პარლამენტთან „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისვრიან

საქართველოს პარლამენტის მი მდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმის წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან, რომელიც ფეთქდება და ცეცხლი ჩნდება. სპეცრაზმი და აქციის მონაწილეები ერთმანეთის პირისპირ არიან განლაგებულნი, მათ შორის დისტანცია დაახლოებით 30 მეტრია. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წყლის ჭავლი ისევ მიუშვეს. აქტიურად ხდება ე.წ. წიწაკის სპრეის და სხვადასხვა საშუალების გამოყენება.  ვითარება უკიდურესად მძიმეა, ჭირს როგორც თვალის გახელა, ისე სუნთქვა.

მეტი...

პარლამენტთან ათეულობით ადამიანი დაშავდა

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. აქციის მონაწილეების დასაშლელად პერიოდულად იყენებენ როგორც წყლის ჭავლს, ისე სხვადასხვა საშუალებას. ე.წ. სპეციალური ნივთიერების გაშვებით აქციის მონაწილეებმა დამწვრობა მიიღეს და სუნთქვა უჭირთ. ნაწილი კლინიკებში გადაიყვანეს, ნაწილს ადგილზე უწევენ დახმარებას. ვითარება უკიდურესად მძიმეა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი გაეროში შეხვედრებს აუქმებს

პარლამენტში და პარლამენტს გარეთ, ამ წუთებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც აშშ-ში იმყოფება, სპეციალური განცხადებისთვის ემზადება. „საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ-ში. პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.  

მეტი...

ახალ სახალხო დამცველს თავში კვერცხი ჩაარტყეს  

ახალ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელიც პარლამენტმა დღეს აირჩია, პარლამენტის წინ, აქციაზე კვერცხი ესროლეს, რომელიც მას პირდაპირ თავში მოხვდა. იოსელიანს პროტესტის ნიშნად წყალიც დაასხეს. ლევან იოსელიანი რამდენიმე წუთია პარლამენტის შენობასთან, აქციის მონაწილეებთან მივიდა და აღნიშნა, რომ იქ აპირებდა ყოფნას. ამ წუთებში, ლევან იოსელიანი პარლამენტის ტერიტორიიდან პოლიციას გაჰყავს.  

მეტი...

შსს აქციის მონაწილეებს მესამედ აფრთხილებს, რომ მათუ დაშლა მოხდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მესამედ აფრთხილებს. „თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მთელი დღის განმავლობაში, პოლიცია მობილიზებული იყო პარლამენტის შენობის წინ და უზრუნველყო საპროტესტო აქციის მშვიდობიანად წარმართვა. საღამოს, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ამასთანავე, შეკრებილების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს, მათ შორის სამართალდამცველთა მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლას. აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა რამდენიმე…

მეტი...

პარლამენტთან სასწრაფოებზე დიდი მოთხოვნაა

პარლამენტის შენობასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაშავებული ადამიანები კლინიკებში გადაჰყავთ. აქციაზე, სადაც სპეცრაზმმა ე.წ. სპრეი და სპეციალური საშუალებები გამოიყენა, ადამიანებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. იყო შემთხვევები როცა აქციის მონაწილეებს სპეციალური საშუალებები ირდაპირ, მიზანმიმართულად სახის არეში შეასხეს. დაშავებულთა ნაწილი სასწრაფოს ეკიპაჟებმა გადაიყვანა, ნაწილი კი ქუჩაშია წევს და დახმარებას ელოდება. დაშავდნენ პარლამენტის შენობაში მყოფი ადამიანებიც, მათ შორის დეპუტატი სალომე სამადაშვილი, რომელიც სპეციალური საშუალების შესუნთქვის გამო ცუდად გახდა. კონკრეტულად რა ნივთიერების გამოყენება მოხდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, შსს-ს განცხადება არ გაუვრცელებია.  

მეტი...

აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო, მათ წყლის ჭავლით შლიან

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ უკიდურესად მძიმე ვითარებაა. „მიშველეთ“…. „მიშველეთ“… ისმის შეძახილები. აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებაც დაიწყეს. არაერთხელ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც, არიან დაშავებულებიც. დაშავებულთა ნაწილი პარლამენტს შენობაში შეიყვანეს.

