„ივანიშვილი ოლიგარქია“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. „ბიძინა ივანიშვილი კი, ალბათ ოლიგარქია. იმ გაგებით რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა აქვს და პოლიტიკაზე გავლენა. ამ გაგებით არის, მაგრამ, ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკურ სისტემის არგამჭვირვალეობა. ამისი თქმა მინდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად წყდება მთავარი გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტლებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა და ასე შემდეგ“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველზე“.

მეტი...

კახა ოქრიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს და პრემიერ მინისტრს პასუხობს. დეპუტატი პრემიერისგან, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კატეგორიულად ითხოვს ბოდიშის მოხდას. „წელს, პრემიერმა უკვე მეორედ ახსენა კომპანია PSP, PSP ჯგუფს გვიწოდა დესტრუქციული ძალა და ბრალი დაგვდო, თითქოს ერთ-ერთ მედიკამენტზე 300%-იანი ფასნამატი გავაკეთეთ. ეს არის ტყუილი! წინა პერიოდში, ეს ონკოლოგიური პროდუქტი PSP-ს ქსელში იყიდებოდა სპეციალურ ფასად, თვითღირებულებაზე 3-ჯერ უფრო იაფად, რადგან ჰქონდა მოკლე ვადა. მიღებული პრაქტიკაა, რომ მოკლევადიანი მედიკამენტი რამდენჯერმე უფრო იაფად იყიდება, ვიდრე მისი შესასყიდი ფასია, რათა ვადა არ გაუვიდეს. ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, პრემიერმა კი, უკვე მერამდენედ,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის ანალენა ბერბოკს მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული…

მეტი...

„თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, თქვენი სამთავრობო თვითმფრინავისთვის აღარ იყოს შესაძლებელი სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში დაშვება“ – დეპუტატი მინისტრს

„ყოველდღიურად ვხედავთ ძალადობის, ანგარიშსწორების, ცილისწამების დემონსტრირებას.  ამ ფონზე თითქმის წარმოუდგენელია ისაუბრო თამამად და სამართლიანად შენს პარტნიორებთან და მათ ეჭვი არ შეეპაროთ საუბარში. ამიტომაა ალბათ რომ თქვენმა კოლეგამ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკიდურესად მკაფიოდ გამოთქვა მისი მთავრობის და შეიძლება ითქვას მთელი ევროკავშირის პოზიცია დღეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლის შემდეგ. მისი თქმით, მინისტრი მთავრობის წევრია და ის არის პასუხისმგებელი ქვეყნის საშინაო საქმეების თარგმნასა და  საგარეო ასპარეზზე მიტანაზე. „თქვენ ხედავთ ბატონო მინისტრო, რომ ბოლო რამდენიმე თვეა უკიდურესად გამწვავდა მმართველი ძალის, რომელსაც…

მეტი...

„ვალდებული ხართ, დააფიქსიროთ თქვენი მკვეთრი პოზიცია ანტიდასავლურ რიტორიკაზე“ – დეკანოიძე საგარეო მინისტრს

„თქვენ ვალდებული  ხართ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის წინაშე,  თქვენი მკვეთრი პოზიცია ანტიდასავლურ  რიტორიკაზე დააფიქსიროთ“,-ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ილია დარჩიაშვილს, რომელსაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით უსმენს. ხატია დეკანოიძის თქმით, დასავლელი პარტნიორების მკაფიო მოთხოვნაა ანტიევროპული და ანტიუკრაინული რიტორიკის შეწყვეტა და საგარეო საქმეთა მინისტრი ვალდებულია მსგავს რიტორიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს. „ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან როცა საუბრობთ, იქ იყო სამი ძირითადი მოთხოვნა, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული რიტორიკის   შეწყვეტა და 12 პუნქტის და რეკომენდაციის  შესრულება. მაგრამ თქვენი მხრიდან არც ერთხელ არ მომისმენია არც მე პირადად და არც საზოგადოებას ანტიდასავლური რიტორიკა, მათ შორის, უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ…

მეტი...

