„ნინო ლომჯარია ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი“ – დეპუტატი ყოფილ სახალხო დამცველს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე ნინო ლომჯარიას განცხადებას ასე პასუხობს: „ნინო ლომჯარია ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი.“ აღნიშნული განცხადებით სამხარაძემ ლომჯარიას „პოსტს“ გამოეხმაურა, სადაც ყოფილი სახალხო დამცველი გარკვეულ მედიასაშუალებებს რუსულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად მოიხსენიებს. „ნინო ლომჯარია ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი! მატყუარა რომ ხარ გასაგებია, კანონის რუსულობაზე შენც თუთიყუშივით იმეორებ მესიჯს, მაგრამ ნაცებზე უარესი ნაცი აღმოჩნდი, ტელევიზიებს არბევ, როგორც შეგიძლია ისე, იარლიყებს აკერებ, ცდილობ ფაშისტურად გარიყო ადამიანები, გამოყო დანარჩენი ხალხისგან და ღირსება წაართვა. ჩვეულებრივი ფაშისტი ხარ! დავალების ცივსისხლიანად შემსრულებელი ფაშისტი! და სახალხო დამცველი გერქვა!.. ეს ქვეყანა…

მეტი...

„ყველა უნდა დასანქცირდეს“ – ანა დოლიძე

ანა დოლიძის განცხადებით, ის დეპუტატები, რომლებმაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს მწვანე შუქი აუნთეს, მათ ევროპაში შესვლა უნდა აეკრძალოთ. „ეს ხალხი, ვინც „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ხმა მისცა, ყველა ნამყოფია და დადის ევროპაში. ეს ხდება სწორედ იმ ახალგაზრდების ფულით ვინ დაარბიეს. თან, დადიან იმ ევროპაში, რომელზეც გვეუბნებიან რომ ცუდია. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში, რომ ეს ხალხი დასანქცირდეს. უნდა დასანქცირდეს არა მხოლოდ „ხალხის ძალა“ არამედ 76-ვე დეპუტატი, ვინც ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამისი ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს“ – არსებობს ანა დოლიძე. მისი თქმით, არ შეიძლება ისინი იმ ევროპაში დადიოდნენ, რომელზეც ამბობენ, რომ…

მეტი...

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა

საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, როგორ ზაზა ბერიაშვილი აცხადებს, ექიმებმა ყველანაირად სცადეს, თუმცა, მისი დახმარება ვერ შეძლეს და მხედველობის აღდგენა შეუძლებელია. როგორც დაზარალებულია მეუღლე აცხადებს, მის მეუღლეს ექიმებმა თვალის შეუნარჩუნეს, თუმცა, მხედველობას ვერაფერი ეშველა. ბერიაშვილი კლინიკიდან უკვე გაწერეს. მას ტვინის შერყევა აქვს მიღებული.   როგორც დაზარალებული ამბობს, მას თვალში სპეცრაზმის მიერ ნასროლი გარკვეული ნივთიერება მოხვდა.  

მეტი...

„მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და მარგო სიმონიანი გიცავთ“ – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქართული  მედიასაშუალებების ნაწილს  რუსული პროპაგანდის ნაწილად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მათ არ აღიარებს. „ჩემი დიდი პაპა, ბებიის მამა, ხევსური გიორგი ჭინჭარაული ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი ყოფილა. ის მოკლეს, თუმცა, საფლავიც კი არ ვიცით მისი. ბებიამ მხოლოდ მაშინ გაამხილა ეს ამბავი შვილებთან, როდესაც ტელევიზორში გაიგო, ქაქუცა ჩოლოყაშვილი გმირად გამოცხადდაო. მეგონა ცუდი მამა მყავდაო, რადგან მთელი ცხოვრება აგენტის, არამზადის და ბანდიტის შვილს მეძახდნენო. დედას ცხენზე თოკით აბამდნენ და ისე მიყავდათ ყოველ დღე პოლიციას დასაკითხად და ჩვენ შიშველი ბავშვები უკან მივსდევდით ტირილითო… მამის დატოვებულ ბიბლიოთეკას მთელი ბავშვობა ვწვავდით გათბობის…

მეტი...

