„უკრაინაში ყოველი პილოტი მეფეა“ – პრეზიდენტი ზელენსკი ბრიტანეთის მეფეს ხვდება

დიდ ბრიტანეთში მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ წუთებში ბუკინგემის სასახლეში იმყოფება. მას სასახლეში ტაშით შეხვდნენ. შეხვედრამდე კი ზელენსკიმ ის გზავნილები გააჟღერა, რის თქმასაც ის მეფესთან აპირებს.

„ვაპირებ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის თქმას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის მომავლისთვის. დიდ ბრიტანეთში მეფე სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტია. ხოლო უკრაინაში ახლა თითოეული პილოტი მეფეა. რადგან ასე ცოტანი არიან, ასე ძვირფასები არიან. ყველაფერს შესაძლებელს და შეუძლებელს ვაკეთებთ, რათა მსოფლიომ თანამედროვე თვითმფრინავები გადმოგვცეს შესაძლებლობების გასაფართოებლად და პილოტების დასაცავად, რომლებიც ჩვენ დაგვიცავენ”, – აღნიშნა  ზელენსკიმ.

მსგავსი თემები