„უკრაინის ხელისუფლების ჩართულობით, სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის არევისთვის გამოგვიგზავნეს“ – ირაკლი კობახიძე

„სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ჩართულობით, მიხეილ სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის არევისთვის გამოგვიგზავნეს საქართველოში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მოუსმინეს. „ჯერ დავიწყებ იმით თუ რა გააკეთეს მათ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მათ საქართველოში ჩამოგვიყვანეს მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ჩართულობით, მიხეილ სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის არევისთვის გამოგვიგზავნეს საქართველოში და იმისთვის, რომ საქართველოს „უკრაინიზაცია“ მომხდარიყო. საბედნიეროდ, ეს გეგმა ჩავარდა და ამაში გადამწყვეტი როლი ხელისუფლებამ შეასრულა, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა და რომელმაც, ეს უმძიმესი კრიმინალი დააპატიმრა და მიუჩინა ადგილი იქ, სადაც…

მეტი...

„დაასვენეთ ეს ქვეყანა! ძლივს ამოისუნთქა საქართველომ, არჩევნებამდე მაინც დაასვენეთ“ – ირაკლი კობახიძე 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ვერანაირი რევოლუციით და აყირავებით „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება. „ჩვენ გვჭირდება ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის გაფრთხილება და ამაზე უნდა ვიყოთ თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული. ერთი რამ მინდა ვთხოვო რადიკალურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ამას ისინი არ შეასრულებენ, მაგრამ მინდა გთხოვოთ – დაასვენეთ ეს ქვეყანა! უბრალოდ დაასვენეთ ეს ქვეყანა! ძლივს ამოისუნთქა საქართველომ. ათი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი კრიზისი. პირველი იყო უკრაინის პირველი ომის შემდეგ 2015-16 წლები. რეგიონზე და მათ შორის საქართველოზე ამ ყველაფერს მძიმე ეკონომიკური შედეგები ჰქონდა. იყო ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი აღნიშნულ წლებში. ამის…

მეტი...

„რა დაშავდება ცივი მჭადის ნაცვლად თბილი პური რომ მიუტანონ? ის დაშავდება, რომ გასუქდება“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის – ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ოჯახი ძალიან ცუდად იქცევა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილთან კალორიული საკვები იმიტომ არ მიაქვთ რომ ის არ გასუქდეს და კარგად არ გახდეს. „სააკაშვილის მდგომარეობისთვის გამოსავალი არის ის, რომ მან ჩვეულებრივად მიიღოს სათანადო კალორაჟის საკვები. რა დაშავდება ცივი მჭადის ნაცვლად თბილი პური რომ მიუტანონ? ის დაშავდება, რომ გასუქდება. რა სამარცხვინოა ოჯახის ქმედება. გასაგებია, რომ თავად სააკაშვილი ეუბნება, რომ არასათანადო კალორაჟის საკვები მიუტანონ, მაგრამ როდესაც დედა, ძმა ან შვილი ხარ, როგორ შეიძლება ასე მოიქცე. კეთილი ინებონ და თვითდაზიანების მცდელობებს თავი დაანებონ. ასეთ შემთხვევაში…

მეტი...

„გუბაზ სანიკიძე 100 000 დოლარად განაცხა და შეიწერა საკუთარ დედაზე“ – კობახიძე სანიკიძის ცემაზე

პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის ცემის ფაქტზე განცხადება გააკეთა და მას 100 000 დოლარად „განაცებული“ უწოდა. „ყველა „ნაცი“, რომელიც 100 ათასს დოლარად „ნაცდება“, ასე უნდა გარბოდეს პარლამენტის შენობიდან, ეს არის გუბაზ სანიკიძის ხვედრი. ფიზიკურ დაპირისპირებაზე არ ვიცი, ვიცი, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გაიქცა. მე რაც ვნახე, არანაირი დარტყმა არ ჩანს და არც არაფერი მსგავსი. მე, რაც ვნახე იქ ჩანს, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გარბის პარლამენტის შენობიდან. ყველა „ნაცი“, რომელიც 100 ათას დოლარად „ნაცდება“ ასე უნდა გარბოდეს პარლამენტის შენობიდან. ეს არის გუბაზ სანიკიძის ხვედრი. ეს არის გუბაზ სანიკიძის მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი…

მეტი...

