აჭარაში ქარიშხალს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აჭარის რეგიონში ძლიერი ქარია. ქობულეთში ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა. ერთ-ერთი ხე ავტომანქანას დაეცა, რომელშიც მამაკაცი იჯდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ძლიერი ქარია ბათუმშიც, სადაც ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა, მშენებლობებიდან სამშენებლო მასალები ცვივა. მანქანები დაზიანდა სტადიონის მიმდებარედაც, რომლებსაც დამცავი რკინის ჯებირები დაეცა.

მეტი...

ბათუმში ქარიშხალია, მოგლეჯილია ხეები

ბათუმში, ძლიერი ქარი ამოვარდა. რამდენიმე ქუჩაზე ხეებია მოგლეჯილი ქარიშხალმა მშენებარე შენობებიდან დამცავი ბადეები მოგლიჯა და სამშენებლო წვრილ-წვრილი მასალები და კენჭები ცვივა. დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. ქარიშხალმა ბათუმოს სტადიონის ტერიტორიაც დააზიანა. სტადიონის ირგვლივ განლაგებული დამცავი ჯებირები წაიქცია და მანქანებს დაეცა.

მეტი...

„სააკაშვილი უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე“ – ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელი

​პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ექიმებს არ ემორჩილება. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი  არ ასრულებს ექიმების სამკურნალო რეკომენდაციებს, არ იღებს მედიკამენტების მიღებაზე და უარს აცხადებს სამედიცინო მანიპულაციებზე. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება. რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის“, – განმარტავს ურთქმელიძე.  

მეტი...

ქვემო ფონიჭალის სკვერში ავტომანქანა შევარდა, დაშავდნენ ბავშვები  

ბავშვები სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ. სკვერში, სადაც ისინი თამაშობდნენ, მსუბუქი ავტომანქანა შევარდა. ბავშვებმა გაქცევა მოასწრეს, სამი ბავშვი კი დაშავდა. ამ წუთებში ბავშვებს კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამივე არასრულწლოვანმა მძიმე დაზიანება მიიღო. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

მეტი...

“ჩვენი ქვეყნის სხეულზე არ დავტოვებთ ამ ომით მიყენებულ ჭრილობას“ – ზელენსკი სუმში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ დაბომბილ სუმის ოლქში ჩავიდა. პრეზიდენტმა ქალაქები –  ახტირკა და ტროსტიანეცი დაათვალიერა. „ჩვენი ქვეყნის სხეულზე არ დავტოვებთ ამ ომით მიყენებულ ჭრილობებს. ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც განადგურდა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მან მესაზღვრეებიც მოინახულა, გაეცნო მათ სტრუქტურას. პრეზიდენტი ახტირკიდან ტროსტიანეცში გაემგზავრა, სადაც დაბომბილი  რკინიგზის სადგურის რესტავრაციის პროექტებს და ქალაქის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. მან ჯილდოები გადასცა სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს.

მეტი...

კადიროვის არასრულწლოვანი შვილები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაჯილდოვდნენ

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილები, მამის მსგავსად, ჯილდოების მფლობელები გახდნენ. 7 წლის ახმადმა და 15 წლის ადამმა “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის“ სამკერდე ნიშნები მიიღეს. ინფორმაციას ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი – აჰმედ დუდაევი ავრცელებს. აღნიშნული ჯილდო მიღებული აქვს თავად  რამზან კადიროვსაც. ასევე, ჯილდოს მფლობელია არიან კადიროვის დეიდა უმან იბრაგიმოვი.

მეტი...

ფქვილი იაფდება, პური ისევ ძვირია – რას პასუხობენ „მეპურეები“ მოსახლეობას

საქართველოში პურის ფქვილის გაიაფების მიუხედავად, პურზე ისევ გაზრდილი საფასური რჩება და კლებისკენ არ მიდის. თუ ადრე ერთი ტომარა პურის ფქვილი 80 ლარი ღირდა, დღეს, 5-დან 60 ლარამდე ღირს, თუმცა, აღნიშნული სხვაობა პურის ფასზე არ მოქმედებს. როგორც  საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ფქვილის გაიაფება არ ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერი გაიაფდა, რისგანაც პური იწარმოება. „ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება თუ შევადარებთ შარშანდელს, დაახლოებით, 10-15 ლარიანი სხვაობაა. შარშან ფიქსირდებოდა 70 ლარი და 50 თეთრი და წელს ერთი ტომარა დაახლოებით 60 ლარამდეა“ – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. კითხვას – ფქვილის გაიაფება…

მეტი...