მეტი...

პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ადამიანი დაშავდა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფოს ბრიგადები, რომლებსაც დაშავებულები ტერიტორიიდან გაჰყავთ. სპეცრაზმმა აქციის საწინააღმდეგოდ არაერთხელ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა საშუალება. დაშავდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული გაზი სახის არეში მოხვდათ. მათ სუნთქვა უჭირთ და ვერ იხედებიან. მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანაც.

მეტი...

აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებენ

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება ყოველწუთს იძაბება. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც და გაჟღერდა გაფრთხილებაც, რომ თუ აქცია არ დაიშლება, გამოყენებული იქნება შესაბამისი ძალები. აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოეთს გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.  

მეტი...

აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენეს. პარლამენტის მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. პერიოდულად, სხვადასხვა მიმართულებით ხდება დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მობილიზებულები არიან პარლამენტის ეზოშიც, რომელიც საჭიროების მიხედვით გამოჰყავთ აქციის მონაწილეების მიმართულებით. პერიმეტრზე წყლის ჭავლის მანქანაც გამოჩნდა. ამ წუთებში, ისმის მოწოდება და გაფრთხილება რომ აქციის ინაწილეები დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება გამოყენებილი სათანადო ზომები. მაგავსი გაფრთხილებები სწორედ მაშინ ისმის, როცა აქციის მონაწილეთა დაშლა იწყება.

მეტი...

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისკენ დაიძრა

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია. პარლამენტის შენობის ეზოდან შეიარაღებული სპეცრაზმი გარეთ გავიდა და აქციის მონაწილეებისკენ მიემართება. პარალელურად, ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.  

მეტი...

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ, პირველი მოსმენით დამტკიცებულია. კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი  76-მა დეპუტატმა დაუჭირა,  13 კი წინააღმდეგი წავიდა წავიდა. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დაპირისპირება ხდება პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. პარლამენტის შენობაში სპეცრაზმიც შეიყვანეს.  

მეტი...

პარლამენტში სპეცრაზმი შეიყვანეს

საქართველოს პარლამენტის შენობაში სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიყვანეს. ისინი პარლამენტის ეზოში არიან განლაგებულები. პარლამენტის სხდომათა დარბაზში ე.წ. უცხოეთს გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრისთვის ემზადებიან. პარალელურად, საპროტესტო აქცია გრძელდება გარეთაც, სადაც აცხადებენ, რომ თავს შეაკლავენ და ამ კანონს არ მიაღებინებენ. პარალელურად. განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა არ გაეკეთებინათ ძალადობრივი მოწოდებები.  

მეტი...

„ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო საქართველოს სხვა მტერმა“ – პაატა ბურჭულაძე

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ქციის მონაწილეებს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძეც შეუერთდა. მან მოსახლეობას მიმართა და გარეთ გამოსვლა სთხოვა. „ბიძინა ივანიშვილზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს. სახლში ჯდომის დრო არ არის, ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ. ძალიან მძიმე სიტუაციაა საქართველოში და როცა ქვეყანას სჭირდება, ყველამ უნდა გავიჭირვოთ და გამოვიდეთ გარეთ. დღეს წყდება საქართველოს ბედი. ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო საქართველოს სხვა მტერმა,  მან გახლიჩა ქართველი ერი, ერთმანეთს გადაგვამტერა. დღეს ჩვენ სამშობლო გვაქვს გადასარჩენი. მე არ მეგონა, თუ ამდენი მოღალატე შეიძლებოდა ერთად ყოფილიყო და ესენი სხედან პარლამენტში და მეტიც, აღიარებენ, რომ მოღალატეები არიან“…

მეტი...

„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“ – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, პარლამენტში და პარლამენტს გარეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“ – აცხადებენ საელჩოში.  

მეტი...

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ნუ გააკეთებენ ძალადობრივ მოწოდებას

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კანონპროექტის განხილვის პარალელურად, მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს. უწყება აქციის მონაწილეებს აფრთხილებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ,…

მეტი...

„მშიშარა, ლაჩარი, ლაწირაკი“ – დაპირისპირება პარლამენტში

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა პარლამენტში განაცხადა, დეპუტატის ოთახში გიორგი ვაშაძეს მამუკა მდინარაძე ფიზიკურად გაუსწორდა. ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თავს დაესხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. „თქვენი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მოსაწევ ოთახში, ჩუმად თავს დაესხა გიორგი ვაშაძეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაძირალა. სხდომის თავმჯდომარე ხომ ხარ, დეპუტატებს რომ გაგვისწორდნენ და ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ, რას ზიხარ მანდ? მშიშარა, ლაჩარი, ნაძირალა“, – მიმართა წითლიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გიორგი ვაშაძემაც გააკეთა. „მდინარაძემ სცადა ჩემზე თავდასხმა, მიიღო საკადრისი პასუხი და არ გამოუვიდა. მარტო ვიყავი, ანა წითლიძეც იყო და უმრავლესობის წევრები შეეცადნენ…

მეტი...

„ვაპირებთ ბრძოლას პუტინისტების წინააღმდეგ და ეს ბძროლა იქნება უკომპრომისო“ – ხაბეიშვილი

„ვაპირებთ ბრძოლას პუტინისტების წინააღმდეგ და ეს ბძროლა იქნება უკომპრომისო. გამოდით დღესვე. ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი და მოქალაქეებს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამოსვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ახლა არ არის დრო ვინ ვისთან შეიძლება დადგეს და ვის ვისთან დგომა შეიძლება არ უნდოდეს. „ყველანი უნდა გავერთიანდეთ რადგან, ეს საერთო ბრძოლაა“ – აცხადებს ხაბეიშვილი. რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, დარბაზში შეკრებილი დეპუტატები ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას აგრძელებენ. პროტესტი გრძელდება როგორც პარლამენტის შიგნით, ისე – გარეთ.

მეტი...

„დადექით ისტორიის სწორ მხარეს“ – ნინო ლომჯარია

„ეშინიათ საკუთარი მოქალქეების“ – აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. როგორც ლომჯარია განმარტავს, სწორედ ამ შიში გამო მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება სასწრაფო წესით გაეტანათ სხდომაზე ე.წ. უცხოეთის გავლების აგენტების შესახებ კანონპროექტი. „გუშინ მოიტყუა „ქართული ოცნება“, როდესაც გვითხრა, რომ ხუთშაბათს განიხილავდნენ კანონს და დღეს დაიწყეს კანონის განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების. ეს არის შიშის კანონი. ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების, რომელთა უმრავლესობის არჩევანია ევროპული არჩევანი. თანამოქალაქეებს ვეტყოდი, რომ დადექით ისტორიის სწორ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ყველანი აქციაზე“,- აცხადებს ნინო ლომჯარია.  

მეტი...

„ერთად უნდა შევუშალოთ ხელი ქვეყნის გარუსებას“ – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტის სხდომას ესწრება. ეს გადაწყვეტილება კი მაშ შემდეგ მიიღეს, რაც მმართველმა გუნდმა სხდომაზე ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიტანა. „ე.ი. 27 ქვეყნის მთავრობა გაგიჟდა, ამერიკელები გაგიჟდნენ და მარტო „ქართული ოცნება” კითხულობს ამ კანონს ამერიკულად?“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი და ყველას ბრძოლისკენ მოუწოდებს. „როგორც კი ნახეს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია არ არის პარლამენტში, მოდი დრო ვიხელთოთ და სწრაფად მივიღოთ ეს კანონიო. ესენი ამას გააკეთებენ. ყველამ ერთად უნდა შევუშალოთ ხელი ამ კანონის მიღებას, ქვეყნის გარუსებას. დაყოფას უნდა მოვრჩეთ ყველა სფეროში. არასამთავრობო სფეროში, პოლიტიკასა და მედიაში. ვაპირებთ ბრძოლას…

მეტი...

,,დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით”- გიორგი გახარია

,,დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ”ტვიტერზე” წერს. მისი თქმით, დროა, ბიძინა ივანიშვილმა პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს. „დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს! დროა, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს. საქართველო ევროპაა“, – წერს გახარია.

მეტი...