„კრიმინალები, ათამდე დეპუტატი დაესხა თავს“ – გოცირიძე გუბაზ სანიკიძის ცემაზე

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე დეპუტატ გუბაზ სანიკიძის ცემასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. „ადამიანები, რომლებიც სხედან პლენარულ სხდომათა დარბაზში, კრიმინალები არიან. პრემიერ- მინისტრი მოღალატეობრივი ტექსტებით გამოდიოდა და პირდაპირ ცილი დასწამა ცალკეულ ოპოზიციონერ დეპუტატებს. შეურაცხყოფა მიაყენა გუბაზ სანიკიძეს, შეკამათების შემდეგ, მას ათამდე დეპუტატი და უცხო ადამიანები დაესხა თავს, როგორც ჩანს, ისინი პრემიერს ჰყავდა დაცვიდან ან არ ვიცი, ვინ იყვნენ, ძნელი იყო გარჩევა, ერთ ადამიანს ათი ადამიანი სცემდა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“, – განაცხადა გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში გუბაზ სანიკიძე სცემეს და შენობიდან გააგდეს. ,,დავაი…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი ქალაქ რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და სააგენტოს საქმიანობის ძირითდი მიმართულებები გააცნო. კობიაშვილმა თავშესაფრის სტრუქტურა და მოწყობის წესი, ასევე, ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟების და ცხელი ხაზის მუშაობის სპეციფიკა განიხილა. ,,მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის, როგორც პოპულაციის მართვის თვალსაზრისით, ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების დაძლევა  უნდა მოხდეს ყველა მუნიციპალიტეტში კომპლექსურად, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოცემულობის გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტებში ადგილობრივად ვითარების მოწესრიგება, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე ინფორმაციულ და იურიდიულ დონეზე განსაკუთრენით მნიშვნელოვანია ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, რათა ახალი…

მეტი...

,,მინდა ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებს და გარე მტრებს ვუთხრა: ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მინდა ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებს და გარე მტრებს ვუთხრა: ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმების შესახებ. მათი ამოცანების, მათი მოქმედებების შესახებ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო სამსახურები არის მოწოდების სიმაღლეზე. „ახლა რაც შეეხება, რატომ მოვიყვანე, რატომ მოვყევი ეს ყველაფერი, რატომ შევახსენე ჩვენს საზოგადოებას ამის თაობაზე. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო. ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო უსაფრთხოება. რომ არ ყოფილიყო ქვეყანაში მშვიდობა. რომ არ ყოფილიყო სტაბილურობა და რომ განხორციელებულიყო ასეთი ბინძური შეთქმულება, რომელიც ჩვენმა ქვეყნის შიდა მტრებმა, დიახაც, მეხუთე კოლონამ…

მეტი...

,,დავაი აქედან….შენ მოგი…”- ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის დერეფანში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში “ქართული ოცნების” დეპუტატები დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური მონაწილეობდნენ.  ღუდუშაურმა სანიკიძეს ფეხი მოუქნია. ამასთან, ფიზიკური დაპირისპირების გარდა ისმოდა გინებაც. ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერმა გუბაზ სანიკიძე გაყიდულად მოიხსენია.

მეტი...

,,სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის ასარევად გამოგვიგზავნეს”- ირაკლი კობახიძე

„მიხეილ სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის ასარევად გამოგვიგზავნეს. ეს იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო,”-  ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა უკრაინის ხელშეწყობით მოხდა. „სამწუხაროდ, უკრაინის ხელშეწყობით, მიხეილ სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის ასარევად გამოგვიგზავნეს. ეს იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო. ეს სიტყვა რადიკალურ ოპოზიციას არ მოეწონა”,- განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,დაასვენეთ ეს ქვეყანა”- ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

,,ერთი რამ მინდა ვთხოვო რადიკალურ ოპოზიციას, დაასვენეთ ეს ქვეყანა,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ”ძლივს ამოისუნთქა”. ,,ერთი რამ მინდა ვთხოვო რადიკალურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ვიცი რომ ამას არ შეასრულებენ, მაგრამ მინდა გთხოვოთ თქვენ, დაასვენეთ ეს ქვეყანა, უბრალოდ დაასვენეთ ეს ქვეყანა, ძლივს ამოისუნთქა საქართველომ, ჩვენ გამოვიარეთ ამ 10 წლის განმავლობაში 2 კრიზისი, პირველი იყო უკრაინის პირველი ომის შემდეგ, 2015-2016 წლები, მძიმე ეკონომიკური შედეგები ჰქონდა ამ ყველაფერს რეგიონზე და საქართველოზეც, გვქონდა სავალუტო კრიზისი, რაც ჩვენ გამოვიარეთ 2015-2016 წლებში, ამის შემდეგ იყო კოვიდი,…

მეტი...

,,პრემიერმა 10:0 მოუგო დებატები ოპოზიციის წარმომადგენლებს”- ირაკლი კობახიძე

,,დღეს კიდევ ერთხელ პრემიერმა 10-ით 0 მოუგო დებატები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,დღეს კიდევ ერთხელ პრემიერმა 10-ით 0 მოუგო დებატები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი ნამდვილი სახე. მათი უსუსური და პირდაპირ ვიტყვი, ცოტა უხეშად, უინტელექტო სახე. ჩანს აშკარად მათი ინტელექტის დეფიციტი და ამ გამოხატულებაა მათი პოლიტიკური პოზიცია. აქ არის ძალიან სერიოზული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მადლობა კიდევ ერთხელ პრემიერს ამისთვის. სხვათა შორის, როცა ინტელექტზე და განათლებაზე როცა არის საუბარი, ქალბატონმა ეკამ დაუწუნა პრემიერს განათლება და როგორც ჩანს სორბონის განათლება…

მეტი...

,,პირდაპირ გვითხარით, რომ არ გვექნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა გაწერილი, ვიდრე ომი არ დასრულდება უკრაინაში”- თეონა აქუბარდია

„თქვენ დღეს დაგვიანონსეთ, რომ არაფორმალურად იგეგმება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, თქვენ პირდაპირ გვითხარით, რომ არ გვექნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა გაწერილი მანამდე, სანამ ომი არ დასრულდება უკრაინაში“,- მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ წევრმა თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომაზე,  სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. „თქვენ დღეს დაგვიანონსეთ, რომ არაფორმალურად იგეგმება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, თქვენ პირდაპირ გვითხარით, რომ არ გვექნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა გაწერილი მანამდე, სანამ ომი არ დასრულდება უკრაინაში. რაც მე მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, ერთი მხრივ, თუ ვინ მოიგებს ამ ომს, მაშინ, როდესაც სრულიად დასავლეთი…

მეტი...

,,ბეწვის ხიდზე ჯანჯღარს და ქვეყნის ამოყირავების მცდელობას არ აქვს პერსპექტივა”- მამუკა მდინარაძე

„დღეს ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისათვის თქმა, რომ ჩვენ ამ საერთო ომს მშვიდობით მოვიგებთ,”  – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, პერსპექტივა არა აქვს ქვეყნის ამოყირავების მცდელობას. „ღირსებით შევალთ ევროპაში.  ბეწვის ხიდზე ჯანჯღარს და ქვეყნის ამოყირავების მცდელობას არ აქვს პერსპექტივა. პერსპექტივა და მომავალი აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს, ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ევროპულობისთვის. ეს არის ყველაზე მთავარი და ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. დანარჩენი ყველაფერი არის ქვეყნის საბოტაჟი და ჩვენ ღირსებით გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა…

მეტი...

,,აღნიშნული ვიზიტი ნათლად წარმოაჩენს გერმანიისთვის საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას”- ილია დარჩიაშვილი

“გერმანიის საგარეო საქმეთა  მინისტრის ვიზიტი, საქართველოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში, გერმანიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას ადასტურებს” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა,ილია დარჩიაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები მტკიცე, მრავალსაუკუნოვან ფუნდამენტსა და საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება. მინისტრის თქმით,შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით,ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ხაზი გაესვა  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ…

მეტი...

