,,მეტროსადგური „გოცირიძე“ სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება”- კახა კალაძე

მეტროსადგური „გოცირიძე“ სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ექსპერტიზა ჩატარდა. დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზები, რომელიც ფაქტობრივად გამოსწორებულია. რამდენიმე დღეში უკვე წარედგინება შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად და მეტროსადგური სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოსთვის გაიხსნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები