„პუტინი მანამ არ გაჩერდება, სანამ უკრაინას მთლიანად არ ჩაიგდებს ხელში“ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თავად რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა. როგორც ტრამპი აცხადებს, ბაიდენის მმართველობა სტალინურთან ახლოსაა. ბაიდენი ტეხასში, მხარდამჭერთან შეხვედრაზე საკუთარი პოლიტიკის მიღწევებზე საუბრობდა და მოქმედ პრეზიდენტს სისუსტეებში ამხელდა. როგორც მან აღნიშნა, შეერთებული შტატები უკრაინის პირველი მოკავშირე იყო და სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო უკრაინის გაძლიერება. ტრამპის განცხადებით, სწორედ მან გადასცა უკრაინას „ჯაველინები.“ ტრამპი საკუთარ დამსახურებად და ბაიდენის სისუსტედ მიიჩნევს იმას, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი მისი პრეზიდენტობის დროს კი არა, ბაიდენის პრეზიდენტობისას დაიწყო. „პუტინი არ გაჩერდება, სანამ უკრაინას სრულად არ…

მეტი...

„ადრე თუ გვიან, მოგვიწევს მაგ კანონის მიღება“ – მეუფე იაკობი „აგენტების კანონზე“

მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას ე.წ. აგენტების კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ცუდად იქცევა. „ჯერ არ იყო არც კანონი მიღებული და არც არაფერი და ვაი-ვიში შექმნეს. თავი გაიშიფრეს. ჩვენს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა ასე: აგენტსაც ნუ დაარქმევდნენ, მხოლოდ სია შეედგინათ იმათი, ვინ ფინანსდება უცხოეთიდან. მე, ეკლესიას თუ მაფინანსებს უცხოეთი, ისიც დაწერონ. ვიღაც იღებს ფულს, ისიც დაწერონ. მერე, რომ შევხედავთ ვიღაც იღებს ფულს და ცუდად იქცევა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს და იყენებს იმ ფულს, თვითონ უცხოეთიც დაფიქრდება და იმას არ მისცემს ფულს“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას. მისივე შეფასებით, უცხოელები ზოგ არასამთავრობოს ეუბნება…

მეტი...

„თუ რამე დარტყმაა, ჩვენ მივიღებთ. დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ“ – მეუფე იაკობი სტუდენტებზე

მიტროპოლიტმა იაკობმა დღევანდელ ქადაგებაზე 8 მარტს, პარლამენტის წინ სტუდენტების გამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს, დააჯარეს, რომ საქართველოს კურსი რუსეთისკენ იყო. „ახალგაზრდები გამოსულები იყვნენ რისთვის? მე რასაც შევხედე, თითოეულს უნდა კარგი ცხოვრება და ძიებაში არიან, თუ რა არის კარგი. არ უნდათ რუსეთი. უნდათ ისეთ ადგილას იყოს საქართველო, სადაც სიკეთე იქნება. იმას ვინ დამაჯერებს, ჩემი ქვეყანა ვინმემ რუსეთისკენ რომ წაიყვანოს, ახალგაზრდებს ვინ დავაყენებთ? მე გავალ თვითონ და მე ვიქნები პირველი და  ჩვენი თაობა იქნება, იმიტომ, რომ ახალგაზრდებს არ გვინდა, ცივი ნიავი მივაკაროთ. თუ რამე დარტყმაა, ჩვენ მივიღებთ. დაიჯერეს, რომ…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილთან ევროპელი მედიკოსები და იურისტები იმყოფებიან

კლინიკა „ვივამედში“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ექიმები იმყოფებიან. ექიმები და იურისტები მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან. ისინი კლინიკაში მყოფ სხვა პაციენტებსაც მოინახულებენ. იუსტიციის სამინისტრომ კლინიკაში შესვლაზე ნებართვა დღეს გასცა. მედიკოსები და იურისტები კლინიკაში დილით შევიდნენ.  

მეტი...

„რა დღეში არიან, პატრიარქს როგორ მოიხსენიებენ ვიღაც კაცუნები“- მეუფე იაკობი

„არ ფიქრობენ პასუხი რომ მოვთხოვოთ? სად დაგვემალებიან? სად გაგვექცევიან ბოლოს და ბოლოს?! ვითომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, ვინ მოგიშვებს ასე რომ იქცევი“ – ასე ეხმიანება მეუფე იაკობი პატრიარქთან ხვიჩა კვარაცხელიას სტუმრობას, რომელსაც სხვადასხვა გამოხმაურება და ქილიკი მოჰყვა. „ღმერთმა შეარიგოს ქართველი ერი. თუ არ შევრიგდებით, სულ ასეთი ამბავი მოხდება. აბა, შეხედეთ, ნორმალურები არიან? ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ კონკრეტულ პარტიებს და ეკლესიასთან დაკავშირებით რა დღეში არიან, პატრიარქს როგორ მოიხსენიებენ ვიღაც კაცუნები. რა ოჯახებში არიან გაზრდილები. შეუმდგარი ხალხი პატრიარქს გადასწვდებიან ხოლმე. რა მათი საქმეა, ვინ მივა პატრიარქთან. ის როგორ უნდა თქვან, რომ თურმე რეიტინგის აწევა უნდა, თუნდაც…

მეტი...

