პარლამენტთან ჟურნალისტები დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არაერთხელ მოხდა, 2 ჟურნალისტი დააკავეს. დაკავებულია ,,პუბლიკას” დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი. დაშავებულია “ტვ პირველის” ოპერატორი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ჟურნალისტები დაკავებული კოლეგების გათავისუფლების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იკრიბებიან, მათ აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის შენობასთან გააჟღერეს. აქციაზე კიდევ 4 დემონსტრანტი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. მათ ადმინისტრაციულ კანონდარღვევას ედავებიან.  

მეტი...

„ბრძოლა ბოლომდე“ – მამუკა ხაზარაძე

პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვასა და შემდგომ განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს როგორც „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, ბრძოლა იქნება ბოლომდე. „დღეს, პარლამენტის კომიტეტზე, აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყება პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზას, ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, რომლის შესრულებაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს. კანონპროექტის პუნქტობრივ განხილვაში შესვლა დიდი შეცდომაა, ეს არის რუსული კანონი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მეგობრებისა და პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ბოლო 30 წელია ამაგრებენ. ეს კანონპროექტი მიმართულია ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. ეს აწყობს აგრესორ…

მეტი...

შსს ადასტურებს, რომ პარლამენტთან 4 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან 4 ადამიანი დააკავეს. ისინი აქციის მონაწილეები არიან, რომლებიც პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ. ოთხივე დაკავებულს ადმინისტაციული წესით ედავებიან. პარლამენტთან აქცია ამ დრომდე გრძელდება. პერიმეტრზე მობილიზებულია სამართალდამცველები. “ამ დროისთვის ადმინისტრაციულად დაკავებულია 4 ადამიანი. წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობის ფაქტზე” – აცხადებს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე.  

მეტი...

ნიღბიანმა პოლიციელებმა პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლეს

ამ წუთებში, პარლამენტის შენობასთან ისევ დაძაბულობა და დაპირისპირებაა. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება პარლამენტის არაერთ პერიმეტრზე ხდება. ადგილზე მობილიზებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. მათ პარლამენტის ორივე შესასვლელი გაათავისუფლეს და აქციის მონაწილეები გაიყვანეს. აქციის მონაწილეები „მონებო…“ „მონებო“… „რუსებო“… „წადით“ იძახიან. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

მეტი...

პარლამენტთან მიმდინარე პროცესებზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის შენობასთან მობილიზებულ აქციის მონაწილეებს მიმართავს და მოუწოდებს, ნუ გაცდებიან სამართლებრივ ნორმებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“ – აღნიშნულია განცხადებაში. პარლამენტთან დაკავებები…

მეტი...

პარლამენტთან დაკავებები დაიწყო, რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს

პარლამენტის შენობის მიმდებარედ, სადაც ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით აქციის მონაწილეების არიან შეკრებილები ხმაურია. პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დაკავებულია მინიმუმ სამი ადამიანი. საპატრულო პოლიცია ცდილობს, გზა გაათავისუფლოს, რათა დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში არიან შეკრებილები, გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება არაერთხელ მოხდა. აქციის მონაწილეები პარლამენტის ყველა შესასვლელთან არიან გამაგრებულები“ და აცხადებენ რომ მმართველი გუნდის დეპუტატებს „სირცვილის დერეფანს მოუწყობენ. პარლამენტის მიმდებარედ, თითქმის მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია ნიღბიანი პოლიციელები, რომლებიც აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევენ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ დრომდე გრძელდება ხალხის ძალის: მიერ…

მეტი...

