„გამოვხატე მზაობა განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით“- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და სხვა წამყვან თანამდებობის პირებს შეხვდა. ამის შესახებ პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუბრისას მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი განუმარტა. მისივე თქმით, ის მზადაა ყურადღებით მოისმინოს და განიხილოს ყველა სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა”, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები