სენაკში ხანდაზმულ ქალს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

რამდენიმე წუთის უკან უბედური შემთხვევა მოხდა სენაკში. 90 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი კი მიიმალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.  

მეტი...

პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მიუღებლად მიიჩნევს და აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი განცხადება ახალგაზრდებთან დაკავშირებით, სრულიად მიუღებელია. „სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება. შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს. ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე”, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“. შალვა პაპუაშვილმა 7-8 მარტის აქციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ  ისინი პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები იყვნენ და…

მეტი...

„ზოგიერთმა კომპანიამ ჩათვალა, შეეძლოთ იმ მედიკამენტებზე ფასების გაზრდა, რომლებზეც ზედა ზღვარი არ დაწესდა“ – მინისტრი

„ბიზნესს, მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც ეხება სოციალურ პასუხისმგებლობას. ის, რომ რამდენიმე ჰოლდინგური კომპანია დომინანტია, არ შეიძლება, მათი შეთანხმებით, ბაზარს და ჩვენს მოქალაქეებს ზიანი მიადგეთ“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრმა, ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს გაცხადებული პრიორიტეტია და სახელმწიფო წამლის ფასის ხელოვნური გაძვირებას არ დაუშვებს. „მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრის პირველსავე კვირაში, 15 თებერვლიდან, ზოგიერთმა კომპანიამ ჩათვალა, რომ შეეძლოთ იმ მედიკამენტებზე ფასების გაზრდა, რომლებზეც ზედა ზღვარი არ დაწესდა, ან მის დაწესებამდე,  უფრო დაბალ ფასად იყიდებოდა. ეს…

მეტი...

პუტინი მზაობას აცხადებს, უკრაინასთან დაკავშირებით ჩინეთის წინადადებები განიხილოს

რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები კრემლში მეგობრულ შეხვედრებს მართავენ. როგორც პუტინმა მოსკოვში მყოფ ჩინეთის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთი მზადაა, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პეკინის წინადადებები განიხილოს. თავის მხრივ, პუტინმა ჩინელ კოლეგას დაუდასტურა, რომ ჩინეთის  ე.წ. სამშვიდობო გეგმა შეისწავლა და ყოველთვის  ღიაა  მოლაპარაკებებისთვის. საუბარია 12-პუნქტიანი წინადადებაზე, რომელიც ჩინეთმა წარადგინა. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის სახელმწიფო ვიზიტი და მხარეებს შორის განიხილება „რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი განვითარების საკითხები.“

მეტი...

ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს კრემლში უპასპინძლა

ჩინეთის პრეზიდენტი კრემლს სტუმრობს. რუსეთის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგას პირადად უმასპინძლა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის თემატიკა ჩინეთის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო მოლაპარაკებებია. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ჩინეთი დაინტერესებულია რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით, რაც დასავლეთთან წონასწორობას შეუწყობს. „ბევრი საერთო ინტერესი და მიზანი გვაქვს“ , – მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. რუსეთი ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს მიიჩნევს გავლენიანი მეგობრის სტუმრობად, რომელიც მას „მტრულ დასავლეთთან“ დაპირისპირებაში დაეხმარება. პრეზიდენტებმა ერთმანეთს მიმართეს სიტყვებით : „ძვირფასო მეგობარო“. პრეზიდენტების ძირითადი შეხვედრები კი ხვალ, 21 მარტს გაიმართება.

მეტი...

სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი სანებართვო პირობები დამტკიცდა

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის, ახალი სანებართვო პირობები დამტკიცდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ცვლილების მიზანი, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. სიახლის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სამედიცინო სერვისებისა და მომსახურების გაუმჯობესება სახელმწიფოს პრიორიტეტია. მიზნის მისაღწევად კი, ჯანდაცვის სამინისტრომ, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. „მოგეხსნებათ, გასულ წელს, აქტიურად დავიწყეთ, კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით, სხვადასხვა ღონისძიების გატარება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, განვსაზღვრეთ სტანდარტები. წინა პერიოდში – რეანიმაციის მომსახურების…

მეტი...