,,ნუ გაუშვებ უდანაშაულო ადამიანს მრავალი წლით ციხეში”- სოსო გოგაშვილის შვილი მოსამართლეს

,,ნუ გაუშვებ უდანაშაულო ადამიანს მრავალი წლით ციხეში,”- ამ სიტყვებით სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკა გოგაშვილი მოსამართლეს მიმართავს. გოგაშვილის შვილი მოსამართლეს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. ,,ნუ შეგეშინდება, პატივცემულო მოსამართლე, გაბედე და მიიღე სწორი გადაწყვეტილება და ნუ გაუშვებ უდანაშაულო ადამიანს მრავალი წლით ციხეში, იმიტომ, რომ ეს იქნება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება და ყველაზე არასწორი და ყველაზე უსამართლო თუკი რამე იქნება მის კარიერაში მიღებული, იმიტომ, რომ არასდროს უსამართლობა არავის შერჩენია და ღმერთი ყევლას მოსთხოვს პასუხს აუცილებლად,” – განაცხადა სოსო გოგაშვილის შვილმა.

მეტი...

,,ნებისმიერი აქტივობა, რომელმაც შეიძლება დამაზარალოს, აღქმული იქნება როგორც ჩემი ინსტრუმენტალიზაციის მცდელობა”- თათია სამხარაძე

,,ნებისმიერი აქტივობა, რომელმაც შეიძლება დამაზარალოს ამ პროცესში, ჩემგან აღქმული იქნება როგორც ჩემი ინსტრუმენტალიზაციის მცდელობა და საკადრისი პასუხი გაეცემა!,”- ამის შესახებ თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს. სამხარაძე აქტივისტებს, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს. ,,მოვუწოდებ ყველა აქტივისტს და სამოქალაქო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს: ნებისმიერი აქტივობა, რომელმაც შეიძლება დამაზარალოს ამ პროცესში, ჩემგან აღქმული იქნება როგორც ჩემი ინსტრუმენტალიზაციის მცდელობა და საკადრისი პასუხი გაეცემა! აქტივობა რომელიც არ აძლიერებს მსხვერპლებს და მათ ზურგს უკან არის დაგეგმილი, გაცნობიერების გარეშე, რომ ქალი მსხვერპლები არიან ცენტრალური გადაწყვეტილების მიმღები ფიგურები, ჩვენგან იქნება შეფასებული როგორც ოპორტუნისტული და ეგოცენტრული ზრახვებით ნაკარნახევი ქმედება”,- წერს…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი რუსებს უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ამზადებს – მედია

The Guardian-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსებს უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ამზადებს. გამოცემის ცნობით,საჯარო გამოსვლების დროს, პუტინმა ომს არაერთხელ უწოდა ეგზისტენციალური ბრძოლა რუსეთის გადარჩენისთვის. ,,რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსებს უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ამზადებს. კრემლი შეშფოთებულია, რომ მათ არ შეუძლიათ ომის მიმდინარეობის შეცვლა”, – წერს გამოცემა.    

მეტი...

,,წულუკიანი შეგვრჩა, რომელიც ხალხს ალბათ, ჟუჟუნა წვიმას უმღერებს”- საბა ბუაძე

,,ქართული ოცნება” საზოგადოებას პირდებოდა 70 მილიონის კონცერტებს, მაგრამ საბოლოო ჯამში წულუკიანი შეგვრჩა, რომელიც ხალხს ალბათ, ჟუჟუნა წვიმას უმღერებს,”- ამის შესახებ ”ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა. საბა ბუაძემ კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ კონცერტებთან დაკავშირებით. ,,ქართული ოცნება” საზოგადოებას პირდებოდა 70 მილიონის კონცერტებს, მაგრამ საბოლოო ჯამში წულუკიანი შეგვრჩა, რომელიც ხალხს ალბათ, ჟუჟუნა წვიმას უმღერებს. ეს არის ამ ხელისუფლების ცუდი ორგანიზების, არაადეკვატურობის და სამარცხვინო მენეჯმენტის დამსახურება. ის, რომ ჩვენ ოთხ მილიონ ლარს ვიხდით ყოველწლიურად “Black Sea Arena-ს”  შენახვაში, სადაც არცერთი კონცერტი არ გამართულა ბოლო წლების განმავლობაში”,- განუცხადა საბა ბუაძემ ”ტვ პირველს”.