,,კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანის მომტანია მისი უდიდესი უმრავლესობისთვის”- სოციალურ მეწარმეთა ალიანსი

სოციალურ საწარმოთა ალიანსი და მისი წევრი სოციალური საწარმოები გმობენ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანის მომტანია მისი უდიდესი უმრავლესობისთვის. ,,მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანის მომტანია მისი უდიდესი უმრავლესობისთვის. გარდა ამისა, აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხს. საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას უკვე წლებია მხარს უჭერს ევროკავშირი. დღეს არსებული სოციალური საწარმოების დიდი ნაწილისთვის საქმიანობის დაწყება და გაფართოება სწორედ ევროკავშირისა და სხვა დასავლური დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. შედეგად, სოციალურ საწარმოებში…

მეტი...

,,არა რუსულ კანონს”- პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტების განიხილავენ. განხილვის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მონებო”, “არა რუსულ კანონს”. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც გაშალეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცნობისთვის, პარლამენტში ე.წ. ”აგენტების კანონის” განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად დღეს დაიწყო.

მეტი...

,,შეეგუეთ, რომ ხართ მონები და პრორუსი მოღალატეები“- ანი წითლიძე

,,შეეგუეთ, რომ ხართ მონები და პრორუსი მოღალატეები“,- ამ სიტყვებით  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მიმართა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არა მხოლოდ მათ, არამედ მათ შთამომავლობას გაჰყვება მოღალატეების სახელი. ,,კობახიძეს რომ ჰგონია, შეუძლია მთელი საქართველო „დაიკიდოს“ და მაინც ის გააკეთოს, რაც თვითონ უნდა, ქუჩაში ვერ გავა, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნება, რადგან ქართველი ხალხისგან მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს ქვეყნის ღალატის გამო,”- განაცხადა ანა წითლიძემ.

მეტი...

,,არ მომიცია შენთვის ხმა, არც გილოცავ”- ანა ნაცვლიშვილი ლევან იოსელიანს

,,ლევან იოსელიანი, არ მომიცია შენთვის ხმა, არც გილოცავ,”- ამის შესახებ ”ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანს მიმართავს და ელის, რომ იოსელიანი, როგორც სახალხო დამცველი აქციაზე მოქალაქეებთან ერთად დადგება. ,,მოგმართავ საჯაროდ – ველი შენს განცხადებას ახლა პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონის ქურდულ განხილვაზე, საერთაშორისო არენაზე განგაშს და ველი რომ სახალხო დამცველი დადგები დღეს აქციაზე მოქალაქეებთან ერთად!,”- წერს ანა ნაცვლიშვილი. ცნობისთვის, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი  96 ხმით დაუჭირა.

მეტი...

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,უკრაინელების მხარეს დაქირავებული მებრძოლების საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების გამოძიების ფარგლებში, გამოძიებამ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებსაც წარსულში დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან ერთად, მოპოვებულია მტკიცებულებები “ქართულ ნაციონალურ ლეგიონში” საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის მონაწილეობის შესახებ, მათაც მსგავსი ბრალდებები აქვთ წაყენებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა”- ყოფილი დეპუტატები

პარლამენტის ყოფილ დეპუტატთა ჯგუფი ე.წ. ”აგენტების კანონის” კანონპროექტების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კანონპროექტების არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. „ამ განცხადების ხელმომწერებს, გვსურს, საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი ცალსახა პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების თაობაზე, ვინაიდან საკითხი ცდება რომელიმე ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს და პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. აღნიშნული კანონპროექტების არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს…

მეტი...

,,გოგო შენ რა მოგივიდა? ქეთი გამომხედე ერთი, გოგო შენი იმედი მაქვს”- თაკო ჩარკვიანი

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სხდომაზე თაკო ჩარკვიანმა ”ქართული ოცნების” წევრ ქეთევან დუმბაძეს მიმართა. ,,მითხარით რა სარგებლობა მოაქვს ამ კანონს ქვეყნისთვის. რატო გწყინთ მოღალატეს, რომ გეძახით. საშინელება ხდება. აქ არიან ადამიანები, ვისაც ამ კანონზე ხელის მოწერა არ უნდა. იმათი ოჯახები ნერვიულობენ. შეიცოდეთ მათი შვილები. მათ ერქმევათ მოღალატეთა ოჯახები, ამას ჩვენ გავაკეთებთ. ძაან არ მაინტერესებს ყაველაშვილს რა წყინს. წეღან გამოვიდა და ამჩატდა მზექალა შანიძეო. დაიწვა ეს ქვეყანა? გოგო შენ რა მოგივიდა? ქეთი გამომხედე ერთი, რა დაგემართა…

მეტი...