კრემლი ჰააგას ემუქრება, რომ შესაძლოა, რაკეტები დაუშინოს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით ვლადიმერ მედვედევი ეხმიანება და ჰააგას ემუქრება. „სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობისთვის ჰიპერ ბგერითი რაკეტის სროლა რუსეთის გემიდან. ასე რომ, ბატონო მოსამართლეებო ყურადღებით იყურეთ ცაში“ – აცხადებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი. მან კონკრეტული მინიშნებაც გააკეთა: „ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან „ონიქსის“ რაკეტის წერტილოვანი გამოყენება“  – დასძინა მან. შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასულ კვირას გასცა.

მეტი...

ელმავალმშენებელი ქარხანა „საქართველოს ბანკმა“ იყიდა

საქართველოს უნიკალური ელმავალმშენებელი ქარხანა 80%-იანი ფასდაკლებით „საქართველოს ბანკმა“ იყიდა. ინფორმაციას  „თბილის ტრანსფერის“ დამფუძნებელი ირაკლი ჭითანავა ავრცელებს. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ქარხნის ინვესტორად განიხილებოდა, მზად იყო ყველა დავალიანება დაეფარა, ქარხანა აემუშავებინა და პროფილიც შეენარჩუნებინა. ქარხანა, 22 ჰექტარი მიწის ფართობითა და დანადგარებით „საქართველოს ბანკის ხელში აღმოჩნდა. არის ვარაუდი, რომ ქარხნის ტერიტორია სამშენებლო პოლიგონად გადაიქცევა.  

მეტი...

პოლიციის ყოფილმა უფროსმა ავთანდილ გალდავამ ბადრი ესებუა ამოიცნო

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობისთვის ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო სხდომაზე პოლიციის ყოფილი უფროსი, ავთანდილ გალდავა გამოკითხეს, რომელმაც თავად გადასცა მოთხოვნილი თანხა ესებუას. როგორც ბადრი ესებუას საქმის პროკურორი მირანდა წერეთელი აცხადებს, სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილმა უფროსმა დაადასტურა, რომ ბადრი ესებუა სწორედ ის პირია ვინც ბანკში შეიჭრა. „მნიშვნელოვანია ავთანდილ გალდავას მიერ მიცემული ჩვენება, რომელმაც დაადასტურა ყველა ფაქტობრივი გარემოება. მან ისაუბრა ყველა იმ წვრილმან დეტალზე, რაც მნიშვნელოვანია საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. გალდავამ დაადასტურა ფაქტი, რომ თანხა, რომელსაც ითხოვდა ბანკში შეჭრილი პირი, სახელმწიფოსგან ითხოვდა. ავთანდილ გალდავამ ამოიცნო და ეს დაასაბუთა ჩვენების მიცემის დროს. მან…

მეტი...

„ფაქტია, რომ ადამიანებს დამოუკიდებელ დეპუტატად საქმიანობის გაგრძელება არ სურთ“ – გიორგი ვოლსკი თანაგუნდელებზე

პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ უმრავლესობის იმ დეპუტატებზე ისაუბრა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს დატოვებს აპირებენ. როგორც  ვიცე სპიკერმა აღნიშნა, მათ არ სურთ დამოუკიდებელ დეპუტატებად საქმიანობა. „დეპუტატების სურვილი,  დატოვონ მანდატები, ამაში სკანდალური არაფერია, თუმცა, არც სასიამოვნო პროცესია. ფაქტია, რომ ადამიანებს დამოუკიდებელ დეპუტატად საქმიანობის გაგრძელება არ სურთ, რადგან არ სურთ, რომ “ქართული ოცნება” დატოვონ, როგორც ასეთი და სურთ იმუშაონ სპეციალობის მიხედვით. ამაში რაიმე დაფარული მოსაზრება არ არსებობს. როგორ შეიძლება გუნდმა აიძულოს მანდატი დატოვოს, პარტიიდან გარიცხოს, ასეთი მეთოდი არასდროს არ გამოყენებულა და არც ასეთი რესურსი არ არსებობს, რომელიც გამოყენებული იქნება ადამიანის ნების დასათრგუნად”, – განაცხადა…

მეტი...

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთი ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ყოფილი მსჯავრდებულის, ზურაბ აბზიანიძის  მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ინფორმაციას პროკურტურა ავრცელებს. ზურაბ აბზიანიძე  2007 წლის 16 მაისს დაკავებული იქნა ეჭვმიტანილის სახით და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. მასვე 2007 წლის 18 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 20 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12  ოქტომბრის განაჩენით ზურაბ აბზიანიძესთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წელი პირობითი  მსჯავრი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 20…

მეტი...

გიორგი ვოლსკის განცხადებით, გიორგი ამილახვარი ვერავის გასაჩუმებლად გამოდგება  

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ყოფილი დეპუტატი და განათლების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომ ვინმეს გაჩუმება შეძლოს. „ამილახვარს ის თვისება არ აქვს, რომ ვინმეს გაჩუმებისთვის იქნას მისი რესურსი და ენერგია გამოყენებული“, – ასე ეხმიანება ვოლსკი ჟურნალისტის კითხვას, ამილახვარი განათლების სამინისტროში სტუდენტების გასაჩუმებლად ხომ არ გადაიყვანეს. „გიორგი ამილახვარს არც ეს თვისება აქვს და რომ ჰქონოდა ჩვენს გუნდში არ მოხვდებოდა, რომ ვინმეს გაჩუმებისთვის იქნას მისი რესურსი და ენერგია გამოყენებული. ის აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა, ინტელექტუალური, კარგი ახალგაზრდა, ქვეყნისთვის თავდადებული და მაღალი დონის სპეციალისტი”, – აღნიშნა ვოლსკიმ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრი მიხეილ…

მეტი...

რუს ოლიგარქს ქონება უკრაინისთვის დაათმობინეს

რუს ოლიგარქ არკადი როტენბერგს სასამართლომ აქტივები უკრაინის სასარგებლოდ ჩამოართვა. უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ, რუსი ოლიგარქის კუთვნილებაში არსებული სავაჭრო ცენტრის აქტივები უკრაინულ მხარეს  მიაკუთვნა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აქტივის ღირებულება 300 მილიონ დოლარს შეადგენს. ოლიგარქი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ახლო გარემოცვის წევრი და პირადად მონაწილეობდა „ყირიმის ხიდის“ მშენებლობაში“.  

მეტი...

,,ველით, რომ პეკინი გამოიყენებს თავის გავლენას მოსკოვზე ომის შესაჩერებლად”- უკრაინის საგარეო უწყება

,,ველით, რომ პეკინი გამოიყენებს საკუთარ გავლენას მოკოვზე,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა მზად არის ჩინეთთან უფრო მჭიდრო დიალოგისთვის. ,,უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს ჩინეთის ლიდერის ვიზიტს რუსეთში. ჩვენ ველით, რომ პეკინი გამოიყენებს საკუთარ გავლენას მოკოვზე, რათა აიძულოს ის (პუტინი), შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.  ჩვენ მზად ვართ, უფრო მჭიდრო დიალოგისთვის ჩინეთთან, უკრაინაში მშვიდობის აღდგენის მიზნით”, – განაცხადა ნიკოლენკომ. ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტო რუსეთში დღეს ჩავიდა.

მეტი...

დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს

მწერალი დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ,,ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა” – განუცხადა რადიო თავისუფლებას დათო ტურაშვილის შვილმა. შეგახსენებთ,  მწერალი ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “მე-17 სართული” გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილს და ლაშა ხუციშვილს მოუსმენს

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა  მიმდინარე კვირის განრიგი ბიუროს წევრებს გააცნო.  მიმდინარე სასესიო კვირის სამშაბათს, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებები გაიმართება, რომლის  შემდეგ დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონპროექტებს განიხილავენ.  ოთხშაბათს დეპუტატები საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიურ ანგარიშსა და კომიტეტების ანგარიშებს მოისმენენ, ხუთშაბათს   მინისტრის საათის ფორმატში  პარლამენტის წინაშე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარდგება, ხოლო პარასკევს გაიმართება ინტერპელაცია, სადაც დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და  საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ.

მეტი...

