“ჩვენ თავისუფლება გვაქვს, მოგვეცით ფრთები, რომ იგი დავიცვათ” – რა აჩუქა ზელენსკიმ ბრიტანელ პოლიტიკოსს

ბრიტანეთში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერს საჩუქრად უკრაინელი პილოტის ჩაფხუტი გადასცა. ჩაფხუტი წარწერით: “ჩვენ თავისუფლება გვაქვს, მოგვეცით ფრთები, რომ იგი დავიცვათ” საჩუქრის ადრესატმა ყველას აჩვენა და მადლობაც გადაუხადა პრეზიდენტს საჩუქრისთვის.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის საავიაციო კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა.

„მჯერა, ეს სიმბოლო დაგვეხმარება ჩვენი შემდგომი – საავიაციო  კოალიციის ფორმირებაში. მოგმართავთ თქვენ და მთელ მსოფლიოს მარტივი და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებით: საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინისთვის! ფრთები თავისუფლებისთვის!” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები