„არეულობის დროს, აგრესიული ბრბო მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდა ჩვენს პოლიციას“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„არეულობის დროს,როცა აგრესიული ბრბო მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდა პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ეხლა არის საჭირო რეჟიმის შეცვლა და დამხობა,მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ“ – აცხადებს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტარები ტავად არიან გახვეული კორუფციაში და უმჯობესია, საკუთარ თავს მიხედონ. „ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?! მე ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებაც მოვისმინე ამ არეულობის დროს, როცა გახურებული იყო დაპირისპირება პოლიციასა და ანარქისტებს შორის, აგრესიულ ბრბოს შორის, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ესროდნენ…

მეტი...

„წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი, ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„წარმოვიდგინოთ რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. აღარ მინდა ახლა დეტალებზე წავიდე, ყველამ კარგად ვიცით აქ რა მოხდება ქვეყანა გადაიქცევა, ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც მე მინდა ყველამ კარგად გაიაზროს“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერის თქმით, ამ დღეების განმავლობაში სრული ლუსტრაცია მოხდა. „მოხდა სრული ლუსტრაცია ამ ადამიანების, ე.ე. დავიწყოთ თავიდან რომ 300 ენჯეო იყო გაერთიანებული, 300 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა ამ პეტიციას ვინც იყვნენ ჩართული ამ აქციის ორგანიზებაში. ამას დაემატა „ნაცმოძრაობა,“ კოლექტიური „გირჩი“, ეს კლუბები, ორგანიზაციები რაც აქვთ შემქნილი და  რა თქმა…

მეტი...

„ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს“ – ღარიბაშვილი ზელენსკიზე

„ომში მყოფი ადამიანი როცა იცლის და საქართველოში რამდენიმეათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ არის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებით. მისი თქმით, უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა და უკრაინაც ამზადებს კონტრშეტევებს. „უკრაინაში, რამდენიმე სიტყვით გეტყვით, რომ ძალიან რთული ვითარებაა, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და უკრაინაც ამზადებს გარკვეულ კონტრშეტევებს, ჩვენი ინფორმაციით. ძალიან რთული ბრძოლები იქნება ალბათ დონეცკის ოლქში მთლიანად და ბახმუტის დაკავების შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გართულდება და ესკალაცია იქნება. თქვენ ახსენეთ ზელენსკის მიმართვა – ახლა ომში მყოფი ადამიანი…

მეტი...

„მიდის ახალგაზრდების მოწამვლა. საიდან გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილები “მშვიდობიან აქციაზე?“ – პრემიერი

„ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის მოსწავლეებს, ურეცხავენ ტვინს ამ ე.წ ფრანკლინის კლუბში. ეხლა რა ხდება “ფრანკლინის კლუბში” და სად არსებობს აღნიშნული კლუბი. ეს კლუბი არის შექმნილი სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში, რომელიც სხვათაშორის, მე მინდა ახალგაზრდებს შევახსენო, რომ ეს უნივერსიტეტი, როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, 1 ლარად გადასცა თავის დედას“ – აცხადებს  პრემიერი ღარიბაშვილი. მისი შეფასებით,  ამ უნივერსიტეტში შექმნილია ეს ერთგვარი ანკლავი, ძალიან ბევრი უცხოელი ფიქსირდება ამ დაჯგუფების გარშემო და მიდის ახალგაზრდების მოწამვლა,  მათი ტვინის გამორეცხვა. „აი, პირდაპირ მაგალითს გეტყვით, დადასტურებული ინფორმაცია მინდა გავუზიარო ჩვენს ხალხს. განსაკუთრებით ეს “ფრანკლინის კლუბის” ახალგაზრდები…

მეტი...

„ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი“ –  პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, „ნაციონალებთან“ იყვნენ კავშირში. „ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, ყველანი იყვნენ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან. 60-მდე პოლიციელია დაშავებული, რამდენიმე პოლიციელი ლამის ცოცხლად დაიწვა, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი“ – აცხადებს პრემიერი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში დააარსეს ე.წ. “ფრანკლინის კლუბი”, სადაც ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის თქმით, აქციაზე “ფრანკლინის კლუბის” ახალგაზრდები და  დატრენინგებული, დესტრუქციული ზურაბ ჯაფარიძის “გირჩის” მოძრაობის წევრები ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად იქცეოდნენ და მათ დავალება ჰქონდათ მიცემული,…

მეტი...

“მერაბიშვილი, მკვლელი, ახალაიები, მწამებლები, მეგის ქარდავა და რეკეტიორი კეზერაშვილი” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? „ქართულმა ოცნებამ“, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა დააბრუნა საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე. „რაც შეეხება ზოგადად, ევროპის იდეას, მინდა, კიდევ ერთხელ ავუხსნა პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ მივმართო. ჩემო შვილებო, ჩემო დებო და ძმებო, გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ზოგადად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე რეალური, ხელშესახები პროგრესი. ვინ მოიტანა რეალური პროგრესი. სააკაშვილმა? ნამდვილად არა. რატომ – სააკაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე ანტი ევროპული…

მეტი...

„ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება“ – პრემიერი კანონპროექტის გაწვევაზე  

„კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო. ერთის მხრივ, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, მეორეს მხრივ, ვთქვით, რომ, ვიცოდით მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა და მათ შეიძლებოდა რამოდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ. „ჩვენ ვთქვით, ძალიან ცხადად, მკაფიოდ იყო ნათქვამი, მეც გამოვედი ამ კანონპროექტის კენჭისყრის დღეს, გავაკეთე განცხადება, ვთქვი, რომ ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ პირველი მოსმენით მივიღებდით კანონპროექტს და შემდეგ დაუყოვნებლივ ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში. თუ ამას ნებისმიერი…

მეტი...

„თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ, ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ. ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ამას დაემატა ის განცხადებები, რომელიც შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი განცხადებები, ჩვენი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი“ – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქ ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა. „რაც შეეხება პროცესს, როგორც წარიმართა, ჩვენ ორ ვარიანტს ვუყარეთ კენჭი. ჩვენ ორ ვარიანტს ვუყარეთ კენჭი, ორ ვერსიას, ანუ ერთი ამერიკული მოდელი ავიღეთ, თარგმნილი იყო და გადმოვიტანეთ და ვთქვით, რომ ზუსტად იდენტური ამერიკული მოდელი გვინდა, რომ მივიღოთ. მეორე იყო…

მეტი...

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მარტს, ბათუმში, ერთ-ერთი კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში…

მეტი...

„რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური“ – ნიკა მელია

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ  მისი განცხადებები საკვებია რუსეთისა და მმართველი გუნდისთვის. „ვანო მერაბიშვილი საუბრობს როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი და რა უნდა მოხდეს. ვანო მერაბიშვილის აზრი აინტერესებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად და პირადი გავლენების მოსაპოვებლად. სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია და შედეგიც აუცილებლად იქნება სხვა! რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიო ახლა საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას და მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც იბრძვის რეჟიმის…

მეტი...

“ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას” – ვანო მერაბიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი  მმართველ გუნდს „ფეიკ ნიუსების“ გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც ვანო მერაბიშვილი აცხადებს,  ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას. „მიუხედავად იმისა რომ საქართველოში არ ვიმყოფები და ზოგადადაც ჩემს ყოველდღიურობაში ქართველი პოლიტიკოსების მოსმენაზე ძალიან მცირე დროს ვკარგავ, მაინც მომხვდა თვალში ქ. ოცნების კომიკური მცდელობა – ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და “ფეიქ” ნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი. კიდევ ერთხელ, მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი.  ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას. რეალობა არის ის რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი“, – წერს მერაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

„თუ არ იქნება სერიოზული ზეწოლა ივანიშვილზე, ძალიან რთულია  სააკაშვილის გათავისუფლება“ – ვანო მერაბიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი უკრაინულ მედიაცენტრში იმ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს, რაც საქართველოში უნდა დაიწყოს და რამაც მთავრობის შეცვლა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოიტანოს. „თუ არ იქნება სერიოზული ზეწოლა ივანიშვილზე, ძალიან რთული იქნება სააკაშვილის გათავისუფლება. სწორედ ის არის ამ ორი ადამიანის (ივანიშვილი და პუტინი) პირადი პატიმარი. რატომ ჰყავდათ ის ამდენ ხანს დაპატიმრებული? რადგან მათ ესმით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება ამოკლებს მათ ძალაუფლებას. მინდა გავიხსენო, რა თქვა სიმონიანმა თბილისში მიტინგებზე რეაგირებისას – „საქართველოს არავინ მოეფერება, უბრალოდ დავარტყამთ ეგრევე თბილისს“. ეს არის რუსეთის ღია გზავნილი ბოლო მიტინგებზე რეაგირებისას. როგორც…

მეტი...

„ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა“ – ვანო მერაბიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე უკრაინულ მედიაცენტრში ისაუბრა და თამამად განაცხადა, რომ მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა. როგორც მერაბიშვილი განმარტავს, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ აქციებით დაწყებული, სხვა კომპონენტებით დამთავრებული. „ვაპირებთ, მასობრივი საპროტესტო აქციები დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს.  ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა. მთავრობაში უნდა მოვიდეს პროდასავლური, პროუკრაინული ხელისუფლება“ – აცხადებს მერაბიშვილი. მისივე თქმით, ამ მიზნისთვის გაზაფხული და ზაფხული საინტერესო პერიოდია.

მეტი...

საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს

საფრანგეთს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოში მომდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მოკლე შეფასებას აკეთებს. მაკრონი საქართველოს მთავრობას მიმართავს, ნეგატიური პოლიტიკური პროცესების ჩასახშობად, დაპატიმრებული ყოფილი პოლიტიკური ლიდერები გაათავისუფლოს. აღნიშნული განცხადება ემანუელ მაკრონმა  გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც საკუთარ სოციალურ გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა გაიზიარა. „მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს დაპატიმრებული ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მშვიდობისმყოფელის ინიციატივა ხელში მთავრობამ უნდა აიღოს. ეს საჭიროა რომ სიტუაცია უფრო დამშვიდდეს”, – აცხადებს მაკრონი.