„უნდათ ახალგაზრდული ენერგიის გამოყენება, რომ ძალაუფლება დაიბრუნონ და საქართველო ახალ უბედურებაში შეიყვანონ“ – ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობს“ მათი მმართველობის პერიოდს ახსენებს და ამბობს, რომ მათი ზნის შეცვლა შეუძლებელია. დეპუტატი ვანო მერაბიშვილი ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ის ძალადობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ სწორედ მისი მითითებით აწამებდნენ და კლავდნენ ადამიანებს. „უმოწყალოდ არბევდნენ მიტინგებს. კი არ შლიდნენ მიტინგს, საზოგადოებრივ წესრიგს კი არ იცავდნენ, არამედ მიტინგების უმოწყალოდ დარბევა ხდებოდა. ალბათ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ კადრები გულწრფელ პროტესტანტებსაც, რომ ამ ადამიანებმა, ახალგაზრდებმა დაინახონ, რომ მათი პროტესტი იმიტომაც იყო მისაღები საზოგადოებისთვის, რომ სულ სხვა საქართველოში ჩატარდა, არა იმ საქართველოში, რა საქართველოსაც ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი განასახიერებდნენ. მასობრივი…

მეტი...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა – სასამართლო პროცესი გადაიდო

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი 5 აპრილისთვის გადაიდო. პროცესის გადადება ადვოკატებმა მოითხოვეს, რადგან ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს  კორონავირუსი დაუდასტურდა, ნიკა მოსიაშვილი კი ტვინის შერყევით კლინიკაში მკურნალობს. ადვოკატების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სასამართლო პროცესი 5 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება.

მეტი...

,,უკრაინიდან სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ მომხრეები ჩამოვიდნენ, რომლებიც შეეცდებიან რევოლუციური პროცესი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას”- გია ვოლსკი

,,არის ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდებისა მზადდება სწორედ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურ პროცესების განვითარებას როგორმე ხელი შეუშალონ,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობისთვის მთავარია, საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნება და  იმ ამოცანის მიყოლა, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება. „რეალურად ამ პროცესების განვითარებას ემსახურება დეზინფორმაცია, თითქოს სუსის წარმომადგენელი ვიღაცას დაესხა თავს, თითქოს მომწამლავი გაზი გაუშვეს და ა.შ. დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ჯგუფი უკრაინიდან სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“, მომხრეები ჩამოვიდნენ, ესენი არიან მებრძოლები, რომლებიც ამ ახალგაზრდული ენერგიის გამოყენებით შეეცდებიან, რომ ეს რევოლუციური პროცესი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და…

მეტი...

,,საქართველოში ოპოზიცია ვალდებულია, გააკეთოს, რაც სურს, მოლდოვაში ხელისუფლების მიმართ პროტესტი კი იგმობა”- სერგეი ლავროვი

,,საქართველოში ოპოზიცია დასავლეთის ინტერესებს ასახავს, მოლდოვაში კი – სხვა ინტერესებს,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, საქართველოში მოვლენები გარედანაა მართული. „საქართველოში ოპოზიციისთვის არათუ ნებადართულია, არამედ ვალდებულია, გააკეთოს ის, რაც სურს. მოლდოვაში კი პროტესტი მოქმედი ხელისუფლების მიმართ იგმობა, რადგან საქართველოში ოპოზიცია დასავლეთის ინტერესებს ასახავს, მოლდოვაში კი – სხვა ინტერესებს, ხოლო დასავლურ ინტერესებს მთავრობა და პრეზიდენტი ასახავენ“, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

,,ბელარუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს”- მიხეილ სააკაშვილი

,,ბელარუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს. მართლა საამაყოები ხართ!”- ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს. „ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა. მათ უკვე პირველ კლასში ყველას დავურიგეთ კომპიუტერები და თითქმის ყველა სკოლაში შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული. სკოლებში მანდატურებმა შეიტანეს უსაფრთხოება. მოკლედ გატარდა თანასწორობის გარემოს შექმნის პოლიტიკა. ამავე თაობამ ნახა ხელისუფლების არჩევნებით ცვლილება. ამ დღეებში ამ ყველაფრის მონაპოვარი მიიღო საქართველომ. გარდა ამისა ამ ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის. მინდა ვთქვა რომ ბელარუსებზე ბევრად…

მეტი...