„მოხსენით მიკროფონი და ესროლეთ, უფრო ადვილია”- ხათუნა სამნიძე

„მოხსენით მიკროფონი და ესროლეთ, უფრო ადვილია,”- ამ სიტყვებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა  ლევან მგალობლიშვილს მიმართა. სამნიძემ პრემიერსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ”უმრავლესობის მთავარ მესიჯბოქს” აცდენილია. „მოხსენით მიკროფონი და ესროლეთ, უფრო ადვილია. მეხუთე კოლონა, მეხუთე კოლონა აცდენილი ხართ თან უმრავლესობის მთავარ მესიჯბოქს, რომ ჩვენ ფაშისტები ვართ. ახლა მეხუთე კოლონაც გავხდით. გუშინ თურქეთის აგენტები ვიყავით, მაქამდე ჯაშუშები ვიყავით. ეს არის ქვეყნის გადარჩენა? პირდაპირ გეკითხებით ის არის ქვეყნის გადარჩენა, რომ ორი დღის წინ უკან დაიხიეთ სწორად, უკან წაიღეთ რუსული კანონი, ახალგაზრდების მიტინგი შეაფასეთ, როგორც გულწრფელი პროტესტი და დღეს უწოდებთ დესტრუქციას და პარლამენტის შენობაზე თავდსახმას” –…

მეტი...

საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ჩათვლის ევროპისგან მიტოვებულად. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას. „აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის  ნათელი დადასტურებაა“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა…

მეტი...

,,ამ ქვეყნის კეთილდღეობა, უსაფრთხოება, გადარჩენაც კი მხოლოდ ევროპაშია, ეს ესმის სვირინგიან ადამიანსაც და ნებისმიერ ადამიანს”- თინათინ ბოკუჩავა

„ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც  თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ,  ისინი იცავენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და არა თქვენ“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენა სურს, სინამდვილეში ასამარებს ამ ქვეყნის უსაფრთხო და დემოკრატიულ მომავალს, იმიტომ, რომ ქვეყნის უსაფრთხო მომავალი მხოლოდ ევროპაშია. „ეს ესმის ყველას. ესმის სვირინგიან ადამიანსაც, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც თქვენ გარეგნობას უწუნებთ. რიტორიკის მიუღებლობა, ნებისმიერი პარტიული კუთვნილების მიუღებლობაც კი არ უნდა განსაზღვრავდეს პოლიტიკურ დისკურსს. დღეს უნდა არსებობდეს ერთადერთი გამყოფი ხაზი, ან ხართ რუსეთისკენ, ან ხართ დასავლეთისკენ, ან…

მეტი...

სემეკმა სსე-ს, ენერგეტიკული ბირჟისა და ესკოს ანგარიშები მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე მოისმინა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ანგარიში ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების ამოქმედების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის შესრულების შესახებ. წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე, სემეკის გადაწყვეტილებით, ბაზრის ამოქმედების უზრუნველსაყოფად კვლავ განისაზღვრა რიგი ღონისძიებების შესრულებისა და დასრულების აუცილებლობა. საბითუმო ორგანიზებული ბაზრების დროულად გახსნის უზრუნველსაყოფად, სემეკმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელზე გადასასვლელად კომპანიების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა. ასევე, განისაზღვრა განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მდგომარეობის შესახებ სემეკში ყოველთვიური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება. მოსმენილი ანგარიშების საფუძველზე, სემეკმა მიზანშეწონილად ჩათვალა კვლავ ჩაეტარებინა…

მეტი...

