,,თბილისში აშენებული შენობა 8 ბალზე გათვლილი უნდა იყოს”- ზურაბ ჯავახიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილის განცხადებით,  თბილისში აშენებული შენობა 8 ბალზე გათვლილი უნდა იყოს.

როგორც ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, მჭიდრო დასახლებები, მაღლივი შენობების არსებობა და უხარისხო შენობები ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის.

,,სეისმურ რისკზე, მსხვერპლსა და ზარალზე თუ ვისაუბრებთ, აქ თბილისია ყურადღება მისაქცევი. მიუხედავად იმისა, რომ სეისმურად აქტიური რეგიონი არ არის, მჭიდრო დასახლებები, მაღლივი შენობების არსებობა და უხარისხო შენობები ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის.

თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ სეისმომედეგი მშენებლობა იყო. კარგად აშენებული ახალი შენობა გაცილებით საიმედო უნდა იყოს. თბილისში აშენებული შენობა 8 ბალზე გათვლილი უნდა იყოს. ჩვენ გვახსოვს, რომ 4.5-იანმა ბალიანმა სერიოზულად დააზიანა 12 ათასამდე შენობა, მსხვერპლიც კი იყო.

პირველ რიგში, მიწისძვრისგან დაცვისთვის მნიშვნელოვანია სეისმომედეგი მშენებლობა. თვითონ მოსახლეობამაც უნდა მოსთხოვოს მშენებელს, ადგილობრივ, თუ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს.

მუშაობა მიმდინარეობს ახალ ნორმებზე, ევროპულ სტანდარტებს, რომ შეუერთდეს სეისმომედეგური მშენებლობა. თუ არ ვცდები მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ალბათ, 1-2 წელში იქნება მზად“,- განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

“თბილისზე ყურადღებაა მისაქცევი” – სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები