,,შეიქმნას საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრი”- ”ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრი“.

მისი თქმით, პარლამენტში ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უარყოფით გავლენას იქონიებს ისტორიულ შანსზე – საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

,,ნაციონალური მოძრაობა” გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრი და რეესტრში შეყვანილ იქნას ყველა ის პოლიტიკური ლიდერი და პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთიდან და იმავდროულად, მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენის გაზრდა საქართველოში. მივმართავთ საერთაშორისო სტრუქტურებს და მოვუწოდებთ საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებში, იმ პარლამენტის წევრებს, როლებიც მხარს დაუჭერენ რუსული კანონის მიღებას, შეუჩერდეთ უფლებამოსილება და წევრობა, ” – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მსგავსი თემები