,,თუ გადავრჩები, ეს პოლონეთის დამსახურება იქნება”- მიხეილ სააკაშვილი

,,თუ გადავრჩები, ეს პოლონეთის დამსახურება იქნება, პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, კრემლის მოთხოვნაა, რომ არ გადაიყვანონ პოლონეთში სამკურნალოდ. ,,პოლონეთი მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილური და იდეალების ერთგული ქვეყანაა. თუ მე გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები. ლეხ კაჩინსკი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შეხედულებებზე. ის სულ მეუბნებოდა: “ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ როცა მე პრეზიდენტი აღარ ვიქნები, შემეძლება ვიცოცხლო, შენ შეიძლება მოგკლან”. სამწუხაროდ, ის მოკლა პუტინმა და პუტინი ახლა მკლავს მე,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი...

,,არანაირი განაცხადი შემოსული არ არის”- მინისტრი სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებაზე

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი განაცხადი არ შესულა. მისი თქმით, თუ შესაბამის დოკუმენტაციას უწყებაში წარადგენენ, საკითხს ოპერატიულად განიხილავენ. ,,ამ მომენტისთვის გიდასტურებთ, რომ ჩვენთან არანაირი განაცხადი შემოსული არ არის. თუ შემოვა, ძალიან ოპერატიულად, როგორც ეს წინა შემთხვევებში იყო, განვიხილავთ და თუ არის შესაბამისი დოკუმენტაცია და კვალიფიკაცია ამ დასტურს ჩვენი სამინისტრო გასცემს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მეტი...

,,ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტების გადამოწმება მოხდება”- ზურაბ აზარაშვილი

„უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ხარისხის კონტროლის  ლაბორატორია“, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. უწყების ხელმძღვანელმა ლაბორატორიის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწესებულებაში, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება, რაც  წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. „წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია მზადაა. ამ ეტაპზე, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით, თუ როდის უნდა გაიხსნას დაწესებულება. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტების გადამოწმება მოხდება და საზღვარგარეთ მედიკამენტების ნიმუშების გადაგზავნა, მისი ხარისხის დასადგენად აღარ იქნება საჭირო“,-აღნიშნულის…

მეტი...

,,არ შემოსულა არც სააკაშვილის, არც მისი ოჯახის განცხადება, რომლითაც გვთხოვდნენ, მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები”- რატი ბრეგაძე

,,არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი,  რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთოს  უცხოელი ექიმი. ,,სამი დღის წინ, კიდევ დამატებით განვმარტეთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია და სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. დღეს მთავრობის სხდომაზე წამოსვლამდე 13:00 საათის მდგომარეობით, კიდევ ერთხელ გადავამოწმე, ამ დროისთვის, ვგულისხმობ პირველ საათს,…

მეტი...

,,მიხეილ ჩხენკელმა საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა”- ირაკლი ღარიბაშვილი

მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, 4 წელი ემსახურა ქვეყანას და ახალგაზრდა თაობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით  უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიხეილ ჩხენკელი თავის საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უცხოელ მრჩეველთა ბორდის თავმჯდომარედ გააგრძელებს. „მე უკვე შევხვდი ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მან საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მიხეილი წარმატებული მინისტრი იყო, იგი 4 წელი ემსახურა ჩვენს მთავრობას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ახალგაზრდა თაობას. მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ძალიან ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი. ბატონი…

მეტი...

,,ჩვენი მიზანია, უკრაინას საბრძოლო მასალა მივაწოდოთ, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით”- ჯოზეფ ბორელი

,,ჩვენი მიზანია, უკრაინას საბრძოლო მასალა მივაწოდოთ. სწრაფად, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით და დაბალ ფასად. ჩვენ უნდა ვიყოთ პრაქტიკული: სწრაფად, იაფად და საჭირო რაოდენობით”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა  წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტრები შეთანხმებას მიაღწევენ. ,,შუადღისას, ჩვენ გავმართავთ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ერთობლივ შეხვედრას და იმედი მაქვს, რომ ისინი დაასრულებენ შეთანხმებას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით. არის წინადადება, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას, ჯამში 2 მილიარდ ევროს. იმედი მაქვს, მინისტრები შეთანხმებას მიაღწევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიჭირდება, გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება”,…

მეტი...

სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა რვა საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილების საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა. ცვლილების მიზანი, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა,  სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა აღარ გაიცემა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე; ასევე, კლინიკამ „ქირურგიული მომსახურების“ სანებართვო დანართის მოპოვებისთვის უნდა მიმართოს სამედიცინო და…

მეტი...

,,შემთხვევით არ არის, რომ რუსეთის მიერ მოლდოვასა და საქართველოში გავლენების გაძლიერების მცდელობები იზრდება”- ანალენა ბერბოკი

,,რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, მოახდინოს იმ საზოგადოებების დესტაბილიზაცია, რომლებიც ევროპულ გზას მიყვებიან”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა განაცხადა. მინისტრმა უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა შიში, რომ საქართველო და მოლდოვა შესაძლოა, მოსკოვის მხარეს აღმოჩნდნენ. ,,ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, რომ მოახდინონ იმ საზოგადოებების დესტაბილიზაცია, რომლებიც ევროპულ გზას მიყვებიან. განსაკუთრებით ახლა, როცა პუტინის სამხედრო წარმატება უკრაინაში ისე ვერ რეალიზდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო, შემთხვევით არ არის, რომ რუსეთის მიერ მოლდოვასა და საქართველოში გავლენების გაძლიერების მცდელობები იზრდება, და ხელისუფლებები ებრძვიან ნეპოტიზმსა და კორუფციას, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეამცირონ,”– განაცხადა ანალება ბერბოკმა.  

მეტი...

,,პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად”- გიორგი ამილახვარი

,,მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას არ აქვს საზღვრები და მნიშვნელოვანია უფრო აქტიურად და ფართოდ გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში,” – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. ,,აუცილებლად აქტიურად მხარს დავუჭერთ უმაღლეს განათლებაში და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებას და დანერგვას, ჩვენს ევროპელ და დასავლელ უცხოელ უნივერსიტეტებთან ერთად, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას არ აქვს საზღვრები და მნიშვნელოვანია უფრო აქტიურად და ფართოდ გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა. მან ასევე აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად. „პროფესიული…

მეტი...

,,სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით,  სამწუხაროა, რომ ტურაშვილს ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება. ,,ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება და ვუსურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და მოძლიერდეს. ამავე დროს, რთულია, არ დაინახო ის ფარისევლობა, რომელიც იმავე ტელევიზიაში, იმავე სტუდიაში, თუ გვერდზე სტუდიაში, რაც თვეების განმავლობაში ხდება, ეს სწორედ ის გესლი, რომელიც ასეთი მედიიდან მოედინება. გაიხსენეთ თორნიკე შენგელიას ამბავი, ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი, შემთხვევით იგივე სტუდიებიდან ხომ არ მიდიოდა ამ ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა? ეს ადამიანები, რომლებიც ამ გესლს…

მეტი...

ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა კრემლში, ადგილობრივი დროით, 3 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, ომის დაწყების შემდებ ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია რუსეთში.  

მეტი...

,,დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან”- გიორგი ამილახვარი

,,პირველ რიგში მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო გამოცხადებული ნდობისთვის თქვენ და მთლიანად ჩვენს გუნდს. რა თქმა უნდა, დიდი პატივია ვუხელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას, იქ სადაც მუშაობს და დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბევრი რამ გაკეთდა განათლების და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და დღეიდან იგი პირადად დაიწყებს აქტიურ კომუნიკაციას დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით. „რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლების და მეცნიერების მიმართულებით,…

მეტი...

,,ტყუილია”- ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის მინისტრის შეცვლაზე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია  ჯანდაცვის მინისტრის შეცვლას დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია – “ტყუილია”. ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს თეა წულუკიანი შეცვლიდა.

მეტი...

გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრად დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარი დღემდე 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ამილახვარმა მიხეილ ჩხენკელი შეცვალა, რომელიც მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.

მეტი...

მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გააგრძელებს მუშაობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდში მუშაობა. მთავრობის მეთაურმა ყოფილ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

მეტი...

,,შეიძლება, მართლა შევეწირო ამას”- დათო ტურაშვილი

,,ეს არის წარმოუდგენელი, დაუჯერებელი რამეა, რაც ჩემ წინააღმდეგ იკადრეს. მე შეიძლება, მართლა შევეწირო ამას. მე ვიცი ჩემი თავის ამბავი,”- ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა განაცხადა. მწერალი ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “მე-17 სართული” ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ,,სამი დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათაშორის, რომ შემოვიდდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომმ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის,…

მეტი...

,,1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ”- შალვა პაპუაშვილი

,,პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  ბოლო პერიოდში ზიზღის კამპანია მიმდინარეობს, რაც ფაშიზმის თანამედროვე სახეა. ,,იყო აგრესიული ჯგუფი, რომელიც პარლამენტის ფანჯრებს კოორდინირებულად ამსხვრევდა. “მოლოტოვის კოქტეილი” აქციაზე ქართველმა ხალხმა პირველად ნახა. რაც არ უნდა არეულობა ყოფილიყო აქციაზე, წარსულში არავის უკადრია, რომ პოლიციელებისთვის “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა. ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ის ჯგუფი ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს. ვერცერთი არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ ვნახე, ვინც ამ ძალადობას გაემიჯნა. ამის ნაცვლად რომანტიზება ხდება დაუმორჩილებლობის, აგრესიის,…

მეტი...

,,საქართველოში პოლარიზაციის მხრივ, საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი”- შალვა პაპუაშვილი

საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის  განცხადებით, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი. მისი თქმით, ყველა აქტორმა უნდა გააცნობიეროს თავისი წვლილი პასუხისმგებლობა. ,,როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ, ასევე, საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი. ამიტომ, ყველა აქტორმა უნდა გააცნობიეროს თავისი წვლილი პასუხისმგებლობა, ნაცვლად იმისა, რომ წაახალისოს რადიკალები საქართველოში, პირიქით, წაახალისოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და უარი უთხრას რადიკალებს. ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა დამატებით პორცია ენერგიისას აძლევს რადიკალებს,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

,,იწვა, მწოლიარე, მდგომარეობაში იყო, მეტყველება არ უჭირდა”- სახალხო დამცველი სააკაშვილზე

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ  განცხადებას აკეთებს. იოსელიანიას თქმით, მისი მანდატი სამედიცინო შეფასების შესრულების შესაძლებლობას არ იძლევა. ,,თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ. ექიმები არ იყვნენ გუშინ და მათთან არ მქონია ურთიერთობა. მთავარი, რაზეც ჩემი მხრიდან დავუდასტურე არის ის, რომ ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი რაც არსებობს სახალხო დამცველის აპარატში დღემდე, ეს არის კონსილიუმი, თვითონ აპარატის ზედამხედველობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული და ჩვენ ამას კიდევ გავაგრძელებთ. მიხეილ სააკაშვილი მე რომ შევედი იწვა, მწოლიარე, მდგომარეობაში იყო, როდესაც ვესაუბრებოდი, სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით… როგორც შევიდა კლინიკაში იმასთან შედარებით წონაში, რომ…

მეტი...

პრობლემები ორი ძირითადი მიმართულებითაა – ზურაბ ჯაფარიძე

,,ჩვენ გვქონდა შეხვედრები სადაც ღია ტექსტით გვითხრეს, რომ მათ გაარკვიეს სად არის საქართველო და საქართველო არ არის უკრაინის მხარეს”- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ჯაფარიძემ ბრიუსელსა და სტრასბურგში სამი ოპოზიციური პარტიის დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ვიზიტზე და იმ ორ ძირითად პრობლემაზე ისაუბრა, რასაც ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოსთან დაკავშირებით ხედავენ. „პრობლემები სადაც არის, ეს არის ორი ძირითადი მიმართულება. ერთი მიმართულება ეხება ღირებულებით ნაწილს, ამ ღირებულებით ნაწილში იგულისხმება ის, რომ ოფიციალურ სტრუქტურებში ვერ ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელიც არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი შემადგენელი…

მეტი...