის, რაც ხდება საქართველოს პარლამენტის შიგნით. ეს არ არის საპარლამენტო მუშაობა, ეს არის ფაქტობრივად ბრძოლა წესების გარეშე. ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან ცხადია და ნათელია ყველა სიტუაცია, რაც ქვეყანაშია, ჩვენი გზავნილი ნამდვილად არის, რომ ქართველ ხალხს ეს შესაძლებლობა არ დავაკარგვინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც რუსულად დეზინფორმაციისთვის დამახასიათებელი მექანიზმით თავს ესხმის ევროპელ პარტნიორებს, კოლეგებს პარლამენტში და ყოველდღე ფიზიკური ანგარიშსწორებებია პარლამენტში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მეტი...

,,იქ, სადაც არის საბრძოლი, მათ შორის ფიზიკურად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წინა ხაზზე”- გიორგი ვაშაძე

,,არც ერთი საკითხი არ გვაინტერესებს, რომელიც 12 რეკომენდაციას არ ეხება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, იქ, სადაც არის საბრძოლი, მათ შორის ფიზიკურად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წინა ხაზზე. „ეს არის თემატური ბოიკოტი. არც ერთი საკითხი არ გვაინტერესებს, რომელიც 12 რეკომენდაციას არ ეხება. ახლა მთავარი საკითხია რეფორმების შესრულება. იქ, სადაც არის საბრძოლი, სამწუხაროდ, მათ შორის ფიზიკურად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წინა ხაზზე. სადაც საჭიროდ ჩავთვლით, რომ არსებითი იხილება, ვიქნებით, სადაც ანტურაჟის შექმნა იქნება, რათა „ქართულმა ოცნებამ“ თქვას რაღაც ხდება ამ პარლამენტში, არ ვიქნებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 172 340 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 172 340 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 172 340; ​ტანკი – 3 609; ჯავშანტექნიკა – 6 966; საარტილერიო სისტემა – 2 659; სარაკეტო სისტემა – 526; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 277; თვითმფრინავები – 306; ვერტმფრენი – 291; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 239; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 507; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 288.

მეტი...

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს – მიშელი

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. მისი თქმით, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს. „ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შემდეგი ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინას და საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას, და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. მინდა, დავადასტურო, რომ მე ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს წინაშე ვაპირებ წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს პროცესის დაწყების საკითხზე. ეს იქნება…

მეტი...

,,თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, მაშინ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს. ზელენსკის თქმით, ომის ამ ეტაპზე უკრაინის ნებისმიერმა მარცხმა შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიწვიოს. „აშშ-ში რეალურად აცნობიერებენ, რომ თუ ისინი შეწყვეტენ ჩვენ დახმარებას, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ“ – განაცხადა ზელენსკიმ.    

მეტი...