პრეზიდენტი არაკონსტიტუციურად ითხოვს ყველას გამოცხადებას, ვინც მოსახლეობის გზას ეწინააღმდეგება

საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას. „საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორში“ გაატარებენ

საქართველოს პარლამენტის შიგნით და გარეთ ამ დრომდე ხმაურია. შიგნით, სადაც ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს იხილავენ, პოზიცია ოპოზიცია ერთმანეთს ლანძღავს, გარეთ კი ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მათი მხარდამჭრები არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციაზე გაჟღერდა, პარლამენტიდან გამოსულ უმრავლესობისა და „ხალხის ძალის“ დეპუტატებს, რომლებიც „რუსულ კანონს“ უჭერენ მხარს, „სირცხვილის კორიდორში“ გაატარებენ. “ხალხის ძალის” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, რომლებიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ, „სირცხვილის კორიდორში“ მოუწევთ გავლა. პარლამენტის სამ გამოსასვლელთან გავნაწილდებით და მოვაწყობთ „სირცხვილის კორიდორს“. არ დავიშლებით, არ დავიძინებთ და საქართველოს გავათავისუფლებთ”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.  

მეტი...

„თავში ქვა უხლია ყველანაირ კელი დეგნანს“ – ნანა კაკაბაძე ამერიკის ელჩზე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას – „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ“ ესწრება. როგორ კაკაბაძებ აღნიშნა, რა თქვა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კელი დეგნანმა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის სისულელეებს ლაპარაკობს. „ამ საზოგადოებას, ვისაც აქ ვუსმენდი, ეს კანონი არც აღელვებს. საერთოდ. რა ღირებულებებზე მელაპარაკებით და რა უფლებებზე ლაპარაკობთ ის ადამიანები, რომლებსაც არაფერი გაგაჩნიათ დედამიწის ზურგზე? თავმოყვარეობა არ გაგაჩნიათ, ღირსება არ გაგაჩნიათ, ზიხართ აქ და ვაჭრობთ, რომ  ეს არის ამერიკული. ამერიკამ თქვა, 27-მა ქვეყანამ თქვა და ასეა. რა არის ეს მონური დამოკიდებულება. რა მნიშვნელობა აქვს ამერიკული არის…

მეტი...

„თქვენი აღვირახსნილობა დასრულდება, თან მალე“ – არმაზ ახვლედიანი  

„თქვენ თუ აქ დარჩენილი ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის აზრიც არ გაინტერესებთ, სულ კარგად იყავით, ბედნიერად, წარმატებებს გისურვებთ. მაგრამ, იცოდეთ, რომ საქართველოს წარმატება და თქვენი წარმატება სხვადასხვა მიმართულებითაა. თქვენი აღვირახსნილობა დასრულდება, თან მალე“ – ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა უმრავლესობის წევრებს, სადაც „ხალხის ძალის“ კანონპროექტი – უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი იხილება. შეხვედრა ამ დრომდე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით გრძელდება.  

მეტი...

„ალალად გვითხარი, რომ გვინდა რუსეთი, პატიოსნად გვითხარი რა“, –  ალეკო ელისაშვილი

„ვინმეს ეჭვი თუ ეპარება, რომ ხალხს უჭირს, ამ წუთსაც მთელი შემადგენლობით წავიდეთ ნავთლუღის ბაზარში და ვნახოთ ტალახში, წვიმაში, თოვლში, უბედურებაში ხუთი ლარის საშოვნელად რომ ზის ხალხი ქუჩაში, შვილს ორი ლუკმა მიუტანოს“ – მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვისას, რომელიც პარლამენტში 3 საათზე მეტია ხმაურითა და ფიზიკური დაპირისპირებით გრძელდება. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, „აგენტების შესახებ კანონი“ სრული უგუნორობაა. „ჯიპებიდან“ შეიძლება არ ჩანს, მაგრამ გავიდეთ ქუჩაში, ნავთლუღის ბაზარში გავიაროთ, ხალხი ტალახში და წვიმაში რომ არის, იმას ფიქრობს, ოღონდ აგენტების კანონი მიიღონ, ესღა…

მეტი...

„მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც მაძალებს“ – მიშა ყაველაშვილი

დაპირისპირება პარლამენტში 3 საათზე მეტია გრძელდება. ამჯერად ერთმანეთს დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი და თაკო ჩარკვიანი დაუპირისპირდნენ. „თქვენ, ქალბატონო თაკო მოსმენა არ იცით. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, თქვენ ან გაგება არ იცით, ან მოსმენა არ იცით, მე არ ვლაპარაკობ, რომ ევროპა არ მინდა, მე ვლაპარაკობ, რომ არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც მაძალებს უკანონობას. დიახაც არ მინდა ესეთი ევროპა, რომ ვეზიარო. ეს არის ჩემი ღირსება, ეს არ არის ევროპა. სირცხვილია, ასეთი ევროპა არ მინდა მე“ – მიმართა ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს.  

მეტი...

„შენ „ვაფშე” დაახვიე აქედან“ – ყაველაშვილი ანა წითლიძეს

„მონა“, „ნაძირანა“, „დავაი დაახვიე“, „თავი არ მაგინებინო“ – ეს იმ სიტყვების მცირე ჩამონათვალია, რად დღეს პარლამენტის შენობაშ ისმოდა. პოზიცია-ოპოზიცია ერთმანეთს არა მხოლოდ სიტყვიერად, ფიზიკურადაც დაუპირისპირდა. ქალები კაცებს, კაცები ქალებს, ქალები ქალებს და კაცები კაცებს არაფერს აკლებდნენ. ქალებმა ერთმანეთს წყალიც კი შეასხეს. „შენ „ვაფშე” დაახვიე აქედან“ –  ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ანა წითლიძეს. ეს დაპირისპირება კი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოჰყვა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობას“ ეხება. დაპირისპირება პარლამენტში თითქმის 3 საათია გრძელდება.  

მეტი...

„მონა, მონა, მონა ხართ ქალბატონო ეკა“ – დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში ამ წუთამდე ხმაურითა და დაპირისპირებით გრძელდება „ხალხის“ ძალის“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც უცხოეთის აგენტების შესახებ რეესტრის შექმნას ეხება. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. დეპუტატს, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს. რომელიც კანონპროექტს ლობირებს და სიტყვით გამოდის, ოპოზიციონერი დეპუტატები შეძახილებით „ამკობენ“. „შე მოღალატე შენა“ – ეძახიან დეპუტატ ეკა სეფაშვილს. „მოღალატის ხმა მესმის“ – პასუხობს დეპუტატი სეფაშვილი. “უნამუსო ადამიანები”, “ეკლესიის მაგინებლები”. “მონები”… შეგახსენებთ, რომ დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ძალით გაიყვანეს. დარბაზში ფიზიკურ დაპირისპირებას ინვენტარიც შეეწირა.

მეტი...

,,თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინო ირაკლი, დავაი ახლა…”- სამნიძე ზარქუას

,,თავს ვიკავებ რომ არ გაგინო ირაკლი და დავაი ახლა აქედან”,- ამ სიტყვებით, ოპოზოციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ უმრავლესობის წევს ირაკლი ზარქუას მიმართა. სამნიძის თქმით,  უმრავლესობას ნოლი აქვს პოლიტიკური ნება და იმას აკეთებენ, რასაც უწერენ. ,,ნოლი გაქვთ პოლიტიკური ნება, რაც დაგიწერეს იმას აკეთებთ. სულ ფეხებზე გკიდიათ ყველაფერი რაც ხდება. რა რეიტინგი? შენ ხომ გაქვს რეიტინგი რა, ძაან პოლიტიკური კაცი ხარ ამ ქვეყანაში, ვაი შენს პატრონს. ნუ მაწყვეტილნებთ ბატონო თავმჯდომარევ. არგუმენტი რომ არ გავქვს და რეიტინგზე მელაპარაკებით, ქვეყანას ანგრევთ და რეიტინგებზე მელაპარაკებით, თქვე საცოდავებო. თავს ვიკავებ რომ არ გაგინო ირაკლი და დავაი ახლა…

მეტი...