,,კანონპროექტი ქუთაისში რომ ყოფილიყო მისაღები, მიიღებდნენ, რადგან იქ არ იყვნენ დაზომბირებული სტუდენტების პატრონები”- ფრიდონ ინჯია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა დაკარგა საქართველომ ერთი წლის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის არ მიღებით. მისივე თქმით, ე.წ. ”აგენტების” კანონპროექტი ქუთაისში რომ ყოფილიყო მისაღები, მიიღებდნენ, რადგან ”იქ არ იყვნენ დაზომბირებული სტუდენტების პატრონები.” ,,ამ დღეებში რეგიონებში ვიყავი, სრული მხარდაჭერა გაქვთ. ახალგაზრდები არიან დაბოღმილი, როგორ გააპარპაშესო. გამჭვირვალობაზე კანონპროექტი ქუთაისში რომ ყოფილიყო მისაღები, მიიღებდნენ, რადგან იქ არ იყვნენ დაზომბირებული სტუდენტების პატრონები და სტუდენტები, რომლებიც აქ გამოვიდნენ. რა გამოიწვია რადიკალურმა მოწოდებებმა –  წავიდეთ საომრად, იქ ცხინვალი, სოხუმი, რუსეთმა დამატებით ჯარი შემოიყვანა აფხაზეთში და გავიგე, რომ ახალი ტექნოლოგიები შემოიტანეს…

მეტი...

,,სააკაშვილის გეშინიათ ჯანმრთელის, გეშინიათ ცოცხალის, გეშინიათ მკვდრის”- გუბაზ სანიკიძე

,,სააკაშვილის გეშინიათ ჯანმრთელის, სააკაშვილის გეშინიათ კიევში, სააკაშვილის გეშინიათ თბილისში, სააკაშვილის გეშინიათ ციხეში, სააკაშვილის გეშინიათ ცოცხალის,”- ამის შესახებ დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ პარლამენტში განაცხადა. ,,მე არც მაშინ მეშინოდა, როცა ხელისუფლებაში იყო მიშა სააკაშვილი, არც ახლა მეშინია. განსხვავებით თქვენგან, მაშინაც გეშინოდათ სააკაშვილის და ახლაც გეშინიათ სააკაშვილის, სააკაშვილის გეშინიათ ჯანმრთელის, სააკაშვილის გეშინიათ კიევში, სააკაშვილის გეშინიათ თბილისში, სააკაშვილის გეშინიათ ციხეში, სააკაშვილის გეშინიათ ცოცხალის, სააკაშვილის გეშინიათ მკვდრის, ეს თქვენი პრობლემაა, იმ კაცის პრობლემა კი არ არის,”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მეტი...

,,რატომ იზრდება დამოკიდებულება რუსეთზე?”- პაატა მანჯგალაძე პრემიერს

„მაინტერესებს რატომ თრგუნავთ ადამიანებს და რატომ ელაპარაკებით არარსებულ საფრთხეებზე“, – აღნიშნული კითხვით  პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. „აქეთ არის, ნატო, აქეთ არის ევროპა, რომელიც არის ნამდვილი უსაფრთხოება, მშვიდობა და იქით არის რუსული ჭაობი და რას გვეუბნებიან საპირწონედ? თურმე რუსეთთან ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლა ყოფილა ჩვენი ამოცანა. ანუ რუსულ ჭაობში უვიზოდ რომ გავფრინდებით ეს ყოფილა საქართველოს ამოცანა. აი ამას ამბობს „ქართული ოცნება“. თქვენ გინდათ, რომ არარსებული საფრთხეებით დათრგუნოთ საზოგადოება. თუ ძლიერისათვის კუდის ქიცინი არის სტრატეგია აშშ რუსეთზე ათჯერ ძლიერია, თუ მეზობელზეა…

მეტი...

,,მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებლად ვერ გახდება ევროკავშირის წევრი”- ანალენა ბერბოკი

მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებლად ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ეს მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მინისტრის თქმით, აგენტების კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. ,,საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ევროკავშირის წევრი საქართველოს ხელისუფლების გარეშე. მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი. ამიტომ, გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში, ამის გასაძლიერებლად. ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა, რადგან ევროკავშირი ძალიან განსხვავებული წევრებით ხასიათდება. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე.…

მეტი...

