„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა“ – პატრიარქი მსოფლიო პატრიარქს დახმარებას სთხოვს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს ბართლომე I -ს წერილს უგზავნის. „დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც“ – აღნიშნულია წერილში. პატრიარქი მსოფლიო პატრიარქს სთხოვს, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს უკრაინის ეკლესიას დაძაბულობის განმუხტვაში. „თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ და კარგად გვესმის იქ არსებული ვითარების სიმძიმე. ზემოთქმულთან ერთად, ვწუხვართ უკრაინის მართლმადიდებელ…

მეტი...

„კონტროლიორმა“ მგზავრი დაკბინა

ქუთაისში უჩვეულო შემთხვევა მოხდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრსა და კონტროლიორს შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც კონფლიქტში გადაიზარდა.  “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის” წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, კონტროლიორმა მგზავრს ბილეთის აღებისკენ მოუწოდა, მითითების შეუსრულებლობის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი კამათი მოხდა, რაც შემდეგ მგზავრის დაკბენით დასრულდა.

მეტი...

„უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ“ – მეზობლის მკვლელობისთვის ახალგაზრდა კაცს უვადო პატიმრობა ემუქრება

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მეზობელი 50-მდე ჭრილობით მოკლა და ლიფტს ცეცხლი წაუკიდა, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მკვლელობისთვის ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ის მოსამართლისგან ითხოვდა, სამუდამო პატიმრობა არ მიესაჯათ. ბრალდებულმა ემილ ნალიევმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, მამაკაცი მაზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. „ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, ვადა, ვადაში ვგულისხმობ იმას, რომ ან დავთანხმდებოდი იმას, რასაც მთავაზობდა ან კიდევ სხვა რამეს მოიმოქმედებდა. უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ“, – მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს. შემთხვევა მარტს მუხიანში მოხდა. 64 წლის მამაკაცი  ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა,  ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაკავებულს უვადო პატიმრობა…

მეტი...

ჟვანიას მოედნისკენ ამსვლელი გზა დაიკეტა

გაგარინის ქუჩა N1-თან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებულია. კერძოდ, სრულად შეიზღუდა „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან ჟვანიას მოედნისკენ  ამსვლელი გზის მონაკვეთი, რის გამოც ტრანსპორტი მარჯვენა სანაპიროდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით გადაადგილდება. რაც შეეხება ჟვანიას მოედნიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლისკენ ჩამსვლელ გზის მონაკვეთს, აქ მოძრაობა შეზღუდული არ არის და ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. სატრანსპორტო შეზღუდვა მოიხსნება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალსადენის მილის აღდგენის სამუშაოების დასრულებისთანავე.  

მეტი...

გაგარინის მოედანზე მოძრაობა იზღუდება

გაგარინის ქუჩა N1-თან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. კერძოდ, “ვეფხი და მოყმის” ძეგლისა და ჟვანიას მოედნის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე, ორივე მიმართულებით, ტრანსპორტი გადაადგილდება მხოლოდ თითო-თითო ზოლის გამოყენებით. აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალსადენის მილის აღდგენის სამუშაოების დასრულებისთანავე.

მეტი...

დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების – „ჩემი გაზაფხული 2023“-ის ფარგლებში გასამართი გარბენის გამო, 26 მარტს, 11:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა იმოქმედებს  დოდო აბაშიძის ქუჩის კვეთიდან  კიევის ქუჩის კვეთამდე. მარჯანიშვილის ქუჩიდან ჯემალ ჭკუასელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ კოტე მარჯანიშვილისა და დიმიტრი უზნაძის ქუჩების გამოყენებით. ხოლო კიევის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ჯემალ ჭკუასელის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის სქემა დარჩება უცვლელი. ღონისძიების მიმდინარეობისას დავით აღმაშენებლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უცვლელად, მოქმედი მარშრუტის შესაბამისად.    

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ბიძგები ლაგოდეხთან, სოფელი ზემო ხეჩილში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარლამენტის წევრის და შესაბამისად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა“ – ირაკლი კოვზანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს და აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო! მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტში შვიდწლიანი დინამიური და გამოწვევებით აღსავსე მუშაობის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარლამენტის წევრის და შესაბამისად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ჩემი ხელმძღვანელობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარტნიორ ინსტიტუციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად წარმატებით განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმა, როგორც ფისკალური ასევე მონეტარული მიმართულებით. დაწესდა ადეკვატური ზედამხედველობა ბიუჯეტურ პროცესზე და სახელმწიფო ფინანსების მიზნობრივ გამოყენებაზე. კომიტეტის აქტიური მონაწილეობით მიღებულია მნიშვნელოვანი კანონები, როგორც საბანკო და სადაზღვევო სისტემებში ჯანსაღი კორპორატიული მართვის დანერგვისა და გაძლიერების, ასევე…

მეტი...

„ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს, გარდა იმ ერთისა“ – მთავრობიდან ვინ არ კონტაქტობს პრეზიდენტთან?!

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის წევრებთან მისი კომუნიკაცია კონსტრუქციულია. გამონაკლისს მხოლოდ „ის“ ერთი წარმოადგეს, რომელიც პრეზიდენტს არ ეკონტაქტება, არ ხდება და არც მისი პოზიციები აინტერესებს. როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, ყველამ  იცის ის ერთი ვინც არის, მთავარი, ვისაც მასთან კომუნიკაციის სურვილი არ გააჩნია. „ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრისა. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება ინსტიტუციებს შორის. დემოკრატია არის ერთი მხრივ ხალხის, ამომრჩევლის ნება, მეორე მხრივ კი ინსტიტუტების პატივისცემა. ღონისძიებებზე როგორ არა, ზრდილობიანად [მხვდება], მაგრამ, საჭირო არის სხვა ტიპის ურთიერთობა, რომ საკითხები იყოს განხილული, რომ პასუხები იყოს…

მეტი...

„ეს არის ხელისუფლების ხელში. იმათაც უნდა გაიგონ, რომ ქვეყნის რეპუტაცია, ყველა ჩვენგანის დასაცავია“ – პრეზიდენტი სააკაშვილზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას ქვეყნის რეპუტაციად მიიჩნევს და აცხადებს, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს. „ყველა მხრიდან, რაც შემიძლია კონტაქტში ვიყო, ვარ და ამაში ძალიან ჩართული ვარ. ახლა პირებს არ დავასახელებ. მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის რეპუტაცია და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აქ არის ორი საკითხი, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია. ერთი არის სამართლიანობის განცდა,  რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს და რომელსაც ვერცერთი პრეზიდენტი ვერ გადააბიჯებს და მეორე არის ადამიანურობის საკითხი და ყოფილი პრეზიდენტის პატივისცემა. მე არ ვეთანხმები არანაირ დამამცირებელ მოქმედებას მის მიმართ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გამოსავალი არსებობს, რომელიც შეიძლება…

მეტი...

„არც კი-ს ვამბობ და არც არა-ს“ – პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მას არც თანხმობის თქმა შეუძლია და არც უარის. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, როცა დრო მოვა, პასუხს იტყვის. „უნდა იყოს დაცული ეს დისკრეციული უფლება და არა იმიტომ, რომ მე რაღაც უნდა დაგიმალოთ. ჩემს მერეც იქნება სხვა პრეზიდენტი. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ სხვებიც არიან, რომლებიც ასე არ არიან წინა „პლანზე“ და პოლიტიკურ სცენაზე მათი საკითხები არ იხილება, მაგრამ ისინიც ყველაფერს უყურებენ.  ამიტომ, დიდი სიფრთხილე უნდა იყოს გამოჩენილი. მე ვამბობ, რომ წინასწარ რამეზე საუბარი ან ახსნა, რას გააკეთებ და რას არ გააკეთებ, ეს არის…

მეტი...

პრეზიდენტის განცხადებით, არც ერთ ქვეყნის ლიდერს აქვს უფლება, მასზე ზეწოლა მოახდინოს და ვინმე შეაწყალებინოს

პრეზიდენტის განცხადებით, არც ერთი ქვეყნის ლიდერს არ აქვს უფლება, მასზე ზეწოლა მოახდინოს და მოუწოდოს, „ვინმე“ შეიწყალოს. ამ შემთხვევაში, საუბარია ნიკა გვარამიაზე. როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რაც არ უნდა პატარა ქვეყანა იყოს საქართველო, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და ამაში ვერავინ ჩაერევა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მას არანაირი პერსონალური წყენა გააჩნია და ეს არაერთხელ დადასტურდა კიდეც. „არანაირი პერსონალური არ არის, არა. ჯერ ბევრმა ვერ გაიგო, რომ იმ დღეს, როდესაც მე აქტიურად შევედი პოლიტიკაში… წყენა არის პიროვნული ურთიერთობების კატეგორია და არა, პოლიტიკის კატეგორია.  თუ გაქვს ის გვერდზე უნდა იყოს გადადებული. სანამ…

მეტი...