თურქეთის მიწისძვრას 10 000-მდე დაღუპული ჰყავს

თურქეთში მიწისძვრით მიყენებული ტრაგედიის მასშტაბი საათობრივად იზრდება. ამ ეტაპისთვის, დაღუპულთა რაოდენობამ 9 000-სს გადააჭარბა. ნანგრევებში  მოყოლილთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ასი ათასობით უსახლკაროდ დარჩენილი კი შველას ითხოვს.

სტიქიის ზონაში თურქეთის პრეზიდენტიც ჩავიდა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.  როგორც ედროღანმა დაზარალებულებს განუცხადა, ახალი საცხოვრებელი კორპუსები ერთი წლის ვადაში აშენდება. ასევე, პრეზიდენტი უსახლკაროდ დარჩენილებს დაპირდა, რომ დახმარების სახით 10 ათას ლირას მიიღებენ.

 

მსგავსი თემები