,,სამშობლო გვიხმობს, ამიტომ ყველას გელოდებით პარლამენტთან 18:00 საათზე”- გიორგი ვაშაძე

,,სამშობლო გვიხმობს, ამიტომ ყველას გელოდებით პარლამენტთან 18:00 სათზე,”- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხალხის ძალა არის მთავარი და გადამწყვეტი. ,,რაც ხდება ახლა კომიტეტზე არის სრულიად უკანონო . შეკრულია ყველა უმრავლესობის წევრი, რომ რუსული ინტერესები გაატარონ ქვეყანაში. ჩვენ გვინდოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა რომ მას შეეწყვიტა ეს უკანონ პროცესი რაც დრეს მიდის, მაგრამ ხედავთ, რომ პოლიციელების ზურგს უკან, ეს ლაჩრები, მხდალი ნაძირლები, რუსეთის ინტერესის გამტარებლები, არაფრისმაქნისი პარლამენტს თავმჯდომარე შალვა დოქსოპულო არის მიმალული, სიტყვასაც არ ამბობს ამ დროს, როცა ეს ხდება პარლამენტში. ყველას გთხოვთ, რომ შევიკრიბოთ პარლამენტთან, ორშაბათსაც…

მეტი...

,,რუსეთის დებილი აგენტი ხარ”- ,,შტერი ქალი ხარ”- ზარქუა და სამადაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

,,რუსეთის აგენტი ხარ,”- ამ სიტყვებით ”ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატს ირაკლი ზარქუას მიმართა. ,,აი რაღაცა დებილი ხარ…რატო გამოგყავს თავი დებილად, არ გიტყდება?…შე საცოდავო, რუსეთის დავალებებს ასრულებ. საცოდავი დებილი ხარ,”- განაცხადა სამადაშვილმა. ზარქუამ კი სალომე სამადაშვილს ხელმოცარული დიპლომატი უწოდა. ,,რუსეთმა დაგვიპყრო დედა გვიტირა და ერთი სანქცია ვერ დააწესებინე ხელმოცარული ხარ. საქმე შენთან არ მაქვს. ხელმოცარული დიპლომატი ხარ…შტერი ქალი ხარ”- უპასუხა ზარქუამ სამადაშვილს.  

მეტი...

„6 საათზე ყველანი პარლამენტთან“ – ოპოზიციის მოწოდება

„სასწრაფოდ გამოდით ქუჩაში, სასწრაფოდ. სასწრაფოდ პარლამენტთან ყველა. მორჩებით სამსახურებს და გამოდით პარლამენტთან. 6 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა რომელის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზიდან გამოაძევეს, სადაც „ხალხის ძალის“ კანონპროექტს იხილავენ.

მეტი...

,,სხდომა არ ჩატარდება, წადით ახლა სახლში!”- სალომე სამადაშვილი

კომიტეტების სხდომათა დარბაზში სალომე სამადაშვილმა ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი დახია. მისი თქმით, არ დაუშვებენ სხდომის ჩატარებას. ,,სხდომა არ ტარდება დღეს! სხდომა არ ჩატარდება. წადით ახლა სახლში! ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან, ჩემი დიდი ბაბუა გამოაცხადეს აგენტად და ბებიაჩემი იყო აგენტების შვილი, შენნაირებისგან”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მეტი...

,,რუსი პუტინისტი სუბარი, მიცვალებულის სიფათი აქვს პირდაპირ”- ლევან ხაბეიშვილი

,,ჩვენ გვიწევს ფიზიკურად დაცვა საქართველოს კონსტიტუციის, რადგან ჩვენი პროდასავლური კურსი კონსტიტუციითაა განპირობებული,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ”ხალხის ძალის” წევრ სოზარ სუბარს, ”რუსული პასპორტი აიღოს და მოხიოს რუსეთში”. ,,ნახეთ, რუსი პუტინისტი სუბარი, მიცვალებულის სიფათი აქვს პირდაპირ. ამასაც ფარცხალაძესავით მოუწევს რუსული პასპორტი აიღოს და მოხიოს რუსეთში. ეს არის ამათი ბოლო. ჩვენ გვიწევს ფიზიკურად დაცვა საქართველოს კონსტიტუციის, რადგან ჩვენი პროდასავლური კურსი კონსტიტუციითაა განპირობებული. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისტორიაში ჩაიწერებიან, როგორც პუტინის კრემლის მსახურები და რუსული აგენტურა. გეგმა გვაქვს ბრძოლა და მოქმედება. ფიზიკურად არის დასაცავი? ფიზიკურად დავიცავთ.…

მეტი...