,,მოიტყუეს, რომ ხალხის ყურადღება გადაეტანათ ხუთშაბათზე”- ნინო ლომჯარია

,,ქართულმა ოცნებამ” ქართულ საზოგადოებას მოატყუა კანონპროექტს ხუთშაბათს განვიხილავთო, სინამდვილეში ახლა დაიწყეს განხილვა,”- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს. ,,საქართველოს მოქალაქეებო! გუშინ “ქართულმა ოცნებამ” ქართულ საზოგადოებას მოატყუა კანონპროექტს ხუთშაბათს განვიხილავთო, სინამდვილეში ახლა დაიწყეს განხილვა მოიტყუეს, რომ ხალხის ყურადღება გადაეტანათ ხუთშაბათზე, სინამდვილეში მანამდე აპირებენ მხარდაჭერას! დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს! არა რუსულკანონს არა საქართველოს მომავალს რუსეთთან,”- წერს ნინო ლომჯარია. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს დღეს განიხილავენ. მანამდე, ცნობილი იყო, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათს იყო დაგეგმილი.

მეტი...

,,ვიქნები მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური” – ლევან იოსელიანი

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია.  კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა. იოსელიანის თქმით, იქნება მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური ნებისმიერი პოლიტიკური პრეფერენციის მიმართ. ,,მე დღეს, როდესაც გამოვედი ამ დარბაზიდან, აღარა ვარ პოლიტიკოსი, ვარ არჩეული სახალხო დამცველი და ყველა ჩემი ქმედება, ყველა ჩემი განცხადება იქნება მიმართული ადამიანის უფლებების ზედამხედველობაზე და რაც მთავარია, რაზეც უამრავი კითხვა იქნა დასმული- ვიქნები თუ არა ნეიტრალური და მიუკერძოებელი? სწორედ ჩემი საქმიანობის მომავალი 6 წელი იქნება დამტკიცება იმისა, რომ მე ვიქნები მიუკერძოებელი, მე ვიქნები აპოლიტიკური და ნეიტრალური ნებისმიერი პოლიტიკური პრეფერენციის მიმართ. ეს არის რაც…

მეტი...

,,დაბრუნდით, მოგიწოდებთ, მოხვიდეთ საქართველოს პარლამენტთან“- ანა ნაცვლიშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს დღეს განიხილავენ. მანამდე, ცნობილი იყო, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათს იყო დაგეგმილი. „გუშინ საჯარო განცხადება გააკეთა ფრაქციის თავმჯდომარემ, დღეს ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსული კანონის განხილვა მოხდებოდა ხუთშაბათს და ახლა, მალულად, ვირეშმაკულად გამოაცხადეს, რომ დღის წესრიგი შეიცვლება და ახლა, როცა ამას არავინ ელოდა, დაიწყება რუსული კანონის განხილვა პარლამენტში. სავსეა აქაურობა ძალოვნებით. სიმართლე, ხალხის რეალური ძალა არ დგას ამათ გვერდით და ასეთი ფანდებით აპირებენ ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას. გთხოვთ, ვინც დილით იყავით, დაბრუნდით და ვინც ახლა გვიყურებთ, მოგიწოდებთ, მოხვიდეთ საქართველოს პარლამენტთან“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მეტი...

