„დაიცავი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება“ – აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება. როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, საპროტესტო ტალღა  მთელი საქართველოს მასშტაბით გაიშლება.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით გათავისუფლებას ითხოვენ. მათ სამინისტროს წინ უზარმაზარი პლაკატიც გაშალეს წარწერით „ავისუფლება მიშას“.

აქციის მონაწილეები მიმართავენ იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს და სკანდირებენ “მკვლელო”.

მათივე  განცხადებით,  ვინც მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში დატოვების პროცესის მონაწილეა, მისი მკვლელია.

„,ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი არ აპირებენ, რომ შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის წამება. ამიტომ ჩვენ სამოქალაქო პროტესტის გარდა სხვა გზა არ დაგვრჩენია. ვერავინ მშვიდად ვერ იქნება, სამოქალაქო ტალღა უფრო აზვირთდება. – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი თემები