მეტი...

ძლიერი წვიმა, შტორმი, ქარბუქი – მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება. მათივე ცნობით, 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი აღინიშნოს. ,,30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1-ლი აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს. 30 მარტიდან 1-ელ აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია…

მეტი...

,,კარგად ვიცი, რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები”- კახა კალაძე

,,პატრიოტიზმი, ტრადიციების შენარჩუნება, ჩვენი იდენტობის, კულტურის და ისტორიის დაცვა „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულებებია და სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ ევროინტეგრაციის გზაზეც,”- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  ბათუმში გამართულ პარტიულ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზადაა 12-პუნქტიანი გეგმის პირნათლად შესასრულებლად და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. ,,მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც ევროპაში ცხოვრების და კარიერის შექმნის ისტორია გააჩნია. კარგად ვიცი, რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები და სწორედ ამიტომ, მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გახდეს ამ დიდი ოჯახის წევრი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ უნდა მოხდეს კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნის…

მეტი...

„PSP ჯგუფი, თურმე, ჩემი არ ყოფილა, ბატონო ირაკლი, პასუხი იხილეთ ჩემს პირად FB გვერდზე“- კახა ოქრიაშვილი კობახიძეს

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრისგან ცრუ ბრალდების უარყოფას და ბოდიშს ელის. ,,ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ PSP ჯგუფი, რომლის შენებაც დავიწყე 30 წლის წინ და ვაქციე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთგვარ ბრილიანტად, კომპანია, სადაც დასაქმებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი, კომპანია, რომელიც 50 მილიონ ლარზე მეტ გადასახადს იხდის საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად, თურმე, ჩემი არ ყოფილა. ბატონო ირაკლი, პასუხი იხილეთ ჩემს პირად FB გვერდზე. ჯერ კიდევ ველი პრემიერ-მინისტრის მიერ, ორი დღის წინ, ჩემს მიმართ გაჟღერებულ ტყუილზე, ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების მომატებასთან დაკავშირებით, ცრუ…

მეტი...

ხანძარი მექსიკის მიგრანტთა დაკავების ცენტრში – დაიღუპა სულ მცირე 39 ადამიანი

აშშ-ის საზღვართან მდებარე მექსიკის მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძარს სულ მცირე 39 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის შედეგად დაშავდა 29 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, , ხანძარი ცენტრში მხოლოდ მამაკაცებისთვის განკუთვნილ ნაწილში გაჩნდა. დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ნაწილს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ხანძრის გამოწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,დაველოდოთ სასამართლოს – ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ ადამიანს”- ვიქტორ ჯაფარიძე რამიშვილზე

,,სასამართლომდე ასე ადამიანის აპრიორი გამტყუნება მიუღებელია, 65-იც რომ იყოს, სასამართლო როცა მიიღებს გადაწყვეტილებას შემდეგ ვისაუბროთ”,- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა, ვიქტორ ძაფარიძემ შალვა რამიშვილთქნ დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, რამიშვილის ეთერიდან ჩახსნას არ აპირებს. ,,დაველოდოთ სასამართლოს და იმის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს. აბა ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ ადამიანს კაცო, რა გინდათ. სასამართლოს მიმართონ, სასამართლოს გადაწყვეტილება არა მარტო ჩემთვის და შალვასთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის არის გადამწყვეტი,”- განუცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ “ტვ პირველს”.

მეტი...

,,სააკაშვილი უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე”- ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე. მისი თქმით, სააკაშვილი იღებს ბევრად ძნელად ასათვისებელ, გადამამუშავებელ, მომნელებელ საკვებს. „ჩვენთვის მთავარია კვება, თუმცა რატომღაც ყველა ყურადღებას ამახვილებთ კალორაჟის რაოდენობაზე. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, რადგან მესამედს არ იღებს იმისას, რაც აუცილებელია, თუმცა იღებს ბევრად ძნელად ასათვისებელ, გადამამუშავებელ, მომნელებელ საკვებს, ვიდრე ჩვენ ვთავაზობთ. კლინიკაში ნებისმიერი პაციენტი იღებს დაავადების შესაბამის მკურნალობას. ძალიან იშვიათად, რომ ვინმე აცხადებდეს მკურნალობაზე უარს. ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებს, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე. იმაზე, რაც გამართლებულია შესაბამისი ამერიკული თუ ევროპული გაიდლაინებით. მკურნალობის…

მეტი...

,,უკრაინული ძალების ამოცანაა მტრის ძალების გამოფიტვა”- უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინული ძალების ამოცანა რუსეთის ძალების გამოფიტვაა. მისი თქმით,  რუსი დამპყრობლები არ წყვეტენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობებს. ,,რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობებს, უკრაინული ძალების ამოცანაა მტრის ძალების გამოფიტვა და ის, რომ მტერმა დიდი დანაკარგი განიცადოს. რუსები თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ბახმუტის მიმართულებით ცდილობენ”, – განაცხადა  უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

მეტი...

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით,  გარდაცვლილი მამაკაცი ტრაილერის მძღოლია. ,,ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებით და არავინ არ იცის გარდაცვლილია ”თ. მ. 45 წლამდე ასაკის, ცხოვრობდა Ohio.ში, საქართველოს საცხოვრებელი ქუთაისი” ამჟამად არის საავადმყოფოში და ყველა ზომა აქვთ მიღებული სხეულის შესანახად,”- ნათქვამია ფეისბუქ ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,ის რაც დღეს იკადრეს, არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის”- ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის დაბარებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის. ,,ამ ადამიანს, ასეთ პირობებში, როცა პუტინის ტყვეობაში იმყოფება, მხარს უჭერს პრეზიდენტი ზელენსკი, ასევე პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, პოლონეთის სეიმი, ლიტვა, ესტონეთი, მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და დაძაბოს აბა გონება რუსული ოცნების მხარდამჭერებმა, ვინ არის რუსული ოცნების პარტნიორი, სალავიოვი, მარგარიტა სიმონიანი, პუტინი, ლავროვიო, სხვა მათ მოკავშირე ევროპულ ქვეყნებში არ ჰყავთ, შესაბამისად, ის რაც დღეს იკადრეს, არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ნორვეგიის ელჩი ამის გამო დაიბარეს”,…

მეტი...

,,არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც აპროტესტებენ ვიღაცის ძალიან ცუდ შინაარსიან საუბარს, მაგრამ ფიზიკურ ძალადობაზე ხმას არ იღებენ”- მდინარაძე

,,არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც, ერთი მხრივ, აპროტესტებენ, არ მოსწონთ ვიღაცის ძალიან ცუდი შინაარსის საუბარი, მაგრამ, მეორე მხრივ, თქვენი კოლეგის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე ხმას არ იღებენ,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით,  შალვა რამიშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე, ყველამ უნდა აგოს პასუხი თითოეულ ფრაზაზე, თავის ნათქვამსა თუ ნამოქმედარზე. „რაც შეეხება იმას, რასთან გვაქვს საქმე. პირდაპირ გეტყვით, შეიძლება, ვაწყენინო კიდეც ადამიანებს, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ. მაგალითად, ბოლო დღეებში მოსმენილი ჩანაწერები იყო უკიდურესად მძიმე მოსასმენი. ეს შალვა რამიშვილი იქნება თუ სხვა…

მეტი...

,,არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე და ორგანოებზე გადიოდეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი”- მამუკა მდინარაძე

,,არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე და ორგანოებზე გადიოდეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თამვჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა. ,,სააკაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. შესაბამისად, არ შეიძლება მის კუჭზე და ორგანოებზე გადიოდეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი. ასეთი ნარატივის დალაგება არის საქართველოს საწინააღმდეგო,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

მეტი...

,,არ გვინდა, პრეზიდენტთან კინკლაობაში შევიდეთ”- ირაკლი კობახიძე

,,არ გვინდა, რომ პრეზიდენტთან კინკლაობაში შევიდეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ხშირად აკეთებს გაუგებარ განცხადებებს. „სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეს მხრიდან ხშირად კეთდება ხოლმე გაუგებარი განცხადებები. შეიძლება აქაც მოვისმინოთ ასეთი განცხადებები. ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. არ გვინდა, რომ პრეზიდენტთან კინკლაობაში შევიდეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს. შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში თავად არ უფრთხილდებოდეს პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ გავუფრთხილდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე, მასთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევალთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

იტალიაში 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს

იტალიაში 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს. დაჭრილი ქალი, ამ დროისთვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.იტალიური მედიის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ბარში, ლიბერტას რაიონში, ცოლქმრული დავის დროს მოხდა, რა დროსაც ქალი კისრის არეში რამდენჯერმე დაჭრეს. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

მეტი...

,,მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები”- ირაკლი კობახიძე

,,თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის ოჯახს, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და არ წაახალისონ ის თვითდაზიანება. „მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და არ წაახალისონ ის თვითდაზიანება, რომელსაც ახორციელებს მიხეილ სააკაშვილი. თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის, ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე”- ირაკლი კობახიძე

,,განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ,,ეს არის, რა თქმა უნდა, ცინიზმი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ანიჭებს ამ ჯილდოს ახლა, EPP-თან არის დაკავშირებული თუ ვინმესთან არის დაკავშირებული ეს პარტია. როდესაც ნორვეგიაში, ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო მიხეილ სააკაშვილს, ეს არის უბრალოდ ცინიზმი. რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას, ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის პრინციპული განსხვავება ერთადერთია. ბრეივიკმა შეიწირა 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ციხეებში, აგვისტოში და ა.შ. ეს არის ერთადერთი პრინციპული განსხვავება ბრეივიკსა და სააკაშვილს…

მეტი...

,,ბრეივიკმა თვითონ გამოკრა სასხლეტს ხელი და მიხეილ სააკაშვილმა სისტემა შექმნა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო”- მამუკა მდინარაძე

„განსხვავება ერთია, ბრეივიკმა თვითონ გამოკრა სასხლეტს ხელი და მიხეილ სააკაშვილმა სისტემა შექმნა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, უკიდურესი ცინიზმია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯილდო მიანიჭო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. „განსხვავება ერთია, ბრეივიკმა თვითონ გამოკრა სასხლეტს ხელი და მიხეილ სააკაშვილმა სისტემა შექმნა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო. ეს არის ძალიან სერიოზული განსხვავება. ბრეივიკი იყო ადამიანი, რომელმაც თავად გამოკრა სასხლეტს ხელი და ამით დახოცა ბევრი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო და ისე ხოცავდნენ ადამიანებს. უკიდურესი ცინიზმია, მიხეილ…

მეტი...

,,პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური”- მამუკა მდინარაძე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით,  სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში უკიდურესად ტენდენციურია. „ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური, მაგალითად, მან გუშინ ჩაატარა ბრიფინგი, რომელიც იყო ძალიან ტენდენციური. ასევე, უკიდურესად ტენდენციურ გამოსვლას ველოდებით პარლამენტში, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და დიდი ყურადღებით მოვუსმენთ მის თითოეულ სიტყვას, რასაც ობიექტურად იტყვის, ვიტყვით, რომ ობიექტურია, რაზეც იქნება სუბიექტური და ტენდენციური, ამაზეც ვიტყვით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მეტი...

,,ეს არის  შეურაცხყოფა და დაცინვა”- ია მეტრეველი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე

,,გამოვიდეს ნორვეგიის ელჩი და აგვიხსნას, რა მოხდა. ვინც ეს სიგელი გადასცა სააკაშვილს, ვითომ ადამიანების უფლებების დამცველს, ეს ხომ ცინიზმია. გაგვანადგურეს, ოჯახები ამოგვიწყვიტეს, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ დახვრეტილი,” – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა. ია მეტრეველმა ნორვეგიის საელჩოსთან აქციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა შეურაცხყოფა და დაცინვაა. ,,მივმართავ საელჩოს, გამოვიდნენ და საზოგადოებას აუხსნან, რაშია საქმე. ეს არის  შეურაცხყოფა და დაცინვა იმ ოჯახების, რომლებიც გაგვანადგურა სააკაშვილმა და, საუბედუროდ, ნახევარ საქართველოზე მეტია ამ დღეში. ვფიქრობ, ეს იყო ლობისტების და დედამისის მიერ დაფინანსებული, რომელიც ჩაბრძანდა იქ და დიდი ამბით მიიღო ეს სიგელი.…

მეტი...

,,არ ვიცი, რის საფუძველზე დასახელდა დღეს 58 კილოგრამი, სააკაშვილი ბევრად მეტს იწონის”- ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არა 58 კილოგრამს, არამედ 64 კილოგრამს და 400 გრამს იწონის. „არ ვიცი, რის საფუძველზე დასახელდა დღეს 58 კილოგრამი, პაციენტი ბევრად მეტს იწონის. დღეს აიწონა და შემიძლია, დავასახელო ეს ციფრი. დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს. წინა მონაცემთან შედარებით, მომატებულია. ამის შემდეგ ნუღარ დავასახელებთ ციფრებს, რადგან კლება თუ მატებაა, შემდეგ ეს ძალიან ცუდად აისახება ექიმების მიმართ მის დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. წყარო: პირველი არხი ,,წონა აქვს უკვე 58 კილოგრამი,მოწამლულია და ვერ ჭამს 1500 კალორიას” – გიული ალასანია

მეტი...