„საპარლამენტო ოპოზიციის ე.წ. მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა”- თალაკვაძე

„საპარლამენტო ოპოზიციის ე.წ. მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა“, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ოპოზიციისთვის დამახასიათებელია ორმაგი სტანდარტებით მოქმედება. „საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ ორმაგი სტანდარტებით მუშაობთ. თქვენ ითხოვთ ერთი პატიმრის გათავისუფლებას, მაგრამ ათიათასი დანარჩენი ადამიანი არაფრად არ მიგაჩნიათ, იმიტომ რომ მათი სახელი და გვარი არ ემთხვევა თქვენი უფროსის სახელსა და გვარს. როდესაც თქვენი თანამებრძოლი რუსეთიდან იღებს ხელფასს, არაფრად არ მიგაჩნიათ, მაგრამ სამაგიეროდ პრორუსულობაში ადანაშაულებთ ნებისმიერ ოპონენტს და ნებისმიერ საკითხს, რომელიც თქვენ არ მოგწონთ. დეზინფორმაცია, როდესაც თქვენს წინააღმდეგ არის, მიუღებელია, მაგრამ თქვენს მიერ…

მეტი...

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი     96 ხმით დაუჭირა. რეგლამენტის თანახმად, კენჭისყრის პროცედურა განხილვის გარეშე გაიმართა. მას სახალხო დამცველად არჩევა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.  „დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ მომენტში, დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ და ყველას, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემს მიმართ მინდა მადლობა გადაგიხადოთ“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ.

მეტი...

,,სამარცხვინო ქალების ქცევა, მთელმა საქართველომ იხილა, თუ რა არის ველურობა”- მიხეილ ყაველაშვილი

,,ველურობა და როგორ არ უნდა იქცეოდეს, მითუმეტეს, ქალი,”- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ქალ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა. ყაველაშვილმა ანი წითლიძეს ”აბსოლუტურად გაუგებარი წარმომავლობის არსება” უწოდა. ,,ნახეთ, სამარცხვინო ქალების ქცევა კომიტეტის სხდომაზე. მთელმა საქართველომ იხილა, თუ რა არის ველურობა და როგორ არ უნდა იქცეოდეს, მითუმეტეს, ქალი. ვის უნდა ასწავლოს ჭკუა და ვის ზრდილობაზე უნდა ისაუბროს ანა ნაცვლიშვილმა, ან ხათუნა სამნიძემ, ან კორძაიამ ან წითლიძემ, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარი წარმომავლობისაა”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილი.

მეტი...

,,ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა, ბევრი ამჩატდა”- მიხეილ ყაველაშვილი

,,ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა, ბევრი ამჩატდა,”- ასე აფასებს ”ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი ე.წ. ”აგენტების კანონის” შესახებ საზოგადოების ნაწილის გამოხმაურებებს. ყაველაშვილის თქმით,  მისთვის საეჭვო ხდება, რომ ”ეს ადამიანები სამწუხაროდ, “ფეიკის” სივრცეში არიან და გავლენის ქვეშ არიან”. „ის, რაც ხდება ახლა გარეთ, იმისთვის უნდა გამოიყენონ რომ როგორმე ვნებათაღელვა გამოიწვიონ. აქ კლუბები დაასახელეს და ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთა. არ სჭირდება დაკონკრეტება, ბევრი ამჩატდა, “- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. კითხვაზე, შოთა არველაძე, “გაგრა”, “დინამო”, მზექალა შანიძე “ამჩატდა” თუ არა, ყაველაშვილი პასუხობს: ,,არ სჭირდება დაკონკრეტება. კიდევ ბევრი ამჩატდა. კი, კი, ამჩატდა…

მეტი...

,,ვინც აპირებს თითი დააჭიროს ამ რუსულ საქმეს, ვერ გაექცევა ყველაზე მძიმე სასჯელს”- ანა ბუჩუკური

„ვერც ერთი სახელი და გვარი ვინც აპირებს თითი დააჭიროს ამ რუსულ საქმეს,  ვერ გაექცევა ყველაზე მძიმე სასჯელს და ამ სასჯელს ჰქვია პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის ისტორიის წინაშე“, – ამის შესახებ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ბუჩუკურმა კოლეგებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები გააცნო. „როდესაც თქვენ აგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების და მოკავშირეების  ჯიბრში დგომას, ეს არის ჩვენი ქვეყნის მტრის – რუსეთის საქმის კეთება. ამას სხვა სახელი არ ჰქვია. პასუხისმგებლობები იქნება პერსონიფიცირებული. ვერც ერთი სახელი და გვარი ვინც აპირებს თითი…

მეტი...