მელია – ორმეტრიანი, ხაბეიშვილი – ნახევარმეტრიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიაში დიდ ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებ, რომ მთავარი ცვლილება ის არის, რომ ნიკა მელია 2 მეტრი იყო, თავად კი ნახევარი მეტრია. „ყოფილი თავმჯდომარე ორი მეტრა იყო, მე მეტრ-ნახევარი ვარ, დიდი ცვლილებაა“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან, რომლებმაც ჰკითხეს, რა შეიცვალა პარტიაში მას შემდეგ, რაც პარტიას მისი სახით ახალი თავმჯდომარე ჰყავს.  

მეტი...

გერმანია რუს დიპლომატებს გააძევებს

გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. ამჯერად სანქციებში ათეულობით რუსი დიპლომატი მოექცევა. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელ დიპლომატებს გერმანიის ტერიტორიის დატოვება მოუწევთ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. სანქციები 30-ზე მეტ რუს დიპლომატს შეეხება, რომელთა მიმართულებასაც  შეიარაღებულ ძალებში ინფორმაციის წყაროების მოძიება წარმოადგენდა.  

მეტი...

აშშ-ში ამტკიცებენ რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს

რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ისევ დღის წესრიგში დგას. დასავლეთი შეშფოთებულია, რომ ბირთვული იარაღი პუტინის ხელშია. აშშ-ში კი ამტკიცებენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არ შეინიშნება. „ამ ეტაპზე, ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ შეცვალოთ საკუთარი სტრატეგიული ბირთვული პოზიცია. არ არსებობს მინიშნებაც კი, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. ჩვენ ვრჩებით ნატო-ს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ერთგული“, აცხადებენ პენტაგონში. შეგახსენებთ, რომ პუტინის განცხადებით, რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს. პუტინის ხელში ბირთვული იარაღი მსოფლიოსთვის შემაშფოთებელია

მეტი...

პუტინის ხელში ბირთვული იარაღი მსოფლიოსთვის შემაშფოთებელია

რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ განცხადება არაერთხელ გაკეთდა. როგორც კრემლში აცხადებენ, ეს მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება, თუ ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემები შეექმნება. როგორც ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიაში განმარტავენ, რუსეთის ხელში ბირთვული იარაღის არსებობა ევროპისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. „მანამ, სანამ პრეზიდენტ პუტინს გააჩნია ბირთვული იარაღი, ევროპა უსაფრთხო ვერ იქნება“ – აღნიშნულია საერთაშორისო კომპანიის განცხადებაში. ბოლო ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს. შეთანხმება უკვე შედგა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილმა ნორვეგიისგან დემოკრატიის ჯილდო მიიღო

დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით მიღებულ ჯილდოზე პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აკეთებს. „ჩემთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან, ნორვეგიისგან ჯილდოს მიღება ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში. ამ პრემიამ ნორვეგიისგან უნდა დააფიქროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში წამოეგო ჩემი გაშავების კამპანიას. უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჩემი სრულიად უსამართლო და სამარცხვინო პატიმრობა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხად კი არა, რაღაც პოლიტიკურ გარჩევად მიაჩნია. ის, რომ ჩემს პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და „ოცნებაში“, თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს“,…

მეტი...

ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტი მაშინ მოიხსნება, როცა სამინისტრო ჩათვლის, რომ ფასი სამართლიანია

 „როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სწორი და სამართლიანია, წლიურ ლიმიტს აუცილებლად მოვხსნით და ბენეფიციარები მიიღებენ სრულყოფილ სერვისს როგორც ამბულატორიულ ნაწილში, ისე –  მედიკამენტების კუთხით“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი 25 000 ლარია. უწყება მზად არის, ლიმიტი საერთოდ გააუქმოს, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს შეუძლებელია, რადგან, 1000-ლარიანი მედიკამენტი, რომელიც ბენეფიციარს, წლის განმავლობაში, 25 კოლოფი ესაჭიროება, მოულოდნელად, 3000 ლარი გახდა. „ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტის მოხსნას იანვრიდანაც ვფიქრობდით, შემდეგ რეფერენტული ფასების ამოქმედებას ველოდებოდით და თავი შევიკავეთ,…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრო კონტროლის ფუნქციების გაზრდას ითხოვს და კანონპროექტს ამზადებს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობიდან გამოდინარე, დღის წესრიგში დადგა კონტროლის გამკაცრება. შესაბამისად, როგორც ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, მზადდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის, რომლითაც იზრდება სამინისტროს, როგორც მაკონტროლებლის როლი. „დავიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება, რომლითაც სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში. ამ ცვლილებებით, ვაძლიერებთ სამინისტროს, როგორც რეგულატორისა და მაკონტროლებლის როლს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად მოხდეს რეაგირება“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ფასების შეთანხმებულად გაზრდის შემდეგ მიიღეს. „პირველად ეს მოხდა…

მეტი...