„ვისაც სჯერა, რომ მელიამ ვერ გამოიყვანა მიშა და ხაბეიშვილი გამოიყვანს… დარბოდა ქუჩაში და ირბინოს ქუჩაში“ – გია ხუხაშვილი

„ხაბეიშვილი ვის უნდა, რომელ დასავლეთს უნდა ერთი? ვისაც სჯერა, რომ მელიამ ვერ გამოიყვანა მიშა და ხაბეიშვილი გამოიყვანს, სად არის ლოგიკა“ – აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის არაფრისმაქნისობა უკვე სახეზეა და ის არაფრის გამკეთებელია.

„სად არის ეს ხაბეიშვილი და რისი გამკეთებელია ერთი. რასაც ის აკეთებს ეს არის „ლაი-ლაი“. პარტია თავიანთი უგუნური მოქმედებებით გაანახევრეს.  ელექტორულურად პარტია განახევრდა და დაიყო. ახლა კიდევ გაუგონარ ბოდვებზე და ბოიკოტზე დაიწყეს ლაპარაკი. თუ ამის მეტი არაფერი იცოდი, რას ერჩოდი მელიას. დასავლეთშიც როგორც გაიფუჭეს საქმე. „ბექგრაუნდი“ დასავლეთთან ურთიერთობაში, ელჩენბთან ურთიერთობაში მელიასი და ხაბეიშვილის ერთია? განსხვავებაა როგორც ცა და დედამიწა. ხაბეიშვილი ვის უნდა, რომელ დასავლეთს უნდა ერთი? ვისაც სჯერა, რომ მელიამ ვერ გამოიყვანა მიშა და ხაბეიშვილი გამოიყვანს, სად არის ლოგიკა. ირბინოს ხაბეიშვილმა ქუჩაში როგორც აქამდე დარბოდა“ – აცხადებს ხუხაშვილი.

 

მსგავსი თემები