ქალების ჩხუბი პარლამენტში

პარლამენტში, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში „ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე ვერ იწყება. ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება როგორც დარბაზში, ისე დარბაზს გარეთ. დარბაზში პოზიცია-ოპოზიციის დაპირისპირებას ინვენტარის შეეწირა. დაპირისპირება ქალებს შორისაც მოხდა. “ლელოს” ერთ-ერთმა ტვინიკოსმა, თავი ქართლის დედა რომ ჰგონია, ანა ნაცვლიშვილმა, დარბაზში წყალი შემასხა, მეც ავდექი და ერთი ბოთლი წყალი მთლიანად დავასხი თავზე. ხომ არ დამირღვევია კანონი?“ – ამბობს „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი თამარ ჩიბურდანიძე.  

მეტი...

,,ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინოდ ჩახერგა შესასვლელი, არავის აძლევენ საშუალებას, რომ კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ”- ლევან ბეჟაშვილი

,,ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინოდ ჩახერგა შესასვლელი, არავის აძლევენ საშუალებას, რომ კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ და მონაწილეობა მიიღონ,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ შეიქმნან ისეთი გარემო, სადაც არ იქნება დავა და კამათი. „ხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინოდ ჩახერგა შესასვლელი, არავის აძლევენ საშუალებას, რომ კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ჟურნალისტებისა და მედის წარმომადგენლების დასწრებაზე. ნახეთ, როგორი პიკეტები მოაწყეს და პრაქტიკულად, შეუძლებელია შესვლა. არ უნდათ, შეიქმნან ის დისკომფორტი, რაც ამ განხილვას შეიძლება მოჰყვეს, რა სიმართლეც უნდა გაჟღერდეს ყველა დაინტერესებული მხარის…

მეტი...

,,დღესაც არის ხალხი, ვინც ცდილობს უარყოს საქართველოს ისტორიული კავშირები ევროპასთან”- კელი დეგნანი

,,დღესაც არის ხალხი, ვინც ცდილობს უარყოს საქართველოს ისტორიული კავშირები ევროპასთან და ცდილობს შეარყიოს საქართველოს კავშირები დასავლეთთან,”- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რეპრესირებული მწერლების მუზეუმის გახსნაზე განაცხადა. „1930-იან წლებში კრემლი ცდილობდა ქართველი მწერლების რეპრესირებას, რომელთაგან ბევრს განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, ისინი უცხოეთის აგენტებად და კრემლის გავლენის წინააღმდეგ საფრთხედ გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, საქართველოს  დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია და საოცარი ლიტერატურული და კულტურული ტრადიცია აქვს, რუსეთისგან განცალკევებული და განსხვავებული. დღესაც არის ხალხი, ვინც ცდილობს უარყოს საქართველოს ისტორიული კავშირები ევროპასთან და ცდილობს შეარყიოს საქართველოს კავშირები დასავლეთთან. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი…

მეტი...

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – საკანონმდებლო ორგანოში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

საქართველოს პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.  დარბაზში, სადაც ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა. საკომიტეტო მოსმენა ჯერჯერობით არ დაწყებულა, დარბაზიდან არც პირდაპირი ტრანსლაცია არ ჩართულა. ჟიული შარტავას დარბაზთან კვლავ რჩებიან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. დარბაზში არ უშვებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.

მეტი...

ხმაური პარლამენტში – “დროას” ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტიდან გაიყვანეს

საქართველოს პარლამენტში, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა კვლავ ვერ იწყება. ადგილზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. “დროას” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე ადგილი ჰქონდა მანდატურის სამსახურთან შეხლა შემოხლას.

მეტი...

„არა რუსულ კანონს“…. „არა რუსულ კანონს“ – ვითარება პარლამენტში უკიდურესად დაძაბულია

„არა რუსულ კანონს“…. „არა რუსულ კანონს“ – ვითარება პარლამენტში უკიდურესად დაძაბულია საქართველოს პარლამენტის შენობაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, არასმთავრობო სექტორი და მედიის ნაწილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელის განხილვაც ამ წუთებში პარლამენტში იწყება. უცხოეთის გავლენის აგენტების შესხებ კანონპროექტი  გახდა პროტესტი მიზეზი. „ჩვენ ვეუბნებით „არას“ რუსულ კანონს“ – აცხადებენ პარლამენტში შეკრებილები, რომლებიც ცდილობენ შევიდნენ იმ ოთახში, სადაც კანონპროექტის განხილვა იწყება. „ეს არის მოღალატეობრივი კანონპროექტი“ – სკანდირებენ პარლამენტში შეკრებილები.

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში – ადგილზე სიტუაცია დაიძაბა

საქართველოს პარლამენტში, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა კვლავ ვერ იწყება. ადგილზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობენ, რასაც მანდატურის სამსახურთან დაპირისპირება მოჰყვა.   ,,არა რუსულ კანონს!”- ხმაური პარლამენტში

მეტი...

,,არა რუსულ კანონს!”- ხმაური პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში, სადაც „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენაა დაგეგმილი, ხმაურია. პარლამენტში შესული ჟურნალისტები, მედია ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ . “არა რუსულ კანონს!” “მონა”; “მოღალატე”- სკანდირებდნენ ადგილზე შეკრებილები.

მეტი...

,,დავუბრუნოთ შვილებს დედა, გადავარჩინოთ ემიგრანტის სიცოცხლე”- იტალიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ

იტალიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში ვრცელდება. ,,საღამო მშვიდობისა ჩემო ემიგრანტებო. ხვალ როგორც ვიცით დასვენების დღეა. ყველას გთხოვთ დაკვირდით ქუჩაში ქალბატონი ლალი თუ სადმე შეგხვდათ. გამოიყურება მძიმე შესახედათ არის ძალიან გამხდარი შავი თმები. შეიძლება დახეული ტასაცმელი და ცალ-ცალი ფეხსაცმელი ეცვას. რომის ემიგრანტებო ძირითადათ თქვენ რადგან რომის მხარეს არის. შემჩნეული თუ ნახეთ უჩვეულო ფორმაში. შეგვატყობინეთ. აბა ემიგრატებო ძალა ერთობაშია. დავუბრუნოთ შვილებს დედა. გადავარჩინოთ ემიგრანტის სიცოცხლე”-წერს ჯგუფის ადმინი

მეტი...

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან გათავისუფლებაზე უარის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით სასჯელისგან გათავისუფლებაზე უარი ეთქვა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. „2023 წლის 2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის განხილვა, სადაც მსჯავრდებულის ადვოკატები ითხოვდნენ ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით საჩივარში ასევე უთითებდნენ განაჩენის აღსრულების გადავადებას – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების შალვა ხაჭაპურიძის, ზურაბ ვანიშვილისა და ვალერიან გელბახიანის სააპელაციო საჩივარი და…

მეტი...

,,დამაზიანებელია ხშირ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებები”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ხშირ შემთხვევაში დამაზიანებელია. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ყველანაირ კონსტიტუციურ ფუნქციას, როლს, უფლებამოსილებას გადაუსვა ხაზი. ,,სალომე ზურაბიშვილს აქვს გარკვეული როლი, გარკვეულო ფუნქცია კონსტიტუციის მიხედვით, ყველანაირ ფუნქციას, ყველანაირ როლს გადაუსვა ხაზი, კონსტიტუციურ თავის უფლებამოსილებას და გადავიდა რაღაც აბსოლუტურად სხვა პლატფორმაზე. ამან განაპირობა თუ არა მისი არმოწვევა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, მე ვერ გეტყვით. მე ჩემს დამოკიდებულებას გიზიარებთ – დამაზიანებელია ხშირ შემთხვევაში მისი განცხადებები, თუნდაც, უსაფრთხოებისათვის, საქართველოს ავტორიტეტისთვის და უამრავი სხვა ასპექტით ის განცხადებები, რომელსაც აკეთებს,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მეტი...