,,დაანგრიეთ უკვე ქვეყანა ერთხელ და მეორედ არ დაგანგრევინებთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,წარმოდგენა არ გაქვთ რა ვითარებაშია დღეს რეგიონი და მთელი მსოფლიო. და გამოდიხართ რაღაც ორი სიტყვა წაგიკითხავთ, გისწავლიათ და გინდათ, რომ თავზე მოახვიოთ საზოგადოებას თქვენი აზრები. ესაა რეალობა,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხისას განაცხადა. ,,ქალბატონო თეონა, თქვენ რომ იყოთ ობიექტური უსაფრთხოების ექსპერტი, დავარქვათ, გამოხვიდოდით და მოუწოდებდით თქვენს რადიკალურ ექსტრემისტებს, მე-5 კოლონის წარმომადგენლებს, რომ დაუშვებელია ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა არის ოკუპირებული, ელოდება კანდიდატის სტატუსს და უკრაინაში არის დამანგრეველი ომი, აქ არ უნდა იმართებოდეს აქციები მთავრობის დამხობის და დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით. აი, მაგ შემთხვევაში მე თქვენ მხარს დაგიჭერდით…

მეტი...

,,თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ თქვენ?”- ანა ნაცვლიშვილი

,,ვის უნდა დააჯეროთ რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, პარლამენტში ვერ შემოსულხართ მთელი უსაფრთხოების სამსახურით თუ არაა გარშემორტყმული აქაურობა და თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ თქვენ ამ ქვეყნის?!”- ამ სიტყვებით ”ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერს მიმართა. მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია ხალხი, დასავლეთი და ამ ქვეყნის ისტორიის ცოდნა. ,,კითხვები იყო სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და პასუხები იყო საკუთარი სკამის უსაფრთხოებაზე. ესაა პრიორიტეტები. სახელმწიფოზე საუბარიც კი არ შეგიძლიათ, მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების უსაფრთხოებაზე შეგიძლიათ ბურდღუნი. საქართველოს ემუქრება საფრთხე და ეს საფრთხე ხართ თქვენ – რუსული ოცნება ხელისუფლებაში.…

მეტი...

,,შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე არ ვარ დღეს მოსული სამტროდ”- ჩარკვიანი პრემიერს თხოვნით მიმართავს

„ბატონო ირაკლი, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე არ ვარ დღეს მოსული სამტროდ. ამ დარბაზში უკვე მტრად ვექეცით ყველა ერთმანეთს და ეს ძალიან არ მომწონს. საქართველოს ერთი მტერი ჰყავს და ის არის მრავალსაუკუნოვანი მტერი – რუსეთი“,- განაცხადა პარლამენტის უფრაქციო წევრმა, თამარ ჩარკვიანმა პარლამენტში  ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ. თამარ ჩარკვიანმა თხოვნით მიმართა პრემიერ-მინისტრს. „შეიძლება ძალიან არაპოპულარული იყოს, მაგრამ მე დღეს მოვედი თხოვნით. მე განზრახ არ მოვითხოვე თქვენთან შეხვედრა, რომ  ჩემი თავი არ ჩამეგდო უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ამას ხშირად არასწორი და სუბიექტური პოლიტიკური განხილვა მოჰყვება ხოლმე. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, მოუხმოთ სიმშვიდეს, გადადოთ ყველაფერი, ერთად…

მეტი...

,,ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ დღეს ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ორი წელი ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით. „მინდა ვთქვა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ დღეს ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. დღეს ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ჩვენ ბოლო ორი წელი გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით. ერთ სულ მოსახლეზე…

მეტი...

,,რატომ უყვარხართ რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ტელეწამყვანებს”- გოცირიძე პრემიერს

,,რატომ გაქებთ რუსული მედია, რატომ უყვარხართ რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ტელეწამყვანებს, რომლებიც ყველანი არიან დასანქცირებული დასავლეთის მიერ,”- ამ სიტყვებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილმს მიმართა. ,,თქვენი მოსხენების შინაარსი იყო, რომ დამნაშვე არის თურმე უკრაინა, რადგან მან არ დაუთმო რუსეთს. სად არის რუსეთი, როგორც აგრესორი ნახსენები. სად არის ნახსენები ის, რომ დღეს მთელი მსოფლიო გაერთიანებულია ამ ბოროტი არსების, პუტინის წინააღმდეგ. რატომ გაქებთ რუსული მედია, რატომ უყვარხართ რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ტელეწამყვანებს, რომლებიც ყველანი არიან დასანქცირებული დასავლეთის მიერ. ხანდახან რა უხერხული ეპითეტებით მოგიხსენიებენ. ნუთუ ომში მყოფი ქვეყნისადმი ერთი სოლიდარობის სიტყვა არ წამოგცდათ…

მეტი...

„საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება”- კახა ოქრიაშვილი

„საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო“,-  ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ”ქართული ოცნების” დრო ამოწურულია. ,,დღეს საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ე.წ. აგენტების რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით აჯანყებულ დეპუტატებს – ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს და გიორგი ამილახვარს. ბიძინა ივანიშვილმა ისინი დასაჯა და გაყარა პარლამენტიდან! „აჯანყებულ დასჯილებს“ შორის არ არის ბატონი დავით სერგეენკო. რატომ?! იმიტომ, რომ ის საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია და მისი გაგდების შემთხვევაში, საბურთალოზე რიგგარეშე…

მეტი...

,,კარგად ვნახეთ, რა მეთოდებით მართეს ჩვენი ქვეყანა, როგორ ჩაგრეს, აწამეს, დატანჯეს ჩვენი ხალხი, 20% ტერიტორიის ჩააბარეს რუს ოკუპანტს”- პრემიერი

,,ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა უბედურება მოუტანეს უცხო ქვეყნის, თუ ქვეყნების მსახურებმა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. კარგად ვნახეთ, რა მეთოდებით მართეს ჩვენი ქვეყანა. როგორ ჩაგრეს, აწამეს, დატანჯეს ჩვენი ხალხი,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ,,ჩვენმა ხალხმა რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგად მოისმინა პირდაპირი ასე ვთქვათ აღიარება. ერთ-ერთ გამოსვლაში მე ვთქვი, რომ ევროპარლამენტმა თქვა, რომ სააკაშვილი არის მათ აგენტი. ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატის განცხადება, მან წაიკითხა სააკაშვილის ასე ვთქვათ აღიარება ახლა ბრიუსელში, რომ იგი არის დასავლეთის აგენტი. ეს არის სააკაშვილის…

მეტი...

საქართველოს საზღვრიდან 35 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

 სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვართან ახლოს დღეს ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრა დღეს, 24 მარტს, თბილისის დროით 11:09 საათზე, საქართველოს საზღვრიდან 159 კილომეტრში მოხდა. მისმა სიმძლავრემ 4,5 მაგნიტუდა შეადგინა. განმეორებითი ბიძგები საქართველოს დროით 12:27 საათზე, სახელმწიფო საზღვრიდან 35 კილომეტრში დაფიქსირდა და სიმძლავრემ 4,1 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

,,სამარცხვინო ადამიანი ხარ და უნდა დაიწყო ყველა გამოსვლა სიტყვებით: “დამნაშავე ვარ”- სამადაშვილი ღარიბაშვილს

,,სამარცხვინო ადამიანი ხარ და უნდა დაიწყო ყველა გამოსვლა: “დამნაშავე ვარ”, ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ ოჯახს, შვილებს, იმიტომ რომ გიწევს ამ სირცხვილით ცხოვრება,”- ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. მისი თქმით, ევროკავშირი ძალიან მალე გამოაქვეყნებს საკუთარ შეფასებას და საჯაროდ ეეტყვის საქართველოს ხელისუფლებას იმას, რასაც დახურულ კარს მიღმა ეუბნებიან, რომ არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა. ,,როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ხანდახან სწორ დროს, ასე ამ კაცმა, რომელსაც სამარცხვინოდ ჰქვია პრემიერ-მინისტრი ერთი სწორი რამ თქვა, რომ ქვეყნის მტრობაა ევროპული დღის წესრიგისთვის ხელის შეშლა და…

მეტი...