მეტი...

„ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, რომ  გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს, არაფერი“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რუსეთის სისასტიკეზე საუბრობს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აღნიშნავს, ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, რომ გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს, არაფერი ადამიანური. „რაკეტები,  უპილოტო საფრენი აპარატები, ნაღმმტყორცნები – ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, რომ გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს, არაფერი.  ნანგრევები, ნამტვრევები, მიწაზე ჭურვებისგან დატოვებული ღრმულები – სწორედ  ეს არის რუსეთის ავტოპორტრეტი,  რომელსაც ის ხატავს იქ, სადაც რუსეთის გარეშე ნორმალური ცხოვრებაა. რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი“ – აღნიშნავს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში. პრეზიდენტი უკრაინისთვის დაწესებულ მორიგ სანქციებზეც საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინა…

მეტი...

სტრასბურგმა დაადასტურა, რომ რუსეთი აფხაზეთზე კონტროლს 208 წლამდეც ახორციელებდა

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამტკიცებულია, რომ 1990 – 1993 წლიდან აფხაზეთის ტერიტორია სამართლებრივად უკვე აღიარებულია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. „2021 წლის იანვარში იქნა მიღებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში, რაც სამართლებრივ ენაზე ოკუპაციას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით ითქვა, რომ 2008 წლამდეც რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს. უკვე დღეიდან შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ, სასამართლო დოკუმენტით დამტკიცებულია, რომ 1990 – 1993 წლიდან აფხაზეთის ტერიტორია სამართლებრივად უკვე აღიარებულია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია და ეს დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს…

მეტი...

„რასაც ის აცხადებს, ჩვეულებრივი ფაშიზმია“ – პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ სახალხო დამცველზე

„ჩვენ ვიხილეთ ყოფილი სახალხო დამცველის „პოსტი“, სადაც ის მოუწოდებს ყველას, რომ გარკვეული ადამიანები საზოგადოებიდან გარიყონ, ხელი არ ჩამოართვან, არ მიესალმონ და ა.შ. შეიქმნა ჯგუფები, იწვება წიგნები, ლექტორები არ უნდა შეუშვან აუდიტორიაში და ამას ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დეკორირებული იქნა რამდენიმე ორდენით“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის შეფასებით,  ყოფილი სახალხო დამცველი ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს. „ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რასაც ის აცხადებს. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვყავდა სახალხო დამცველი, რომელზეც თითქოს ამბობდნენ, რომ მას ნდობა ჰქონდა, განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტორისგან. ის ჩვეულებრივ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მოუწოდებს…

მეტი...

„რუსეთიდან დაფინანსება არ ნიშნავს მაინცდამაინც მოსკოვიდან დაფინანსებას“ – შალვა პაპუაშვილი ჩავარდნილ კანონპროექტზე  

„ხალხის ძალის“ მიერ საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელსაც აქციები და კანონპროექტის უკან გაწვევა მოყვა, პარლამენტის თავმჯდომარე განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ რუსეთიდან დაფინანსება მაინცდამაინც მოსკოვიდან დაფინანსებას არ ნიშნავს. „იქ არის სამი მოდელი. ერთი – მოდით, იყოს მხოლოდ რუსულ დაფინანსებაზე და მეორე მოდელი იყოს ყველაზე, მათ შორის, თავისთავად, რუსეთზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს მარტო რუსეთზე ვერ იქნებოდა. იქვე, დასკვნაში უწერიათ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის დაფინანსებას თუ არ ავიღებთ, სხვა დასავლური დაფინანსებები არის გაუმჭვირვალე და სრულად არ არის მოძიებადი. ანუ, აქაც იყო გამოწვევა და პრობლემა. მეორე, რუსეთიდან დაფინანსება…

მეტი...

“ყალბი ნარატივების შექმნასთან გვაქვს საქმე” – შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორზე

პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორს ყალბი ნარატივის შექმნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იმას, რაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანოპროქტში იყო ჩადებული, არასამთავრობოები ჯერ კიდევ 2016 წელს იწონებდნენ და თავად ითხოვდნენ მის საჭიროებას. „რასაც მაშინ ამბობდნენ, 2016 წელს, რომ ეს სჭირდებათ მოქალაქეებს, დღეს მოქალაქეებს უთხრეს, რომ ის მათ არ სჭირდებათ 2023 წელს. , ასეთ, ყალბი ნარატივების შექმნასთან გვაქვს საქმე. როცა გარკვეული სეგმენტი პირს შეკრავს და ასე უნისონში ამბობს ერთ რამეს, რთულია, ამას დაუპირისპირდე. თუმცა, გავა დრო, ერთი კვირა, ორი კვირა და გარწმუნებთ, ჩვენი საზოგადოება თავადაც დარწმუნდება, რომ ეს იყო მისი უფლება…

მეტი...