,,დაასრულეთ ეს ომი”- ანალენა ბერბოკი ლავროვს

დაასრულეთ ეს ომი, – ამ სიტყვებით  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიმართა. ანალენა ბერბოკმა რუსეთი დიდი ოცეულის მუშაობის პარალიზებაში დაადანაშაულა. „ჩვენ გვჯერა მულტილატერალიზმის. დაასრულეთ ეს ომი, შეწყვიტეთ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

მეტი...

,,რუსეთს ჯერ კიდევ აქვს სამხედრო გამარჯვების იმედი, მაგრამ ეს არ მოხდება”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, პუტინი არ არის მზად მოლაპარაკებებისა და სამართლიანი მშვიდობისთვის. მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს სამხედრო გამარჯვების იმედი, მაგრამ ეს არ მოხდება. „რუსეთს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ სამხედრო გამარჯვებას მიაღწევს, მაგრამ ეს არ მოხდება. მათ შორის იმის გამოც, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. რაც უფრო მალე გააცნობიერებს პუტინი, რომ მისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევა შეუძლებელია და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ მოითმენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას, მით უფრო მეტი შანსი იქნება ამ ომის დასასრულებლად“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მეტი...

,,მე შეიძლება, თეთრი ბიჭი ვარ, მაგრამ სულელი არ ვარ”- ჯო ბაიდენი

,,მე შეიძლება, თეთრი ბიჭი ვარ, მაგრამ სულელი არ ვარ,” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, „შავი ისტორიის თვის“ ღონისძიებაზე განაცხადა. ბაიდენმა ხაზი გაუსვა თავის ძალისხმევას შავკანიანი ამერიკელების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და შავკანიანი ამერიკელებისთვის უმუშევრობის თითქმის რეკორდულ დაბალ მაჩვენებელზე ისაუბრა. „ჩვენთვის პატივია, რომ ამაღამ აქ ყველა პრეზიდენტი გვყავს. სხვათა შორის, შეიძლება თეთრი ბიჭი ვარ, მაგრამ სულელი არ ვარ. მე ვიცი, სად არის ძალა“, – აღნიშნა  ჯო ბაიდენმა.      

მეტი...

73 წლის ნორვეგიელი კაცი რუს დიპლომატებს ყოველ ღამე საჰაერო განგაშის ხმით აღვიძებს

73 წლის ნორვეგიელი კაცი, რუსი დიპლომატების სახლთან ყოველ ღამე საჰაერო განგაშის ხმას რთავს. მისი თქმით, “უკრაინელი ბავშვები მთელი წელია საჰაერო თავდასხმის სიგნალით იღვიძებენ” და უნდა, რომ რუსებმაც იგივე განიცადონ. ამასთან, ნორვეგიელი კაცს აცვია მაისური წარწერით – “გაიღვიძე რუსო”.

მეტი...

,,კრიზი ჰქონდა გუშინ, მეტყველება წაერთვა საერთოდ” – გიული ალასანია

,,ისე ცუდადაა, საჭმლის დანახვა არ უნდა საერთოდ. ყველაფერი უკანკალებს”,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გუშინ კრიზი ჰქონდა. ,,სააკაშვილს ჰქონდა კრიზი გუშინ, მეტყველება წაერთვა საერთოდ და რომ თენდებოდა, მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა. აი ეს არის მისი მდგომარეობა. ისე ცუდადაა, საჭმლის დანახვა არ უნდა საერთოდ. ყველაფერი უკანკალებს”. – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...