დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. სანქციების ქვეშ მოექცა 6 კომპანია, რომელიც რუსეთს სამხედრო ტექნიკითა და თვითმფრინავებით ამარაგებს

„რუსეთის მიერ უკრაინის მუდმივი დაბომბვის საპასუხოდ, მათ შორის იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც დაეხმარა პუტინს პირადი ქონების დაგროვებაში და იმ კომპანიების, რომლებიც იღებენ სარგებელს კრემლის ომის მანქანიდან“, – ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში.

სანქციები შეეხო  რუსეთის 8 მოქალაქეს – ბიზნესომბუდსმენ ბორის ტიტოვს, ნავთობმენეჯერ ნიკოლაი ეგოროვს,  “რეგნუმის”  მფლობელ სერგეი რუდნოვს, სვეტლანა კრივონოგიხსდა კიდევ რამდენიმე ბიზნესმენს.

 

 

მსგავსი თემები