საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სამედიცინო მიზნით გათავისუფლება – Amnesty International და Human Rights Watch სააკაშვილზე

Amnesty International და Human Rights Watch მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,”საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ნიშნით”.

„მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შეიძლება, გაუთანაბრდეს წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას და მის სიცოცხლეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.სამედიცინო დახმარებაზე მიზანმიმართულად უარის თქმის შედეგად, პატიმრობაში მყოფის სიკვდილი არის სიცოცხლის უკანონო აღკვეთა, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ჩვენებით“, – აცხადებს „ამნესთი ინთერნეიშენალის“  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ორმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ჯგუფმა დაასკვნა, რომ სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნის 16 თვის განმავლობაში განუვითარდა რიგი სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებები.

„პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, მაშინ როდესაც განკურნებადი მდგომარეობა ტრაგიკულად ფატალური ხდება. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სისხლის სამართლის სისტემის ამ ასპექტის ჰუმანიზაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა შეძლოს. მათ უნდა დაიწყონ ისეთი სამკურნალო საშუალებების მიწოდება, რომლებიც უზრუნველყოფენ დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს ნებისმიერი ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობაში დარჩენა არ შეუძლია“, – განაცხადა „ჰუმან რაითს ვოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.

 

მსგავსი თემები