,,უსწრაფესად ახალი კვირიდან უნდა დაიწყოს 12-ვე პუნქტის შესრულება”- ლევან ხაბეიშვილი

,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი, პროტესტი რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა და გამარჯვებამდე მიიყვანა ახალგაზრდებმა,”- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმიტ, მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ დაიწყოს 12 პუნქტის შესრულება. „ამ დიდი გამარჯვების შემდეგ დაგვრჩა მთავარი ამოცანა შესასრულებელი, რაც ასევე სცილდება ყველა ვიწროპარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს, ეს არის ჩვენი ევროპული მომავალი. მინდა, ვუთხრა „რუსულ ოცნებას“, არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ აპირებს დანებებას, ეს ადამიანები იბრძოლებენ ბოლომდე საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ დაიწყოს ყველა პუნქტის შესრულება და ეს მოხდეს ისევე სწრაფად, როგორც დღეს, 25 წამში დაასრულეთ პარლამენტის სხდომა.…

მეტი...

ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი “თავდაცვის კოდექსით” სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ. ,,თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ახალი „თავდაცვის კოდექსით“: იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაკლოვანი სისტემა; ძლიერდება ჯარის სოციალური გარანტიები; იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ახალი კოდექსით: ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში; ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და ნატოს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო; ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას…

მეტი...

ლუკაშენკომ ხელი მოაწერა სამშობლოს ღალატისთვის საჯარო მოხელეების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონს 

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის მსჯავრდებული თანამდებობის პირებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიკვდილით დასჯის გამოყენების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ,,პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს “სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”. დოკუმენტის მთავარი მიზანია ექსტრემისტული (ტერორისტული) და ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება”, – ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, კანონის მიხედვით, სამიდან ათ დღემდე იზრდება სახელმწიფოს ღალატში, შეთქმულებაში ან სხვა ქმედებებში: სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ჯაშუშობისა და ფარული საქმიანობისთვის ეჭვმიტანილი პირების დაკავების ვადა.  

მეტი...

,,ექსპერტიზის შედეგი არის დადებითი ბრალდების მხარისთვის“- ბადრი ესებუას ადვოკატი

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას უფლებადამცველის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, ბრალდების მხარემ ოდოროლოგიური ექსპერტიზა ისე ჩაატარა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ,,ბრალდების მხარე გეგმავს მტკიცებულებების გამოკვლევას. როცა ბრალდების მხარემ ჩანიშნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა, ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ ბრალდების მხარის წინაშე, რათა ჩვენი წარმომადგენლის მონაწილეობით ჩატარებულიყო ეს ექსპერტიზა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 7 მარტს გადაიგზავნა საექსპერტო ბიუროში აღნიშნული საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშები და 8 მარტს გაცემული იყო ამ ექსპერტიზის დასკვნა. როგორც იცით ოდოროლოგიური ექსპერტიზა ტარდება საქართველოში შსს-ს სპეციალურ კრიმინალისტურ საექსპერტო დაწესებულებაში, რომლის ანალოგი სამწუხაროდ არ არის და დაცვას არა აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ექსპერტიზის ეს დასკვნა. ამის ალტერნატიული…

მეტი...

„ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს”- ლავროვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კიევის მაიდანს აგონებს. „ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს, „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გარშემო არსებული სიტუაცია მხოლოდ საბაბი იყო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მოსაწყობად,“- განაცხადა ლავროვმა“.

მეტი...

,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი”- ლევან ხაბეიშვილი

,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი, პროტესტი რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა და გამარჯვებამდე მიიყვანა ახალგაზრდებმა,”- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით,მოქალაქეებმა დაამსხვრიეს მითი ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის შესახებ. „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი. პროტესტი, რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა და გამარჯვებამდე მიიყვანა ახალგაზრდებმა. გულწრფელად უნდა ითქვას, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ამ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ „ყველაზე დიდი პარტიის ინტერესებს“,  რომელსაც ჰქვია საქართველო, ჩვენი ევროპული მომავალი და ეს ახალგაზრდები და ადამიანები იცავდნენ, დაიცვეს და დაამსხვრიეს მითი რუსი…

მეტი...

ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედის

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განცხადებით, ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედის. უწყება ავრცელებს ალტერნატიულ ნომრებს, რომელთა სარგებლობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ: 599842206 598087761 577011139 577011174 591544384 591946840 591946870 591544375 ,,ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის”,  – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

,,აგენტების შესახებ კანონზე უარის თქმა არის ერთადერთი, რაც შეიძლება მომხდარიყო ქვეყანაში”- ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას  ეხმიანება. ,,აგენტების შესახებ კანონზე უარის თქმა არის ერთადერთი, რაც შეიძლება მომხდარიყო ამ ქვეყანაში. საქართველოს მომავალი ევროპაშია და არსად სხვაგან”, – წერს ლევან იოსელიანი. ცნობისთვის, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი  წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე  განხილვის გარეშე დადგა.

მეტი...

,,მთელს მსოფლიოს და ყველა ქართველს დავანახეთ, თუ ვინ არის რეალურად დემოკრატიის წინააღმდეგი საქართველოში”- თამარ ჩიბურდანიძე

“ხალხის ძალის” წევრის, თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, კანონპროექტის დაინიცირებით, შეძლეს ლუსტრაცია, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვას არავის გამოსვლია. მისი თქმით, მთელ მსოფლიოს და ყველა ქართველს აჩვენეს, ვინ არის რეალურად დემოკრატიის წინააღმდეგ საქართველოში და ვის ეშინია სიტყვა აგენტის. ,,ჩვენ ისტორიული ფოტო დავდეთ! მთელს მსოფლიოს და ყველა ქართველს დავანახეთ, თუ ვინ არის რეალურად დემოკრატიის წინააღმდეგი საქართველოში, ვინ ამყოფებს ქვეყანას მონობაში და ვის ეშინია სიტყვა “აგენტის” ! ჩვენ ლუსტრაცია მოვახდინეთ, რაც ვერ შესძლო ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერავინ. ჩვენ ყველას ვაღიარებინეთ საკუთარი თავი საჯაროდ, თავად ვაყვირეთ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი აგენტია. ამ ფოტოს…

მეტი...

,,უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ”- პესკოვი

,,ისინი თავისუფალნი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს. ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ სამშობლოა,”- ასე ეხმიანება კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი  სოციალური ქსელებში გავრცელებულ კადრებს. საუბარია კადრებზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ. ,,არავინ უშლის მათ ბედნიერების სხვაგან ძიებაში ხელს, მაგრამ უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ”, – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

,,მიტინგის მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”- ვანო მერაბიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მიღწეული მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მისი თქმით, ”მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნახევარ საათში ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს”. „ჩვენი პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ მიტინგის მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. უნდა გესმოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნახევარ საათში ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. სწორედ ამიტომ ივანიშვილს ამ დრომდე ჰყავს დაპატიმრებული სააკაშვილი“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

მეტი...

,,საზოგადოებამ შანსი გაუშვა ხელიდან”- დიმიტრი ხუნდაძე

“ხალხის ძალის” წევრის, ე.წ. ”აგენტების კანონის” ერთ-ერთი ავტორის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით,  კანონის არ მიღებით, საზოგადოებამ შანსი გაუშვა ხელიდან, რომ სცოდნოდა მეტი. ,,ანგარიში უნდა გავუწიოთ ახალგაზრდებს, რომ მათ არ მიიღონ ზიანი იმიტომ, რომ ამის შანსი იყო, სამწუხაროდ. ამიტომ, უნდა გავიწვიოთ უკან. თუმცა ეს კანონი იყო საშუალება, რომ საზოგადოებას მეტი სცოდნოდა, მაგრამ ეს შანსი მან გაუშვა ხელიდან”, – განაცხადა ხუდნაძემ. ცნობისთვის, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი  წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე  განხილვის გარეშე დადგა.

მეტი...

,,ვაშინგტონმა არ მისცა საქართველოს უფლება, გამხდარიყო სუვერენული სახელმწიფო”- ვოლოდინი

,,ვაშინგტონმა არ მისცა საქართველოს უფლება, გამხდარიყო სუვერენული სახელმწიფო,”-  ასე ეხმაურება რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი  ”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას. მისი თქმით, კანონპროექტის განხილვიდან მოხსნით საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტის შანსი. ,,საქართველოს ხელისუფლება იძულებული იყო დამორჩილებოდა, მაგრამ არა ხალხის ნებას, არამედ შეერთებულ შტატებს. შესაბამისად, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილება, მიუღებელი იყო აშშ-სთვის. პარლამენტში განხილვიდან მოხსნით საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტის შანსი”, – წერს ვოლოდინი. ცნობისთვის, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი  წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე  განხილვის გარეშე დადგა.