,,ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა”- მიხეილ სააკაშვილი

,,უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი ისინი მზად არიან. ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცადებაშია ნათქვამი. სააკაშვილის თქმით, ბოლო დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. ,,ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. როდესაც შევხვდი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შევთანხმდით, რომ მის ოფისთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გააგრძელებდა მუშაობას. უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი ისინი მზად არიან. ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს,მით უფრო,იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით…

მეტი...

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობისა და ჩატარებული გამოძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დაიწყო. ,,საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად 2019 წელს თაღლითური საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმა “ფორსაჟი” შექმნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ პირამიდის პრინციპით მოქმედებდა. თაღლითური პლატფორმის შემქმნელები დაზარალებულებს ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ. 2020-2022 წლებში, მასშტაბური თაღლითური სქემის მეშვეობით, რომელსაც სტრუქტურულად მოქმედი მაღალპროფესიონალი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მართავდა, დამფუძნებლებმა პლატფორმაზე დაახლოებით 340 000 000 აშშ დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინეს, რის…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ომბუდსმენს აქვს, შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება”- სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მის გადაწყვეტილებას ელოდებიან. სახალხო დამცველის განცხადებით, კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. ,,სახალხო დამცველი გასულ კვირას შეხვდა კონსილიუმის წევრებს და მიაწოდა მათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ამასთან, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ კონსილიუმს მისი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებოდა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის…

მეტი...

,,სააკაშვილს იგდებენ მასხრად, მისთვის ჯილდო უნდა მიეცათ ბადროს ტყორცნაში”- ალუდა ღუდუშაური

,,სააკაშვილს იგდებენ მასხრად, მისთვის ჯილდო უნდა მიეცათ ბადროს ტყორცნაში ან იმ სამსახიობო როლისთვის, რომელსაც ახლა არც თუ ისე კარგად ასრულებს,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილისთვის დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ჯილდოს გადაცემით, ”ან სააკაშვილს იგდებ მასხრად, ან საქართველოსა და ქართველ ხალხს”. „თავად სააკაშვილს იგდებენ მასხრად, მისთვის ჯილდო უნდა მიეცათ ბადროს ტყორცნაში, ან იმ სამსახიობო როლისთვის, რომელსაც ახლა არც თუ ისე კარგად ასრულებს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა სასამართლო ჩართვებია და მისი მხრიდან ამ როლის მდარე ხარისხის შესრულებაა, თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ. შეუძლიათ, ჯილდო…

მეტი...

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმში – ბათუმის თეატრთან ხმაური იყო

ბათუმის თეატრთან, სადაც „ქართული ოცნების” კონფერენცია უნდა გაიმართოს ხმაური იყო. ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ. ”ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძისა და მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი მაისურებით მივიდნენ. ისინი სკანდირებენ: „მკვლელებო“

მეტი...

,,წონა აქვს უკვე 58 კილოგრამი,მოწამლულია და ვერ ჭამს 1500 კალორიას” – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი 58 კილოგრამს იწონის. მისი თქმით, სააკაშვილის მოწამლულია და 1500 კალორიას ვერ იღებს. ,,წონა აქვს უკვე 58 კგ. როგორ ფიქრობთ, 58 კგ რომ გახდა ადამიანი უსათუოდ უნდა მოკვდეს? მაშინ ვთქვათ, რომ თვითმკვლელია. ადამიანი არის მოწამლული და ვერ ჭამს 1500 კალორიას, რომელსაც ისინი ითხოვენ. რაც შეეხება კონსილიუმს. მე რამდენადაც ვიცი, შესთავაზეს ელენე გიორგაძის მოსვლა. ეს ის ქალბატონია, რომელიც ხელმძღვანელობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას, რომელიც ყველამ დაიწუნა და ჩათვალეს, რომ მისი ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობის ერთ ერთი მიზეზი იყო ის რეფიდინგი, რომელიც ჩატარდა იქ”- განაცხადა გიული…

მეტი...