მეტი...

,,ეს ჯერ კიდევ პირველი ნაბიჯია”- ვიოლა ფონ კრამონი კანონპროექტის ჩავარდნაზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას ეხმიანება. ,,კარგია საქართველოსთვის.  მაგრამ ეს ჯერ კიდევ პირველი ნაბიჯია. კიდევ ბევრი (ნაბიჯი) უნდა მოჰყვეს. რეფორმები: სასამართლო სისტემაში; საარჩევნო რეფორმა; 12 რეკომენდაცია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,”- წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

,,სიხარულიც ფეიკური აქვთ, ამ კანონმა მისი დანიშნულება შეასრულა”- სამხარაძე

,,კანონის გაწვევით აგენტები აღარ იქნებით თუ ვინმეს დააჯერებთ რომ არ ხართ?,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” დეპუტატი, დიტო სამხარაძე ”ფეისბუქში” წერს. მისი თქმით, ე.წ. ”აგენტების” კანონპროექტმა თავისი დანიშნულება შეასრულა. ,,კანონის გაწვევით აგენტები აღარ იქნებით თუ ვინმეს დააჯერებთ რომ არ ხართ? სიხარულიც ფეიკური აქვთ. ამ კანონმა მისი დანიშნულება შეასრულა! საზოგადოებამ ნათლად დაინახა თუ ვინ არის უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი! შუბლზე გამოგესახათ ჯაშუშის ნიშნები, რასაც ვერასდროს ჩამოირეცხავთ!” – წერს სამხარაძე. ცნობისთვის, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი  წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი…

მეტი...

,,დაჩი, შეგეწერა, რა გიქნეს ხომ ხედავ”- წითლიძე ბერაიას

,,დაჩი, შეგეწერა, რა გიქნეს ხომ ხედავ”, – ასე მიმართა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გამოსულ ”ხალხის ძალის” წევრ დაჩი ბერაიას ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანი წითლიძემ. ,,რას გიშვებიან შენ ანი, სამეგრელოს რომ არცხვენ და მეგრელებს, არ გრცხვენია”, – უპასუხა ბერაიამ წითლიძეს. ცნობისთვის, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი  წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე  განხილვის გარეშე დადგა.

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები მორალურად გაანადგურა”- ხატია დეკანოიძე

,,საქართველო არასდროს აღარ მობრუნდება რუსეთის ორბიტაზე და ეს საქართველოს საზოგადოებამ, ახალმა თაობამ ძალიან ღიად, გასაგებად უთხრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს,”- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, წინ დიდი სამუშაოა. ,,ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას ეტყობოდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები მორალურად გაანადგურა. ასე – ისარგებლა და მერე უთხრა, ახლა წინააღმდეგ დააჭირეთ ხელი იმაზე, რაზეც აქამდე “კი” მიეცითო. ეტყობოდათ სახეზე, ჩუმად შემოვიდნენ და გავიდნენ. ჩვენ დიდი გამარჯვება მოსაპოვებელი გვაქვს და ეს გამარჯვება არის ერთიანობით საქართველოს ევროკავშირში შესვლა, კანდიდატის სტატუსის მიღება და რა თქმა უნდა, ოლიგარქიული მმართველობისგან გათავისუფლება.…

მეტი...

,,ქართველები რუსულ გავლენას არ მოითმენენ”- ოლექსი გონჩარენკო

,,ეს ქართული ხალხის გამარჯვებაა. ქართველები – თავისუფალი ერია,”- ასე ეხმიანება უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას. ,,საქართველოს პარლამენტმა პუტინის ნიმუშებით შედგენილი “უცხოური აგენტების შესახებ” კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. ეს ქართული ხალხის გამარჯვებაა. ქართველები – თავისუფალი ერია. ისინი დიქტატურას არ მოითმენენ. ისინი რუსულ გავლენას არ მოითმენენ. ისინი გამოვიდნენ გარეთ და დემოკრატიის უფლებას იცავდნენ,”- წერს გონჩარენკო. ცნობისთვის, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი  წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე  განხილვის გარეშე დადგა.

მეტი...

,,გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პარლამენტიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის გაწვევას სოციალურ ქსელში ქართულენოვანი პოსტით ეხმაურება. ,,გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”, – წერს ემანუელ მაკრონი.  ცნობისთვის, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი  წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე  განხილვის გარეშე დადგა.  

მეტი...

დეპუტატი, რომელმაც ე.წ. ”აგენტების კანონს” მხარი მეორე მოსმენაზეც დაუჭირა დიმიტრი სამხარაძეა

ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მხარი მეორე მოსმენაზეც დაუჭირა “ქართული ოცნების” წევრი, დიმიტრი  სამხარაძეა. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

მეტი...

,,ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. აგენტების ანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. კობახიძემ მადლობა გადაუხადა ხალხის ძალის გუნდს და თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით ამ კანონპროექტს. ,,ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველი, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო, ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს. მეორე ასევე ყველამ გაიგო, რომ ის ადამიანები, ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის იგივე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობოების საქმე, ასევე, როგორიც არის გაუყალბებელი…

მეტი...

,,აღარ განვიხილოთ”- პარლამენტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. კანონპროექტის  წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი  დაუჭირა ერთმა. ცნობისთვის, კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.  

მეტი...

,,გამოძიებით დადგინდება ამ ადამიანმა სად დაკარგა თვალი”- თეიმურაზ კუპატაძე

,,გამოძიების დროს დადგინდება ამ ადამიანმა სად დაკარგა თვალი, ვერ გეტყვით სად დაკარგა,”- ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ თვალის სავარაუდო დაკარგვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. „აღნიშნულ ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. შესაბამისად აღნიშნული ფაქტის დადგენისა და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში მათ ექნებათ შესაბამისი რეაგირება. ზუსტად ვერ გეტყვით დაკარგა თუ არა, გამოძიებით დადგინდება ამ ადამიანმა სად დაკარგა თვალი. არ ვიცით, ვერ გეტყვით, სად დაკარგა“, – განაცხადა კუპატაძემ.

მეტი...

,,ყველას გვსურს, ვიხილოთ, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს ხელი წითელ ღილაკს და უარყოს კანონები, რომლებიც შთაგონებულია კრემლის მიერ”- ელჩი

,,ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს, იხილოს, რომ მათი მთავრობა ასრულებს თავის დაპირებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და ვიმედოვნებ, რომ მთელი ყურადღება და ენერგია ახლა ამისკენ წარემართება,”-  ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხა. ელჩის თქმით, ყველას სურს იხილოს, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს ხელი წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს ეს კანონები, რომლებიც შთაგონებულია კრემლის მიერ. „საქართველოს მოსახლეობამ, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, ისაუბრეს ხმამაღლა, მკაფიოდ და მმართველმა პარტიამ ბოლოს და ბოლოს მოუსმინა მათ. ახლა ჩვენ ყველას გვსურს, ვიხილოთ, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს ხელი წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს ეს…

მეტი...

აქციებზე დაშავდა შსს-ს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა  სამედიცინო დაწესებულებაში – შსს

,,საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს  58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა  სამედიცინო დაწესებულებაში,”- ამის შესახებ შინაგან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ყველა  იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები. ,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 7 და 8  მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ…

მეტი...

„ქართული ოცნების” ნდობა არ შეიძლება, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს”- გიორგი ვაშაძე

„ქართული ოცნების” ნდობა არ შეიძლება, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს და ამ სამარის პირველი ნაწილი უკვე გათხრილია”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ”ახალგაზრდების დამსახურებაა, რომ რუსეთისკენ მიმავალი ეს ქვეყანა შემობრუნდა ისევ ევროპისკენ. ” „ქართული ოცნების” ნდობა არ შეიძლება, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს და ამ სამარის პირველი ნაწილი უკვე გათხრილია, მაგრამ ზემოდან მიწა უნდა მივაყაროთ, როცა ამ სამარეში მოხვდებიან ეს ადამიანები. მე მაინტერესებს როგორ ჩახედავენ საზოგადოებას თვალებში. ბევრი კითხვაა და არ შეიძლება მოდუნება. ახლა პირველი გაფრთხილება მივეცით, მაგრამ ესენი არ გასწორდებიან, ნდობა ნული. ახლა, ჩასვრილები და…

მეტი...

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე სროლა იყო

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე სროლა იყო. ადგილზე მობილიზებულები არიან კრიმინალისტები. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...